ნატო შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებს

ნატო საპატრულო თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებს. ამის შესახებ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. “მოკავშირეები და უკრაინა მკაცრად გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას გავიდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან და მის გამიზნულ მცდელობებს შეაჩეროს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი, რომელზეც მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონი ადამიანია დამოკიდებული. ისინი, ასევე, გმობენ რუსეთის ბოლოდროინდელ სარაკეტო თავდასხმებს ოდესაზე, მიკოლაივსა და სხვა საპორტო ქალაქებზე, მათ შორის მოსკოვის ცინიკურ დრონებით თავდასხმას უკრაინული მარცვლეულის საწყობზე დუნაის საპორტო ქალაქ რენიში, რუმინულ საზღვართან ძალიან ახლოს”, – წერია განცხადებაში. აღნიშნულია, რომ მოკავშირეები მიესალმებიან თურქეთის მცდელობებს “გააცოცხლოს მარცვლეულის შეთანხმება”. ასევე,…

მეტი...

ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას Twitter-ზე ესპანეთის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათი თქმით, ახალი სანქციების შემოღება ბელარუსის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერის გამო განხორციელდა. “ბელარუსში შექმნილი ვითარების და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდაჭერის გათვალისწინებით, ევროკავშირის ელჩები ამ ქვეყნის მიმართ ახალ შეზღუდვებზე შეთანხმდნენ. სანქციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხება”, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

როდის დაიწყებენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები მკურნალობას – თარიღი ცნობილია

იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ კმაყოფილები არიან. “ჩვენ დღეს საბჭოდან მივდივართ დაიმედებულები, რადგან უფრო მეტი კონკრეტიკა გახდა ცნობილი. გვითხრეს, რომ აუცილებლად, 2023 წელს შემოდგომისთვის დაიწყებენ ბავშვები მკურნალობას. თავიდან რამდენიმე ბავშვი იქნება ჩართული მკურნალობაში, ვისაც მაღალი ზღვარი და ჯანმრთელობის მეტად გართულებული პროცესი აქვს. ჩემი შვილი 14 წლის ხდება, ანალიზებით ის მზად არის მედიკამენტი მიიღოს,” – აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა, ქეთი ბეგიაშვილმა.

მეტი...

ბრუცელოზით დაავადებული ადამიანების რიცხვი 34-მდე გაიზარდა

ზოონოზური (ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) ინფექციური დაავადება ბრუცელოზი ასპინძის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში 34 ადამიანს დაუდასტურდა. ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მზია პაპაშვილის თქმით, ყველა მათგანი მკურნალობას სახლში გადის. საყუდაბელში, ზველსა და ორგორაში კვლევები ამ დრომდე მიმდინარეობს. ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ადამიანზე გადადის ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით, ან მისგან მიღებული პროდუქტით. დაკლული პირუტყვის ხორცი საკვებად მხოლოდ თერმული დამუშავების შემდეგ არის შესაძლებელი. მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს დაავადებული ცხოველის უმი (აუდუღარი) რძე და მისგან დამზადებული პროდუქტი. როგორ მივიტანოთ ეჭვი ბრუცელოზზე? ადამიანის ბრუცელოზი ხშირად…

მეტი...

ათენის სადეპორტოში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ

ათენში მყოფი ქართველები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და დახმარებას ითხოვენ. საბერძნეთის სადეპორტაციო ცენტრში, ამ დროისთვის დაახლოებით საქართველოს 50 მოქალაქეა. არსებული ინფორმაციით, პაკისტანის მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ სადეპორტაციო სივრცეში არეულობა დაიწყო და დახურულ ზონაში ცრემლსადენი აირი გამოიყენეს, რა დროსაც ერთი ქართველი შეუძლოდ გახდა. თვითმხილველების თქმით, მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა და მათი არაერთი მიმართვის მიუხედავად რეაგირება ჯერჯერობით არ არის. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საელჩომ საბერძნეთში: ,,ინფორმაციისთვის: ქ.ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა. ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები. ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე…

მეტი...

სამი დღის მარიამი დედამ სამშობიაროში დატოვა

პირველი სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი, დიანა ხონელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დედამ 3 დღის მარიამი სამშობიაროში დატოვა. “გულისტკივილის პოსტია ეს… პოსტი მათთვის, ვისაც ჰგონია, ასეთი რამ აღარ ხდება, ვისაც სჯერა “საცოდავი” ადამიანების უბოროტობის, ვისაც ეიმედება საზოგადოება… ამ ცეროდენა 3 დღის გოგოს მარიამი დაარქვა მისმა “დედამ”. ოღონდ ღვთისმშობელი და უფალი არაფერ შუაშია. ალბათ, იმიტომ დაარქვა, რომ ეს სახელი მოაგონდა პირველი… მარიამი დღეს სამშობიაროში დატოვეს… საწოლში ჩააწვინეს და უკან არ მოიხედეს. მან მხოლოდ ის დააშავა, რომ მის გამჩენს “პატიოსანი ქალის” სახელს შეულახავდა. მეზობელი და ნათესავი გაიგებდა მის არსებობას… ბოლო წუთამდე გვჯეროდა,…

მეტი...

კუნძულ სიცილიაზე ძლიერი ხანძრის გამო ტურისტების ევაკუაცია დაიწყო

კუნძულ სიცილიაზე ძლიერი ხანძრის გამო ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. ბუნებრივი კატასტროფა საფრთხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც უქმნის. ხანძრის გამო დროებით დაიხურა პალერმოს აეროპორტიც. „სიცხისა და დაკვამლიანების გამო, ადამიანებს სუნთქვა არ შეუძლიათ. ისინი იძულებულები არიან, გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან მათი სახლები იწვის“, – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში. არსებული ინფორმაციით, ტყის ხანძრები მთელ კუნძულზე მძვინვარებს, მათ შორის პალერმოს, კატანიასა და მესინას გარშემო.

მეტი...

ბალტიის ქვეყნები ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებენ, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის თამაშებზე არ დაუშვან

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდეს, ნეიტრალური სტატუსითაც არ დაუშვან ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობა. მიმართვა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გამოაქვეყნეს. “შეშფოთებული ვართ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციით, რაც გზას უხსნის სპორტსმენებს ბელარუსიდან და რუსეთიდან, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო შეჯიბრებებში ნეიტრალური სტატუსით. მსგავსი მიდგომა გაუმართლებელია, რამდენადაც რუსეთი და მისი მოკავშირე ბელარუსი განაგრძობენ სასტიკ ომს უკრაინის, ოლიმპიური თამაშების მონაწილის წინააღმდეგ მისი სუვერენიტეტის განადგურების მიზნით”, – ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში. განცხადების თანახმად, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო ასობით უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა და განადგურდა მთელი რიგი სპორტული ობიექტები. “მოვუწოდებთ…

მეტი...

პროკურატურამ ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ, ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივლისს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშში, ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა მეზობელს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით  (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.    

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

პატიმტობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეებს ეხება, 20 სექტემბრისთვის გადაიდო. პროცესის გადადება თავად ბრალდებულმა მოითხოვა. სააკაშვილმა სასამართლოს წერილით მიმართა, სადაც ის აღნიშნავდა, არ სურდა პროცესის გამართვა მისი მონაწილეობის გარეშე. სხდომაში  მონაწილეობის მიღება კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო. მოსამართლეთა კოლეგიამ გაითვალისწინა ბრალდებული სააკაშვილის მოთხოვნა და პროეცსი გადადო.  

მეტი...

„თუ წლის განმავლობაში ზრდის მატება 1,6 სანტიმეტრზე ნაკლებია, მედიკამენტი ითვლება უეფექტოდ და ის უნდა შეწყდეს“ – ივანე ჩხაიძე

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით პროტოკოლი დამტკიცებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში პრეპარატს შემოიტანენ. როგორც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ივანე ჩხაიძემ განცხადა, თუ წლის განმავლობაში ზრდის მატება 1,6 სანტიმეტრზე ნაკლებია, მედიკამენტი ითვლება უეფექტოდ და ის უნდა შეწყდეს. პროტოკოლს საბჭოს 29-ვე წევრმა დაუჭირა მხარი. „პროცესი განსაზღვრულია და დღეს გადაწყვეტილება მიღებული 2023-2024 წლის პროგრამასთან დაკავშირებით. თარიღი ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ 2023 წელს ამ პროცესში ჩაერთვებიან პირველი ბავშვები, აუცილებლად წლის ბოლომდე. თარიღი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება მწარმოებელთან მოლაპარაკება კონკრეტულად ვადებთან დაკავშირებით. ეს პაციენტები ამ წამალს იღებენ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში. თუ წლის განმავლობაში ზრდის მატება 1,6…

მეტი...

აქონდროპლაზიის მედიკამენტის პირველი დოზის მიღება მოხდება კლინიკაში და არა სახლში – პროტოკოლი დამტკიცებულია

„მედიკამენტის პირველი დოზის მიღება მოხდება კლინიკაში და არა სახლში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“ – აცხადებს იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს წევრი ივანე ჩხაიძე. საბჭომ პროტოკოლი დღეს დაამტკიცა. „მედიკამენტის პირველი დოზის მიღება მოხდება კლინიკაში და არა სახლში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ​ მედიკამენტს გააჩნია გარკვეული გვერდითი მოვლენები, რომელსაც შესაძლოა, დასჭირდეს სამედიცინო ჩარევაც კი. ამიტომ, შერჩეულ იქნა ერთი კლინიკა საქართველოში. ეს არის იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. იმიტომ, რომ პროტოკოლის დანერგვას, პაციენტების დეტალურ შესწავლას სჭირდება მულტიპროფილური კლინიკა, მინიმუმ 6-7 სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობით, რაც იაშვილის კლინიკაში არის უზრუნველყოფილი“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. მისივე შეფასებით,…

მეტი...

აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცებულია  

იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა. როგორც საბჭოს წევრი ივანე ჩხაიძე აცხადებს, პროტოკოლმა მაღალი შეფასება მიიღო გერმანელი ექსპერტისგან. „დღეს მოხდა ამ პროტოკოლის განხილვა და საბოლოო დამტკიცება.  პროტოკოლმა მიიღო ძალიან მაღალი შეფასება გერმანელი ექსპერტისგან, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ ამ ​დაავადებასთან დაკავშირებით ასეთი კარგი, დეტალური და ინფორმატიული პროტოკოლი მსოფლიოში დღეისათვის არ არის, რაც გვაძლევს უფლებას, ვთქვათ, რომ დღეიდან უკვე საქართველოს აქვს ამ დაავადების დიაგნოსტიკისა და მართვის ერთი-ერთი საუკეთესო პროტოკოლი“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ მედიასთან.

მეტი...

„სააკაშვილს უფლება აქვს, რომ გვირაბიც კი გათხაროს „ვივამედიდან“ გასაქცევად“ – იაგო ხვიჩია

საპარლამენტო ოპოზიციის წარდმომადგენელი იაგო ხვჩია აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება აქვს ლობისტებიც დაიქირაოს, დიდი ფულის გადაიხადოს და გირაბიც გათხაროს. „მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს, რომ გვირაბიც კი გათხაროს „ვივამედიდან“ გასაქცევად და ლობისტების დაქირავებაში სააკაშვილს ვერ გავამტყუნებ, თუ მას წმინდანობას არ მოსთხოვთ. მე რას გავაკეთებდი, ალბათ, ეს კონკრეტულ მომემტზეა დამოკიდებული. ის, რომ ადამიანი ციხიდან თავის დასაღწევად ყველაფრის გაკეთებას ცდილობს, ეს ლეგიტიმურია. მეორე საკითხია, ქვეყნის ინტერესების ძირგამოთხრა და ა.შ. რასაც სააკაშვილი უფრო მეტად აკეთებდა, როცა ხელისუფლებაში იყო და ზოგადად, სამწუხაროდ, ამას ის აკეთებს, ვინც ხელისუფლებაშია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ მედიასთან.…

მეტი...

ამერიკის საელჩოში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში საელჩოდან მონაწილეობა არავის მიუღია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშილის მობირებაშ მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორამციის გავრცელებასთან დაკავშირებით. როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა,“ – აღნიშნულია…

მეტი...

„ნიკა მელია ჩემს ხაბეზე ეჭვიანობს, რადგან გამოაბუნძულა“ – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მიძრაობის“ ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილი მოქმედზე ეჭვიანობს. „ამ პარტიაში თავად რისთვის იყო მისული, რაიმე ქმედითი გააკეთა? „ნაცმოძრაობას“ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი აქვს დაფინანსება და ამ თანხას ინაწილებდნენ. ვერ გავიგე, ხაბეს ფული არ უნდა? დანარჩენებს კეზერაშვილის ფულის განაწილება არ უნდა? ხაბე იგივეს აკეთებს და რატომ უკვირს. ეჭვიანობს, რადგან ჩემმა ხაბემ გამოაბუნძულა და თამაშგარე დარჩა. ჩემი ხაბე დარბის, პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი ფლორა-ფაუნა, ამინდის პროგნოზი და ა.შ. მელია ამასაც ვერ აკეთებდა. თუ ერთი ადგილი აქვს, პოლიტიკაში იყოს, კეთილი ინებოს, ცალკე გადავიდეს, იქ…

მეტი...

მიხეილ სააკაშილი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი დღევანდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც ალასანია აცხადებს, სააკაშილი ძალიან სუსტადაა. „ჩემი შთაბეჭდილებით, ვერაფერსაც ვერ შეძლებს, რადგან გუშინაც გადასხმა გაუკეთეს და ახლა გაუკეთებენ სისხლის გადასხმას. მე მახსოვს წინა სისხლის გადასხმისას ალერგიული შეტევა ჰქონდა და კინაღამ დაიხრჩო. ფაქტობრივად, გადასხმებით უჭირავთ. ახლაც ძლივს მელაპარაკებოდა, სისუსტე აქვს საშინელი, სად ჩაერთვება“, – განაცხადა გიული ალასანიამ მედიასთან. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე, დღეს იმართება.  

მეტი...

მაღალმთიან აჭარაში ტყის იშვიათი სახეობების შესწავლა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტის „საქართველოს ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების შესწავლა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა“ ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში, სამეცნიერო ექსპედიციის წევრები მუშაობენ. სპეციალისტები საქართველოს ტყის იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების ლოკაციების დაზუსტებას და აღწერას ახორციელებენ.  პროექტი 4  რელიქტური სახეობის, ჰართვისის მუხის (კოლხური მუხა, Quercus hartwissiana Steven.), პონტოს მუხის (Quercus pontica K.Koch.),  რცხილფოთოლა ძელქვას (კავკასიური ძელქვა, Zelkova carpinifolia (Pall.) K.Koch.) და ლაფანის (Pterocarya pterocarpa (Michx) Kunth.) ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნას, ex-situ კონსერვაციას, მოლეკულურ-გენეტიკური და მოფომეტრიული კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში იგეგმება საკვლევი სახეობების შესახებ არსებული ინფორმაციის განახლება,…

მეტი...

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს თელავში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 29 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები ( სათვალე); ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: თელავი; ერეკლე მეორის გამზირი N 16; თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად…

მეტი...

სემეკში მელიორაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე და „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, თამაზ მღებრიშვილი. სემეკის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სექტორის რეგულირების ხედვა, ისაუბრეს სატარიფო პოლიტიკასა და საირიგაციო წყლის მიწოდების წესებზე, განიხილეს სხვადასხვა ტექნიკური საკითხი. სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები საირიგაციო წყლის მიწოდების წესებისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის თაობაზე.  ახალი მარეგულირებელი აქტებით დარეგულირდება პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემიდან წყლით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან…

მეტი...

კრემლი მოლდოვას სანქციებს პასუხობს

მოლდოვის მხრიდან რუსეთისთვის მორიგი სანქციის დაწესებას კრემლში ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ მოლდოვა ამას დასავლელი სპონსორების გასახარებლად აკეთებს. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წამომადგენლის –  მარია ზახაროვას განცხადებით, კიშინიოვი დასავლეთის სპონსორების გასახარებლად, რუსოფობიაზე მიმართულ ძალისხმევას აორმაგებს. მოლდოვასა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც კიშინიოვში მდებარე რუსეთის საელჩოს სახურავზე ათეულობით ანტენის და სატელიტური თეფშის შესახებ გახდა ცნობილი, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები თვალთვალისთვის იყენებდნენ. შეგახსენებთ, რომ მოლდოვამ რუსეთს მორიგი სანქცია დაუწესა და ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლები გააძევა. მოლდოვამ ქვეყნიდან 60-მდე რუსი დიპლომატი გააძევა

მეტი...

მოლდოვამ ქვეყნიდან 60-მდე რუსი დიპლომატი გააძევა

მოლდოვამ რუსეთს მორიგი სანქცია დაუწესა და ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლები გააძევა. მოლდოვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე მცირდება. „ეს არის  პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომლის შესახებ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი უკვე ინფორმირებულია”, – აღნიშნა დორინ რეჩან დანიელ ვოდემ.  

მეტი...

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა უტარდებათ როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს 10 წლიდან

„არცერთი სხვა ონკოლოგიური დაავადება არ ექვემდებარება პრევენციას, გარდა პაპილომავირუსით გამოწვეული სიმსივნეებსა“ – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე ”მედიაცენტრ მთავართან.” პროფესორი მშობლებს ურჩევს, შვილებს ვაქცინაცია ჩაუტარონ. საუბარია პაპილომავირუსზე, რომელიც ვირუსების კალენდარშიც შევიდა და ბიჭების ვაქციანცია საქართველოში 2 კვირაა მიმდინარეობს. „გოგონებში 2019 წელს დავიწყეთ ვაქცინაცია და მოცვის მაჩვენებელი 48% იყო, საკმაოდ დაბალი, თუმცა ყველა ქვეყანა ამ გზით წავიდა. არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც პირველივე დანერგვის წელს 80-90% აჩვენა. 60-80%-ის ფარგლებში უჩვენებენ ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელს. არცერთი სხვა ონკოლოგიური დაავადება არ ექვემდებარება პრევენციას, გარდა პაპილომავირუსით გამოწვეული სიმსივნეებისა. რა თქმა…

მეტი...

კიბოს საწინააღმდეგო ერთადერთი საშუალება – ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

პაპილომავირუსი მსოფლიოში კიბოს გამოწვევი ერთერთი ვირუსია.  არცერთი სხვა ონკოლოგიური დაავადება არ ექვემდებარება პრევენციას, გარდა პაპილომავირუსით გამოწვეული სიმსივნეებისა. შესაბამისად, საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღდეგო ვაქცინაცია დაიწყო. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმ ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ასაცრელ ბავშვთა ასაკი 10 წლიდან იწყება და ის თანაბრად, გოგონებასაც ეხება და ბიჭებსაც. “პაპილომავირუსი დღეს მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მიზეზებს შორის. ამ ინფექციის უმრავლესობა უსიმპტომოა ან მიმდინარეობს უმნიშვნელო სიმპტომებით, 3-5%-ში კი შეიძლება სერიოზული ონკოლოგიური პრობლემა განვითარდეს. ეს პრობლემა არის საშვილოსნოს ყელის კიბო, ასევე, საშვილოსნოს, სწორი ნაწლავის, პირის ღრუს…

მეტი...

მსახიობი ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ახალგაზრდა მსახიობი, ლევან დობორჯგინიძე, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. დობორჯგინიძე მაყურებელმა გასეირნება ყარაბაღში შესრულებული მთავარი როლით გაიცნო. მსახიობმა ტრილოგიის მეორე და მესამე ნაწილებშიც ითამაშა. შესრულებული აქვს როლები ფილმებში სუბორდინაცია, მედიატორი. გარდაცვლილ მეგობარს სულისშემძვრელი პოსტით ემშვიდობებიან: ,,მეც დამბრიდე დოობ. ყველაზე გულკეთილი და უბოროტო კაცი იყავი, ვისაც ვიცნობდი და ვძმაკაცობდი. ძააან მაგრად მომენატრები, გული მომიკალი. ჯერ თენგო 1 კვირის წინ, ეხლა შენ. აწი სულერთია ყველაფერი“, – წერს მეგობარი.

მეტი...

პირი, რომელმაც ბიზნესმენი ტატო გურგენიძე დაჭრა დავით გაბისკირიაა

პირი, რომელმაც ბიზნესმენი ტატო გურგენიძე დაჭრა, დავით გაბისკირიაა. გაბისკირია სამართალდამცველებმა წუხელ დააკავეს. როგორც იურიდიულ ფირმა “ჯიემჯიში” აცხადებენ, ბიზნეს შეხვედრა მართლაც იმართებოდა მათთან, თუმცა ტატო გურგენიძესა და დათო გაბისკირიას შორის დაპირისპირება ბიზნეს საქმიანობას არ უკავშირდებოდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, კონფლიქტი სულ სხვა მიზეზის გამო დაიწყო. “დავა როგორც ასეთი ამ ადამიანებს შორის არ არის, არც სასამართლოში, არც სასამართლოს გარეშე. ერთი ჩვეულებრივი საქმიანი შეხვედრა იყო და ის კონფლიქტი, არ არის გამოწვეული საქმიდან გამომდინარე. საქმიანობიდან გამომდინარე მოხდა შეხვედრა, მაგრამ კონფლიქტი საქმიანობიდან გამომდინარე არ ყოფილა”, – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი,…

მეტი...

,,რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მაცხოვრებელი ადამიანების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენის ინტერესების ხარჯზე, ეს არის მტრობა და ღალატი” – თამარ კორძაია

დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ, თეონა აქუბარდიამ და თამარ კორძაიამ რაჭის ტყეების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში ბრიფინგი გამართეს. საქმე ეხება ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის 104 712 ჰექტარი ტყის, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემას. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საკითხზე არაერთი სამართლებრივი დავაა დაწყებული, თუმცა, არცერთი საქმე წინ არ წასულა, რადგან რუსი ბიზნესმენი “ხელშეუხებელია”. “ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მიწების, ტყეების, იქაური მოქალაქეების, საუკუნეების განმავლობაში იქ მაცხოვრებელი ადამიანების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენის ინტერესების ხარჯზე, ეს არის მტრობა და ღალატი”, – ამბობს თამარ კორძაია. მისი თქმით, ღალატი გამოიხატება იმაში, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი…

მეტი...

ზუგდიდში ქუთაისის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ

ზუგდიდში, ქუთაისის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი უკვე 2 საათზე მეტია ადგილობრივი მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვენ, რომელიც სამ სხვადასხვა უბანს აკავშირებს ერთმანეთთან. ადგილობრივების ინფორმაციით, ზუგდიდის მერიას ქუჩის რეაბილიტაციის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, რეაგირება არ მოჰყოლია. არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი, ირაკლი სორდია. მისი თქმით, ამ უბანზე არჩევნებში “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა და სწორედ ამიტომ არ კეთდება იქ ქუჩა.

მეტი...

მერია ხმაურის ნორმების გადამეტებისთვის სანქციების გამკაცრებას ითხოვს

თბილისის მერია საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში ხმაურის ნორმების გადამეტებისთვის სანქციების გამკაცრების ინიციატივით მიმართავს. მერიამ ხმაურის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის მიზნით შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არსებული სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და ვერ ქმნის კანონდარღვევის ასარიდებლად პრევენციულ ზომებს. „ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, თქვენ იცით როგორ აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. არსებული რეგულაციების მიხედვით, ზოგ ადგილებში და ზოგ ობიექტებზე დასაშვებია ხმაურის გარკვეული დონე დილის 08:00-დან ღამის 11:00 საათამდე, ხოლო ღამის 11:00-დან დილის…

მეტი...

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია სადგურის დაკეტვის გარეშე განხორციელდება

,,მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურის დაკეტვის გარეშე ჩატარდება”. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესში მეტროსადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. „მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროცესი ძალიან გაჭიანურდა. გამარჯვებულმა კომპანია „მამისონმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ და არ შეასრულა. შესაბამისად, მოგვიწია მისი გაშვება და დღეს აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ შეასრულებს. როდესაც პროექტის განხორციელებას ვიწყებდით, მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ მეტროსადგურის დროებით დაკეტვა მოგვიწევდა. დღეს კი მინდა გაცნობოთ, რომ სადგურის დაკეტვა არ დაგვჭირდება და რეაბილიტაცია ისე ჩატარდება. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით,…

მეტი...

,,თბილისის მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და დეტალური დიზაინის შემუშავება იგეგმება” – კახა კალაძე

,,თბილისის მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და დეტალური დიზაინის შემუშავება იგეგმება”. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კვლევისა და სამშენებლო სამუშაოების ჩათვლით, მეტროს განახლებისთვის, დაახლოებით, 20 მლნ აშშ დოლარია გამოყოფილი. „ADB-ის სტანდარტებით გამოცხადებულ კონკურსში გვყავს გამარჯვებული ავსტრიული კომპანია, რომელთანაც ამ დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება. საქართველოში ჩამოდის კომპანიის ხელმძღვანელი, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკთან. ზემოაღნიშნული კომპანია დაიწყებს კონტრაქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, რომლისთვისაც განსაზღვრულია 10-თვიანი ვადა. მომსახურების ფარგლებში, კომპანია შეისწავლის 12 მეტროსადგურის გამტარუნარიანობას, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წვდომადობას, მისი გაუმჯობესების მიზნით…

მეტი...

ავარია ბათუმში – დაშავდა ერთი მოქალაქე

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომანქანა ავტობუსის მოსაცდელში შევარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც მოსაცდელში იჯდა. მას ნამსხვრევებმა ხელი დაუზიანა, თუმცა კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა. არსებული ინფორმაციით, ავარიაში მოყოლილი ერთ-ერთი მანქანა მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურს ეკუთვნის.

მეტი...

ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. “საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები”, – წერია სუს-ის განცხადებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს.

მეტი...

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა  16:00 საათზეა ჩაინიშნა. ამ ეტაპისთვის უცნობია, სხდომას დისტანციურად დაესწრება თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი.  

მეტი...

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება

ბოლო პერიოდში რუსეთი ჩრდილოეთ კორეას მეტად უახლოვდება. ამჯერად რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტით ორ ქვეყანას შორის სამხედრო კავშირების განმტკიცებას უკავშირდება. ფხენიანის აეროპორტში შოიგუს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის გენერალი კან სუნ ნამი და საპატიო ყარაულის ასეული დახვდა. რუსეთის სამინისტროს ცნობით, დელეგაცია შოიგუს ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებებში, რომლებიც ეძღვნება „1950-1953 წლების სამამულო განმათავისუფლებელ ომში კორეელი ხალხის გამარჯვების 70 წლისთავს“ (ლაპარაკია სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ომზე).

მეტი...