,,ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა შეიქმნას” – ირაკლი კუპრაძე

,,ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ნაციონალური მოძრაობის გარდა, სხვა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ ჯამურად უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ენმ-ს. ამის შესახებ ,,ლელოს” ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა შეიქმნას. ,,მე ვეთანხმები ძველ გიორგი ვაშაძეს, რომელიც ამბობდა, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის გამარჯვებული ცნობილია და ეს დრომ გამოავლინა. წინა ხელისუფლების შეცდომები და დანაშაულებები, მომგებიან პოზიციაში აყენებდა „ქართულ ოცნებას”. რა არის მაშინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების გამოსავალი? “ქართული ოცნება” მტკიცებით ფორმაში ემსახურება რუსეთის ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში. გამოსავალი არის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს კოალიციური უმრავლესობით, რომელიც მოემსახურება საზოგადოების ინტერესებს.…

მეტი...

გაშიფრულია სქემა, რომლის მიხედვითაც რუსეთი ამერიკული მანქანებით მარაგდება

გაშიფრულია სქემა, რომლის მიხედვითაც რუსეთი ამერიკული მანქანებით მარაგდება. გეგმის თანამონაწილეობაში კი საქართველოა მხილებული. ამის შესახებ მტკიცებულებებს Financial Times ასაჯაროებს. ამერიკა, საქართველო, სომხეთი, ისევ საქართველო და ლარსის გავლით რუსეთი. სწორედ ეს მარშრუტია აღმოჩნდა ოკუპანტი სახელმწიფოსთვის ხსნა, რომ აკრძალვის მიუხედავად რუსებისთვის ამერიკული მანქანები მაინც ხელმისაწვდომი იყოს. სომხეთი, რომ საქართველოსთვის მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა, ამას საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს. რეკორდულად გაზრდილია მოთხოვნა მანქანებზე. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ავტომობილების დიდი რაოდენობა, რომელზეც წვდომა რუსეთს აკრძალული აქვს, სომხეთიდან სწორედ ოკუპანტ სახელმწიფოში შედის.

მეტი...

აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლის, დავით ზაქარაიას ნეშტი, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლი, დავით აბელის ძე ზაქარაია, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონიას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დავით აბელის ძე ზაქარაია დაიბადა 1968 წლის 7 იანვარს სოხუმში. ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის მესამე ბატალიონში. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში. დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს, სოხუმზე შტურმის დროს. დაკრძალული იყო აჩადარაში, საკუთარი სახლის ეზოში. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით,…

მეტი...

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 21 წევრი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული დანაშაული გახსნეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერები და წევრები გამოავლინეს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულია 21 ადამიანი. საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ავტომობილები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები. „სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრაქტიკულად ყველა სახეობის ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ლოკაციებზე განთავსების გზით რეალიზაციას ახორციელებდნენ. ასევე, გაშიფრულია ნარკოტიკების რეალიზაციიდან შემოსული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის…

მეტი...

ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში დაკავებულებს შორის მოქმედი ადვოკატებიც არიან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გახსნეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერები და წევრები გამოავლინეს. შსს-ს ცნობით, პროკურატურასთან ერთად, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი დააკავეს, მათ შორის მოქმედი ადვოკატები. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული ადვოკატები იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც განკარგავდნენ აღნიშნული ჯგუფის სარგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებს. ისინი, ფულის წარმომავლობის დამალვის მიზნით, თანხებს უცხოურ ვალუტაში აკონვერტირებდნენ და უკანონო ნარკოვაჭრობაში ჩართული პირების ანგარიშებზე რიცხავდნენ. ”შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკებით…

მეტი...

დავით არახამია ღარიბაშვილს ტყუილსა და შუღლის გაღვივებაში ღიად ადანაშულებს

უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია, ირაკლი ღარიბაშვილს ტყუილსა და შუღლის გაღვივებაში ღიად ადანაშულებს. ლაპარაკია პრემიერის განცხადებაზე, რომ თითქოსდა უკრაინა ხელს უშლიდა საქართველს სტატუსის მიღებაში. კიევშიც, თბილისშიც და ბრიუსელშიც ყველა ერთსულოვნად ამბობს, რომ პირიქით, რუსეთთან სისხლისმღვრელ ომში ჩართული უკრაინა დიპლომატიურ ფრონტზე საქართველოს ინტერესების დასაცავადაც იბრძოდა.

მეტი...

ლიეტუვამ კიბერთავდასხმის შედეგად ნატო-ს სამიტის მონაცემების გაჟონვა დაადასტურა

ლიეტუვის კრიზისების მართვის ეროვნულმა ცენტრმა დაადასტურა, რომ გასულ კვირას სამთავრობო სისტემებზე კიბერთავდასხმის შედეგად, ნატო-ს სამიტის მონაცემებმა გაჟონა. “პოლიცია აგრძელებს წინასწარ გამოძიებას. პრობლემის სიღრმე, სავარაუდოდ, უფრო დიდია, ვიდრე თავდაპირველად იყო მოსალოდნელი. დიახ, კიბერინციდენტი დაფიქსირდა, მაგრამ ზარალის მასშტაბი ჯერ დადგენილი არ არის”, – განაცხადა კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ვილმანტას ვიტკაუსკასმა. ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მთავრობის კანცლერმა საიდუმლოების დაცვის საკოორდინაციო კომისიას სთხოვა გამოქვეყნებული დოკუმენტების ავთენტურობისა და საიდუმლოების შეფასება. “ინსტიტუციებს, რომელთა დოკუმენტები საჯარო გახდა, სთხოვეს შეეფასებინათ ისინი: ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ არის გამჟღავნებული, გაყალბებით”, – განაცხადა ვიტკაუსკასმა. არსებული ინფორმაციით, კიბერდამნაშავეებმა მიიღეს წვდომა…

მეტი...

ყირიმის ხიდზე საჰაერო განგაშია

ყირიმის ხიდზე საჰაერო განგაშია. ხიდზე მიმავალ მანქანებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაცია და თვითმხილველების გადაღებული ვიდეოკადრები უკრაინული ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.

მეტი...

,,ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ენმ-ის თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ,,ენმ-სთან, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან ერთად, ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას”. ,,ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები. პლატფორმას, რომლის მთავარი საზრუნავი იქნება საქართველოს მოქალაქე, მისი პრობლემების მოგვარება, NATO-ში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება, დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”, – განაცხადა ვაშაძემ.

მეტი...

აშშ-მა რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

აშშ-მა რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სასანქციო სიაში შევიდნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ინტერესებით მოქმედებენ და საოკუპაციო რეჟიმს ადგილზე გამაგრებაში ეხმარებიან. კერძოდ, საუბარია ალექსეი კუდრინზე – რუსეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრზე და ამჟამად რუსული კომპანია “იანდექსის” კორპორატიული განვითარების მრჩეველზე, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული პუტინთან. ასევე, პაველ მარინიჩევზე – ალმასის მომპოვებელი კომპანია “ალროსის” გენერალურ დირექტორზე, რომლის მაჟორიტარული აქციონერი რუსეთის ფედერაციაა. სასანქციო სიაში, ასევე, მოხვდნენ ილია ტოროსოვი და ალექსეი ხერსონცევი (ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები); ვასილი ოსმაკოვი (მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე); პაველ სნიკკარსი და პაველ…

მეტი...

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის აღსრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-12 სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საბჭოს წევრებს ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის აღსრულების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მან არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლიდან მოქმედებს და დღეისათვის მისი ბიუჯეტი უკვე 2 მილიონ ლარზე მეტია. ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიულ მიმართულებებს წარმოადგენს: ცნობიერების ამაღლება ქცევით რისკებზე, პრევენციულ პროგრამებში მოსახლეობის ჩართულობის მხარდაჭერა, მხარდამჭერი გარემოს შექმნა…

მეტი...

,,Cool და Wow ამბავი შეიძლება, აქედან გამოიტანოთ და მოყვეთ, რომ ვიღაცამ ზურგი აქცია”- ლევან ხაბეიშვილი

,,Cool ამბავი და Wow ამბავი შეიძლება, აქედან გამოიტანოთ თქვენ და ასე მოყვეთ, რომ ვიღაცამ რამეს ზურგი აქცია” – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კითხვას –  რატომ აქცია ზურგი ალიანსს ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, მიესალმებიან თუ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ან ადამიანები გადაწყვეტენ გამარჯვების პლატფორმაზე ყოფნას. ,,არ ვიცი, იცით, რა არის – Cool ამბავი და Wow ამბავი, შეიძლება აქედან გამოიტანოთ თქვენ და ასე მოყვეთ, რომ ვიღაცამ რამეს ზურგი აქცია. კონკრეტული პოლიტიკოსები კონკრტულ გადაწყვეტილებებს იღებენ და ეს მისასალმებელია, არავინ არ ვიცით, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები. ენმ-სა და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის მოლაპარაკებები დასრულებულია,…

მეტი...

ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა

ოკუპირებულ ყირიმში ორი რუსული საჰაერო ბაზა აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian ავრცელებს. “უბრალოდ ძლიერი აფეთქება მოხდა სოფლების ივანივკასა და ნოვოფედორივკას მიდამოებში… აფეთქებები სიმფეროპოლის რაიონში, მუშაობს საჰაერო თავდაცვა”, – წერენ თვითმხილველები. ამასთან, გამოცების ცნობით, სერხიი აქსიონოვი იტყობინება სავარაუდოდ ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ: ”დრონი ჩამოაგდეს ყირიმის ცენტრალურ ნაწილში, მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა”. Radio Svoboda-ს ცნობით, აფეთქებები ნოვოფედორივკას სამხედრო აეროდრომის მიდამოში მოხდა. იქ დაფუძნებულია რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის 43-ე ცალკეული საზღვაო თავდასხმის საავიაციო პოლკი.

მეტი...

,,ოპოზიციამ ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ, ამ კონსტრუქციაში გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავს, „დროა“ – არა” – ხოშტარია

ოპოზიციამ ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავს, „დროა“ – არა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით,  ყველაფერს გააკეთებს, რომ „დროას“ საარჩევნო განაცხადი, რუსების გაგდებისთვის და  პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს. „სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით, არასდროს გვქონია საუბარი. ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და…

მეტი...

სემეკმა მელიორაციის სექტორის მარეგულირებელ აქტებზე საჯარო წარმოებები დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე საირიგაციო წყლის მიწოდების წესებისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო. საირიგაციო წყლის მიწოდების წესების გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 29 აგვისტო, ხოლო დაინტერესებული პირების მიერ სემეკში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად – 2023 წლის 17 აგვისტო. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 ოქტომბერი, ხოლო სემეკში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად – 2023 წლის 17 აგვისტო. ახალი მარეგულირებელი აქტებით დარეგულირდება პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემიდან…

მეტი...

უკრაინის თავდაცვის ძალებს გააჩნიათ აუცილებელი საშუალებები ზღვაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

კრეისერ „მოსკოვის“ ბედი ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს გააჩნიათ აუცილებელი საშუალებები ზღვაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად – ასე პასუხობს  რუსეთის მუქარას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. ,,უკრაინის პორტებიდან საკვების გადამზიდი სამოქალაქო გემების ღია მუქარით, სარაკეტო თავდასხმებით და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მშვიდობიან ქალაქებში, განზრახ შექმნით სამხედრო საფრთხეს სავაჭრო გზებზე, კრემლმა შავი ზღვა გადააქცია საშიშ ზონად, უპირველეს ყოვლისა, რუსული გემებისა და გემებისთვის, რომლებიც მიემართებიან შავი ზღვის წყლებში, რუსეთის ფედერაციული და ზღვის პორტის მიმართულებით. უკრაინის ტერიტორია რუსეთის მიერ. ყველა რისკზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ხელმძღვანელობას ეკისრება,”- ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთს აფრთხილებს. ,,უკრაინის თავდაცვის…

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები  კიდევ  6 თვით გაახანგრძლივა. სანქციები მოიცავს ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონელს, მრეწველობას, ტრანსპორტსა და ფუფუნების საქონელს. შემაკავებელი ზომები 2024 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდა. გარდა ამისა, სანქციები მოიცავს რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან ზღვით გადატანის აკრძალვას. სანქციები ასევე მოიცავს რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT სისტემიდან გათიშვას, ასევე კრემლის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე დეზინფორმაციული მედიის მაუწყებლობისა და ლიცენზიების შეჩერებას. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღნიშნული პაკეტი პირველად 2014 წელს შემოიღო, ხოლო 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი ის მნიშვნელოვნად გააფართოვა.

მეტი...

კრემლმა კადიროვს ოკუპირებულ აფხაზეთში მებრძოლების გადასროლის ბრძანება მისცა

რამზან კადიროვთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერმა მოსკოვიდან ბრძანება მიიღო აფხაზეთში 700-800 მებრძოლის გადასროლის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვის ძალებმა აფხაზეთში “რეფერენდუმის” ჩატარების დროს კონტროლი უნდა უზრუნველყონ. ტელეგრამ არხი იუწყება, რომ რუსეთს აფხაზეთის მიერთება სურს. მათივე ცნობით, როლი კადიროვს იმის გამო დააკისრეს, რომ  პრიგოჟინის ამბოხებისას რამდენიმე რუსულმა ძალოვანმა უწყებამ სრული უუნარობა გამოავლინა. წყარო – ”მთავარი არხი”

მეტი...

,,რუსი პრემიერი ღარიბაშვილის 4 ტყუილი”- სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება. სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს რუსს  და მის 4 განცხადებას ტყუილს უწოდებს. ,,რუსი პრემიერი ღარიბაშვილის 4 ტყუილი: 1. ის ამტკიცებს, რომ მე საქართველოში უკრაინის ხელისუფლებამ ომის დასაწყებად და მეორე ფრონტის გასახსნელად გამომგზავნა. მე საქართველოში ჩამოვედი ომის დაწყებამდე 5 თვით ადრე, როცა არათუ უკრაინის, არამედ ამერიკის დაზვერვამ არ იცოდა ომის დაწყების პერსპექტივის შესახებაც კი. ე.ი ის ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაგეგმა და თავად დაიწყო ომი, “მძინარე ცხინვალის” რიტორიკის დანაშაულებრივი გაგრძელება. 2. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირები ამბობენ: სააკაშვილის ხელისუფლება, რომ ყოფილიყო მეორე ფრონტი გაიხსნებოდა. ეს…

მეტი...

პოლიცია ბერლინის გარეუბანში ლომს ეძებს

პოლიცია ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში გარეულ ცხოველს ეძებ. თავდაპირველად პოლიციას ლომის შესახებ ინფორმაცია ორმა მოქალაქემ მიაწოდა. მოქალაქეების განცხადებით, შენიშნეს დიდი ზომის კატა, რომელიც მათი თქმით შესაძლოა ლომი იყოს. მოსახლეობას  შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებენ, სანამ პოლიცია ცხოველს არ იპოვის. თუ ცხოველი ლომია, გაუგებარია საიდან გაჩნდა იქ. ადგილობრივმა ზოოპარკებმა, ცხოველთა თავშესაფრებმა და ცირკებმა განაცხადეს, რომ არცერთი ლომი არ გაქცეულა მათი ობიექტებიდან.

მეტი...

რეგულირების სააგენტომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა – ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა. საუბარია მედიკამენტზე “დეპაკინი ხრონო”, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება. ,,რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად, დაადგინა, რომ “დეპაკინი ხრონო” (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია. მარაგების შესახებ, ფარმაცევტული კომპანიების მიერ, სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დაემთხვა საწყობებში არსებულ ნაშთებს. რის გამოც, კანონმდებლობის შესაბამისად, შედგა…

მეტი...

,,ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს რაკეტები, რომლებიც უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ჩვენი ნება, გავიმარჯვოთ”- ზელენსკი

,,ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს რაკეტები, რომლებიც უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ჩვენი ნება, გავიმარჯვოთ”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს. მისი თქმით, რუსი ტერორისტები აგრძელებენ მცდელობებს გაანადგურონ უკრაინის სიცოცხლე. ,,ოდესა. მიკოლაევი. რუსი ტერორისტები აგრძელებენ მცდელობებს გაანადგურონ ჩვენი ქვეყნის სიცოცხლე. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები, არიან დაღუპულები… ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს! მაგრამ ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს რაკეტები, რომლებიც უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ჩვენი ნება, გადავარჩინოთ სიცოცხლე, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და გავიმარჯვოთ”,- წერს ზელენსკი.

მეტი...

,,ეს პროცესი შექმნის სურსათის დიდ და უზარმაზარ კრიზისს მსოფლიოში”- ბორელი მარცვლეულის შეთანხმებაზე

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით,  რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების დატოვება სურსათის უზარმაზარ კრიზისს შექმნის. ,,რაც ჩვენ უკვე ვიცით არის ის, რომ ეს პროცესი შექმნის სურსათის დიდ და უზარმაზარ კრიზისს მსოფლიოში”, – განაცხადა ბორელმა.

მეტი...

,,მიშამ თხარა, თხარა და „ფარა“ გამოთხარა”- გურამ მაჭარაშვილი

მიშამ თხარა, თხარა და „ფარა“ გამოთხარა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მადლობას ვუხდით. როგორც ჩანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ყველაფერი სიმართლე თქვას, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ვინმე აწამებს  მიხეილ სააკაშვილს, ესენი არიან მისი ოჯახის წევრები, რადგან მასთან ”რაღაც წყალ-წყალა სუპი შეაქვთ.” „ჩათვალეს რა, რომ პატიმარ სააკაშვილის მიმართ საზოგადოებაში დიდი ინტერესი არ იყო, გადაწყვიტეს, ქვეყანა დაესანქცირებინათ, დაეზიანებინათ, რაშიც მილიონები გადაიხადეს. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ჯერ საქართველოში შემოიპარა, შემდეგ საპყრობილიდან და „ვივამედიდან“ სისულელეები ჩაიდინა, ანტიქართული განცხადებები აკეთა – ხან ქართველობაზე თქვა უარი, ხან უცხოელებს დააბრალა…

მეტი...

უნდათ, მიხეილ სააკაშვილს გადააყოლონ მთელი ქვეყანა – შალვა პაპუაშვილი

ვინც რამენაირად შეეხო მიხეილ სააკაშვილის საკითხს, პრეზიდენტები, პოლიტიკოსები, მინისტრები და ა.შ. ყველა შერცხვა ქართველი ხალხის წინაშე – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტურად დადასტურებულად გამოჩნდა, როგორ იბრძვიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მფარველები საქართველოს წინააღმდეგ. „საააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და ა.შ. ყველა მდაბიო ქმედებას ჩვენ „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეგუებული ვართ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, კიდევ რაც გამოჩნდა უკვე დოკუმენტურად დადასტურებულად, არის, როგორ იბრძვიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მფარველები საქართველოს წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის წინარმდეგ და ითხოვენ სანქცირებას ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეების, იმ მოქალაქეების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ და უნდათ, მიხეილ…

მეტი...

,,ძალიან ცუდი ინციდენტია, მით უმეტეს, ნიმუშების გატანის არანაირი აკრძალვა არ ყოფილა”- ზურაბ ჩხაიძე

,,ძალიან ცუდი ინციდენტია. ეს არის, პირველ რიგში, სამედიცინო ეთიკის დარღვევა,”- ამის შესახებ „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ პოლონელ ექიმთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა. „ადგილი ჰქონდა სამწუხარო ინციდენტს. მართლა ძალიან სამწუხაროა. ძალიან ცუდი ინციდენტია. ეს არის, პირველ რიგში, სამედიცინო ეთიკის დარღვევა. მით უმეტეს, ამ ნიმუშების გატანის არანაირი აკრძალვა არ ყოფილა. როგორც კი ოფიციალურად გაიცა ნებართვა ნიმუშების გადაცემაზე, პოლონურ მხარეს იქვე გადავეცით, ნიმუშის აღებისთანავე“, – განაცხადა ჩხაიძემ. მისივე თქმით, კლინიკა გახსნილია ნებისმიერი კონსულტანტის მიმართ ნებისმიერი ქვეყნიდან. „მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ღია, გახსნილები ნებისმიერი კონსულტანტის მიმართ ნებისმიერი…

მეტი...

,,ფაქტობრივად, გვაქვს ახალი სკანდალი მიშაგეითის სახით”- შალვა პაპუაშვილი

ვნახეთ, რომ რაც სულ ახლახან ე.წ. კატარგეითის სკანდალად მოინათლა, ზუსტად იგივე მეთოდები ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც, ფაქტობრივად, გვაქვს ახალი სკანდალი მიშაგეითის სახით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილმა ამერიკულ ფარას კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომლის მიღებასაც აპირებდნენ სიტყვა-სიტყვით იყო ნათარგმნი ამერიკული კანონიდან. მისივე თქმით, მაშინ ქართულ საზოგადოებას ფაქტობრივად წაართვეს უფლება, სცოდნოდათ და ჰქონოდათ იმავე დონის ცოდნა, რაც აქვთ ამერიკელ მოქალაქეებს. ,,ჩვენ ასევე ვნახეთ ლობიზმის მთელი სიღრმე სადამდე არის, ვნახეთ, რომ პრეზიდენტთან უნდოდათ რატომღაც ამერიკის საელჩოს მეშვეობით შეხვედრების ორგანიზება მისი ნიუ იორკში ვიზიტის დროს. რა შუაშია ამერიკის საელჩო, როდესაც…

მეტი...

არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება ჰქონდეს – შალვა პაპუაშვილი

,,უკრაინის ხელისუფლებას აქვს იმის უპირატესობა, რომ მორალური პედესტალიდან ესაუბროს ევროკავშირის თუ დასავლეთის ბევრ ქვეყანას, თუმცა არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება, იმ ქვეყანასთან, რომელმაც სამი ომი გამოიარა”,-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  უკრაინის ხელისუფლება დღეს აცდენილია საკუთარი ხალხის ინტერესებს იმიტომ, რომ თავს ესხმის ქართველ ხალხს. ,,სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა როგორც საკუთარი პოლიტიკა და ეს არ არის ახალი. ჩვენ დიდი ხანია ბევრი მიზეზის გამო ანგარიშს ვუწევთ, უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამო, ამ გარემოებას და იცით რომ…

მეტი...

,,სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა იქნება ახალი პლატფორმის ბაზისი”- სერგო ჩიხლაძე

,,სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა, ეს ორი პარტია იქნება ამ ახალი პლატფორმის ბაზისი,”- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხად. მისი თქმით, კონსულტაციები დასრულებულია. ,,სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა, ეს ორი პარტია იქნება ამ ახალი პლატფორმის ბაზისი ადამიანებზე იმ ცალკეული ინდივიდუალური პირებით და ა.შ. ეს მომავალი თვეების განმავლობაში გამოჩნდება ვინ შემოუერთდება ამ ერთობას, ეს იქნება ოფიციალური განაცხადი, პირველი საწყისი განაცხადი, რომელსაც პარტიების თავმჯდომარეები გააკეთებენ. სხვა პარტიებთან ამ თემაზე კონსულტაციები აღარ გვაქვს. კონსულტაციები დასრულებულია. თუ რომელიმე პროდასავლური პარტია მოიფიქრებს, ექნება სურვილი ამდენი პლატფორმის წევრი გახდეს, რა თქმა უნდა ყველა პროდასავლური…

მეტი...

ბელარუსის სამხედროები “ვაგნერელებთან” ერთად პოლონეთის საზღვართან წვრთნებს ჩაატარებენ

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პოლონეთის საზღვართან მდებარე პოლიგონზე „ვაგნერის“ სამხედრო ბაზასთან ერთად ერთობლივ წვრთნას ჩაატარებს. ,,კვირის განმავლობაში, სპეციალური ოპერაციების ჯგუფი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავებს სასწავლო და საბრძოლო ამოცანებს “ბერცკის” სასწავლო ბაზაზე”, – წერს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო.

მეტი...

დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 პირი სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს – ISFED

დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 პირი სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ავრცელებს. „სამართლიანი არჩევნების” შეფასებით,  შესწავლილი ფაქტები და გარემოებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გასაუბრების პროცესში დაფიქსირდა არაერთი არსებითი ხასიათის დარღვევა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია 27 პირის ინტერესებს სასამართლოში იცავს და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და თავიდან გამართვას ითხოვს. ,,2023 წლის 20 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით სამინისტრომ ჩაატარა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი – გასაუბრება.   მინისტრის ბრძანებით შექმნილი იყო გასაუბრების 2 კომისია. გასაუბრების დასრულებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს, სამინისტრომ გამოაქვეყნა…

მეტი...

რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას შეძლებენ – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ინგორმაციით, სადაო კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას ანიჭებს. მათივე ცნობით, აფხაზეთში უძრავი ქონებისა და მიწის უცხოელებზე გაყიდვა ამ დრომდე აკრძალულია, რაც არაერთხელ გამხდარა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების გაღიზიანების საბაბი.ბ ,,საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასლან ბჟანია დე ფაქტო პარლამენტისგან კანონპროექტის მიღებას ივლისის თვეშივე მოითხოვს.  კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს „აპარტ-სასტუმროებში“ ბინების შეძენა აღარ ეკრძალებათ. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (ან მათი ოჯახის წევრი) აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ მოქმედებებში მონაწილეობდა”, – წერია განცხადებაში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, გრძელვადიან…

მეტი...

მგონია, რომ ექიმი „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა – იაგო ხვიჩია

მგონია, რომ ექიმი, რომელმაც ეს ილეთი სრულიად არასაჭირო დროს და ადგილას ჩაატარა, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა, ან იმდენად სულელია, რომ მისი პაციენტთან შეყვანა არ შეიძლება, – ამის შესახებ ”გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიმ განაცხადა. „თუ არ მოისყიდან, აბა, როცა ყველაფრის გამოტანა შეგიძლია და ამ დროს წინდით გამოგაქვს, პროცესის დისკრედიტაცია ხდება, სხვა რას უნდა დააბრალო, თუ არა სისულელეს ან შეთანხმებას? გაყალბებისთვისაც რომ ნდომოდა, ნიმუში ისედაც ხომ გაიტანეს? ჩუმად გატანილს აყალბებ და არაჩუმად გატანილს, არა, ვერ დავიჯერებ. რაც შეეხება პოლონეთის საგარეოს განცხადებას, როცა ასეთ სკანდალში გაეხვევი და შენს ელჩს იბარებენ, განცხადების…

მეტი...

აშშ უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის $1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს და საბრძოლო მასალას, უზრუნველყოფილი იქნება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში. თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ეს პაკეტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების მუდმივ ვალდებულებას უკრაინის მწვავე მოთხოვნების დაკმაყოფილების კრიტიკული უახლოესი შესაძლებლობების განხორციელებით. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს: 4 ერთეულ NASAMS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემასა და მათთვის განკუთვნილ სარაკეტო მარაგს; 152 მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს; ნაღმებისგან გაწმენდის მოწყობილობა; მართვადი რაკეტები; უპილოტო საჰაერო სისტემები; ზუსტი საჰაერო საბრძოლო მასალა; საწვავის 150 მანქანა; 115 ერთეული ტაქტიკური მანქანა ტექნიკის გადასაზიდად;…

მეტი...

პროკურატურამ რესპუბლიკურის ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

​საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი თანამშრომლების – ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსის, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებლის, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ცნობით,  სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიშის საფუძველზე. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ უკვე დააკავა და ბრალდებულების სახით პასუხისგებაში მისცა შპს „აკადემიკოს…

მეტი...

ლიეტუვამ 135 რუსს ბინადრობის ნებართვა გაუუქმა

ლიეტუვამ ქვეყანაში მცხოვრებ  135 რუსს ბინადრობის ნებართვა გაუუქმა და  ზოგიერთი მათგანი უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნია.  ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია წერს. ქვეყნის მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, 2022 წელს 38 რუსს ჩამოართვეს მუდმივი საცხოვრებლის უფლება, დამატებით 97-ს მიმდინარე წელს. მიუხედავად მზარდი შეზღუდვებისა, მიგრაციის დეპარტამენტის მონაცემებით, ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვისთვის რუსების რიცხვი გაორმაგდა 2021-2022 წლებში და თითქმის 4000-ს მიაღწია. ლიეტუვაში ცხოვრების უფლება შეიძლება ჩამოერთვას რამდენიმე მიზეზის გამო, მაგალითად, თუ უცხოელი ჩაიდენს „ძალიან მძიმე დანაშაულს“, „არის საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის“ ან საზოგადოებისთვის.

მეტი...