,,ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ”- მეუფე იაკობი მეუფე შიოზე

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი  პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით,   ვერცერთ ვერსიას ვერ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ მეუფე შიოს საპატრიარქოში მტერი არ ჰყოლია.

„მეუფე შიო წესიერი კაცია. გინახავთ, რომ ჩემსავით გამოვიდეს? რაფინირებულად საუბრობს. საუბრობთ, შორენა თეთრუაშვილიო – შორენას თავისი ადგილი აქვს, მეუფე შიოს თავისი ავტორიტეტი. ერთმანეთის საქმეებში ვერ იკვეთებიან. ვერ გეტყვით (ვისი ინტერესია). როდესაც გავიგე, რომ შრომისუნარიანია, ცუდზე არ ვფიქრობ. ვნახოთ, მიზეზი. დღეს შეიძლება ბევრი ჩინური პროდუქცია იყოს, ხომ იცით, რაც ხდებოდა სათამაშოებზე. არ ვიცი, რომელი მეტალი იყო მის სისხლში. მე ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ. საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია. რატომ უნდა ჰყოლოდა? მოსაყდრეა, ქორეპისკოპოსი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი თემები