,,ვიბრძოლებ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს ევროპელ ლიდერებთან ისაუბრებს და იბრძოლებს უსაფრთხოების გარანტიებისთვის უკრაინისთვის ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.

„დღეს ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს სამი პრიორიტეტული შეკითხვა. პირველი არის შეიარაღების ახალი პაკეტები ჩვენი არმიის მხარდასაჭერად ბრძოლის ველზე. მეორე საკითხი არის ჩემი აზრით, უკრაინის ნატო-ში მიწვევა და რაც დღეს გვესმის არის, რომ ჩვენ ეს მიწვევა გვექნება, როდესაც უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას მოგვცემს. მინდა ამ საკითხების პარტნიორებთან განხილვა. მე ვისაუბრებ და ვიბრძოლებ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისთვის, ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები