ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები. დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი...

ჩეხეთმა ევტუშენკოვს ანგარიშები დაუბლოკა და ქონება ჩამოართვა

ჩეხეთმა, რუს მილიარდერს, ვლადიმერ ევტუშენკოვს ანგარიშები დაუბლოკა და ქონება ჩამოართვა. მისი ქონება დაახლოებით 20 მილიონი დოლარადაა შეფასებული. მედიის ცნობით, ჩამორთმეულთა სიაშია კარლოვი ვარის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Savoy Westend. ახლა ის შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს და ჯავშნებს არ იღებს.

მეტი...

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეფერხდა მოძრაობა ქალაქიდან გამსვლელი მიმართულებით

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ქალაქიდან გამსვლელი მიმართულებით მოძრაობა შეფერხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. “აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეფერხდა მოძრაობა ქალაქიდან გამსვლელი მიმართულებით”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

ქედაში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში ტურისტთა ჯგუფი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 4 ბავშვია.

მეტი...

ქართველი მებრძოლი, ნური მითაგვარია, უკრაინაში განსაკუთრებული ღვაწლის შეტანისთვის დაჯილდოვდა

ქართველი მებრძოლი, ნური მითაგვარია, უკრაინაში განსაკუთრებული ღვაწლის შეტანისთვის დაჯილდოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ, აქტივისტი ბექა კვაჭანტირაძე ავრცელებს. ,,კარგი ამბით მოვედი. ჩვენი მეგობარი, ნური მითაგვარია, ღირსეული ქართველი, დაჯილდოვდა უკრაინაში მედლით! “სამშობლოს დაცვისთვის” განსაკუთრებული ღვაწლის შეტანისთვის! გილოცავ ნურიკო და მშვიდობით დაგვიბრუნდი უკან! გვეამაყები”, – წერს ბექა კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

„ჩვენ შევთანხმდით, რომ შევხდებოდით. ან ის ჩამოვა ჩვენთან, ან მე გავემგზავრები მასთან” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თურქეთს, სადაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრის მთავარი თემა გაზი იქნება. ამის შესახებ განცხადება პუტინმა მოსკოვში რუსეთ-აფრიკის სამიტზე გააკეთა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ შევხდებოდით. დიახ, ან ის ჩამოვა ჩვენთან, ან მე გავემგზავრები მასთან. ვნახოთ. მან ჯერ კიდევ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დამპატიჟა, მაგრამ შემდეგ შევთანხმდით, რომ გადაგვედო, რადგან ამ თემით სპეკულირება არ მომხდარიყო“, – განაცხადა პუტინმა. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბრის მთავარი თემა თურქეთის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ჰაბის შექმნა იქნება. პროექტი გულისხმობს არა დიდი მოცულობის გაზის შენახვას, არამედ ელექტრონული სავაჭრო…

მეტი...

სროლა ქუთაისში – მხარეებმა ცეცხლი ერთმანეთს ორი ავტომობილიდან გაუხსნეს

სროლა ქუთაისში – გვიან ღამით პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს მხარეებმა ცეცხლი ორი ავტომობილიდან გაუხსნეს. სროლის ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ აივნებზე გასვლა შეეშინდათ. ,,ერთმანეთის მიყოლებით ისროდნენ ავტომატიდან. რამდენჯერმე  ჰაერშიც ისროლეს, ამიტომ ბრმა ტყვიის შეგვეშინდა სახლში არ შემოვარდნილიყო და  იატაკზე დავწექით.  საშინელი ღამე იყო”, – აცხადებს ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრები. მომხდარზე გამოძიება შსს-ს ჯერ არ დაუწყია.

მეტი...

,,კრემლი და “ქართული ოცნება” ერთ პროპაგანდას ეწევიან” – ირაკლი კუპრაძე

კრემლი და “ქართული ოცნება” ერთ პროპაგანდას ეწევიან – ასე აფასებს “ლელოს” გენერალური მდივანი რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს, თითქოს ანტირუსულ აქციაზე მხოლოდ ოპოზიცია დგას. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ში ანტირუსული განწყობებია, ხოლო ქვეყენაში პუტინის შემოსვლა მხოლოდ ივანიშვილის ბანდას და მოსახლეობის 3%-ს სურს. ,,კრემლი და „ქართული ოცნება“ ერთობლივი პროპაგანდით ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ადამიანები დგანან ანტირუსულ და ანტიპუტინისტურ აქციებზე. ეს არის ტყუილი. ოპოზიცია არის ამ აქციების ორგანიზატორი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ აზრს იზიარებს საქართველოს მოსახლეობის 90%. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბანდის და 3%…

მეტი...

,,ქრისტიანობის დამცველობაზე რომ გაქვთ პრეტენზია, სახარება მაინც ხომ უნდა გქონდეთ წაკითხული” – გიორგი ვაშაძე

“ქართული ოცნების” ანტიდასავლურ პროპაგანდას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი ზღვარგადასულს უწოდებს. გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლება იმდენად შორს წავიდა, რომ უფლის სწავლება სახარებიდან ორი ბატონის ვერ მსახურებასთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძეს მიაწერა. ,,ყველა ზღვარს გადავიდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. ცდილობენ, რომ შემთხვევა არ გაუშვან ხელიდან დასავლეთისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციისთვის. ხელისუფლების პროპაგანდა იმდენად შორს წავიდა, რომ უფლის სწავლება სახარებიდან ორი ბატონის ვერ მსახურებასთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძეს მიაწერეს. გასაგებია, რომ ქვეყანას მტრობთ, რომ ორი წიგნი არ წაგიკითხავთ, ქრისტიანობის დამცველობაზე რომ გაქვთ პრეტენზია, სახარება მაინც ხო უნდა გქონდეთ წაკითხული. ყველაფერი ნათელია, რეჟიმი ღიად ჩადგა მტრის სამსახურში…

მეტი...

,,ოკუპანტებს შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი და ერთად დავიცვათ ამ ქვეყნის ღირსება და თავმოყვარეობა” – ,,ლელო”

ბათუმში დაგეგმილ აქციას, სადაც რუსული გემით ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანსიტების შემოსვლას გააპროტესტებენ, “ლელოც” შეურთდება. განცხადება ამის შესახებ პარტიის წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკთეს. ოპოზიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ საკუთარი ღირსება საქართველოს მოქალაქეებმა ერთად უნდა დაიცვან. ,,ხვალ დილის 6 საათზე ბათუმის ნავსადგურში ისევ შემოდის რუსული საკრუიზო გემო “ასტორია გრანდე”. ბორტზე ამჯერად, პირდაპირ პუტინის პროპაგანდისტები არიან. ადამიანები, რომლებიც ამართლებენ უკრაინაში ომს. ამ გემის მგზავრები არ იცავენ საქართველოს კანონებს, განსაკუთრებით, ოკუპაციის კანონს. გამომდინარე აქედან, მე მოვუწოდებ ბათუმელებს, რომ ხვალ, დილის 6 საათზე, დავხვდეთ ოკუპანტებს ისე, როგორც ისინი იმსახურებენ. შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი და ერთად დავიცვათ ამ ქვეყნის…

მეტი...

,,ეს ხელისუფლება წამსვლელია ყველა ტიპის დანაშაულზე” – ირაკლი კუპრაძე

“ქართული ოცნება” მოძალადე სისტემად ჩამოყალიბდა, – ასე აფასებს “ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სამთავრობო დაცვის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტს. მისი თქმით, ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს, რადგან ისინი საარჩევნოდ ამომრჩეველზე ზეწოლასა და დარბევებისთვის სჭირდება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქცა მოძალადე სისტემად, რომელიც ძალადობს ადამიანებზე. ძალადობს ყველგან: სახელმწიფო ინსტიტუტებში, ქუჩებში, ბასლაინებზე, ავტობუსებში, სკოლებში, საჯარო უწყებებში, ყველგან საერთოდ და ყველა ასეთი მოძალადე რჩება დაუსჯელი. ეს მოძალადეები არიან „ქართული ოცნების“, ივანიშვილის მთავარი ძალა არჩევნებისთვის და იმისთვის, რომ დააშინონ საზოგადოება. ეს ხელისუფლება წამსვლელია ყველა ტიპის დანაშაულზე. მათ ექნებათ მცდელობა, რომ ხელი დააფარონ მოძალადეებს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ…

მეტი...

,,მკვდარი რომ გჯობს ასჯერ, კი უნდა გაჩუმდე, მაგრამ ამას ჭკუა უნდა და ცოტა სინდისიც” – წულუკიანი დარჩიაშვილზე

,,გადაშენების პირას მყოფი ფსევდოპოლიტიკური ძალის ფსევდოინტელექტუალი დარჩიაშვილი, თავად მუხთალი და უსამშობლო, ლამის ბალღობიდან, რომელიღაც უცხოურ „ენჯეოს“ მიკედლებული და ამ გზით კაცად დამდგარი, მკვდარი რომ გჯობს ასჯერ, კი უნდა გაჩუმდე, მაგრამ ამას ჭკუა უნდა და ცოტა სინდისიც”. ამის შესახებ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. „ფუი, რომ ვერ დავისვენეთ მე და ჩემნაირებმა და ამ საზიზღრებთან ხანგრძლივ ბრძოლაში თითო კენჭის დადებაში ცხოვრებამ დიდწილად ჩაგვიარა გვერდით. არ ჩამოვარდება ეს ხელისუფლება, არა, სანამ უკეთესი არ მოვა. საზიზღრები ვერ დაბრუნდებით, ვერა, „ვივამედის“ ბაიყუშით სათავეში. დამარცხების პლატფორმაც უკვე შეგიქმნიათ და შეუბერეთ. რჩევანი ფუნ კრამუნს სთხოვეთ“,…

მეტი...

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ბავშვი გველმა დაგესლა

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ბავშვი გველმა დაგესლა. შემთხვევა გუშინ, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სტაციონარიდან სახლში გაეწერა.

მეტი...

თბილისში დედა-შვილი პიტბულმა დაგლიჯა

თბილისში დედა-შვილი პიტბულმა დაგლიჯა. არსებული ინფორმაციით, ძაღლმა დედას ყური მოაჭამა. დაზიანებები აქვს ბავშვსაც. დაშავებულები მკურნალობას „ჯეოჰოსპიტალში“ გადიან.  

მეტი...

,,რუსეთს ნატო-სთან სამხედრო შეტაკება არ სურს, მაგრამ ამისთვის მზადაა” – პუტინი

,,რუსეთს არ სურს ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება, მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს, მოსკოვი ამისთვის მზადაა”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი “მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის”, თუმცა ეს არავის სურს. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით შეერთებული შტატების ინიციატივით სპეციალური მექანიზმი შეიქმნა. „გარკვეული უწყებების ხელმძღვანელები უშუალოდ ურთიერთობენ ერთმანეთთან და აქვთ შესაძლებლობა კონსულტაციები გამართონ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, ეს მექანიზმი მიუთითებს, რომ მხარეებს არ აქვთ პირდაპირი დაპირისპირების სურვილი. „მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს, ჩვენ მზად ვართ”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მეტი...

,,ქართული ოცნების” ომს საკუთარ ხალხთან მორიგი მსხვერპლი ჰყავს – ანა დოლიძე

პარტია ,,ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე გლდანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება, რომლის შედეგად 25 წლის ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. მისი თქმით, ,,ქართული ოცნების” ომს საკუთარ ხალხთან მსხვერპლი ჰყავს. ”,,ქართული ოცნების” ომს, მის მიერ მიგდებულ ქვეყანას მორიგი მსხვერპლი ჰყავს. ეს არის ახალგაზრდა ქალი, ჩვენი თანამოქალაქე. ,,ქართული ოცნების” ომს საკუთარ ხალხთან მსხვერპლი ჰყავს აქ, თბილისში და რეგიონებში, ყოველდღე. ეს სახე, 25 წლის ფეხმძიმე ქალი, არის ,,ქართული ოცნების” საკუთარ მოსახლეობასთან ომის სახე. რამდენი ხანია ვითხოვთ საგზაო რეფორმას, რომელიც თავიდან აგვაცილებდა ასეთ მსხვერპლს, თუმცა ოცნებას ურჩევნია ისაუბროს ომზე უკრაინაში. მაშინ, როდესაც ომს აწარმოებს აქ, საქართველოში საკუთარ…

მეტი...

,,საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც საქართველოს წყლებში იმყოფებოდა, არ არის რომელიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული” – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

,,საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც საქართველოს წყლებში იმყოფებოდა, არ არის რომელიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული”. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება, მათ შორის ბათუმის პორტში, სადაც ის 27 ივლისს იმყოფებოდა. მისივე თქმით, ტურიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის ზრდის კუთხით და არ შეიძლება მისადმი შერჩევითი, სატრანსპორტო საშუალების მიხედვით მიდგომა. „ტურისტებისთვის გზა გახსნილია როგორც საავტომობილო, ისე საჰაერო მიმოსვლისთვის. აუცილებელია, რომ ქვეყანა პოზიციონირებდეს საზღვაო მიმოსვლის თვალსაზრისითაც და აითვისოს ის პოტენციალი, რომელიც…

მეტი...

რუსეთმა ხარკოვის ოლქს ოთხი კამიკაძე დრონით შეუტია

“უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვის ოლქს ოთხი კამიკაძე დრონით შეუტია. კერძოდ, ოკუპანტები თავს დაესხნენ სოფელ ტიმოფიივკას, რის შედეგადაც რამდენიმე კერძო სახლი დაზიანდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ ყოფილა.

მეტი...

ბათუმში აქციას სტუდენტებიც შეუერთდებიან

31 ივლისს რუსულ გემს სტუდენტები ბათუმის პორტში აქციით დახვდებიან. მათი თქმით, საკრუიზო ლაინერი პორტში 31 ივლისს დილის 06:00 საათზე გაჩერდება, განრიგის მიხედვით კი 10:00 საათზე რუსი ტურისტები გემიდან გადმოსვლას და ტურებში ჩართვას აპირებენ. “სტუდენტები მივემართებით ბათუმისკენ, რათა შესაფერისად დავხვდეთ რუსულ გემს. იგი 31 ივლისს, დილის 6 საათზე ჩერდება პორტში. ამ დროიდან დავიწყებთ შეკრებას. ცხრიდან ათ საათამდე კი გელით ყველას. განრიგის მიხედვით, სწორედ 10 საათზე აპირებენ რუსი „ტურისტები“ გემიდან გადმოსვლას და ბათუმის გარშემო ტურებში ჩართვას. ოკუპანტებს დავხვდებით ცოცხალი ჯაჭვით და მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეთ. რუსული გემის ადგილი საქართველოს პორტში არ არის!”, –…

მეტი...

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი

თურქეთში, ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ, ადგილობრივი მედია ავრცელებს. პირველადი მონაცემებით, დაიღუპა 7 და დაშავდა 22 ადამიანი. ავტობუსი ბურსა-ყარსის რეისს ასრულებდა, რა დროსაც სოფელ კარაკურტთან, 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ​ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მეტი...

