,,შესაძლოა, საბოლოოდ დადგინდეს, რომ მეუფე შიოს შემთხვევა არის ყოფითი”- ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

„რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული. შესაძლოა, საბოლოოდ დადგინდეს, რომ არის რაღაც ყოფითი შემთხვევა, თუმცა რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც ხდება, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც“, – განაცხადა ანდრია ჯაღმიძემ.

მისივე თქმით, საპატრიარქოში საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა მალე ჩატარდება.

„მუხლებში ვერ ვერკვევი, ნათქვამი იყო, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობით აღიძვრება საქმე და მე ვარ გამოკითხული. ძალიან ზოგადად, რაც მაქვს საჯაროდ ნათქვამი, დაახლოებით იმის ირგვლივ ვისაუბრეთ. გამოძიების ფარგლებში არ ყოფილან საპატრიარქოში. როცა ჩვენ კერძოდ გვინდოდა, ანალიზი გაგვეკეთებინა, მაშინ გვყავდა ექსპერტები“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები