საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ

საბერძნეთი ცეცხლის ალშია, სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან. ათენის ჩრდილო-დასავლეთში გაჩენილმა ცეცხლმა სახლები, ავტომობილები და სამოქალაქო ინსფრაქტურქტურა გაანადგურა. განაკუთრებით რთული ვითარება როდოსზეა. მხოლოდ ამ კუნძულიდან 19 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ქვეყანაში მაღალი ტემპერატურაა, რაც მასშტაბური ხანძრის ლოკალიზებას ართულებს. სტიქიის ზონაში არიან საქართველოს მოქალაქეებიც. ემიგრანტები ამბობენ, რომ ცეცხლიდან იმ ოჯახებმა გამოიყვანეს, სადაც დასაქმებულები იყვნენ. საქართველოს საელჩოდან კი, მათი თქმით, არავინ დაკავშირებიათ.

მეტი...

,,ყველამ უნდა გაითავისოს, რომ საქართველოში სამართალი არ იყიდება” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილთან შესული პოლონელი ექიმების სკანდალს გამოეხმაურა. რატი ბრეგაძის განცხადებით, ეს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილია. „პირდაპირ მიმდინარეობს კამპანია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, იმისთვის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დაზარალდეს. არსებობს ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან საქართველოში მშვიდობას. ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ უნდა გაითავისოს, როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა, რომ საქართველოში სამართალი არ იყიდება. ის ან არის, ან არა“, – განაცხადა ბრეგაძემ. შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია…

მეტი...

,,სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები უდიდეს თანხებს იხდიან იმაში, რომ კონგრესს დაასანქცირებინონ საქართველო” – გია ცაგარეიშვილი

სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები დებენ მილიონებს, უდიდეს თანხებს იხდიან იმაში, რომ კონგრესს დაასანქცირებინონ საქართველო. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. „ის იყო საქართველოს პრეზიდენტი. მისი თავგადაკლული ფანები მას დღესაც პრეზიდენტად და მხედართმთავრად მოიხსენიებენ და ამ ქვეყნის გაშავებასა და განადგურებაში, ამ ქვეყნისთვის ევროპერსპექტივის დასამარებაში ისა და მისი ოჯახის წევრები დებენ მილიონებს. უდიდეს თანხებს იხდიან იმაში, რომ კონგრესს დაასანქცირებინონ საქართველო, აქ „ქართულ ოცნებაზე“ კი არ არის საუბარი, ქვეყანაზე, მის სამშობლოზე, ყოველ შემთხვევაში ყოფილ სამშობლოზე“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მეტი...

იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

მეტი...

ილონ მასკი Twitter-ის ლოგოტიპის შეცვლას გეგმავს

Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელის ლოგოტიპს შეცვლის. „მალე დავემშვიდობებით Twitter-ის ბრენდს და თანდათან ყველა ჩიტს“, – განაცხადა მან. ბიზნესმენმა ახალი ლოგოს სავარაუდო დიზაინიც გამოაქვეყნა, რომელიც შავ ფონზე ასო Х-ს წარმოადგენს.

მეტი...

,,ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ხორვატიაში პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ისტორიაში” – ზაზა გოგსაძე

ხორვატია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ამიტომ, პრემიერის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში ზაზა გოგსაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერის ვიზიტის დროს იგეგმება ზაგრებში საქართველოს საელჩოს ოფიციალური გახსნა. “საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ხორვატიაში პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ისტორიაში. ხორვატია და საქართველო ერთმანეთის მსგავსი არიან როგორც ტერიტორიული სიდიდით, ასევე მოსახლეობის რაოდენობითა და უახლესი ისტორიული წარსულით. ამიტომ, მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხორვატია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ამიტომ, ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ რამდენიმე თვის…

მეტი...

