იუსტიციის მინისტრი საგარეო უწყებას სთხოვს, გარკვიოს, რა მოხდა პოლონემ ექიმთან დაკავშირებით (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილის პალატაში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი სპეცილურ განცხადებას აკეთებს. რატი ბრეგაძე საგარო უწყებას მიმართავს, რომ გაარკვიოს, რა მოხდა კონკრეტულ ექიმთნ დაკავშირებით, რომლის რეკომენდატორიც პოლონეთის საელჩო იყო. „მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორი, საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავ თხოვნით, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. შეგახსენებთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის…

მეტი...

რა უპოვეს ფეხსაცმელში სააკაშვილთან შესულ პოლონელ ექიმს (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილთან შესულ პოლონელ ექიმს ფეხსაცმელი გაახდევინეს და იქ დამალული სააკაშვილის  ნიმუში უპოვეს.

მეტი...

სკანდალი – სააკაშვილთან შესულმა პოლონელმა ექიმმა პატიმრიდან აღებული ნიმუში ფეხსაცმელში დამალა და მის გატანას ცდილობა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან  პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას და ვიდეკადრებს ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  ერთ-ერთმა პოლონელმა ექმმა პატიმროსგან აღებული ნიმუში ქაღალდში გადაახვია ფეხსაცმელში დამალა და ცდილობდა მის მალულად გატანას. „2022 წლის 29 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან რომლითაც სახელმწიფო პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არ ითვალისწინებდა მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს, შესთავაზა, მისი მკურნალობის პროცესში ჩართვის მიზნით, მოეწვია ნებისმიერი უცხოელი ექიმი, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. 2023 წლის 20 მარტს, თითქმის ოთხი თვის შემდეგ, სამსახურს მომართა მსჯავრდებულის დედამ განცხადებით, რაც ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.…

მეტი...

„თუ ხელისუფლება სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანას დათანხმდება, ეს გააქრობს პოლარიზებას“ – ხათუნა სამნიძე

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის საკითხი ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანაში პოლარიზებას ამძაფრებს. „რესპუბლიკელი“ დეპუტატის შეფასებით, თუ ხელისუფლება თუ დათანხმდება, რომ ის ჰუმანიტარული მიზნებისთვის სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ, ეს პოლარიზებას შეამცირებს. „არც ოპოზიციურ სპექტრში და არც საერთაშორისო დონეზე არავინაა,  ვინც ჰუმანიტარული მიზნებით სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანას არ ეთანხმება. ბუნებრივია, მიმართვებიც, წერილებიც, თხოვნაც იქნება, რათა პატიმრობაში, ასეთ რთულ ვითარებაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი ჰუმანიტარული მიზნებისთვის სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ასეთი განცხადება, თხოვნა ნიშნავს, რომ ეს პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის იმიჯს, ქვეყანაში პოლარიზაციის საკითხს. ხელისუფლება თუ დათანხმდება, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარული…

მეტი...

მმართველი გუნდი პარტიულ კონფერენციებს აგრძელებს

„ქართუილი ოცნება“ პარტიულ კონფერენციაბს ხვალ ქვემო ქართლში ჩაატარებს. კერძოდ. 15 ივლისს,  მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამომრჩევლებს დმანისში, ბოლნისსა და მარნეულში შეხვდებიან. შეხვედრების განრიგი კი შემდეგია. 12.00 საათზე, კონფერენცია გაიმართება  დმანისში; 14.00 საათზე,  კონფერენცია გაიმართება ბოლნისში; 16.00 საათზე, კონფერენცია გაიმართება  მარნეულში.  

მეტი...

სააკაშვილი სასჯელის გადავადებას პრეზიდენტისგან ელის

პატიმორბაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი სასჯელის გადავადება სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. აღნიშულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. “გია ხუხაშვილს – გთხოვთ ნუ ტირაჟირებთ არასწორ ინფორმაციას. ზურაბიშვილს შეუძლია ჩემი “განაჩენების” აღსრულების გადავადება ნებისმიერ დროს, მიუხედავად მიმდინარე ,,საქმეებისა”. უბრალოდ, ივანიშვილის გარეშე ამას ვერ გააკეთებს და ივანიშვილი უყურებს პუტინს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

