უკრაინის პრეზიდენტმა ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, ქართველებმა ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ, იდეოლოგიების მსხვერპლი არ უნდა ვიყოთ.

„ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, უკრაინის დღევანდელ პრეზიდენტზე მაქვს საუბარი, რომელმაც ჩვენი ელჩი ფაქტობრივად დაითხოვა უკრაინიდან, მანამდე აქედანაც გაიწვია ელჩი. იმისგან არ გამიკვირდება, რადგან ის არის უკრაინის პრეზიდენტი და ცდილობს, უკრაინა იყოს უფრო წარმატებული, უფრო ძლიერი, ომში შედარებით ნაკლები ძალა უტევდეს, რომ უფრო მეტის გაკეთების შანსი ჰქონდეს, ვიდრე შეუძლია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან სწორი შეფასება გააკეთეს. მინდა, აღვნიშნო, პოლიტიკოსების ის ნაწილი, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან და მინდა, ისიც აღვნიშნო, რომლებიც არ არიან ხელისუფლებაში და მოსვლა უნდათ, ბევრმა გააკეთა სწორი დასკვნა. ერი რომ ომშია და იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, გევალება, რომ პირველ რიგში გქონდეს ძლიერი კაცობა, პატარა კაცი არ უნდა იყო,”- განახადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი თემები