მედიკამენტ ,,ვოსორიტიდის” თაობაზე, ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ “ვოსორიტიდის” თაობაზე, ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საბჭოს წევრებს პროტოკოლის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებისთვის გონიბვრული ვადა, 24 ივლისამდე განესაზღვრათ. მათივე ცნობით, ვადების დაცვა ემსახურება ახალი მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკების გადაზღვევას და ვადებს სამინისტრო ხელოვნურად ვერ შეამცირებს. „აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ “ვოსორიტიდის” თაობაზე გაცნობებთ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლის მოსამზადებლად, ექსპერტების ჯგუფმა, ინტენსიური მუშაობის პირობებში, პროტოკოლის პროექტი მოამზადა, რომელიც ექსპერტიზისა და შეთანხმებისთვის, გაიდლაინების ეროვნულ საბჭოს, მიმდინარე წლის 27 ივნისს გაეგზავნა. „გაიდლაინების“ საბჭოს წევრების შენიშვნები, ასევე მწარმოებლის მიერ დაყენებული მოთხოვნები, ქვეყანაში მედიკამენტის დანერგვისთვის, მულტიპროფილური კლინიკის, მრავალდისციპლინური გუნდისა და მკურნალობაზე…

მეტი...

,,რა უფლება აქვს ამბიონიდან ისაუბროს ევროკავშირის 12 პუნქტზე” – თეოლოგი მეუფე იაკობზე

თეოლოგი ლევან ტატუნაშვილი ფიქრობს, რომ მეუფე იაკობი ანტიევროპული ქადაგებით ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. მისი თქმით, სასულიერო პირი ცდილობს თავის სამრევლო ბოროტ ზრაპრებში დაარწმუნოს, რისი უფლებაც არ აქვს. ,,სახელმწიფო თვალს ხუჭავს ეკლესიის უმძიმეს დანაშაულებებზე და აქედან გამომდინარე, ეკლესია გარკვეულ ვალშია სახელმწიფოსთან. დღეს კი ხდება ვალის გადახდა. ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა საპასუხო მოქმედება და სახელისუფლებო დაკვეთის შესრულება. ის არის დემაგოგი და მაქსიმალურად ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს იმ ბოროტ ზღაპრებში, რომელიც, რეალურად, არ არსებობს. რა უფლება აქვს ამბიონიდან ისაუბროს ევროკავშირის 12 პუნქტზე. რის საფუძველზე საუბრობს, ვინ მისცა ამის უფლება ან საეკლესიო ან…

მეტი...

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე იაკობის საკვირაო ქადაგებას ხელისუფლების მესიჯის გაჟღერებად აფასებს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე იაკობის საკვირაო ქადაგებას ხელისუფლების მესიჯის გაჟღერებად აფასებს. მისი თქმით, მეუფე იაკობმა ქადაგება პოლიტიკურ ტრიბუნად აქცია და ამის გამო განკვეთასაც კი იმსახურებს. ,,ის ახმოვანებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, რუსული ხელისუფლების ნარატივს. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კანონიკური დარღვევაა. მან ამბიონი და წირვა-ლოცვა, ქადაგება აქცია პოლიტიკურ ტრიბუნად. რატომ გამოიკვეთა ბოლო 1 წლის მანძილზე მისი ანტიდასავლური რიტორიკა? იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ ანუ ხელისუფლებამაც შეცვალა ტრაექტორია. 3-4 წლის წინ, იაკობი მოგზაურობდა ხოლმე ამერიკაში, იქ ვოიაჟები ჰქონდა, კონგრესთან პოზიორობდა და ქართულ-ამერიკულ ორიენტაციას „აწვებოდა“, ესეც სახელისუფლებო დავალება იყო. ეს ყველაფერი დიდ წილად…

მეტი...

მეუფე იაკობი ევროპის სახელმწიფოებს საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ევროპის სახელმწიფოებს საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. მეუფე იაკობი ევროკომისიის მიერ საქართელოსთვის 12 რეკომენდაციის მიცემითაც უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვადები არ უნდა დაუწესოს. ,,მინდა მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს, რას აკეთებთ? როგორ გვექცევით? რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას? ორჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეთ და რის გამო? 12 დავალებას რომ გვაძლევთ, თქვენი ბავშვები ვინ არიან? და თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ, ვადებს რატომ მიწესებ? იმიტომ მიწესებ, რომ კიდევ რევოლუცია მომიხდინო? თუ ჩემი პარტნიორი ხარ ევროკავშირის მიმართ, თუ არ მეხმარები, უკრაინას როგორც ეხმარება დღეს ნახევარი მსოფლიო. როცა მზად ვიქნები,…

მეტი...

