პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სირიელი არასრულწლოვნები გადაჰყავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტომობილში, რომელსაც ქართველი მართავდა,  პოლონეთში არალეგალურად შემოსული სირიის ხუთი არასრულწლოვანი მოქალაქე იმყოფებოდა.

ავტომობილი უცხოელებთან ერთად გააჩერეს A4 მაგისტრალზე ტარნოვის (მალოპოლსკის სავოევოდო) მახლობლად. ქართველი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და სასაზღვრო პოლიციის მანქანას დაეჯახა.

ქართველი დააკავეს და სირიელებმა პოლონეთი დატოვეს.

მსგავსი თემები