„რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ეს ომი ხვალ უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანით“ – ჯო ბაიდენი

პრეზიდენტმა ბაიდენმა ვილნიუსის სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის საკითზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს ამ ომის დასრულება ხვალვე შეუძლია.

„ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ დავდგებით თავისუფლებისთვის დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება. ყველას გვინდა, რომ ეს ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს.  ერთ ქვეყანას არ შეიძლება, მიეცეს უფლება, ძალით წაართვას მეზობელს ტერიტორია. რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ეს ომი ხვალ უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანით, რომელმაც დაანგრია მისი საერთაშორისო საზღვრები. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერჯერობით არ ავლენს ინტერესს დიპლომატიური შედეგების მიმართ. პუტინს ჯერ კიდევ არასწორად სჯერა, რომ მას შეუძლია უკრაინის გადალახვა. მას არ შეუძლია დაიჯეროს, რომ ეს მათი მიწაა, მათი ქვეყანა და მომავალი. ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ჩვენი ვალდებულება, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი თავისუფლება არის ის, რისი გადაბიჯებაც მას არასდროს შეუძლია“ – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

მსგავსი თემები