კაცი, რომელიც კრემლის აღებით იმუქრებოდა, ლიკვიდირებულია

რუსული მედიის ცნობით, ლიკვიდირებულია კაცი, ვინც გუშინ სოფელ შერვუდიის ელიტარულ უბანში შეიჭრა, მიჯრით ისროლა და მძევლებად პოლიციის ორი ოფიცერი აიყვანა. არსებული ინფორმაციით, ტყვიაგაუმტარი სამოსისა და ნიღბის უკან, 35 წლის ვიაჩესლავ ჩერნენკო დგას. კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. თავდასხმის მომენტში, სამხედრო ფორმაში მყოფი კაცი ამტკიცებდა, რომ დიდი რაოდენობით იარაღი ჰქონდა და კრემლი უნდა აეღო.

მეტი...

,,რუსეთისა და ბელარუსის ყველა გეგმა ხორციელდება იმაზე უკეთესი ტემპით, ვიდრე მოსალოდნელი იყო” – პუტინი

ბელარუსის პრეზიდენტი პუტინს შეხვდა. ორი დიქტატორის შეხვედრის მთავარი საკითხები უსაფრთხოებას, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და სანქციებს შეეხო. “რუსეთისა და ბელარუსის ყველა გეგმა ხორციელდება იმაზე უკეთესი ტემპით, ვიდრე მოსალოდნელი იყო”, – განაცხადა პუტინმა. მან უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგმა 26 000-ს გადააჭარბა.

მეტი...

,,ოდესის მუდმივი სარაკეტო ტერორი ომის მორიგი დანაშაულია” – ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. “იუნესკოს დაცვის სტატუსის მქონე ქალაქის, ოდესის მუდმივი სარაკეტო ტერორი ომის მორიგი დანაშაულია. ასევე განადგურდა ქალაქის მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი”, – დაწერა ბორელმა სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, უკრაინის ასობით სხვა ისტორიული ძეგლიც დაზარალდა რუსეთის თავდასხმების შედეგად.

მეტი...

რუსულმა რაკეტებმა ოდესის 25 არქიტექტურული ძეგლი დააზიანა

ოდესის ცენტრში, რუსებმა ღამით მიტანილი სარაკეტო იერიშით, 25 არქიტექტურული ძეგლი დააზიანეს. მათ შორისაა მე-19 და მე-20 საუკუნეების ნაგებობები. “რუსებმა მიზანმიმართულად დაუმიზნეს რაკეტები ოდესის ისტორიულ ცენტრს, რომელიც დაცულია იუნესკოს მიერ! ყველაფერს, რაც დიდმა არქიტექტორებმა დიდი შრომით შექმნეს, ახლა არაადამიანები ცინიკურად ანადგურებენ”, – წერს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.

მეტი...

რუსეთი ამტკიცებს, რომ ოდესაში ის ტერიტორიები გაანადგურა, სადაც მათ წინააღმდეგ ტერაქტები მზადდებოდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაში იერიში მხოლოდ იმ ობიექტებზე მიიტანეს, სადაც “რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა”. უწყების ცნობით, ოდესის ოლქში რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები უპილოტო კატერების გამოყენებით მზადდებოდა და ობიექტზე უცხოელი დაქირავებული მებრძოლები იმყოფებოდნენ.

მეტი...

საბერძნეთში ხიდი ჩაინგრა – არიან დაშავებულები და დაკარგულები

საბერძნეთის ქალაქ პატრასთან მდებარე ხიდის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. დაკარგულად მიიჩნევა 2 ადამიანი. ბერძნული მედიის ცნობით, 2021 წლიდან ხიდზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.  ხიდს მნიშვნელოვანი ეროზიის ნიშნები აღენიშნებოდა და მონაკვეთი ეტაპობრივად რემონტდებოდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორი მუშაა, რომლებიც ხიდის შეკეთებაში მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ ხიდის ქვეშ შესაძლოა ხუთი-ექვსი ადამიანი იმყოფებოდეს.

მეტი...

,,რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი ომის დანაშაული” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რუსეთის მხრიდან უკრაინის ქალაქ ოდესაზე თავდასხმას ეხმაურება. ,,რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი ომის დანაშაული! უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, ოდესასა და მის მშვიდობიან მოქალაქეებზე, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტი...

ოდესაში კიდევ ერთი არქიტექტურული ძეგლი, მეცნიერთა სახლი განადგურდა

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, კიდევ ერთი არქიტექტურული ძეგლი, მეცნიერთა სახლი განადგურდა. დაზიანებულია თითქმის ყველა ძველი ნივთი. შეგახსენებთ, 22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა. დაშავებულებიდან 14, მათ შორის 3 ბავშვი, კლინიკაშია გადაყვანილი. ასევე, დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, დაინგრა ინფრასტრუქტურა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

მეტი...

თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე სროლა იყო

თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე სროლა იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, უცნობმა პირმა ავტომობილიდან პნევმატური იარაღით რამდენჯერმე გაისროლა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო. ინციდენტში მონაწილე პირები უკვე იდენტიფიცირებული არიან.

მეტი...

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები 24 ივლისს კანცელარიასთან განცხადებას გააკეთებენ

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს დაპირებული ვადის გადაცილებაში ადანაშაულებენ. მშობლები ეჭვობენ, რომ ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტი ქვეყანაში სექტემბრისთვის შემოტანილი არ იქნება. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა გუშინ, 22 ივლისს განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ამბობდნენ, რომ დრო იწელება გულგრილობისა თუ არაეფექტური მუშაობის გამო. მშობლები 24 ივლისს კანცელარიასთან განცხადებას გააკეთებენ. “წინა სხდომაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ 15-დან 20 ივლისამდე დამტკიცდებოდა აქონდროპლაზიის პროტოკოლი და ამავე პერიოდში ჩაინიშნებოდა მორიგი საბჭო, სადაც უკვე მედიკამენტის დანერგვის შესახებაც მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ. სამწუხაროდ, 15-დან 20 ივლისამდე პერიოდში არათუ არ დაინიშნა საბჭო და არ დამტკიცდა პროტოკოლი, არამედ, საქმის კურსშიც არ ჩაგვაყენეს,…

მეტი...

ხელისუფლება ქართულ ჯარს რუსული პროდუქტით კვებავს

ხელისუფლება ქართულ ჯარს რუსული პროდუქტით კვებავს. 2022 წლამდე ინფორმაცია შესყიდვების შესახებ ღია იყო. უკვე ერთი წელია, უცნობია რითი და რომელი ქვეყნის პროდუქტით კვებავს სამხედროებს თავდაცვის სამინისტრო. ამ საკითხზე სპეციალური კვლევა მოამზადა ,,თავისუფლების ინსტიტუტმა”, რომელიც შეეცადა მოეძებნა პასუხები კითხვებზე, რას ჭამს ქართული ჯარი და რომელი პროდუქტებისგან შედგება მათი რაციონი. არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცების კვებაზე უკვე 9 წელია ზრუნავს ,,სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა”, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. კომპანიას თავდაცვის სამინისტრო მართავს, 100 პროცენტი წილის მფლობელი კი სახელმწიფოა. წლების განმავლობაში მის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ხშირად იმარჯვებდნენ ხელისუფლებასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული კომპანიები. ერთ-ერთი ბოლო და დიდი…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება. მთავრობის მეთაური ხორვატიის რესპუბლიკის დედაქალაქ ზაგრებში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

მეტი...

,,შეწყვიტეთ იმის დაჯერება, რომ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა რუსეთის უპირობო დამარცხებისა” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ოდესაზე რუსეთის თავდასხმას ეხმაურება და საერთაშორისო საზოგადოებას თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარებისა და მარცვლეულის დერეფნების დაცვისკენ მოუწოდებს. “რუსეთის განახლებული ტერორისტული ტაქტიკა: განზრახ თავდასხმა სამხრეთის ქალაქების ისტორიულ ცენტრებზე, ოდესის დემონსტრაციული განადგურება, პორტის ინფრასტრუქტურის განადგურება, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ფართომასშტაბიანი მცდელობები. ამ გზით რუსეთს სურს: საბოლოოდ “გაანადგუროს” მარცვლეულის შეთანხმება; უკრაინას დაუხუროს ნებისმიერი წვდომა შავ ზღვაზე. (განსაკუთრებით საკუთარი შავი ზღვის ფლოტის შიშის გამო); გლობალური საინფორმაციო დღის წესრიგის შეცვლა, რათა ნაკლებად იყოს საუბარი დასუსტებულ რუსეთის ფედერაციის შიდა პრობლემებზე და მეტი ისაუბრონ ომის შესაძლო ესკალაციაზე; კვლავ დააშინოს საზოგადოება აშკარა ტერორიზმით…

მეტი...