რუსეთში, ელექტროქიმიურ ქარხანაში ბირთვულმა საწვავმა გაჟონა

რუსეთში, ურალის ელექტროქიმიურ ქარხანაში, ბირთვულმა საწვავმა გაჟონა. გაჟონვა ელექტროქიმიური სადგურის ერთ-ერთი კონტეინერის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია. კონტეინერში ერთი კუბური მეტრის ოდენობის ურანი იყო მოთავსებული. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია. ”როსატომის” ცნობით, ინციდენტი სავარაუდოდ ლოკალიზებულია და მოსახლეობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის. როგორც E1 წერს, ინციდენტის შემდეგ ქარხნის 100-ზე მეტ თანამშრომელს ექსპერტიზა ჩაუტარდება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ თუ ურანის ჰექსაფტორიდის შემცველი კონტეინერი დაზიანდა, ეს ქიმიური საფრთხეა. რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ ტიუმენცევი ადგილობრივ მაცხოვრებლებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პანიკას.  

მეტი...

უკრაინამ 62 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ კიდევ 62 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. „დღეს დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრები უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოასვენეს. კიდევ 62 დამცველის ცხედრის დაბრუნება მოხერხდა. ოთხი მათგანი მტრის ტყვეობაში გარდაიცვალა ტრავმის, ავადმყოფობისა და არაადეკვატური სამედიცინო დახმარების შედეგად,”- აცხადებენ სამინისტროში. “დაღუპული სამხედროების ცხედრების გადმოსვენება ჟენევის კონვენციების ნორმების დაცვით ხდება. იდენტიფიკაციის შემდეგ  სამხედროების ცხედრები ნათესავებს გადაეცემათ.

მეტი...

ვაგნერელები უკრაინაში, საომარ მოქმედებებში აქტიურად არ მონაწილეობენ – რაიდერი

რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დაქირავებულები რჩებიან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ მნიშვნელოვან მონაწილეობას არ იღებენ საომარ მოქმედებებში – ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა პეტ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვაგნერის ძალების უმეტესობა უკრაინაშია განლაგებული, მაგრამ ისინი „არ უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან საბრძოლო შესაძლებლობებს“. ,,ზოგადად, ამ ეტაპზე, ჩვენ ვერ ვხედავთ ვაგნერის ძალებს რაიმე მნიშვნელოვან მონაწილეობას უკრაინაში სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერაში”, – დასძინა რაიდერმა.

მეტი...

,,მიუთითეს, რომ მისი ადგილია სარეცელზე, სადაც მომაკვდავი და მოწამლული პრეზიდენტის როლი უნდა ითამაშოს”- ვოლსკი სააკაშვილზე

,,როგორც „ქვინის“ ცნობილ სიმღერაშია, სააკაშვილი გამოიჭრა, თავისუფლება მოითხოვა, პოლიტიკურ ასპარეზზე გაიჭრა,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტარების კოლექტიური წერილი და რადასთვის მიმართვა ერთსა და იმავე პროპაგანდისტულ ტრენდში ზის. „სააკაშვილმა გამოჯანმრთელება დაიწყო. უფრო მეტიც, მან უარი თქვა მისთვის განკუთვნილ როლზე, ყოფილიყო მძევალი სტრატეგიისა, რასაც რევოლუციური პროცესის განვითარება ჰქვია. როგორც „ქვინის“ ცნობილ სიმღერაშია, სააკაშვილი გამოიჭრა, თავისუფლება მოითხოვა, პოლიტიკურ ასპარეზზე გაიჭრა. მას იმ წუთშივე მიუთითეს, რომ მისი ადგილია სარეცელზე, სადაც მომაკვდავი და მოწამლული პრეზიდენტის როლი უნდა ითამაშოს, რათა სახელმწიფოს ამით უფრო მეტი ზიანი მიაყენოს. დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მისი…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი. ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა სხდომის მონაწილეებს საბჭოს საქმიანობისა და წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად…

მეტი...

უფრო მეტად ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას, გააუმჯობესა კვებაც – ზურაბ ჩხაიძე

”ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით,  ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტად ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას. მისი თქმით, ექსპრეზიდენტმა კვებაც გააუმჯობესა. „მისთვის სასურველ საკვებს რაოდენობრივად უფრო მეტს იღებს, თუმცა კვების კომპონენტთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაცია, ჩვენ მიერ შეთავაზებული მენიუ სრულად მაინც არ სრულდება. შეიძლება, ადამიანი მაშინ უფრო უარესად გრძნობდა თავს, ახლა შეიძლება, უკეთესად გრძნობს თავს და ალბათ ამიტომ გააუმჯობესა კვების რაციონი. პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, თუნდაც მისი ლაბორატორიული მონაცემებიდან გამომდინარე. შეიძლება, სუბიექტურად უკეთესად გრძნობდეს თავს, თუმცა ლაბორატორიულ ანალიზებში მაინც არის ცვლილებები, რომლებიც იმსახურებს ყურადღებას. ჩვენ დიდად არ ვამახვილებთ ყურადღებას მის წონაში მატებასთან…

მეტი...

„ვერ ცხოვრობდით ერთად? რა იყო ცუდი? რა დაგაკელით?”- სიმონიანი ქართველებს და სომხებს

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ქართველებსა და სომხებს მიამრთავს. მისი თქმით, ორივე ქვეყნის კულტურა და სახელმწიფოებრიობა მათი დახმარებით შეიქმნა. „ვერ ცხოვრობდით ჩვენთან ერთად? რა იყო ცუდი? რა დაგაკელით? თქვენი კულტურა და სახელმწიფოებრიობა ჩვენი დახმარებით შეიქმნა. ვინ გავიწროვებდათ? ვიხსენებ ჩემი ბავშვობის საქართველოსა და სომხეთს, ერევნიდან არავინ დარბოდა ევროპაში ჩექმების საყიდლად და ახლა რა ხდება? მიტინგები და მიტინგები! ჩემი მამამთილი, ედმონდ კეოსიანი მიტინგების დროს იყო სომხეთში და სიტყვითაც გამოვიდა. მან იკითხა, რისგან ითხოვთ დამოუკიდებლობას? უსაფრთხოებისგან? საკუთარი არსებობისგან? კულტურისგან? რა გიხარიათ“ – განაცხადა მარგარიტა სიმონიანმა.

მეტი...

საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ბიჭებსაც შეეძლებათ

საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ბიჭებსაც შეეძლებათ. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა და ცვლილებები უკვე ძალაშია. ცვლილების თანახმად, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (აპვ (HPV)) კეთდება გოგონებსა და ბიჭებში 10-11-12 წლის ასაკში, არის ორჯერადი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა. ცნობისთვის, საქართველოში პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 2019 წლიდანაა შეტანილი.    

მეტი...

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ქალაქ ბახმუტის სამხრეთით წინსვლას – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ქალაქ ბახმუტის სამხრეთით წინსვლას და ახალ ხაზებზე კონსოლიდაციას – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოეთ ფლანგზე მტერი შეუტია, ცდილობდა დაკარგული მიწის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. ,,მტერი აგრძელებს შეტევას კუპიანსკის, ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. უკრაინელმა დამცველებმა მთელი ძალით შეაკავეს მტერი და წარმატებას მიაღწიეს. მძიმე ბრძოლები ახლაც გრძელდება. ბახმუტის მიმართულებით, სამხრეთ ფლანგზე (უკრაინელ დამცველებს)წინსვლა აქვთ. ჩრდილოეთ ფლანგზე მტერი გვიტევს, ცდილობს დაკარგული მიწის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ”, – განაცხადა მალიარმა.

მეტი...

უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ მიმართვის პროექტს

უკრაინის რადამ კენჭი უყარა მიმართვის პროექტს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. დეპუტატებმა მიმართვის პროექტს მხარი დაუჭირეს. რადაში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ვრცელი დებატებიც გაიმართა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, უმაღლესი რადა გეგმავს: მოუწოდოს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიაწოდოს უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დიმიტრი ლუბინეცს. ეწვიოს უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს; მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს ჰუმანიტარული აქტის განხორციელების და სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეწყალების მოთხოვნით. გარდა ამისა, უკრაინელი დეპუტატები გეგმავენ მიმართონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და…

მეტი...

,,უკრაინის NATO-ში გაწევრიანება აშკარად საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება  საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. მისი თქმით, ომის ერთ-ერთი მიზეზი, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საფრთხეა. ,,ჩვენ არაერთხელ ვთქვით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება აშკარად საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი არის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საფრთხე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გააუმჯობესებს თავად უკრაინის უსაფრთხოებას და ზოგადად, ეს მსოფლიოს ბევრად უფრო დაუცველს გახდის და გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო ასპარეზზე, ამიტომ ვერაფერ კარგს ამაში ვერ ვხედავ,”- განაცხადა პუტინმა.

მეტი...

,,აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები, ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს”- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი 44 ევროპარლამენტარის მიმართვას ეხმიანება და სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, ვერანაირი რეპრესიები ბრძოლას თავისუფლებისთვის  ვერ შეაჩერებს. ,,უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის. ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს. ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის ვერ შეაჩერებს!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი. ,,მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში”- 44 ევროპარლამენტარი

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე. შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა. ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა. დამატებითი დეტალები შემთხვევის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირში არ ელოდებიან”- ლევან ხაბეიშვილი

,,პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირში არ ელოდებიან,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშილმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის თავისუფალებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია  ევროპულ გზაზე. ,,თუ ხელისუფლებას რაიმე სურს ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილმა პირად ბოღმას სახელმწიფოს ინტერესები არ უნდა გადააყოლოს. პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირში არ ელოდებიან, კარგად უნდა გაიგონ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფალებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ევროპულ გზაზე და კანდიდატის სტატუსთან  მიმართებაში,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მეტი...

პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას – ზურაბ ჩხაიძე

კლნინიკა ”ვივამედის” კლინიკური დირექტორიის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ მათი მკურნალობის ტაქტიკას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მისივე თქმით, გარკვეულ პროცედურაზე მიხეილ სააკაშვილმა  უარი განაცხადა. ,,ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის ჯანმრთელობის საკითხები, ისინი გაეცნენ ავადმყოფობის ისტორიას, ნახეს ყველა კვლევა, სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას. რეკომენდაცია ერთადერთი იყო გარკვეული პროცედურა, რომელიც ადრე ჩვენ პაციენტისთვის შეთავაზებული გქონდა, მაგრამ მან უარი განაცხადა ამაზე. სხვა რამეზე საუბარი არ ყოფილა. პაციენტმა კვების კომპონენტი გააუმჯობესა, თუმცა ვისურვებდით, რომ ეს კიდევ უფრო გაუმჯობესდეს,” – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა მოქალაქე მ.შ. ,,ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2023 წლის 06 ივლისს, ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი სულხან ჭკადუა ქ. საგარეჯოში, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა  მ.შ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ ნათია წითელაურს და “მთავარი არხი”-ს ჟურნალისტ ია გულიაშვილს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მ.შ.  საქართველოს სისხლის…

მეტი...

,,სააკაშვილი გამოცოცხლდა, ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და საზღვარგარეთ რა უნდა?”- გურამ მაჭარაშვილი

სააკაშვილი გამოცოცხლდა, ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და საზღვარგარეთ რა უნდა? ეს კითხვა მაქვს ევროპარლამენტარებთანაც, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც 44 ევროპარლამენტარის მიმართვას გამოეხმაურა. „ევროპარლამენტარი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს განცხადების შემდეგ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას მაინც ითხოვს, იმას ემსახურება, რომ გლობალური „ომის პარტია“ „ლოკალური ომის“ პარტიის საშუალებით ქვეყანაში ცდილობს არეულობას და მეორე ფრონტს. სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას სურს ქვეყანაში მეორე ომი, ფრონტი. სააკაშვილი გამოცოცხლდა, ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და როცა ამბობს, რომ უკვე ქართულ პოლიტიკაშია, მაშინ საზღვარგარეთ რა უნდა? უცხოეთში წასვლა რატომ უნდა? ეს კითხვა მაქვს ევროპარლამენტარებთანაც,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.  

მეტი...

ირანული წარმოების კარაქის ნიმუშში ლისტერია გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შპს „ათინათის“ (ქ. ქუთაისი, სულხან-საბას ქუჩა №14) კუთვნილი ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან ირანული წარმოების 82,5%-იანი კარაქის (დამზადების თარიღი: 17.06.2023) 5 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 1 ნიმუშის 25 გრამში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი Listeria monocytogenes. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ბიზნესოპერატორი. შპს „ათინათს“ დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა/დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება. პროცესზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. მათივე ცნობით, საწარმოში ჩატარდა ასევე არაგეგმური ინსპექტირება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ…

მეტი...

წყაროები გვყავს პუტინის უახლოეს კაბინეტებშიც – ბუდანოვი

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უახლოეს კაბინეტებშიც კი ჰყავთ, წყაროები. ,,ჩვენ ჩვენი წყაროები გვყავს. პუტინის უახლოეს კაბინეტებშიც, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ვიცით ხოლმე რა ხდება”, – აცხადებს ბუდანოვი Reuters-თან ინტერვიუში.

მეტი...

,,არ გამოვრიცხავ, არახამიას ფული ჰქონდეს აღებული, ამაზე წამსვლელია, რადგან უსამშობლო კაცია”- ირაკლი ზარქუა

უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა   უკრაინის რადაში დაინიცირებულ პროექტს ეხმიანება. მისი თქმით, არ გამორიცხავს დავით არახამიას ფული ჰქონდეს აღებული,რადგან, ”ამაზე წამსვლელია, რადგან უსამშობლო კაცია”. „არახამიასა და გორჩარენკოსნაირები რაც უნდა ინიციატივით გამოვიდნენ, ჩვენთვის უინტერესოა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც თავიანთ ქალაქში, ქუჩაში ვერ გამოდიან. გინახავთ, არახამია სადმე იბრძოდეს? ან ერთი ან მეორე იარაღით ხელში სადმე გინახავთ? ესენი არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები, შემთხვევით მოხვედრილი რადასა და უკრაინის პოლიტიკაში. ვინ არიან და რას წარმოადგენენ, ამას უკრაინელი ხალხი უკვე კარგად აცნობიერებს. უსამშობლოების გაერთიანებაა, უკრაინის რადაში მოხვედრილი. მათი ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან დაიხსნან. არ…

მეტი...

,,გაბრაზებულიც ვარ, მიჩაგრავენ ჩემს „ხაბეს“, „ხაბე“, ამოიღე ხმა ძმაო, შენს გვერდით ვარ“- ირაკლი ზარქუა

„ხაბე“, ამოიღე ხმა ძმაო, შენს გვერდით ვარ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ცოტა გაბრაზებულია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ჩაგრავენ, რადგან გიორგი ვაშაძე გამოჰყავთ პრემიერობის კანდიდატად. ,,არ აქვს მნიშვნელობა, მას „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაარქმევ, „ევროპესიმისტს“, „ევროოპტიმისტს“ თუ ასე შემდეგ, ყველა არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ცოტა გაბრაზებულიც ვარ, მიჩაგრავენ ჩემს „ხაბეს“, კაცი არის ლიდერად დანიშნული, ვაშაძე რომ გამოჰყავთ პრემიერობის კანდიდატად, ვინ არის ვაშაძე? რა გაუკეთებია ან ოპოზიციური ერთობისთვის? ან ქვეყნისთვის? ჩემი „ხაბე“ დარბის კიდეც, ქვაც მოხვდა, მცდელობა აქვს, ომობს, იბრძვის თავისი მსოფლმხედველობით. სჯერა, სწამს, რომ „ნაციონალური…

მეტი...

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, დავით სერგეენკომ 32 მორიგი სესიისგან 25 სესია არასაპატიო მიზეზით გააცდინა. „პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომის ნახევარზე მეტს. საქართველოს პარლამენტის 2023 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ 32 სხდომა ჩატარდა, აქედან საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სერგეენკოს მიერ გაცდენილ იქნა 25 სხდომა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა…

მეტი...

,,თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს”- ირაკლი კობახიძე

ევროკავშირში თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები, ნუ მისცემენ ვიზებს – როგორ შეიძლება, საქართველოში ფრენები გახდეს რაღაცნაირად რისკების საფუძველი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას ვიზა სჭირდება. „ერთ-ერთმა ელჩმა თქვა, ეშინიათ, რომ საქართველოს გავლით ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა, თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს. რაც შეეხება იმას, რამდენად სარისკოა საქართველოში ფრენები რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გამგზავრების თვალსაზრისით – მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, დღეში თურქეთში რუსეთიდან დაახლოებით 100 პირდაპირი რეისი სრულდება, აზერბაიჯანში დაახლოებით…

მეტი...

იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც იმოქმედებს არა ვიღაცის, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით – კობახიძე

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  უკრაინის რადაში დაინიცირებულ პროექტს ეხმიანება. კითხვაზ, ”შეიძლება, თუ არა ზურაბიშვილი გავლენის ქვეშ მოექცეს?“, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ იმედი აქვს, პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მაინც მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის ქვეყნის ინტერესებში. „აქ ჩანს კოორდინაცია და კოორდინაციას აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის პოლარიზაცია, არეულობა, ეს არის საბოლოო ჯამში, მეორე ფრონტი. თუ დააკვირდებით,  ამ კოორდინაციაში ყველგან ზუსტად იგივე ადამიანები არიან ჩართული, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტს. მათ შორის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ პირდაპირ მეორე ფრონტისკენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. რაც შეეხება სალომე…

მეტი...

,,ოდიოზური ევროპარლამენტარები რასაც აკეთებენ, არა მარტო აბსურდი, არამედ სამარცხვინოა”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც 44 ევროდეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ მოწოდების ავტორები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები. „ამ მოწოდების ავტორები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები. გახსოვთ, 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი ყოველდღე კვდებოდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, ყოველდღე აღარ კვდებოდეს, თუმცა რაღაც მომენტის შემდეგ გადაწყვეტილება ისევ შეცვალა. ოდიოზური ევროპარლამენტარები რასაც აკეთებენ, არა მარტო აბსურდი, არამედ სამარცხვინოა. ეს თამამად შეიძლება ითქვას. ამ ყველაფრის მიზანია პოლარიზაციის გაღვივება, ქვეყანაში არეულობის შემოტანა, მეორე ფრონტი. რა თქმა უნდა,ჩვენ ამ ყველაფერს არ დავუშვებთ. ჩვენი მიზანი არის საპირისპირო, ჩვენ არ გვინდა პოლარიზაცია, ქვეყნის არევა,…

მეტი...

უკრაინის რადა საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

უკრაინის რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, უმაღლესი რადა გეგმავს: მოუწოდოს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიაწოდოს უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დიმიტრი ლუბინეცს. ეწვიოს უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს; მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს ჰუმანიტარული აქტის განხორციელების და სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეწყალების მოთხოვნით. გარდა ამისა, უკრაინელი დეპუტატები გეგმავენ მიმართონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჰუმანიტარული აქტის განხორციელების და სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს…

მეტი...

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, კონკურენციის სააგენტომ დროში შეზღუდული შეთავაზების სტანდარტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით,  მოვაჭრის მხრიდან  უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა. აღნიშნულ საქმეში, მოვაჭრის  ფეისბუქ მაღაზიის „Best Shop ბესთ შოპი“ მხრიდან საქონლის სპეციალურ ფასად შეთავაზება ხდება მოჩვენებითად დროის მცირე მონაკვეთში, ყალბი ათვლის ქრონომეტრების (დროის უკუმთვლელი) საშუალებით. კერძოდ, ნივთის სააქციო ფასად შესაძენად განსაზღვრულია 24 საათიანი ვადა, თუმცა, შეთავაზება კვლავ გრძელდება მომდევნო დღეს და ქრონომეტრი თავიდან იწყებს უკუთვლას. სააგენტოს შეფასებით, მოვაჭრის მხრიდან ცრუ განაცხადის გაკეთება, რომ საქონელი ხელმისაწვდომი იქნება ან/და განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში, იმ მიზნით, რომ მომხმარებელმა მყისიერი გადაწყვეტილება მიიღოს და არ მიეცეს…

მეტი...

10-ზე მეტი გასროლა – გვიან ღამით ვერაზე სროლა იყო

გუშინ ღამით, ვერაზე სროლა იყო. თვითმხილველების განცხადებით, მათ 10-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს. სროლის შედეგად დაზიანებულია მასაჟის სალონის შენობა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რა გახდა სროლის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

პრიგოჟინის ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი იმასთან, თუ რას ვჭამ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მ კერძო სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინს აფრთხილებს. ბაიდენის თქმით, პრიგოჟინის ადგილას, საკვეთან ფრთხილად იქნებოდა. ,,ღმერთმა უწყის რისი გაკეთება შეუძლია, ისიც კი არ ვიცით, თუ სად იმყოფება და რა სიტუაციაში. მის ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი იმასთან, თუ რას ვჭამ. დეტალურად შევისწავლიდი თუ რას მთავაზობენ სადილად”.- განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...

What is Customer Support Automation? Explained with Examples, Pros and Cons

What Is Customer Service Automation? Full Guide Although the software has a monthly subscription or license cost, ROI can be quick and significant. Yes, with the right approach, automation can enhance the customer experience. It improves your service quality by eliminating human error and improving consistency and accuracy, leading to a better customer journey and higher satisfaction rates. So, here we provided five steps to automate your customer service process without triggering robotic responses successfully. As a business grows, it gets more challenging to stay on top of traditional means…

მეტი...