“საქართველოს ელჩთან დარეკვა და უკრაინის დატოვების მოთხოვნა 48 საათში – ასეთი რამ ჯერ არ მომისმენია” – რადას დეპუტატი  

ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან საქართველოს ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას რადას წევრი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე ეხმიანება. როგორც უკრაინელი დეპუტატი წერს, დიპლომატებთან მსგავსი ფორმით ურთიერთობას არსად სმენია. „უკრაინის მხრიდან დიპლომატიაში კიდევ ერთი ახალი შეუსაბამო სიტყვაა საქართველოს ელჩთან დარეკვა და უკრაინის დატოვების მოთხოვნა 48 საათში:  “თქვენს მთავრობასთან კონსულტაციებისთვის”! – ასეთი რამ ჯერ არ მომისმენია. ყოფილო დიპლომატებო, მეგობრებში „ფბ“-ზე, ხომ ვერ მეტყვით, როგორი ფორმულაა ურთიერთობების დანგრევის? ჯერ ერთი, წელზე მეტი ხნის უკან გაიწვიეს ჩვენი ელჩი “კონსულტაციებისთვის”. მერე ჩვენი ელჩი გაათავისუფლეს. წელიწადზე მეტია ახალი არ დანიშნეს და არ გაგზავნეს. გადაწყვიტეთ, რომ ასე შეგიძლიათ წარმატებით იმოქმედოთ განწყობისა და პოლიტიკის…

მეტი...

„ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე, სად წერია და რაში წერია?“ – ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი კლინიკაცთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ღრიალი არაფერში წერია. „რამდენად სწორია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე, სად წერია და რაში წერია? ძლივს შემოდიან სასწრაფოს მანქანები. მერე ემპათიაზე ვერ დაასწრებ ლაპარაკს თან“, – აცხადებს ნინო ნადირაძე. შეგახსენებთ, რომ კლინიკასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. „ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მეტი...

„საქართველოსა და უკრაინას ერთი მტერი ჰყავთ“ – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას ერთი მტერი ჰყავთ და ეს არის რუსეთი. როგორც კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა, ორივე ქვეყანა ამ აგრესიული მოწინააღმდეგის წინაშე გაერთიანებული უნდა იყოს. „ჩემზე არ არის უკრაინასა და საქართველოს შორის ოფიციალური კომუნიკაციის კომენტირება დამოკიდებული. ნათელია, რომ ახლა ძალიან დაძაბული პერიოდია. რუსეთი უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს უკრაინაზეც და საქართველოზეც. დასაწყისიდან ჩვენ რაც ბევრჯერ ვთქვით, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რომ გაერთიანდნენ, ერთად შეიკრიბონ. ერთი მტერი ჰყავთ, ამ ძალიან აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ. და იმედი მაქვს, რომ დიპლომატიური დისკუსიების, პირადი საუბრების მეშვეობით ისინი…

მეტი...

„ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერები ამ წუთებში კლინიკა „ვივამედთან“ აქციას მართავენ. „მიშა“… „მიშა“… სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშილის დროებით გათავისუფლებასა და სამკურნალოდ მის სხვა ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეზღუდული არ უნდა ჰქონდეს. აქციის მონაწილეებმა კლინიკასთან საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინის დროშები გაშალეს.  

მეტი...

„ჩვენ მას ვერც კვებას დავაძალებთ და ვერც მკურნალობას, ეს არ შეიძლება“ – მინისტრი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არ იღებს ექიმების რეკომენდაციას და არასრულფასოვნად იკვებება. მისი თქმით, ამ ქმედებებში მას ხელს რადიკალები უწყობენ. „სწორედ იმ რადიკალებს, რომლებიც ვერ ბედავენ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ და საკუთარი მოვალეობა შეასრულონ, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და პრემიერის მოხსენების დროს გარბიან დარბაზიდან, შემდეგ საკუთარ სახელმწიფოს აყენებენ იმხელა შეურაცხყოფას, რომ საქართველოს ჰიმნის დროსაც არ იმყოფებიან დარბაზში, პასუხისმგებლობა უნდა მოჰკითხოთ მათ. ისინი მუდმივად მოუწოდებდნენ, დაეზიანებინა საკუთარი ჯანმრთელობა, რადგან მათ სურთ მხოლოდ ერთი რამ, ისარგებლონ მსჯავრდებულის პოლიტიკური წარსულით და დაიწერონ საკუთარი პოლიტიკური ქულები. ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ხდება ექიმების მიერ გამოკვლევების შემდგომ…

მეტი...

„მცდელობას არ აკლებენ, ამ ადამიანმა სრულყოფილად იმკურნალოს და მიიღოს საკვები“ – მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

„სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და ეწევა თვითდაზიანებას“ – აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. როგორც ბრეგაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს თავად აზიანებს. „ძალიან დიდი ხანია, თვალყურს ვადევნებ მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ ვითარებას. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს და ასევე ექიმებს, რომლებიც მცდელობას არ აკლებენ, ამ ადამიანმა სრულყოფილად იმკურნალოს და მიიღოს საკვები.  სიმართლე გითხრათ, სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და ეწევა თვითდაზიანებას. თვითდაზიანებაში იგულისხმება შიმშილობის მრავალი ეპიზოდი, ექიმების რეკომენდაციებისადმი არდამორჩილება, მედიკამენტებისა და საკვების შერჩევით მიღება. საკვები…

მეტი...

„უცხოეთიდან ხდება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც  ხელს უწყობენ პოლარიზაციას“ – კახა კალაძე

„ბულინგი, ისევე, როგორც ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმა, კატეგორიულად მიუღებელია, რომლის წინააღმდეგ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა. მისივე განმარტებით, ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ის შეიძლება იყოს ფსიქოლოგიურიც, რასაც მოქალაქეები სოციალურ სივრცეში ხშირად აწყდებიან. „ბულინგი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რადგან ძალადობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ის შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, რასაც ძალიან ხშირად ვაწყდებით, თუნდაც სოციალურ სივრცეში, სადაც განსხვავებულ აზრს ებრძვიან – მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების დაშინება, შეურაცხყოფა. პირველ რიგში, ყველა უნდა გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა,…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში მაშინ გადაიყვანენ, როცა ექიმების თანხმობა იქნება

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი პენიტენციურ დაწესებულებაში აუცილებლად გადავა და ეს მაშინ მოხდება, როცა ექიმების თანხმობა ექნებათ. „რაც შეეხება მის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას, ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, როდესაც იქნება ექიმებისგან რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის იმყოფება ამჟამად სამკურნალო დაწებულებაში“ – აცხადებს რატი ბრეგაძე.

მეტი...

„ეს ადამიანი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციას და ეწევა თვითდაზიანებას“  – მინისტრი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებაზე. „საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თავად ეს ადამიანია. მას სახელმწიფო უკეთებს ყველაფერს, უქმნის ყველა პირობას რომ უმკურნალოს, მაგრამ თუ არ მკურნალობს, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას. ის თავად არის პასუხისმეგებლი საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებაზე. ჩვენ მას ვერც კვებას დავაძალებთ და ვერც მკურნალობას“ – აცხადებს მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მეტი...

ჩინეთმა ჯოზეფ ბორელის პეკინში ვიზიტი გააუქმა

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის პეკინში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაუქმებულია. ვიზიტი ჩინეთმა გააუქმა. როგორც ჯოზეფ ბორელის წარმომადგენელი აცხადებს, ვიზიტის გაუქმების მიზეზი მისთვის უცნობია. „ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა შეგვატყობინეს, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება და ახლა ალტერნატიული გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. ვიზიტის გაუქმების მიზეზი ჩვენთვის უცნობია. სამწუხაროა მსგავსი გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ჩინეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს“, – განაცხადა ბორელის პრეს-სპიკერმა.  

მეტი...

მიხეილ სააკაშილი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა იმ მიზნით, რომ სასჯელისგან გათავისუფლებულიყო – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვეოდა. „სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ დანაშაულებზე აქვს მისჯილი პატიმრობა. როგორც იცით, მან გაასაჩივრა და საკითხი სტრასბურგში წარადგინა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგმა რა მოიწერა ესეც კარგად ვიცით. შესაბამისად, ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. ის, რასაც სააკაშვილი ცდილობდა, საქართველოს წინააღმდეგ პიარ კამპანია იყო. ეს იყო მცდელობა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებები, პატიმრის უფლებები ირღვეოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა. „ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა.…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში”- ნიკა გვარამია

ნიკა კვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში უნდა წავიდეს. ნიკა გვარამიამ დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ”ვივამედში” მოინახულა. „მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში. საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით ის რას გააკეთებს, ეს არის მისი გადასაწყვეტი. მე მის ადგილზე განცხადებებს, რომელსაც აკეთებდა აქამდე, არ გავაკეთებდი და არ ვიჩქარებდი ამ განცხადების გაკეთებას. რას გააკეთებს იგი მომავალში, ეს არის მომავლის საკითხი და უნდა გადაწყდეს მომავალში. ახლა სასწრაფოდ მისი გადარჩენის საკითხია მოსაგვარებელი. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც დღეს არის სამყაროს მორალური ლიდერია, ასეთი თხოვნით რომ გამოდის, ეს უნდა შესრულდეს,”- განაცხადა გვარამიამ.

მეტი...

თბილისში, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

უბედური შემთხვევა თბილისში – მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა.  60 წლამდე მამაკაცი მერვე სართულიდან გადმოვარდა. რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.   წყარო: ტვ პირველი  

მეტი...

,,ქართული ოცნების დარჩენა ხელისუფლებაში შექმნის პრობლემებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”- დავით არახამია

  უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, ქართველებმა მომდევნო არჩევნზე ბრძნული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მისი თქმით, ”ქართული ოცნების” დარჩენა ხელისუფლებაში შექმნის პრობლემებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ​„მე მგონია, რომ ქართველებმა უნდა მიიღონ ბრძნული გადაწყვეტილება არჩევნებზე, რომელიც მოდის. აუცილებლად უნდა შეცვალონ ხელისუფლება და ეს უკვე რადიკალურად შეცვლის სიტუაციას, რადგან მთელი დემოკრატიული მსოფლიო, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს, თავისთავად ცხადია, რომ იძლევა გარკვეულ იმედს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. წარმოდგენა არ მაქვს, ასეთ წინააღმდეგობას რატომ უწევს საქართველოს ხელისუფლება იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენი მხრიდან ისმის. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ მათი დარჩენა…

მეტი...

არახამიას განცხადებით, საქართველო უკრაინის მოთხოვნას თუ არ დააკმაყოფილებს, ერთადერთი ბერკეტი, საერთაშორისო სანქციები რჩება

“ხალხის მსახურის” ლიდერის დავით არახამიას განცხადებით, საქართველო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის მოთხოვნას თუ არ დააკმაყოფილებს, ერთადერთი ბერკეტი, საერთაშორისო სანქციები რჩება. „მგონი, საერთაშორისო სანქციები, ერთადერთი მეთოდი იქნება გამოყენებული საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ“, – განაცხადა არახამიამ. არახამია  გამოეხმაურა რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის განცხადებასაც და აღნიშნა, რომ სანქციებმა უნდა აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, შეცვალოს დამოკიდებულება საკითხებისადმი. „სანქციები არის ქმედება, რომელიც დაკავშირებულია უკანონო ქმედებებთან, რომლებსაც აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება და თავისთავად ცხადია, ამ სანქციებმა უნდა აიძულოს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება საკითხებისადმი. საერთაშორისო ურთიერთობებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული“, – განაცხადა დავით არახამიამ ”მთავარი არხის” ეთერში.

მეტი...

,,უკრაინა არ მისცემს არავის სააკაშვილთან ასე მოპყრობის შესაძლებლობას”- ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ”ვივამედში” მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში უნდა წავიდეს. „რაც უფრო სწრაფად და დადებითად იფიქრებს ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაზე, მით უკეთესია არა მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ ამ  ქვეყნისთვის და მისთვის. ვხედავთ, რაც ხდება უკრაინიდან, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია, მათ მოქალაქეს პირდაპირ ეთერში განლევა აქვს. არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო საკუთარ მოქალაქის წინაშე ამას არ დაუშვებს. მინდა, მივმართო არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია უკრაინა, როგორც იდეა, როგორც დასავლეთი, როგორც ჩვენი მოკავშირე და მომავალში ლოკომოტივი  მთელი რეგიონის, მათ შორის ბიზნესმენებს, არ გამოვა მეგობრებო ასე. თუ საქართველო-უკრაინის…

მეტი...

,,უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას”- საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო – დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით. საგარეო უწყების განცხადებით, ეს ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას და სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ. ,,აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. ასეთი განვითარების ფონზე, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი ღირსეულად უნდა შეხვდეს პატიმრობას”- ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილი 600-ჯერ მოკვდა 600 დღეში და შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში. ეს მხოლოდ და მხოლოდ ირონიის საგანი შეიძლება იყოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ღირსეულად უნდა შეხვდეს პატიმრობას. „ერთადერთი, რაც უნდა გაკეთდეს, ოჯახმა უნდა შეიტანოს სათანადო კალორაჟის საკვები. არ შეიძლება ხელოვნურად წონაში კლება, რათა გააგრძელო სპეკულირება. 600 დღე გვატყუებდნენ, რომ ეს კაცი თურმე ყოველდღიურად კვდებოდა. სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოცხადდა და აღმოჩნდა, რომ აღარ კვდება, პირიქით, პოლიტიკაში ბრუნდება. 600-ჯერ მოკვდა 600 დღეში და შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში. ეს მხოლოდ და მხოლოდ ირონიის საგანი შეიძლება იყოს.…

მეტი...

,,მეგობრობა, სიყვარული, ურთერთობები ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა”- კალაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

მეგობრობა, სიყვარული, ურთერთობები ორმხრივი არსებობს. ცალმხრივი არაფერი ვარგა. საქართველოსთან მიმართებით ზელენსკის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ და ამ ურთიერთობას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. „ისტორიულად ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ, ერთმანეთის გვერდით იყვნენ და, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ურთიერთობები არსებობდეს. ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ ვიღებთ, რაც ჩანს იმ პოლიტიკაში, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ აწარმოებს. დღეს პარტიის თავმჯდომარემაც…

მეტი...

,,ხელი დაარტყა, რის მერეც ინსულტი განუვითარდა”- რა მოხდა სოფელ ქორდში?

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 60 წლამდე კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფლიქტი გარდაცვლილის ბაღში საქონლის შეშვებას მოჰყვა. ,,გარდაცვლილის ბაღში შეუშვა საქონელი ამ კაცმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საქონლის მეპატრონემ გარდაცვლილს ხელი დაარტყა, რის მერეც მას ინსულტი განუვითარდა”, – განუცხადეს “მოზაიკას”. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  

მეტი...

