„არ სურთ, ან არ შეუძლიათ, დაიცვან პრაიდის მონაწილეები“ – ევროპარლამენტარი

„პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლით აღშფოთებულია ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც, რომელიც განცხადებას ავრცელებს. „კიდევ ერთხელ, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა ძალადობრივად დაარღვიეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში. კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობასა და პოლიციას  არ სურთ, ან არ შეუძლიათ, დაიცვან პრაიდის მონაწილეთა  კონსტიტუციური უფლებები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისუსტის ნიშანია“, – აცხადებს   ვიოლა ფონ კრამონი. შეგახსენებთ, რომ „პრაიდის“ ფესტივალი დღეს ჩაიშალა. ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც სამართალდამცველები და სპეცრაზმი იყო მობილიზებული, კონტრაქციის მონაწილეებმა ღონისძიება ჩაშალეს.  

მეტი...

“​პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს“ – ჩეხეთის ელჩი „პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლაზე

„პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის გამო უკმაყოფილებას ჩეხეთის ელჩიც გამოხატავს და აცხადებს, რომ ეს არ არის ევროკავშირის გზა. „შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“. დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, შეკრების თავისუფლება, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს. არის თუ არა ეს კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ? ჩემი მოკრძალებული აზრით, ნამდვილად არა“, – აცხადებს ელჩი  პეტრ მიკისკა.  

მეტი...

„ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული“ – აშშ-ის საელჩო

„პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებს ავრცელებს. საელჩო ხელისუფლებას მიმართავს და გმობს ძალადობას. „დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული  და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.  

მეტი...

„გულდასაწყვეტია“ – ევროკავშირი „პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლაზე

ევროკავშირის წარმომადგენლობა „პრაიდ ფესტივალის“ გაუქმებით შეწუხებულია. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი. ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში. შეგახსენებთ, რომ „პრაიდის“ ფესტივალზე დასასწრებად ევროკავშირის წარმომადგენლებიც ემზადებოდნენ, თუმცა, ღონისძიება ჩაიშალა.  

მეტი...

ბახმაროში კოტეჯს მეხი დაეცა

კორორტ ბახმაროში საცხოვრებელი კოტეჯი იწვის. ხის კოტეჯს მეხი დაეცა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.  

მეტი...

„სევდიანი დღე თბილისში“ – გერმანიის ელჩი „პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლაზე

გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი „პრაიდის ფესტივალის“  ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ელჩი აღნიშნავს, ეს არის სევდიანი დღეს. „სევდიანი დღე თბილისში. საქართველოს კანონი დაირღვა. მეტიც, ასევე დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მეოცე მუხლით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. სრული მხარდაჭერა თბილისი პრაიდს“, – აცხადებს გერმანიის ელჩი.  

მეტი...

„მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას“ – საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი „პრაიდის” ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს და აცხადებს, რომ რაც დღეს მოხდა, იყო წახალისებული. „ამ კონტრაქციების წაქეზებით და ამ სიძულვილის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობას და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე. მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ აღკვეთოს და აღკვეთოს რეალურად ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები. ეს არის მისი მოვალება და ამას ქვია სამართლის დაცვა. მმარველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება“ – აცხადებს პრეზიდემტი.

მეტი...

პრეზიდენტი  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს

„პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს და მომხდარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებს. „დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასთვის დაცული იქნებოდა აზრის გამოხატვის უფლება და შეკრების თავისუფლება. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, სამართალდამცველებთან შეთანხმებული საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული“ – აცხადებს პრეზიდენტი ლისის ტბაზე, “პრაიდის“ ღონისძიების ჩაშლასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კონტრაქცია იყო წაქეზებული მმართველი პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც.

მეტი...

„თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შსს-სა და „ალტ-ინფოს“ ერთობლივი, კარგად დაგეგმილი ოპერაცია“ – „პრაიდის განცხადება“

ლისის ტბის ტერიტორიაზე „პრაიდის“ აქტოვოსტებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე „თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ეს თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგეგმა. „ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული პოლიცია, რომელიც ფესტივალის ტერიტორიას „იცავდა“ გვარწმუნებდა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები ახლოს ვერ მოვიდოდნენ, ამის პარალელურად კი, მედიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ დაუბრკოლებლად, შეთანხმებულად მოდის პოლიცია და ძალადობრივი ჯგუფი ტერიტორიისკენ. „ალტ-ინფოს“ წევრებმა ალყაში მოგვაქციეს, პოლიციამ კი, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დაეშალა, წინასწარ მომზადებული ტრანსპორტით დაგვატოვებინა ჩვენი ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებებიდან აშკარაა, რომ ეს სამარცხვინო „ევაკუაცია“ მათ გამარჯვებად მიაჩნიათ, სინამდვილეში კი, ესეც…

მეტი...

„შეძრწუნებული ვარ“ – ბრიტანეთის ელჩი „პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლაზე

ლისის ტბის ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სადაც „პრაიდის“ ფესტივალი იყო დაგეგმილი, განცხადებას ბრიტანეთის ელჩი ავრცელებს. „შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას“, – წერს ელჩი მარკ კლეიტონი, რომელიც „პრაიდის“ ღონისძიებაზე დასასწრებად უნდა მისულიყო.

მეტი...

„ყველაფერი გავაკეთეთ, რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული“ – შსს პრაიდ-ფესტივალზე

ლისის ტბაზე, სადაც „პრაიდის“ ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშრებით  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე განცხადებას აკეთებს და ამბობს, „პრაიდის“ მონაწილეთა უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდა. „მოგეხსენებათ, რომ დილიდან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული. აქ იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ქონდათ უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინათ თავისი მანდატი, თუმცა კარგად ნახეთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა კონტრაქციის მონაწილეების. გვქონდა შესაბამისი კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს არის გაშლილი ტერიტორია და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შეეღწიათ, გაერღვიათ პოლიციის კორდონები. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორები და…

მეტი...

„გააუქმონ ეს „სოდომ-გომორი“ ლისის ტბაზე“ – ვატო შაქარიშვილი

„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი „პრაიდის ფესტივალის“  გაუქმებას ითხოვს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. „ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, პროვოკაცია, რომელიც არის დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის გარეთ და ამაზე მუშაობს მთელი აგენტურული ქსელი, დაწყებული პრეზიდენტით, რომელმაც დღეს ლგბტ პრაიდის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის, ხელისუფლებას, ეს ხალხი, ათი ათასობით ადამიანი, არის მტკიცე, არის ერთიანი, არის მშვიდობიანი, არ აპირებს უკან დახევას და პოზიცია, რომ საქართველოში ლგბტ “პრაიდ ფესტივალი“ არ ჩატარდება არ გადაიხედება. ვემორჩილებით და პატივს ვცემთ სამართალდამცავ უწყებებს, არ შევდივართ არანაირ კონფლიქტში, აქ არის ათი ათასობით…

მეტი...

 „არ ამოხვიდეთ“ – პრაიდის მონაწილეები სტუმრებს აფრთხილებენ

ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდის ფესტივალი“ უნდა გამრთულიყო და დიპლომატებსა და საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს ელოდებოდნენ, ჩაიშალა. პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სტუმრები არ ავიდნენ. „მეგობრებო, არ ამოხვიდეთ არავინ! მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია. არავინ დაშავებულა”, – აცხადებენ პრაიდის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ ლისის ტბის ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმიც შეიყვანეს. აქციის მონაწილეები პრაიდის ფესტივალს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი „სოდომური“ ღონისძიებები საქართველოში არ გაიმართება.

მეტი...

„ევაკუაცია განხორციელდა“ – აცხადებენ „პრაიდის“ ორგანიზატორები

„პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია განხორციელდა“, – აცხადებენ  „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები მას შემდეგ, რაც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით”, – აღნიშნავენ „პრაიდის“ ორგანიზატორები. შეგახსენებთ, რომ ტერიტორიააზე, სადაც „პრაიდის“ ფესტივალი იმართება, მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი. ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა კორდონი გაარღვიეს და ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ისინი აცხადებენ, რომ „ლგბტ ფესტივალი“ საქართველოში ვერ ჩატარდება.

მეტი...

“პრაიდის” მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა

ლისის ტბის ტერიტრიაზე ვითარება რადიკალურად დაიძაბა. მდგომარეობა ურთულესია. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც პრაიდის  ღონისძიებებს აპროტესტებენ,  ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაკავებულია ათამდე ადამიანი. ტერიტორიაზე შეყვანილია სპეცდანიშნულების რაზმი. საპატრულო ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი იცავს პერიმეტრს, სადაც პრაიდის ღინისძიებები იმართება. სამართლადამცველები შეიარაღებულები არიან ხელკეტებით, სპეციალური ფარებითა და საჭირო აღჭურვილობოთ. პრაიდის მონაწილეებსა და აქციის მონაწილეებს შორის სწორედ პოლიცია დგას. არიან დაშავებულები.

