ჭრილობები სხეულზე და ჩაქუჩის თავში ჩარტყმა – მამაკაცი ახლადმოყვანილ მეუღლეს სასტიკად გაუსწორდა

ახალგაზრდა ქალს სხეულზე ათეულობით ჭრილობა აქვს მიყენებული. მაუღლემ მას ჩაქუჩით ტრამვა თავის არეშიც მიაყენა. მამაკაცმა ახლადშერთული მეუღლე სასტიკად აწამა. ჯერ სცემა, შემდეგ კი 30 ზე მეტი ჭრილობა მიაყენა.  112-ში მეზობლებმა მას შემდეგ დარეკეს, რაც ქალის კივილი გაიგეს. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას კი საკუთარი კოლეგა საშინლად ნაწამები დახვდა. „კურიერის“ ინფორმაციით მამაკაცი ადრე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა.  მაუღლე კი რამდენიმე თვეა შეირთო. ნაწამები ქალი გადარჩა, თუმცა, მისი მდგოარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში რჩება. მოძალადე 44 წლის მამაკაცი კი დაკავებულია.  

მეტი...

„მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში“ – საქართველოს ელჩი უკრაინაში

უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო  მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შესახებ საუბრობს, როგორც ელჩი განმარტავს, უკრაინულმა მხარემ მას 48 საათში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. „გუშინ მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ პერებიინისთან, რომელმაც ამ შეხვედრის მსვლელობისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, რაზეც ცხადია, დავეთანხმეთ, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა. თუმცა, უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ…

მეტი...

მოლდოვა საქართველოს მოუწოდებს სააკაშვილთან დაკავშირებით ზომები მიიღოს

პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მოლდოვის საგარეო მინისტრის განცხადებას აკეთებს. დიპლომატი ნიკუ პოპესკუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. „შეშფოთებას გამოვხატავ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. ნებისმიერი პიროვნებისთვის მიუღებელია პოლიტიკური დევნის ატანა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები მისი ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს”, – აცხადებს საგარეო მინისტრი.

მეტი...

„ჩვენ მხარს გვიჭერს უმრავლესობა საქართველოში“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს და მხარდამწერებს მადლობას უხდის. „ძალიან გამიხარდა გუშინ ნიკა გვარამიას ნახვა. ძალიან კარგ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ფორმაშია. მშვენივრად ახსნა ოლიგარქის ტყუილი, რომ თურმე სტრასბურგს უთქვამს, რომ მე ჯანმრთელი ვარ და რა თქმა უნდა მსგავსი არაფერი მომხდარა. საერთოდ მისი პატიმრობით დაზარალდა არა მხოლოდ ჩემი სამართლებრივი დაცვა, არამედ ქართული მედიასივრცე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება. იმედია ყველაფერი ანაზღაურდება. დიდი მადლობა ყველას, ვინც გუშინ “ვივამედთან” მოვიდა. მე მაძლიერებს თქვენი თანადგომა, გვახსოვდეს, რომ ჩვენ მხარს გვიჭერს უმრავლესობა საქართველოში და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის გამოკლებით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.  

მეტი...

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დანაღმვა არ დასტურდება

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესაძლო დანაღმვასთან დაკავშირებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო განცხდებას ავრცელებს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ელექტროსადგურის დანაღმვის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. „დღეს კავშირი მქონდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის ექსპერტებთან. ვიცით ორივე მხარის მტკიცებები და განცხადებები. ინსპექციის დროს დანაღმვის ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ყურადღებით ვართ”, – აცხადებს სააგენტოს გენერალური დირექტორი  რაფაელ გროსი.  

მეტი...

,,უკრაინის გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ”- ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, უკრაინის გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით,  მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. „გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ. მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. ჩვენ ტრადიციულად აქამდე გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან გაუგებარი, უსამართლო დამოკიდებულება მოვისმინეთ საქართველოს მისამართით. ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ქვეყნის და ხალხის მისამართით. ჩვენ აუცილებლად გვექნება დრო მომავალში, რათა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა დღეს ტრადიციულად ჩვენ ვარჩევთ იმ პოზიციას, რომელიც გვაქვს, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება.…

მეტი...

,,ეს პატარა კაცუნები ყველაფერზე მოაწერენ ხელს”- ლევან ხაბეიშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის კადრებს გამოეხმაურა. ხაბეიშვილი დიპლომატიურ კორპუსს რეაქციისკენ და ფაქტისადმი ყურადღების დათმობისკენ მოუწოდებს. ,,უდიდესი ტრაგედიაა, როცა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოება აბარია, გეგმავს კრიმინალურ დახვედრებს, ჟურნალისტზე თავდასხმას. ყველაზე სამარცხვინო კაცია, ივანიშვილის ბანკირებს შორის, რომლებიც პირადად მას ემსახურებიან და არა ხალხს. ლილუაშვილს, ამ დრომდე შერჩა სასულიერო პირების თვალთვალი, პედაგოგების მოსმენები, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მიყურადება და ფიქრობს, რომ სულ ასე გაგრძელდება. კარგად უნდა იცოდეს, პუტინისა და ივანიშვილის მსახურმა ლილუაშვილმა, რომ აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. თავისუფალი სასამართლოსა და თავისუფალი პროკურატურის პირობებში. ფორმულას…

მეტი...

პრიგოჟინს ჩამორთმეული ფული და ნივთები დაუბრუნეს

„ვაგნერის“ დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს  სამხედრო ამბოხის მცდელობისას ჩამორთმეული ფული და პირადი ნივთები, მათ შორის იარაღი დაუბრუნეს. რუსული სააგენტო „ფონტანკას” ინფორმაციით, პრიგოჟინი 4 ივლისს თავად მივიდა სანკტ-პეტერბურგის ფედერალური უსაფრთხოების სამმართველოში და შოიგუს  ნაჩუქარი ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიბარა. მათივე ცნობით,  2 ივლისს პრიგოჟინს 10 მილიარდი რუბლი დაუბრუნეს. როგორც სააგენტო იუწყება, ოფიციალური პროცედურა დიდხანს არ გაგრძელებულა და პრიგოჟინმა ქვეყანა დატოვა.

მეტი...

ვინ დაესხა თავს მიშა მშვილდაძეს? – “ფორმულას” განცხადება

ტელეკომპანია “ფორმულას” განცხადებით, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გიორგი მუმლაძეა. ,,უტყუარად დადასტურებულია, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში მონაწილე პირი არის სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძე. ის სუსში რამდენიმე თვეა მუშაობს და “ფორმულას” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მუმლაძე უწყებაში მისმა ნათლიამ, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილემ, ლევან ახობაძემ გადაიყვანა. რაც შეეხება მუმლაძის მამას, ზურაბ მუმლაძეს, ის 2017-2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა,”- აცხადებენ ფორმულაში. ცნობისთვის,  27 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეს…

მეტი...

,,ძალიან დიდია ზეწოლა, მოწოდებები მეორე ფრონტთან, სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით”- კახა კალაძე

,,ძალიან დიდია ზეწოლა, მოწოდებები მეორე ფრონტთან, სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ განმარტა, რატომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. „ერთი რამ ცხადია, რომ ძალიან დიდია ზეწოლა, მოწოდებები მეორე ფრონტთან, სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ზეწოლებისა, არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, რატომ არ ვუერთდებით სანქციებს და აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ, პირველ რიგში, ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ხალხის ინტერესს და არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც, თავიდანვე ვიცით, რომ იქნება დამაზიანებელი. როცა შენ ასანქცირებ და უერთდები სანქციებს, ამის მიზანი უნდა იყოს სხვისი დაზიანება. მგონი, ყველა ვხვდებით, რომ,…

მეტი...

,,ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უკრაინამ მისი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ მოითხოვა. ,,ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა. გუშინ თქვეს რომ თურმე უკრაინას არ აქვს მოთხოვნილი ჩემი გადაცემა. უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ და ეს დოკუმენტი უკრაინის კონსულმა შემომიტანა მაშინ. რაც შეეხება ევროკავშირის სამედიცინო მისიას, ამ მისიის დაუყოვნებლივ დაშვებას ითხოვს ევროკომისია, ჩემი ოჯახი და რამდენიმე წამყვანი ქვეყნის მთავრობა უმაღლეს დონეზე. და ის რომ ისინი დღემდე არ შემოუშვეს პირდაპირ ოლიგარქის და მისი მონების საბოტაჟის შედეგია”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

,,ოპოზიციას ავალებენ, რომ ისე მოიქცნენ, როგორც დღეს იქცევიან”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ასრულებენ დავალებებს და შესაბამის განცხადებებს აკეთებენ. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, რომ ქვეყანა მიუერთდეს სანქციებს, საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც ქვეყანას დააზიანებს. „ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის, არც საკუთარ ქვეყანას. ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარონ. მათ უბრალოდ ავალებენ, რომ ეს განცხადებები გააკეთონ. ავალებენ, რომ ისე მოიქცნენ, როგორც დღეს იქცევიან. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რაც თავიდანვე ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. ევროკავშირის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, სავაჭრო ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთის…

მეტი...

ოპოზიცია მოქმედებს იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი მოსახლეობისთვის – ირაკლი კობახიძე

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ საქართველოს ერთი წლის მაჩვენებელი და დასავლეთის ვაჭრობის ერთი დღის მაჩვენებელი არის ერთი და იგივე. მისივე თქმით, სანციებზე მიერთება პირველივე წელს გამოიწვევდა ქვეყნის ეკონომიკის სულ მცირე, ორ-ნახევარი მილიარდი დოლარით შემცირებას. „ყველა ქვეყანა, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას უფრთხილდება. ეს არის, რაც ამოძრავებს ნებისმიერ ქვეყანას. ჩვენც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააზარალებს საკუთარ ქვეყანას, მოსახლეობას. გახსოვთ ოპოზიციის მოწოდებები სანქციებთან მიერთების შესახებ, რაც მარტო…

მეტი...

,,პატარა შვილები დარჩა”- ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს ”მეგა ტვ” ავრველებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილი ლაშა კურტანიძეა, რომელსაც პატარა შვილები დარჩა. დამატებითი დეტალები შემთხვევის შესახებ უცნობია.

მეტი...

არც იაგო ხვიჩიას გარჩეული კოდექსი მინდა და არც ხუჭუჭა ირაკლი კობახიძის – თაკო ჩარკვიანი

არც იაგო ხვიჩიას გარჩეული კოდექსი მინდა და არც ხუჭუჭა ირაკლი კობახიძის – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. ჩარკვიანი ადასტურებს, რომ  საკანონმდებლო ორგანოში, სადაც თავდაცვის კოდექსი უნდა განეხილათ, ის არ იმყოფებოდა, ხოლო მისი ბარათი როსტომ ჩხეიძეს ჰქონდა. ,,აფხაზეთზე  ამ ტიპის განცხადების გამკეთებელს ოპოზიციად ნუღარ ჩათვლიან. მან არც თავდაცვის კანონზე უნდა ილაპარაკოს და მით უფრო, არც როსტომ ჩხეიძეზე იაგო ხვიჩიამ. სირცხვილია, უბრალოდ, ხალხო. მან უნდა გაარჩიოს კოდექსი? არც იმის გარჩეული კოდექსი მინდა და არც ხუჭუჭა ირაკლი კობახიძის. ეს არის საქართველოს ტრაგედია, რომ ერთ მხარეს ჩანერგილი იაგო ხვიჩიაა და მეორე მხარეს…

მეტი...

სემეკში მელიორაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე, სემეკის წყალმომარაგების, ტარიფებისა და ფასწარმოქმნის, მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები და საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხები და სატარიფო პოლიტიკა. სემეკში მიმდინარეობს მუშაობა პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაზე, რომლის საფუძველზეც სემეკი მიმდინარე წლის ბოლოს მელიორაციის სექტორისთვის ტარიფებს დაადგენს. ამასთანავე, კომისიაში მუშავდება წყლის მიწოდების წესები, რომელიც პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირებას შეეხება.

მეტი...