,,დემოკრატიული იმიჯის წინააღმდეგ მტრული კამპანია ორ ტყუილს ეყრდნობოდა, სააკაშვილის ვითომ წამებას და სანქციების დარღვევის მტკიცებას”- პაპუაშვილი

„საქართველოს დემოკრატიული იმიჯის წინააღმდეგ წარმოებული მტრული კამპანია ბოლო წელიწად-ნახევარში ორ მთავარ ტყუილს ეყრდნობოდა: პირველი, სააკაშვილის ვითომ წამებას პატიმრობაში და, მეორე, დასავლეთის თანამეგობრობის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების დარღვევის მტკიცებას,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯომარე, შალვა პაპუაშვილი ტვიტერზე წერს. მისი თქმით,  ”საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ სიმართლის იმედად იყო, ხოლო ოპონენტებს მილიონობით დოლარის იმედი ჰქონდათ”. ,,ორივე მითი ახლა უკვე განადგურებულია, პირველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც დაადასტურა ხელისუფლების მიერ სააკაშვილის უფლებების დაცვა, მათ შორის სრული სამედიცინო მომსახურება და რომელმაც სააკაშვილი სასჯელის მოსახდელად კლინიკაში დატოვა. და მეორეც, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციების წარმომადგენლების…

მეტი...

,,რეალურად არაფერი არ ხდება, მნიშვნელოვანია ამ ადამიანმა მიიღოს შესაბამისი კალორიები და იკვებოს ჩვეულებრივად”- კახა კალაძე სააკაშვილზე

,,ის რასაც სააკაშვილი ცდილობდა, აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი პიარ კამპანია საქართველოს წინააღმდეგ,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეალურად არაფერი ხდება და მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი კალორიები და იკვებოს ჩვეულებრივად. ,,ვფიქრობ ეს თემა დახურულია, სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე მიხეილ სააკაშვილს. თქვენ იცით, რომ მის მიერ მოხდა გასაჩივრება და საკითხის სტრასბურგში წაღება, ისიც კარგად ვიცით, სტრასბურგმა რა პასუხი მოიწერა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად ყველაზე კითხვაზე არსებობს პასუხი, ის რასაც სააკაშვილი ცდილობდა, აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი პიარ კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ეს იყო…

მეტი...

,,პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ადამიანურობის ეტალონი გამოიჩინა. ,,პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის. როგორ შეიძლება თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და რა თქმა უნდა გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ. უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან. ასევე დიდი მადლობა Андрій Єрмак Михаил Подоляк Dmytro Kuleba”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

ჰოლანდიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ჰოლანდიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას  შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. „გარდაიცვალა ემიგრანტი ჰოლანდიაში, 39 წლის დათო კუჭუხიძე. მოიხსენიეთ ახლად შესვენებული დათო. კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… რამდენიმე წუთის წინ იპოვეს გარდაცვლილი, გული გაუსკდა,“ – წერს სიხარულიძე.

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი „ბაიერნის“ სატრანსფერო სიაშია

იტალიელი საფეხბურთო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს განცხადებით, გიორგი მამარდაშვილი გერმანული საფეხბურთო გუნდის, მიუნხენის „ბაიერნის“ სატრანსფერო სიაშია. „ექსკლუზივი – გიორგი მამარდაშვილი „ბაიერნის“ სატრანსფერო სიაშია. ინგლისური და იტალიური კლუბების შემდეგ ქართველი მეკარით კიდევ ერთი გრანდი დაინტერესდა. „ბაიერნს“ ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს, მაგრამ მამარდაშვილი 100%-ით სიაშია. პირადი პირობების შეთანხმება პრობლემა არ იქნება“, – აცხადებს ფაბრიციო რომანო.

მეტი...

დაბრკოლება აღარაა, რომ პოლონელი ექიმები შეუშვან – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანია განცხადებით, რადგან გუშინ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი გამოაჩინეს, დაბრკოლება აღარ უნდა იყოს, რომ მასთან პოლონელი ექიმები შეუშვან. მისივე თქმით, ტემპერატურა და წნევა ექსპრეზიდენტს მუდმივად აქვს. ,,გუშინ სისხლის გადასხმა ჰქონდა, როგორც ჩანს, დავარდნილი იყო ჰემოგლობინი და ეს პერიოდულად ხდება ხოლმე. სიცხე ყოველთვის, ბოლო ხანებში, დილიდან 37 აუცილებლად აქვს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და წნევაც არის ხოლმე ჩვეულებრივი ამბავი. რახან დაუშვეს ის, რომ გამოაჩინეს, მთელმა მსოფლიომ დაინახა, მე მგონი, უკვე აღარაფერი დაბრკოლება აღარ არის იმისთვის, რომ შეუშვან ის ექიმები, ის პოლონელი ექიმები, ფაქტობრივად, არიან ევროკავშირის გადაწყვეტილებით შექმნილი ჯგუფი.…

მეტი...