მეტი...

ფიზიკური დაპირისპირება პრაიდის ფესტივალის ტერიტორიაზე

„პრაიდის“ საწინააღმდეგ ქციის მონაწილეებმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია გაარღვიეს და პრაიდის ფესტივალის ტერიტრიაზე შეიჭრნენ.  სამართალდამცველებსა და „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც  პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. დაპირისპირება სწორედ მაშინ დაიწყო, როცა აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ვითარება საკმაოდ დაძაბულია.

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი თურქეთში მსოფლიო პატრიარქსაც შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო პატრიარქს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა პატრიარქ ბართლომეს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და გამხნევებისთვის. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა – ჩვენი ბრძოლა სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ 500 დღეა გრძელდება. ჩვენ გვაქვს მისი უწმინდესობის მხარდაჭერა, ლოცვები ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ერისთვის, ჩვენი ხალხისთვის, უკრაინაში სიცოცხლისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე.

მეტი...

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც ბორჯომის პარკში 24 წლის მამაკაცი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უსყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის…

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი კუნძულ ზმეინზე იმყოფებოდა

კუნძული ზმეინის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუსეთის სამხედროებმა მესაზღვრეები ტყვედ აიყვანეს. დღეს, უკრაინის პრეზიდენტი კუნძულ ზმეინზე ჩავიდა და ომის მე-500 დღეს, დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგო პატივი. „კუნძულ ზმეინზე ვიმყოფებით, ჩვენს კუნძულზე, რომელსაც არასოდეს დაიპყრობს ოკუპანტი ისევე, როგორც მთელს უკრაინას. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს უკრაინელ გმირებს, ყველა მეომარს, ვინც იბრძოდა ამ კუნძულისთვის, ვინც გაათავისუფლა ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა მიწის ნაგლეჯი ჩვენი შავი ზღვის შუაგულში, ეს არის დიდი დასტური იმისა, რომ უკრაინა დაიბრუნებს თავისი ტერიტორიის ყველა ნაწილს!“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მეტი...

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, სასულიერო პირებისთვის ხელის შეშლის გამო, ტაძარში ჟურნალისტების შესვლა შეიზღუდება

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც ტექსტში ვკითხულობთ, 13 ივლისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზიში მედიისთვის შესვლა „ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული – სვეტიცხოვლობა, რომელიც აღინიშნება 13 ივლისს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა ტაძარში თუ ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი და დიდია ალბათობა ზემოაღნიშნულის გამეორებისა, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. დღესასწაულზე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი…

მეტი...

„პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იკრიბებიან და მსვლელობას მართავენ

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ ის მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც პრაიდის ფესტივალს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი მშვიდობიანი იქნება და არავის მისცემენ უფლებას, ქართულ ტრადიციებს დარტყმა მიაყენონ. „ქვეყანა გადასარჩენია. საქართველო არის ტრადიციული ქვეყანა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. მთელი მსოფლიო ამაყობს საქართველოთი და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ, რომ დავრჩეთ ასეთ საამაყო ქვეყნად. ეს სიბინძურე, რაც ხდება, არავის შერჩება, არავის მივცემთ უფლებას ტრადიციებს გადაუარონ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, ქალი ქალია და კაცი – კაცი და ვინც უკუღმართობას გეგმავს, არ შერჩება. „დიახ, ქალი უნდა გათხოვდეს კაცზე…

მეტი...

ბორჯომის ცენტრალურ პარკში მოკლულია 24 წლის მამაკაცი

გამთენიისას, ბორჯომის ცენტრალურ პარკში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ბრალდენულმა მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. მოკლულია 24 წლის მამაკაცი, მკვლელიბაში ბრალდებული კი 17 წლის არასრულწლოვანია.

მეტი...

„არ გვინდა, ირიბად ვიყოთ „მასპინძელი” ამ მოსალოდნელი, უკანონო, უსამართლო საფრთხისა“ – იპოდომის მესაკუთრე „პრაიდის“ ღონისძიებაზე

იპოდრომის ტერიტორიის ერთ-ერთი მესაკუთრე  მაია ტაბაღუა აცხადებს, რომ პრაიდის ღონისძიებისთვის ფართის დატმობას არ აპირებს და სამართალდამცველებს უსაფრტხოების დაცვას სთხოვს. „მივმართავ ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებს, ახალგაზრდებს, სტუმრებს და ძალოვან სტრუქტურებს, იპოდრომის ტერიტორიაზე მოცემული ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური ღონისძიების ჩატარების თაობაზე. მიუხედავად თქვენ მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების დაცვის გეგმებისა, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ საფრთხეს, რომელიც მოდის ჯგუფებისგან, რომელთა მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვერავინ. გასულ წლებში მიღებული მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, იქნება ეს დამსწრე, მონაწილე, ორგანიზატორი, გარეთ მყოფი, თუ უბრალოდ გამვლელი, ვერ ჩავაყენებთ საფრთხეში. ჩვენ არ გვინდა, ირიბად ვიყოთ „მასპინძელი” ამ მოსალოდნელი,…

მეტი...

„თბილისი პრაიდის“  ღონისძიებებთან დაკავშირებით შსს უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა

შინაგან საქმეთა სამინისტრო „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოდ ჩაივლის. „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, შეკრებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე წლის 2 და 6 ივლისს, 2 დახურული ღონისძიება მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. დღეს, კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან. აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს…

მეტი...

,,ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს თავისი მომავალი “- სტოლტენბერგი

,,ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. „დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი გზავნილი, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველი რუსეთის ჩარევისგან და ზეწოლისგან. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას,  გადაწყვიტოს თავისი…

მეტი...

„თბილისი პრაიდი“ – არავითარი ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი დახურულ ტერიტორიაზე გაიმართება

„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, დღეს დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალის“ ფარგლებში ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე გაიმართება. როგორც „თბილისი პრაიდი“ განმარტავს, ღონისძიების ორგანიზატორებს აქვთ მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი დაცული იქნება. „რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. “გეი აღლუმი” ტარდება, რათა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გააღვივონ. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი. ჩვენი გუნდი უკვე თვეებია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით,…

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს წევრობას იმსახურებს

თურქეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მზადაა ნატო-ს წევრობისთვის. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, უკრაინის სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს. „ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრობას. მინდა, თქვენი თანდასწრებით, კიდევ ერთ მომენტს გავუსვა ხაზი; სამართლიანი მშვიდობის დამყარებით არავინ იქნება წაგებული“, – განაცხადა ერდოღანმა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე. მან უკრაინელ კოლეგას პირობა მისცა, რომ დახმარებას გააგრძელებს. „ვაგრძელებთ მოლაპარაკებას რუსეთთან ტყვეების გაცვლის საკითხზე. შემდეგ თვეში ბატონი პუტინი ეწვევა თურქეთს. ჩვენ ისევ გვექნება საშუალება, ერთი-ერთზე განვიხილოთ ეს თემა. ასევე გავაგრძლებ მასთან სატელეფონო საუბარს უახლოეს პერიოდში“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მეტი...

,, ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრობას იმსახურებს” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრობას იმსახურებს. ამის შესახებ განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრობას. მინდა, თქვენი თანდასწრებით, კიდევ ერთ მომენტს გავუსვა ხაზი; სამართლიანი მშვიდობის დამყარებით არავინ იქნება წაგებული“, – განაცხადა ერდოღანმა. მან ასევე თქვა, რომ თურქეთი გააგრძელებს უკრაინის ყოველგვარ დახმარებას. ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თურქეთი ყველაზე მეტ აქტიურ ძალისხმევას მიმართავს ომის დასასრულებლად, მოლაპარაკებების გზით და საერთაშორისო ნორმებზე დაყდნობით. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ის აგვისტოში თურქეთში პუტინის…

მეტი...

თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს

თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი. ექსკლუზიურ კომენტარში, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას მისცა, ნათქვამია, რომ საქართველო რჩება ნატოს „ურყევ პარტნიორად“. „ბაიდენის ადმინისტრაციის საქმიანობის დასაწყისიდანვე მან პრიორიტეტად დაისახა ამერიკის ლიდერობის აღდგენა მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენი ალიანსების აღორძინება, მათ შორის ნატოს გაძლიერებით. [ამერიკის] ლიდერობით ნატო ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის ათწლეულების განმავლობაში იყო. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად მოელის ივლისში, ვილნიუსის სამიტზე ამ ერთიანობის ჩვენებას. საქართველო ნატოს ურყევი პარტნიორია, რომელიც ამერიკელ და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარებთან…

მეტი...

პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს „პრაიდის“ უსაფრთხოება დაიცვან

საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის უწყებებს მიმართავს და მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ „პრაიდის“ ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩასატარებლად. „დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება. საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ „პრაიდის“ ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით. პრეზიდენტის დავალებით, „პრაიდის“ ფესტივალს დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

მეტი...