,,უკრაინა ისე ახლოსაა ნატო-სთან როგორც არასდროს”- იენს სტოლტენბერგი

შევთანხმდით სამნაწილიან დახმარებაზე, რომელიც უკრაინას ნატო-სთან დააახლოებს. უკრაინა ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოთხოვნები გაუქმდება.

,,უკრაინა ისე ახლოსაა ნატო-სთან როგორც არასდროს. მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოთხოვნები გაუქმდება. ეს შეცვლის უკრაინის წევრობის გზას ორნაბიჯიანი პროცესიდან ერთნაბიჯიან პროცესზე. ჩვენ გავაგზავნით მოწვევას უკრაინისთვის, რომ შეუერთდეს ნატო-ს, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან, რომ პირობები დაკმაყოფილებულია. ეს არის მოკავშირეების ძლიერი და ერთიანი გზავნილი უკრაინის ნატო-ს წევრობის გზაზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, გვექნება სანდო პირობები უკრაინის უსაფრთხოებისთვის. მივესალმები, რომ ბევრი მოკავშირე მზად არის, უზრუნველყოს გრძელვადიანი უსაფრთხოების დახმარება უკრაინისთვის. ეს დაეხმარება რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავებას ამ ომის დასრულების შემდეგ. ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებები აღნიშნავს ახალი თავის დაწყებას ნატო-ს და უკრაინის ურთიერთობებში. დღეს ჩვენ ვხვდებით, როგორც თანასწორები. მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც შევხვდებით, როგორც მოკავშირეები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები