,,ნატო-ში მიპატიჟება რომ მიგვეღო, ეს იქნებოდა ოპტიმალური”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სამიტის შედეგები არის პოზიტიური, თუმცა ნატო-ში მიპატიჟება რომ მიგვეღო, ეს იქნებოდა ოპტიმალური,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა არის და ყოველთვის იქნება წვლილის შემტანი საერთო უსაფრთხოებაში.

,,ვაფასებთ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინას ნატო-ში გასაწევრიანებლად არ დასჭირდება ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. მსურს, ეს სამიტი იყოს წარმატებული ყველასთვის, ჩვენი სამხედროებისთვის, მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის. უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, და საუბარია გარანტიებზე, რომლებიც იმოქმედებს უკრაინის ნატო-ში მიმავალ გზაზე, დღეს დადასტურდება დიდი შვიდეულის წევრების მიერ. ეს იქნება მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგი. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სამიტის შედეგები არის პოზიტიური, თუმცა ნატო-ში მიპატიჟება რომ მიგვეღო, ეს იქნებოდა ოპტიმალური“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები