„საქართველოში ღრმა პოლარიზაციაა“ – ევროპარლამენტარი

რამდენიმე ევროპარლაენტმა პატიმრობიდან გათავისუფლებულ ნიკა გვარამიასთან ერთად, ევროპარლამენტში პრესკონფერენცია გამართა. როგორც ერთ ერთმა ევროპარლამენტარმა – მირიამ ლექსმანმა აღნიშნა, საქართველოში ღრმა პოლარიზაცია შეინიშნება.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს დავეხმაროთ გახდეს ევროკავშირის წევრი და გახდეს ევროპული ქვეყნების ოჯახის სრულყოფილი წევრი. მეორე მხრივ, საქართველოში ძალიან ღრმა პოლარიზაციაა.  საქართველოში ვითარება უნდა შეიცვალოს. ჟურნალისტებს თავს ესხმიან ფიზიკურად და ვიცით, რომ მთავრობა ქვეყნის პოლარიზაციას ახდენს, ეს ყველაფერი ჯანსაღი არ არის. არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, რომ ქვეყანამ თავისი ვალდებულებები შეასრულოს, რადგან საქართველოს ხალხი თავის მომავალს ევროკავშირს უკავშირებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“ –  განაცხადა ევროპარლამენტარმა ლექსმანმა.

 

მსგავსი თემები