ვილნიუსში ნატოს სამიტის გადაწყვეტილება უკრაინელებს იმედი არ გაუცრუებს – გიტანას ნაუსედა

ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ვილნიუსში ნატოს სამიტზე  უკრაინის წინაშე ისეთი ვალდებულებების შეთანხმება მოხდება, რომელიც მას იმედს არ გაუცრუებს. ლიტვის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმრი ზელენსკი, ვილნიუსში ჩასვლის შემდეგ, „აუცილებლად მიიღებს, ალბათ არა ყველაფერს, რასაც ელოდება, მაგრამ აუცილებლად მიიღებს ბევრს“. „მაქვს განცდა, რომ ჩვენ მაინც ვიპოვით იმ ფორმულირებებს, რომლებიც არ გაუცრუებს იმედს უკრაინელებს და იმაზე მეტს იტყვიან, ვიდრე ჩვენ შეჩვეულები ვართ“, – დასძინა ნაუსედამ. მისი თქმით, წარმატება ნიშნავს, თუ სამიტის მონაწილეები იტყვიან იმაზე მეტს, ვიდრე 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე. მან განმარტა, რომ ცალკეული სახელმწიფოები ვილნიუსში ჩავლენ თავიანთი…

მეტი...

საქართველოს მიმართ მორალისტობას როცა იწყებენ, ახსოვდეთ, რომ რუსეთთან სამი ომი გვქონდა – შალვა პაპუაშვილი

,,როცა საქართველოს მიმართ მორალისტობას იწყებენ, ახსოვდეთ, რომ თუ ვინმეს რუსეთთან ნაომარი აქვს, ჩვენ ვომობდით და სამი ომი გვქონდა. დღეს ნატო-ს ქოლგით თბილად არიან დაფარული და როცა აქეთ მორალისტური პოზიციებით გვესაუბრებიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი პასუხი გვექნება“,-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სანქციის მიზანია უფრო მეტად სხვისი დაზიანება, ვიდრე თავად სანქციის მიმღები. „ახლახან სანქციების მე-11 ეტაპი იყო. ვნახეთ, სანქციები თავიდან მცირე საკითხებს ეხებოდა, ახლა ნელ-ნელა იმატებს. ყველამ გაიხსენოს, სანქციებზე რა დისკუსიები მიმდინარეობს, ეს პროცესი ევროკავშირში ღიაა. ინტერესებია და ისეთი სანქციების შემოღება ხდება, რაც ზედმეტად და…

მეტი...

პროკურატურაში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს პროკურატურაში ანი იანუშაიტიტეს სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. ,,გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე, 21 მარტს კომპლექსური, მათ შორის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა და გამოსაკვლევად ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალები გადაიგზავნა. ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთები გაიხსნა, რომლებშიც მოთავსებული იყო ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები. ფუთების გახსნისას აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევამ…

მეტი...

მსოფლიო სამხედრო ინდუსტრიისთვის უკრაინაზე უკეთესი საცდელი ადგილის გამოგონება შეუძლებელია – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, მსოფლიო სამხედრო ინდუსტრიისთვის უკრაინაზე უკეთესი „საცდელი ადგილის“ გამოგონება შეუძლებელია. „კიევის დასავლელ მოკავშირეებს ნამდვილად შეუძლიათ დაინახონ, მუშაობს თუ არა მათი იარაღი, რამდენად ეფექტურად მუშაობს ისინი და საჭიროებს თუ არა განახლებას“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მეტი...

,,უკრაინელებისთვის, სააკაშვილი თავისუფლებისა და პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა”- ანა წითლიძე

,,უკრაინელებისთვის და არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, სააკაშვილი არის თავისუფლებისა და პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, სწორი მესიჯი იყო უკრაინის პრეზიდენტისგან, რომ აქართველოს ხელისუფლების ხელით რუსეთი აწამებს მიხეილ სააკაშვილს. „აბსოლუტურად ლოგიკური იყო პრეზიდენტ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას ჰქონდა არაერთი მცდელობა საქართველოს ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. ასევე, თუ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ რიტორიკას ომში მყოფი ჩვენი მოძმე უკრაინის მიმართ ომის დაწყების პირველივე დღიდან, რუსულ ოცნებას ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ უნდა უკვირდეს. უკრაინელები და უკრაინის ხელისუფლება არიან ქართველი ხალხის მხარდამჭერები და მეგობრები.…

მეტი...

,,ჩვენ უსამართლო პატიმრები არ გვყავს”- ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს კვლევას ეხმიანება რომლის თანახმად, ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა. მისი თქმით, დღეს საქართველოში არ ტარდება რეპრესიული პოლიტიკა  და  უსამართლო პატიმრები არ არიან საპატიმროებში. ,,მთავარია, რომ პატიმრების რაოდენობა არ იყოს არასწორი პოლიტიკის შედეგი, მაგალითად, რეპრესიული პოლიტიკის შედეგი, რასაც აწარმოებდა წინა ხელისუფლება. ყველამ იცის, რომ დღეს საქართველოში არ ტარდება რეპრესიული პოლიტიკა  და ჩვენ უსამართლო პატიმრები არ გვყავს საპატიმროებში. ეს არის მთავარი ფაქტი. ამიტომ არის ჩამოსული 25 ათასიდან 9 ათასამდე პატიმრების რაოდენობა. რაც უფრო მეტად შემცირდება, მით უკეთესი. მე დარწმუნებული…

მეტი...

ზელენსკის გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის პრფეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს. მისი თქმით,  სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს სააკაშვილის მიმართ ხდება არადაამიანური მოპყრობა, წამება, არასაკმარისი სამედიცინო სერვისის მიწოდება. ,,ფაქტია, რომ რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს, პირიქით, სულ ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომ, სასამართლო აქტის დონეზე, ყველაზე ავტორიტარულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო წელიწად-ნახევრიანი დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს სააკაშვილის მიმართ არის არასათანადო მოპყრობა, წამება, არასაკმარისი სამედიცინო სერვისის მიწოდება. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის განცხადებაში ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის…

მეტი...

,,არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის”- გიორგი ვაშაძე

”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ პატიმრობის არ ეშინია. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება ძალადობის მორიგი მუქარა და წახალისებაა. ,,ირაკლი კობახიძის მიერ დღეს ჩემი მისამართით გაკეთებული განცხადება, ჩემი, როგორც პირველ რიგში დასაჭერ ოპოზიციონერ ლიდერზე, არის ძალადობის მორიგი მუქარა და წახალისება, მით უფრო, როცა ტოლობას სვამს 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორებსა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს შორის. მან ვერ დამალა რეალური განზრახვა, მას სურს დაშინებული და დაპატიმრებული ოპოზიცია. დაშინებული ახალგაზრდობა და ქართველი ერი. მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, რადგან მე გააზრებული მაქვს,…

მეტი...

,,სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა”- ირაკლი კობახიძე

სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, არ დგინდება არცერთი ფაქტი, სადაც მოხდა დანაშაულის ორგანიზება. „რაც შეეხება ორგანიზატორებს, სამართლებრივად ორგანიზატორების იდენტიფიცირება აქამდე იყო შეუძლებელი. რატომ? იმიტომ, რომ არ დგინდება არცერთი ფაქტი, სადაც მოხდა დანაშაულის ორგანიზება. დანაშაულის ორგანიზება, ეს არის სამართლებრივი კატეგორია. ორგანიზატორი არ იკვეთება. როდესაც ვიღაცები საუბრობენ, რომ ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ, მაშინ უნდა თქვან სამართლებრივად, ვინ იყო ორგანიზატორი. მინდა, შეგახსენოთ, როცა აქ, პარლამენტზე ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი 7-8 მარტს, მაშინ იყო პირდაპირი მოწოდებები, ორგანიზებული იყო შეკრება. უფრო მეტიც,…

მეტი...

ვიღაც ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო, ეს ვიღაც არაა რუსეთი – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო. მისი თქმით, ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ,,ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ჩვენ ვხედავთ ვინ ხარობს ამით, ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ზეპირად ბევრს საუბრობენ  უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე, ზუსტად ის ხალხი არის დღეს გახარებული. ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია, რომელსაც უხარია ეს გადაწყვეტილება და ვნახეთ ჩვენ ასევე უცხოელი აქტორები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება უხარიათ”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

მობრძანდებით და იმუშავებთ, შვებულება არ გექნებათ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას

,,მობრძანდებით და იმუშავებთ, ეს გაუკეთეთ ახლა საკუთარ თავს. მერე რომ იხვეწებოდით ხოლმე რაღაცა შვებულებებს, შვებულება არ გექნებათ,”- ამ სიტყვებით ”ქართული ოცნების” აღმსარულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თავდაცვის კოდექსის განხილვის ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიციას მიმართა. მისი თქმით, საქართველოში უმრავლესობიდან საკმარისი დეპუტატი არ იმყოფება, რის გამოც დამოუკიდებლად კვორუმს ვერ შექმნის. ,,ჩვენმა ოპონენტმა კოლეგებმა ზუსტად იციან, რომ საქართველოში არ არის იმდენი დეპუტატი, მხოლოდ უმრავლესობამ რომ შექმნას დღეს კვორუმი. ამის შესაძლებობა არ იძლევა, ფრანკოფონის ღონისძებაზეც არის დღეს ჩვენი კოლეგები, შესაბამისად, მცდელობასაც ვერ შევძლებთ იმისას, რომ ჩვენ დღეს კვორუმი შევქმნათ მარტო უმრავლესობით. თავის დროზე ჩვენი პატივცემული კოლეგები ამას…

მეტი...

,,და-ძმა ჩხეიძეებმა სხვის მაგივრადაც მაიჭირეს ხელი და ეხმარებოდნენ ქოცებს კვორუმის შექმნაში”- იაგო ხვიჩია

პარლამენტში, კვორუმის არ ქონის გამო, რიგგარეშე პლენარული სხდომა ჩაიშალა. რეგისტრაცია მხოლოდ 65-მა დეპუტატმა გაიარა, სხდომის გახსნისთვის კი 76 დეპუტატი არის საჭირო. ოპოზიციამ რეგისტრაცია არ გაიარა, ხოლო უმრავლესობიდან სამკარისი რაოდენობის დეპუტატები არ იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში. როგორც ”გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს,  როსტომ ჩხეიძე კვორუმის შესაქმნელად ხმას ოპოზიციონერი კოლეგების ნაცვლად აჭერდა ღილაკებს ხელს. ,,აღმოჩნდა რამდენიმე ოპოზიცონერი, რომლებიც ჯერ საერთოდ არ იყვნენ დარბაზში, მაგალიტად, ბატონი ნიკა მაჭუტაძე საერთოდ არ იყო, ბატონი გუბაზ სანიკიძე საერთოდ არ იყო, თუ არ ვცდები, არც ქალბატონო თაკო ჩარკვიანი არ იყო, და-ძმა ჩხეიძეებმა, ჩვენი ეჭვით, და ახლა ამას…

მეტი...

,,დნმ-ანაწმენდები დაობებულია”- გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა

დიდ დიღომში, 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედის განცხადებით, სამედიცინო ექსპერტიზის დროს, გარდაცვლილის სხეულიდან აღებული დნმ-ანაწმენდები დაობებულია. გარდაცვლილის ოჯახი სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მიმართავს, რომ აღებული ნიმუშების დაზიანებაზე გამოძიება დაიწყოს. ,,სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩემი შვილის სხეულიდან აღებული იქნა დნმ-ანაწმენდები. შემდგომ ეს დნმ-ანაწმენდები გადაეცა ბიოლოგიურ ექსპერტს. აღმოჩნდა, რომ მე-17 პაკეტი, რომელშიც ეს ანაწმენდები უნდა ყოფილიყო დალუქული, ეს პაკეტი არის გახსნილი, არაშეფუთულ მდგომარეობაშია და დნმ-ანაწმენდები არის დაობებული. დაობება ნიშნავს იმას, რომ ანაწმენდი ამ დროს ხდება ნაწილობრივ ან სრულად გამოუსადეგარი შემდგომი კვლევებისთვის, რაც საქმეს ძალიან უკან ხევს. ეს არის სამართალდარღვევის პირდაპირი მინიშნება. ეს მოხდა…

მეტი...

პარლამენტის რიგგარეშე სესია არ გაიხსნა

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია არ გაიხსნა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, კვორუმი არ არის და პროცედურულად სხდომა ვერ გაიხსნება. „გათვალისწინებული არის განმეორებითი რეგისტრაცია ხოლმე, თუმცა ვინაიდან არის მკაფიო გადაწყვეტილება ოპოზიციის, რომ არ გაიაროს რეგისტრაცია და მეორე მხრივ, ფრაქციის ხელმძღვანელმაც თქვა, რომ ფიზიკურად უმრავლესობის ნაწილი 76 დეპუტატი ადგილზე არ არის, მათ შორის ნაწილი არის ფრანკოფონიის კონფერენციაზე, ამიტომ განმეორებით რეგისტრაციის ჩატარებასაც აზრი ეკარგება, გარდა იმ შემთხვევისა თუკი ოპოზიცია მომმართავს და მზადყოფნას გამოხატავს გაიაროს მომავალში რეგისტრაცია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, დამატებით რეგისტრაციის გავლას აზრი დაკარგული აქვს. „რაც შეეხება სხვა დღეებს – ჩვენ ხვალაც…

მეტი...

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „კიდევ ერთმა უტკბილესმა ემიგრანტმა დატოვა მიწიერი ცხოვრება. შვილებს ენატრებოდი… ემიგრანტის გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია, ძალიან მძიმე, უმძიმეს შრომაში და როცა სამსახურს ვერ შოულობენ ამ ტკივილს. შვილებსაც არ ეუბნებიან, რომ გაუფრთხილდნენ არა და ძალიან მძიმე გზაა სამშობლოს მიტოვებიდან ემიგრაციის ბილიკზე დადგომა, ის ბილიკი იშლება და უკან დასაბრუნებელი გზა უმრავლესობისთვის საერთოდ ქრება, მხოლოდ გაჩერებულ სიცოცხლით გაქვავებულ ცხედარს ვაბრუნებთ სამშობლოში. ნათელში იყოს შენი სული უთბილესო და უკეთილშობილესო, საოცარო ქალბატონო,“ – წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ დისევის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, ლაშა ხეთერელი უკანონოდ დააკავეს.  უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. ,,რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი. ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი.“ ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა 10-12 მეტრის სიმაღლის ხიდან კატა ამწე კალათის დახმარებით ჩამოიყვანეს 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვახტანგ გორგასლის N 37-ში, 10-12 მეტრის სიმაღლის ხიდან კატა ამწე კალათის დახმარებით ჩამოიყვანეს და მათზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს. ,,შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

,,ვიღაცებს იმედი აქვთ, რომ უკრაინის ხელისუფლება იქნება გამოყენებული კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად“- ირაკლი კობახიძე

ვიღაცებს აქვთ იმედი, რომ მათ შორის უკრაინის ხელისუფლება იქნება გამოყენებული კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე ”ლელოს” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „გუშინ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა და თქვა, რომ ზელენსკის შეუძლია, დაგვბლოკოს, უკრაინის ხელისუფლებაზე ჰქონდა საუბარი, შეუძლია, დაბლოკოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. ვიღაცებს ამის იმედი აქვთ, რომ მათ შორის უკრაინის ხელისუფლება იქნება გამოყენებული კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად“, – განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ოპოზიციას  იმედი აქვს, რომ ერთ-ერთი, ვინც განახორციელებს უარყოფით ზემოქმედებას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, იქნება უკრაინის ხელისუფლება. ,,ბუნებრივია, ისინი ყველაფერს…

მეტი...

პოლონეთში, კოსმეტიკური საშუალებების ქურდობისთვის ქართველი დააკავეს

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, კოსმეტიკური საშუალებების ქურდობაში ეჭვმიტანილი 34 წლის ქართველი დააკავეს. გამოძიების თანახმად, ქართველმა სუნამოები, კრემები, ბალზამები და საპარსები მოიპარა, რაც მოგვიანებით გაყიდა. მოპარული საქონლის ღირებულებამ 7000 ზლოტი შეადგინა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

,,არახამიას არ აქვს სამშობლო – ეს კაცი ვერ იქნება ვერანაირად ღირებული”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერ, დავით არახამიას სამშობლო არ აქვს. მისი თქმით, არახამია ვერანაირად ვერ იქნება ღირებული. ,,რაც შეეხება პირადად არახამიას, მას არ აქვს სამშობლო, არც უკრაინა არ არის მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი, არცერთი სამშობლო არ აქვს მას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინა და საქართველო. აქედან გამომდინარე, ის მოქმედებს არა პატრიოტული ინტერესების კარნახით, უკრაინის მიმართ ან საქართველოს მიმართ, ის მოქმედებს სხვა ინტერესების კარნახით, რაზეც არ მინდა მე დეტალებში საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ეს კაცი ვერ იქნება ვერანაირად ღირებული, იქიდან გამომდინარე, რომ მას სერიოზული პრობლემები…

მეტი...