საფრანგეთში მომიტინგეებმა პარიზის გარეუბნის მერის სახლი დაარბიეს, დაჭრილია მერის მეუღლე

საფრანგეთში მომიტინგეებმა პარიზის ერთ-ერთი გარეუბნის მერის სახლი დაარბიეს, მანქანას ცეცხლი წაუკიდეს, თავს დაესხნენ მის ცოლსა და მცირეწლოვან შვილებს, როდესაც ისინი გაქცევას ცდილობდნენ. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მედიის ცნობით, პარიზის გარეუბნის მერი, ვინსენტ ჟანბრუნი შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა, ხოლო მის ცოლსა და შვილებს სახლში ეძინათ. „მათი გადარჩენის მცდელობისას და თავდამსხმელებისგან გაქცევისას, ჩემი მეუღლე და ჩემი ერთ-ერთი შვილი დაზარალდნენ“, – განაცხადა მერმა. ადგილობრივმა პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ არის დაკავებული. საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს პარიზის გარეუბან…

მეტი...

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ”სამუშაო” ვიზიტით ჩრდილოეთ კვიპროსს ეწვია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა ვიზიტით ჩრდილოეთ კვიპროსს ეწვია. “აფხაზეთი სწავლობს ჩრდილოეთ კვიპროსთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს”, – განაცხადა ინალ არძინბამ. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჩრდილოეთ კვიპროსის ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს საერთაშორისო სანქციებისა და სახელმწიფოს ნაწილობრივი აღიარების კონტექსტში. ე.წ. მინისტრს ვიზიტის რუსეთის დუმის დეპუტატი, ალექსანდრე ნეკრასოვი ახლდა, ​​რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ “აფხაზეთის რესპუბლიკა ტურისტებისა და პერსპექტივის თვალსაზრისით მიმზიდველად გამოიყურება”. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა, რომელიც კუნძულ კვიპროსის ჩრდილოეთ მესამედს იკავებს. მას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მხოლოდ თურქეთი აღიარებს და დიდად არის დამოკიდებული მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე.

მეტი...

ოლაფ შოლცი – ,,გერმანია შეშფოთებით ადევნებს თვალს საფრანგეთში მიმდინარე არეულობას”

გერმანია შეშფოთებით ადევნებს თვალს საფრანგეთში მიმდინარე არეულობას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცის თქმით, დარწმუნებული იყო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „წარმატებით დაამშვიდებდა სიტუაციას“. „არ ველოდები, რომ საფრანგეთი არასტაბილური გახდება, თუნდაც იმ სურათის შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია“, – აღნიშნა შოლცმა გერმანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში. საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს პარიზის გარეუბან ნანტერში პოლიციელმა წარმოშობით ალჟირელი 17 წლის ბიჭი მოკლა. დაკავებულია პოლიციის ოფიცერი, რომელმაც გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მეტი...

თეთრი სახლი – ჯო ბაიდენი ივლისში ლიეტუვას, დიდ ბრიტანეთსა და ფინეთს ეწვევა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ივლისში სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას, ფინეთსა და დიდ ბრიტანეთს ეწვევა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენი თავდაპირველად ლონდონს ეწვევა და მეფე ჩარლზ III-სა და პრემიერმინისტრ რიში სუნაკთან ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტი 11-12 ივლისს ლიეტუვაში, ვილნიუსში NATO-ს 74-ე სამიტს დაესწრება, ხოლო 13 ივლისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ჩრდილოეთის ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მეტი...

საქართველოს რკინიგზა – 3 ივლისს დაგეგმილი რეისების ნაწილი გაუქმდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო სარკინიგზო მიმოსვლა კვლავ შეფერხებული რჩება. „საქართველოს რკინიგზა“ 3 ივლისს გაუქმებული რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.   „სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, 3 ივლისს გაუქმდა შემდეგი რეისები: მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #806 თბილისი-ბათუმი 06:30 #805 ბათუმი-თბილისი 14:30 #802 თბილისი-ბათუმი 08:00 #803 ბათუმი-თბილისი 08:10 #808 თბილისი-ბათუმი 10:35 #870 თბილისი-ზუგდიდი 08:40 #12 თბილისი-ოზურგეთი 08:50 #18 თბილისი-ქუთაისი 08:50 #873 ფოთი-თბილისი 07:20 #11 ოზურგეთი-თბილისი 09:00 #17 ქუთაისი-თბილისი 12:25 საგარეუბნო მატარებლები: #6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50 #6417 ზესტაფონი-ხაშური 06:50 „სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

მოლდოვას საგარეო უწყება – “მოლდოვა ვეღარ გააგრძელებს რუსეთთან ურთიერთობას ისე, როგორც წარსულში”

,,მოლდოვა ვეღარ გააგრძელებს რუსეთთან ურთიერთობას ისე, როგორც წარსულში იყო, რადგან კიშინიოვი არ არის მზად ომის იგნორირებისთვის და თანმიმდევრულად გმობს აგრესიას”. ამის შესახებ მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს მდივანმა, ვლად კუკმა განაცხადა. კუკის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მოლდოვამ შეამცირა რუსეთთან კონტაქტების ინტენსივობა. დიალოგი გრძელდება, მაგრამ ის თითქმის აღარ არსებობს და მხარეები მესიჯებს დიპლომატიური დეპარტამენტების, საელჩოებისა და სამინისტროების მეშვეობით ცვლიან. “რაც ხდება, ჩვენზე ძალიან მოქმედებს. ამან იმოქმედა ჩვენს უსაფრთხოებაზე პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ რუსეთთან. შეხედეთ ომის შედეგებსა და ჩვენს რეაქციას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ომს. ახლა ეს მესიჯები დომინირებს…

მეტი...

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა და სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილეს, ხაზი გაუსვეს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხს და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს. „სახალხო დამცველმა აპარატის საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებზე, ასევე, 2023-2030 წლების ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის დეტალებზე ისაუბრა. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი ინსტიტუციის განსაკუთრებულ როლს არსებული პოლარიზაციის პირობებში, მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს ადამიანის უფლებების მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია…

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება. გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცნობებს გამოსაცდელებს, რომ წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის…

მეტი...

მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე იზრდება – მედია

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდიან. გამოცემა „ეხო-კავკაზა“ “აზიმუტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომპანია კვირაში შვიდი რეისის ნაცვლად 14 რეისს შეასრულებს. „ამჟამად ფრენები ყოველ დილით სრულდება, ხოლო 5 ივლისიდან განრიგში გამოჩნდება საღამოს რეისიც“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. „ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, „თბილისი-მოსკოვი-თბილისის“ მიმართულებით კვირაში სამ რეისს დაამატებს Georgian Airways-ი. გამოცემა წერს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე, საერთო ჯამში, კვირაში 24 რეისამდე გაიზარდება.

მეტი...

ზელენსკი ოდესაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საზღვაო ძალების დღეს ოდესაში ჩავიდა. როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების მეთაურისგან შავ ზღვაში ოპერატიული ვითარების, ასევე საზღვაო ძალების თავდაცვის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მათ ასევე განიხილეს საზღვაო თვითმფრინავების პროგრამისა და სარაკეტო პროგრამის განვითარების შუალედური შედეგები და პერსპექტივები. პრეზიდენტმა ასევე მიულოცა სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღესასწაული. “რუსეთში ბევრს ეგონა, რომ შავი ზღვა მათი ძალაუფლების აკვატორია. მტერი იმედოვნებდა, რომ ჩვენი საზღვაო ძალები ვერ გაუძლებდნენ რუსეთის დარტყმებს. ჩვენი ჯარისკაცების გამბედაობამ და ოსტატობამ გაანადგურა მტრის ყველა იმედი”, – თქვა ზელენსკიმ.

მეტი...

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის მიერ დაარსებული უძრავი ქონების სააგენტოს გამოყენებით, თბილისში ბინის დაგირავების მსურველებს საპროცენტო სარგებლის პირობით სესხებას სთავაზობდა, რის სანაცვლოდაც სასურველი ბინების დაქირავებას და ნასესხები თანხის სარგებლით ბინის ქირის გადახდას ჰპირდებოდა, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, დაზარალებულებს თითქოსდა ნასესხებ თანხას დაუბრუნებდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებული მოძიებული ბინების მეპატრონეებთან ქირავნობის ხელშეკრულებებს წერილობით აფორმებდა და მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, ბინაში უპრობლემოდ იცხოვრებდნენ. გამოძიებით ასევე…

მეტი...

სასამართლომ 13 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ 43 წლის კაცი 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არასრულწლოვანი 4 თვის ორსულია. საქმეზე გამოძიება 137 მუხლის მე-4-ე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გრძელდება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

მეტი...

მამუკა ხაზარაძე – ,,პრეზიდენტმა ნიღაბი ჩამოიხსნა და გააშიშვლა პოზიცია, რომელიც აქამდე ხელისუფლებას ფარულად ჰქონდა”

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას „ნიღაბი ჩამოხსნა“. როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოპოზიციამ ძალების გაერთიანებით „ქართული ოცნება“ უნდა დაამარცხოს და ამით ქვეყნის გაერთიანებისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგას. „პრეზიდენტმა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნიღაბი ჩამოიხსნა და გააშიშვლა ის პოზიცია, რომელიც აქამდე ხელისუფლებას ფარულად ჰქონდა. დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან კრიტიკულ ზღვარზეა. მე ნამდვილად არ მინდა საქართველოს რომელიმე მოქალაქე სხვადასხვა მიზეზით დასანქცირდეს, რადგან ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის. ქართულ საზოგადოებას ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი, თუმცა ამის მიზანი უნდა იყოს ის, რომ საქართველო მოვახვედროთ იქ, სადაც მას ადგილი ისტორიულად ეკუთვნის. ეს არის ევროპული ინტეგრაცია,…

მეტი...

ტამიშის ბრძოლიდან 30 წელი გავიდა

ტამიშის ბრძოლიდან 30-ე წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. მოგვიანებით, ‘’შავნაბადას’’ ბატალიონის მეომრებმა, ელიას მთაზე, ტამიშის ბრძოლის დროს, ბრძოლის ველზე დაცემული გმირების სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა და რუსული დესანტის მოგერიების დროს დაღუპულ თანამებრძოლებს პატივი მიაგეს. ელიას მთაზე, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა განახლებული მემორიალი 2016 წელს გაიხსნა. მონუმენტის ოთხივე მხარეს, 110 მებრძოლის_’’შავნაბადელებისა’’…

მეტი...

ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტობუსში ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა 25 და დაშავდა რვა ადამიანი. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ინდოეთის დასავლეთ შტატ მაჰარაშტრაში, ჩქაროსნულ გზაზე მოხდა. პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, მძღოლმა საჭეზე კონტროლი საბურავების მწყობრიდან გამოსვლის გამო დაკარგა, რის შემდეგაც ავტობუსი გზის გამყოფ ნაწილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტობუსი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა. პოლიციის თქმით, ავარიის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება არ ყოფილა. „ავტობუსს, წინასწარი დასკვნის მიხედვით, პრობლემა არ ჰქონდა. თუმცა, როგორ მოხდა ავარია და ვისი დაუდევრობა იყო ეს, პოლიციის გამოძიების ნაწილია“, – აღნიშნა პოლიციის ოფიცერმა მედიასთან საუბრისას.

მეტი...

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობა აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით წინ წაიწიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ტერიტორიის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების კუთხით კვლავ წინსვლას მიაღწიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. „ბახმუტის მიმართულებით წინსვლა გვაქვს. ფლანგებზე მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები, მტერზე ზეწოლა ხორციელდება“, – განაცხადა ჩერევატიმ. მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით 23 შეტაკება მოხდა, რა დროსაც უკრაინელმა დამცველებმა 116 რუსი სამხედრო გაანადგურეს, დაშავებულთა რაოდენობამ კი 199-ს მიაღწია.

მეტი...

სერგო ჩიხლაძე – ,,მიხარია, რომ პრეზიდენტი იმ პოზიციაზე, რაზეც ოპოზიციური პარტიები წლებია ვსაუბრობთ”

,,პრემიერის ტექსტში იყო მინიშნება, თუ როგორი იქნება არჩევნებამდე 1 წელი, ეს იქნება ძალადობა და სიძულვილის ენა – ღარიბაშვილი და მისი მთავრობა დაპირისპირებულია მთელ დასავლურ სამყაროსთან”, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერი სიძულვილით და აგრესიით მოიხსენიებს თავისი მოსახლეობის ნახევარზე მეტს. „პრეზიდენტს სწორი გზავნილები ჰქონდა. მიხარია, რომ პრეზიდენტი იმ პოზიციაზე, რაზეც ჩვენ, ოპოზიციური პარტიები წლებია ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანი იყო განცხადება დეპოლარიზაციაზე, მან ნამდვილად შეიწყალა გვარამია და თავისი წვლილი შეიტანა, დაგვიანებით, მაგრამ გააკეთა. როგორც გუშინდელ ინტერვიუში, ასევე, მის ბოლო შეფასებებში დამაკლდა ის, თვლის თუ არა, რომ ბიძინა…

მეტი...

ხერსონზე თავდასხმის შედეგად 13 წლის ბავშვი დაშავდა

გვიან ღამით უკრაინაში, ხერსონის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 13 წლის ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსსამსახურის უფროსი, ალექსანდრ ტოლოკონიკოვი, ავრცელებს. ტოლოკონიკოვის თქმით, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. როგორც პრესსამსახურის უფროსი ამბობს, გასულ ღამეს ხერსონში ბევრი აფეთქება მოხდა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით ბერისლავის რაიონის სოფელ მილოვეს შეუტიეს. ცნობისთვის, 1 ივლისს რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხა ხერსონის საცხოვრებელ უბნებსაც. თავდასხმისას ერთ-ერთი ჭურვი სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი დაშავდა.

მეტი...

გზების დეპარტამენტი – ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტყუილია თითქოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია 8 წელი მიმდინარეობს. ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყო. „გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაუმოწმებელ და არასწორ ფაქტებზე აგებულ სიუჟეტს. პირველ ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტყუილია თითქოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია 8 წელი მიმდინარეობს. ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყო. სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სამშენებლო კომპანიასთან…

მეტი...

,,”ოცნებამ” შესაძლოა, პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი სადამსჯელო ოპერაცია მოიფიქროს” – ანა წითლიძე

ენმ-ს წევრი ანი წითლიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ზურაბიშვილის წინააღმდეგ ახალი სადამსჯელო ღონისძიება მოიფიქროს. ოპოზიციის წევრს მიაჩნია, რომ ქართველ ჟურნალისტებთან პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორი აქცენტები გააკეთა. ,,ძალიან სწორი აქცენტები და ძალიან ღიად და ცხადად ილაპარაკა იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ჩენ ვდგავართ ისტორიული არჩევანის წინაშე, მაშინ, როცა ჩვენ ველოდებით ისტორიულ შესაძლებლობას, მივიღებთ თუ არა ჩვენ კანდიდატის სტატუსს, მაშინ, როცა  ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს პირიქით. იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ოცნება არის აბსოლუტურად არაადეკვატური, მაქვს მოლოდინი, რომ მათ შეიძლება ასევე რაღაც სადამსჯელო ოპერაცია მოიფიქროს საქართველოს…

მეტი...

ხარაგაულში 77 წლის მამაკაცი მეწყერმა მოიყოლა

სოფელ მარელისში 77 წლის მამაკაცი  მეწყერმა მოიყოლა. სამძებრო -სამაშველო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ჩართულია ტექნიკაც. ,,მოდიოდა კაცი ხიდზე, იქ რო მივიდა დაუძახეს, „ბუტკამდე“ ვერ მიასწრო. აი, იმ მონაკვეთში უცებ წამოვიდა მიწა, – ამბობს ადგილობრივი. ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. უამინდობისა და უხვი ნალექის გამო სოფელში მთა ჩამოიშალა. პარალიზებულია სარკინიგზო მიმოსვლაც. ლიანდაგები დაიტბორა, საკონტაქო ქსელი კი წყობიდან გამოვიდაю

მეტი...

,,ჩვენთან ვერ ეგუებიან იმას, რომ რეიტინგი ჩადის, გარანტირებული აღარ არის არჩევნების მოგება და იწყება თავდავიწყება” – სალომე ზურაბიშვილი

,,ყურადღებით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება და არამხოლოდ კინო სექტორში – ესაა გაგრძელება საბჭოთა წესების, რომლიდანაც არ გამოვსულვართ არცერთი რეჟიმის პირობებში”, – ასე ეხმიანება პრეზიდენტი კინოცენტრთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. ზურაბიშვილმა კინოცენტრთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების კონტექსტში აღნიშნა, რომ საქართველოში როცა ხელისუფლება გრძნობს, მისი მხარდაჭერა შერყეულია და არჩევნების მოგება გარანტირებული აღარაა, ამას ვერ ეგუებიან და „იწყება თავდავიწყება“. „მე კონსტიტუციით ვარ ყველა უფლების დაცვის გარანტორი, ამიტომ ეს ყველაფერი მეხება და ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება და არამხოლოდ კინო სექტორში. ეს არის გაგრძელება იმ საბჭოთა წესების, რომლიდანაც არ გამოვსულვართ და არ გამოვსულვართ…

მეტი...

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება – პოლიციამ კიდევ 486 ადამიანი დააკავა

საფრანგეთში, პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის გამო სამშაბათს დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება, ქალაქ მარსელში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენ გაზი გამოიყენა და სულ მცირე 56 ადამიანი დააკავა. საპროტესტო აქციები გაიმართა პარიზში, ლილიში, ლიონში, ნიცასა და სტრასბურგში, სადაც სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა და ასობით ადამიანი დააკავეს. სიტუაციის გასაკონტროლებლად შაბათს ქვეყნის მასშტაბით 45 000 პოლიციელი იყო მობილიზებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ 486 ადამიანი დააკავეს. 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს პარასკევს ღამით, ხუთშაბათს კი – 900-ზე მეტი.

მეტი...

დმიტრო კულება გერმანიას – ,,არ გაიმეოროთ კანცლერ მერკელის მიერ ბუქარესტში დაშვებული შეცდომა”

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებამ გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ გაიმეოროს ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის შეცდომები უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ შეაფერხოს. „არ გაიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც კანცლერმა მერკელმა დაუშვა ბუქარესტში 2008 წელს, როდესაც მან სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს“, – აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ „გააღო კარი პუტინის საქართველოში შეჭრისა და ყირიმის უკანონო ანექსიისთვის“. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ კიევი ომის დროს ნატო-ში მიღებას არ ელის. „მაგრამ ომის შემდეგ უკრაინის არმიღება ევროპისთვის თვითმკვლელობა იქნება. ევროპისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ რუსული აგრესიის კარის…

მეტი...

რუსეთში ამბოხის დღეს პუტინი მეგობრის იახტაზე ისვენებდა – მედია

უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთში, “ვაგნერის” დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხის დღეს პუტინი მეგობრის იახტაზე ისვენებდა. Дождь-ის ყოფილ მთავარ რედაქტორზე დაყრდნობით მედია წერს, რომ პუტინი სანქტ-პეტერბურგში, კურდამთავრებულთა დღესასწაულს არასდროს ტოვებს. თუმცა, წელს ფესტივალს ბიზნესმენ კოვალჩუკის იახტიდან უყურა. მედიის ცნობითვე, პრიგოჟინმა ამბოხის დღესვე განაცხადა, რომ პუტინი ფესტივალზე დასწრებას არ აპირებდა. შეგახსენებთ, ვაგნერის დაჯგუფებამ 24 ივნისს სამხედრო აჯანყება მოაწყო. სამხედროებმა , პროგოჟინის მეთაურობით ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი დაიკავეს და მოსკოვის მისადგომებთანაც მივიდნენ. ბოლოს, სამხედრო დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება შედგა, რის შემდეგაც დაჯგუფების ლიდერმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღო და უკან დაიხია.

მეტი...

საპატრიარქო – ,,დაანონსებულ „ლგბტ კვირეულს” არ შეიძლება თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს”

,,ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს. ამიტომ დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ლგბტ კვირეულთან დაკავშირებით ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაანონსებულ „ლგბტ კვირეულს”, არ შეიძლება თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს. „ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება. ამაზე მოწმობს მიმდინარე წლის ივლისში დაანონსებული ,,ლგბტ კვირეული”, რომელსაც, მისი მიზნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში…

მეტი...

,,ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს! მადლობა ქართველებს!” – ანდრეი ერმაკი

“ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს! მადლობა ქართველებს!” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ტელეგრამზე ქართულ ენაზე წერს და უკრაინაში დაღუპული მალხაზ კვიჟინაძისა და ჯონი ოდიშვილის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ,,ომი, სამწუხაროდ, არის ტკივილი და დანაკარგი. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ასევე მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინისთვის რუსული ბოროტების წინააღმდეგ. ასეთები იყვნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, რომლებიც თავდაცვის ძალების რიგებში იბრძოდნენ. ოდიშვილი ბახმუტთან გარდაიცვალა, კვიჟინაძე კი – ლუგანსკის რაიონში. დაღუპული ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს. სადაც გმირებს დაკრძალავენ. ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს!  დიდება უკრაინას! მადლობა ქართველებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!, – წერს ერმაკი.

მეტი...

მცხეთაში დაკარგული 5 წლის ბავშვი იპოვეს

მცხეთაში დაკარგული 5 წლის ბავშვი იპოვეს. ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და წერენ, რომ ის “კარგად არის”. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...