,,პატარა ჩოჩქოლი იყო და ამას მოჰყვა შედეგად ღილის შემოწყვეტა”- დაპირისპირება პარლამენტში

უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ  „გირჩის“ წევრ ალექსანდრო რაქვიაშვილზე არ უძალადია. მისი თქმით, პატარა ჩოჩქოლი იყო და ამას მოჰყვა შედეგად ღილის შემოწყვეტა. ,,სამწუხაროდ, ადამიანები აძლევენ თავს უფლებას, რომ სხვადასხვა სივრცეში უცენზურო სიტყვები თქვან. როცა ადამიანი მომმართავს ისე, როგორც არ არის საკადრისი, რასაკვირველია, იქ მე ყოველთვის მენდომება ბოდიში მოვთხოვო ადამიანს, ვინც ეს იკადრა. იქ ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია. თუ ვინმეს უკვირს ასეთი რამ, რომ ადამიანთა წრეში, როცა ერთი ადამიანი უცენზურო სიტყვებს გამოიყენებს და ფიქრობს, რომ დასაშვები არ არის, რომ მას პასუხს მოსთხოვენ, არაძალადობრივი ფორმით, რასაკვირველია, ეს ასე არაა. მე ფიზიკურად…

მეტი...

მკვლელობა ველისციხეში – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ის ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებს – 1952 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ზ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ის ინფორმაციაში.

მეტი...

,,პუტინი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს სააკაშვილს”- არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი  ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ პუტინი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს მიხეილ სააკაშვილს. მისი თქმით, საქართველო რუსეთს ეხმარება. ,,პუტინი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს სააკაშვილს. ამაზე უფრო მკაცრი შეფასება შეუძლებელია, რა უნდა ვთქვა, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში, რითიც მმართველი პარტია მომავალ არჩევნებში გამარჯვებას ინაღდებს. გარდა ამისა, თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების სიხშირე გაიზარდა, გაიზარდა იმპორტი, საქართველო ეხმარება რუსეთს, მათი ტერიტორიები ოკუპირებულია. მოკლედ, ყველაფერი ძალიან მოსკოვურია”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მეტი...

ზესტაფონში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზესტაფონში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება. „შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ195-196 (ქ. ზესტაფონი) მონაკვეთზე, 2023 წლის 3-7 ივლისს, დაგეგმილია პირველი და მეორე მთავარი სარკინიგზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების კაპიტალური შეკეთება. რის გამოც, 2023 წლის 3, 4, 5, 6 და 7 ივლისს, ყოველდღე 10:00 სთ-დან, 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქ. ზესტაფონის გავლით. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“,…

მეტი...

იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას კიდევ ერთი წლით დაიკავებს

იენს სტოლტენბერგს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდა. სტოლტენბერგი თანამდებობას 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე დაიკავებს. „პატივია ნატო-ს მოკავშირეების გადაწყვეტილება, გავაგრძელო ჩემი ვადა გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებას და უსაფრთხოებას თითქმის 75 წლის განმავლობაში და უფრო საშიშ სამყაროში ჩვენი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – წერს იენს სტოლტენბერგი „ტვიტერზე.“

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია”- უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩის დაბარებაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი, რათა გამოხატოს თავისი მწვავე პროტესტი ციხეში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებასთან დაკავშირებით. ,,ქართველ დიპლომატს განემარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ ძალადობა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შესთავაზეს თბილისში დაბრუნებულიყო კონსულტაციებისთვის სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად. უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას სასწრაფოდ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ და სამედიცინო დახმარების მიზნით უკრაინაში გადაყვანის საკითხი,”- ნათქვამია…

მეტი...