,,ოდესის გამო რუს ტერორისტებს სამაგიერო მიეზღვებათ” – ზელენსკი

ოდესაზე რუსების სარაკეტო თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ “რუს ტერორისტებს სამაგიერო მიეზღვებათ”. “რეკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი შენობების წინააღმდეგ, ტაძარი… რუსულ ბოროტებას გამართლება ვერ ექნება. როგორც ყოველთვის, ბოროტება დამარცხდება. რუს ტერორისტებს ოდესის გამო სამაგიერო აუცილებლად მიეზღვებათ, ისინი იგრძნობენ შურისძიებას. ყველას, ვინც ამ ბოლო ტერაქტის შედეგად დაზარალდა, დახმარებას უწევენ. მადლობელი ვარ ყველასი ვინც ხალხს ეხმარება და ვინც, ფიქრებით და ემოციებით ოდესასთანაა. ჩვენ ამას გადავლახავთ, აღვადგენთ მშვიდობას. ამისთვის კი რუსული ბოროტება უნდა დავამარცხოთ”, – წერს ზელენსკი. შეგახსნებეთ, რომ 22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო…

მეტი...

ბათუმში სასტუმროს 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა

ბათუმში, “ორბი სითის” 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა. შემთხვევა დღეს, 23 ივლისს გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სასტუმრო ნომერში კიდევ ერთ პირთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

სანქცირებული რუსი ბიზნესმენი საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს

40 წლის რუსი მილიონერი ბიზნესმენი, ტექნოლოგიური კონგლომერატი ICS Holding-ის დამფუძნებელი ანტონ ჩერეპენნიკოვი, რომელზეც აშშ-ის სანქციები ვრცელდებოდა, მოსკოვში, საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზად გულის გაჩერება სახელდება. ჩერპენნიკოვი ICS Holding-ის დამფუძნებელია. ჰოლდინგი აერთიანებს უამრავ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელთა შორის არიან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სისტემების მწარმოებლები. ამ სისტემებს სპეციალური სამსახურები იყენებენ, მათ შორის ტელეფონების მოსასმენად.

მეტი...

ვარკეთილის მეტროსთან მომხდარ დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

ვარკეთილის მეტროსთან მომხდარი დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. გამოძიება მას სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება 5 მამაკაცს შორის გუშინ გამთენიისას მოხდა. კონფლიქტი თავდაპირველად ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო, რასაც საქმის გარჩევა და დაჭრა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მეგობარს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

მეტი...

,,მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს დაგმოს ეს ბარბაროსული ომის დანაშაული” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ოდესაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. ,,რუსული რაკეტები კლავს ხალხს და ანგრევს UNESCO-ს მიერ დაცულ საკულტო ადგილებს ოდესაში. ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მთავარ პორტზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, არის თავდასხმა მთელ გლობალურ საზოგადოებაზე. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და ორგანიზაციას, დაგმოს ეს ბარბაროსული ომის დანაშაული”, – განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

ცაგერში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის რიგით მეორე ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ ცაგერში გაიმართა. წელს ფესტივალში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი მონაწილეობდა. მათ საკუთარი პროდუქცია ფესტივალის სტუმრებს, ევროპის ქვეყნებიდან მოწვეულ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, სომელიეებს, იმპორტიორებს და ქართველ ექსპორტიორებს წარუდგინეს. ცაგერში გამართული ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა ღვინის მასტერკლასები, მოეწყო სხვადასხვა სახის აქტივობა რეგიონის გასტრონომიული ტრადიციებისა და ეთნოკულტურის წარმოსაჩენად, ფესტივალი საზეიმო კონცერტით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალისთვის მზადების ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ, გაევლოთ ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი,…

მეტი...

ოკუპანტები ღამით ოდესას თავს დაესხნენ

22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა. დაშავებულებიდან 14, მათ შორის 3 ბავშვი, კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივი საკრებულოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, დაინგრა ინფრასტრუქტურა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

მეტი...

მექსიკაში ერთ-ერთ ბარში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის შტატ სონორაში, არიზონას საზღვართან, ერთ-ერთ ბარში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად კიდევ 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს, რომელიც ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ბარს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. დანაშაულის მოტივი უცნობია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

რუსულ აგრესიას უკრაინაში 496 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 496 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 068 -ზე მეტი არასრულწლოვანი. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა: დონეცკის რეგიონში – 474, ხარკოვის ოლქში – 297, კიევის ოლქში – 129, ჩერნიგოვის ოლქში – 71, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 89, ხერსონის ოლქში – 116, ზაპოროჟიეს ოლქში – 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 83. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

საბერძნეთში ძლიერი სიცხისგან გამოწვეულ ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთში ძლიერი სიცხისგან გამოწვეულ ხანძრებს ებრძვიან. კუნძულ როდოსიდან ტყის ხანძრების გამო 3 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. კუნძულზე ხანძარი გასულ სამშაბათს გაჩნდა, ცეცხლის ქრობას ძლიერი ქარი ართულებს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ხუთი ვერტმფრენი და 173 მეხანძრე. კიოტარას რაიონში ხანძრის შედეგად რამდენიმე სასტუმრო დაზიანდა, ასევე დაზარალდა ლაერმას, ლარდოსის და ასკლიპიოს რაიონები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

პოლონეთმა პუტინის მხარდამჭერი რუსი ჩოგბურთელი ქვეყანაში არ შეუშვა

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა რუსი ჩოგბურთელი ვირა ზვონარევა ქვეყანაში არ შეუშვა, რადგან ის იმ პირთა სიაშია, რომელთა ყოფნაც პოლონეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არასასურველია. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსმა სპორტსმენმა და პუტინის რეჟიმის მხარდამჭერმა ბელგრადიდან თვითმფრინავით პოლონეთში ჩასვლა სცადა. “21 ივლისს, სასაზღვრო სამსახურმა რუსი ჩოგბურთელი პოლონეთში არ შეუშვა. ვერა ზვონარევა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას, საფრანგეთის მიერ გაცემული ვიზით, ბელგრადი-ვარშავის რეისით ცდილობდა. სერბეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ჩოგბურთელი ვარშავის შოპენის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში დარჩა, დღეს კი 12:00 საათის შემდეგ პოდგორიცაში გაფრინდა”, –…

მეტი...

ოჯახი დაკარგულ ახალგაზრდას ეძებს

ოჯახი დაკარგულ ახალგაზრდას ეძებს. ინფორმაციას ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, ახალგაზრდა ბიჭის დედა ავრცელებს. “სახლიდან გავიდა და დაიკარგა ჩემი შვილი თორნიკე აბალაკი. გთხოვთ, თუ ვინმემ ნახეთ დამიკავშირდით ნომერზე 568676587”, – წერს მაია ოთიაშვილი. დედის ინფორმაციით, თორნიკე სახლიდან გუშინ გავიდა და წერილი დატოვა. “წუხელის გავიდა, პატარა პრობლემა ჰქონდა ამ ბოლო დროს. თან არაფერი წაიღო ტელეფონიც კი და წერილი დატოვა”, – წერს მაია ოთიაშვილი. მისივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია.

მეტი...

ზელენსკი სტოლტენბერგს უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს, შავ ზღვაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევას სთხოვს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა. “მე მივმართე იენსს წინადადებით, სასწრაფოდ მოიწვიოს საბჭო ასეთი კრიზისული კონსულტაციებისთვის. შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება. ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ უსაფრთხოების კრიზისი შავ ზღვაში”, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. არსებული ინფორმაციით, ზელენსკიმ და სტოლტენბერგმა შავ ზღვაში არსებულ ვითარებასა და იმ რისკებზე ისაუბრეს, რომელიც გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებიდან, რუსეთის გასვლის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ უკრაინა-NATO-ს საბჭო ვილნიუსის სამიტზე შეიქმნა და პირველი სხდომაც 12 ივლისს გაიმართა.

მეტი...