თავდაცვის კოდექსი მეორე მოსმენით მიღებულია

საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე კვირიანი და ხმაურიანი  განხილვის შემდეგ, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პროექტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6 კი წინააღმდეგი წავიდა.

„თავდაცვის კოდექსი“ რამდენიმე წელია, მუშავდება. კოდექსი ჩვენი უწყებისთვის შვილივით გახდა. მის შემუშავებაში უდიდესი შრომაა ჩადებული. ვინც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გაძლიერებას გულშემატკივრობს, მაქსიმალურად იყო ჩართული“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ.

პროექტს მესამე მოსმენით პარლამენტი სექტემბერში განიხილავს.

მსგავსი თემები