,,არ ღირდა მიხეილ სააკაშვილის გამო უკრაინის ხელისუფლებასთან საქმის გაფუჭება”- იაგო ხვიჩია

არ ღირდა მიხეილ სააკაშვილის გამო უკრაინის ხელისუფლებასთან საქმის გაფუჭება – ასე ეხმიანება ”გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. მისი შეფასებით, ზელენსკის მხრიდანაც არ ღირდა სააკაშვილის გამო საქართველოსთან საქმის გაფუჭება. „პირველი პარტია ვიყავით, „ნაცმოძრაობაზე“ წინაც ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაეყვანათ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. როდესაც ამას ვამბობდით, ვიცოდით, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი პრობლემას შექმნიდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან. არ ღირდა მიხეილ სააკაშვილის გამო უკრაინის ხელისუფლებასთან საქმის გაფუჭება. ისევე, როგორც ახლა ზელენსკის მხრიდან არ ღირდა სააკაშვილის გამო საქართველოსთან საქმის გაფუჭება. ზოგადად, ეს არის ასეთი ფაქტორი და…

მეტი...

რუსი ხალხი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსი ხალხი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. მისი თქმით, რუსეთი დაუპირისპირდება დასავლეთის სანქციებსა და „პროვოკაციებს“. „რუსი ხალხი კონსოლიდირებულია, როგორც არასდროს. რუსულმა პოლიტიკურმა წრეებმა და მთელმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა ერთიანობა და ამაღლებული პასუხისმგებლობის გრძნობა სამშობლოს მიმართ, როდესაც მათ უპასუხეს, როგორც ერთიანმა ფრონტმა შეიარაღებული ამბოხის მცდელობის წინააღმდეგ”, – განაცხადა პუტინმა.  

მეტი...

,,ზელენსკიმ, რომელიც მთელი თავისუფალი სამყარო გმირად აღიარებს, ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს”- თინა ბოკუჩავა

იმედი მაქვს, დღევანდელი რეჟიმი გაიაზრებს, რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვება მათთვის და ქვეყნისთვის, თუ უგულვებელყოფენ ომში მყოფ პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ზელენსკიმ ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს. ,,პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც იმყოფება ომში და პრაქტიკულად, მთელი თავისუფალი სამყარო გმირად აღიარებს, ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს, 48 საათი, რათა მან მიიღოს ზომები და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას, რადგან მას დაუყოვნებლივ სჭირდება ადეკვატური ჯანმრთელობის მომსახურების მიღება. იმედი მაქვს, დღევანდელი რეჟიმი გაიაზრებს, რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვება ამას მათთვის და ქვეყნისთვის, თუ…

მეტი...

,,ოპოზიცია, ხელმოცარულები, რომლებიც ამ ქმედებას გაამართლებენ, არიან გონჩარენკოები”- ზარქუა ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

,,ოპოზიცია, ხელმოცარულები, რომლებიც ამ ქმედებას გაამართლებენ, არიან გონჩარენკოები, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებენ და დღესაც მოუწოდებენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა მეორე ფრონტი გაიხსნას“,- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. ირაკლი ზარქუა აღნიშნულ გადაწყვეტილებას დემარშად აფასებს. „გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მოვისმინეთ, ჩემთვის დემარშია. დროებითი ღონისძიებაა თუ არა, ეს არის უსამართლობა. როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით და ჩვენი წარმომადგენლობა, რომელიც ბოლომდე დარჩა უკრაინელების გვერდით და არცერთი დღით, არცერთი წამით ქართული საელჩო უკრაინაში არ დახურულა, განსხვავებით სხვა საელჩოებისა, რომლებიც გაიხიზნენ და ნაწილი დღემდე…

მეტი...