,,მგავსი “მორალის” მქონე ადამიანები, ქართული საზოგადოებისთვის უცხო სხეულები არიან” – ზაალ ანჯაფარიძე დავით დარჩიაშვილზე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს. ანჯაფარიძის თქმით, დარჩიაშვილის მოსაზრება, რომ “სტრასბურგის სასამართლოს ვერ აუხსნი მიზეზებს თუ რატომ მოკლეს შავაძე, მისი გადმოსახედიდან მკვლელობაა მთავარი და სასამართლო ყორღანაშვილსაც დაიცავდა”, სწრაფ დეგრადაციაზე მეტყველებს. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ამგვარი განცხადებები ადასტურებს, რომ მგავსი “მორალის” მქონე ადამიანები, ქართული საზოგადოებისთვის უცხო სხეულები არიან. “ფეისბუქში ბევრი ატრიალებს ნაცების ექსდეპუტატის, ეხლა კი ილიაუნის პროფესორის დავით დარჩიაშვილის ამაზრზენ სტატუსს როინ შავაძეზე. მე განზრახ არ გავაზიარებ. დედაარსი ასეთია: იმსახურებდა მოკვლასო. მოკლედ, მთელი ამ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის” პრეზიდენტს ძინ ლიქუნს შეხვდა. პეკინში გამართულ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები. ირაკლი ღარიბაშვილმა ძინ ლიქუნს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მიმოიხილეს, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროების მიმართულებით. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს რეგიონთაშორისი და შიდა რეგიონული კავშირის გასაძლიერებლად. საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონის მასშტაბით ურთიერთდაკავშირების გაუმჯობესებასა და ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სასურველი…

მეტი...

მოსკოვში აფეთქებების ხმა ისმოდა

მოსკოვში აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ დედაქალაქზე დრონებით თავდასხმა აღკვეთეს. ჩამოგდებულია სამი უპილოტო საფრენი აპარატი. ერთ-ერთი „მოსკვა სიტის“ შენობას დაეცა, რის შედეგადაც რამდენიმე სართული დაზიანდა. თავდასხმის გამო დროებით შეჩერდა ვნუკოვოს აეროპორტის მუშაობა.

მეტი...

30 ივლისი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით, თბილისსა და ბათუმში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრებს, კერძო კომპანიებში დასაქმებულ პირები ესწრებოდნენ. პროკურორებმა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომისა და მხარდაჭერის საკითხებს. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან, ვის მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულთათვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს, თუ რა სამართლებრივი…

მეტი...

,,საქართველო ჩინეთთან გადადის ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე” – გიორგი ამილახვარი

,,საქართველო ჩინეთთან გადადის ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა. ფართოვდება ასევე თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების მიმართულებით”. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ჟურნალისტებს ჩინეთში განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება. მისი თქმით, საქართველოს და ჩინეთის უნივერსიტეტების დაახლოება, სტუდენტების და პროფესორების გაცვლითი პროგრამების დაფინანსება ქართულ განათლებას და მეცნიერებას კიდევ მეტ შესაძლებლობებს შესძენს. „საქართველო ჩინეთთან გადადის ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა. ფართოვდება ასევე თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა დღეს პეკინის ერთ-ერთ ცენტრალურ უნივერსიტეტში, ენის და კულტურის უნივერსიტეტში გახსნა შოთა რუსთაველის ბიუსტი. ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმ…

მეტი...

,,შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს” – პაატა მანჯგალაძე

,,შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია”. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, როცა პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას უნდა აღრმავებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აზიაში დარბის. „როცა პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას უნდა აღრმავებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აზიაში დარბის. გასაგებია, რუსეთს ყველაფერი ჯობია, მაგრამ ვფიქრობ, შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა. ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია. რუსეთში, რომ არ გარბის და არ დებს სტრატეგიულ…

მეტი...

გლდანში, ავარიის დროს დაღუპული გოგონას ძმა განცხადებას ავრცელებს

გლდანში, ავარიის დროს დაღუპული გოგონას ძმა განცხადებას ავრცელებს: „ყურადღებას მოვითხოვ, ჩემი და და ოჯახის წევრი შეეწირა ამ ამბავს, მადლობა ყველას. თქვენი დახმარება დამჭირდება, ტელეფონი ჰქონდა ხელში, რომელიც სავარაუდოდ, დარტყმის დროს გაისროლა სადღაც, ვიღაცას აუღია და გაუთიშია, ტელეფონზე არაა საუბარი. უბრალოდ ბევრი სურათი და ვიდეო მასალა იყო მაგ ტელეფონში ჩემ დასთან დაკავშირებელი. არ გაატაროთ. შეიძლება ვიღაცამ იპოვა ეგ ტელეფონი iphone 11 შავი. თუ ნამუსი გაქვს იქნებ გამოჩნდე და მოგვაწოდო. მადლობა ყურადღებისთვის“, – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგონას ძმა.

მეტი...

პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულს ქვეყანაში 15 სექტემბრის შემდეგაც არ შეუშვებს

პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ძალაში ტოვებს. ქვეყნის ვიცე პრემიერ-მინისტრის, იაროსლავ კაჩინსკის თქმით, სოფლის მეურნეობის სექტორის დაცვის მიზნით, პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულს ქვეყანაში 15 სექტემბრის შემდეგაც არ შეუშვებს. მისი თქმით, უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის დონეზე თუ არ გაგრძელდება, ამას ვარშავა დამოუკიდებლად გააკეთებს. ამასთან, პოლონეთის ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ პოლონეთი უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებას განაგრძობს.

მეტი...

ტაილანდში ფეიერვერკების საწყობი აფეთქდა – დაიღუპა 9 და დაშავდა 115 ადამიანი

ტაილანდში, მალაიზიის საზღვართან ქალაქ სუნგაი კოლოკის  ბაზარში ფეიერვერკების საწყობი აფეთქდა. აფეთქების შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, მათგან სამი ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აფეთქება სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. შემთხვევა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაახლოებით 115 ადამიანი დაშავდა. სამაშველო ჯგუფები ტერიტორიას ნანგრევებისგან ასუფთავებენ.

მეტი...

დავა ბახმაროს მიწებზე

სახელმწიფომ თითქმის 15 წლის შემდეგ გადაწყვიტა, ბახმაროში უკვე დაკანონებული ნაკვეთები მფლობელებს წაართვას. მოტივი, მიწების უკანონოდ გადაცემაა, თითქოს მფლობელებმა ჩოხატაურის მერია მოატყუეს და ამის საფუძველზე დაიკანონეს ტერიტორიები. ასეთი კი 269 ადამიანია. საქმე ეხება 2007-2010 წლებში გაფორმებულ მიწებს. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მართლა შეცდომაში შეიყვანეს თუ არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. არსებული ინფორმაციით, მომჩივანი ეკონომიკის სამინისტროა, მოპასუხე კი ჩოხატაურის მერია. სწორედ ამიტომ ადგილობრივები შიშობენ, რომ ამ მიწებს წაართმევენ. მათი ვარაუდით მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ხელისუფლების სასარგებლო ჩვენებას მისცემს და სასამართლო მოსახლეობას დაადანაშაულებს.

მეტი...

დონეცკში ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკის საცავი აფეთქდა

დონეცკის ერთ-ერთ უბანში, სავარაუდოდ, ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკის საწყობი აფეთქდა. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქის რამდენიმე უბანში, ასევე კიევისა და კიუბიშევის რეგიონებშიც. დამატებითი ინფორმაცია, ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მეტი...

ომის მოწინააღმდეგე რუსი მხატვარი, რუსულმა პოლიციამ აეროპორტში დააკავა

მოსკოვის სასამართლომ 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა ქუჩის მხატვარ ფილიპ კოზლოვს, რომელიც ცნობილია ომის საწინააღმდეგო გრაფიტით. როგორც BBC-ს Agora-ს ადამიანის უფლებათა ჯგუფის ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა განუცხადა, კოზლოვი ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, შაბათს, 29 ივლისს კი რუსეთში დაბრუნდა. ის აეროპორტში დააკავეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ოქმი შეუდგინეს. მხატვარ კოზლოვის ბოლო ნამუშევარი არის წარწერა “რუსიფიკაცია”, რომელიც მან რუსეთის დღეს, 12 ივნისს მოსკოვში, ელექტროზავოდსკის ხიდის ქვეშ გააკეთა. ამის შემდეგ მის სახლში პოლიცია მივიდა, რის გამოც, კოზლოვმა გადაწყვიტა დროებით დაეტოვებინა რუსეთი. იქამდე კოზლოვი არაერთხელ დაადანაშაულეს და ოქმები შეუდგინეს “ჯარის დისკრედიტაციისა” და სხვა ანტისაომარი ნახატებისთვის.

მეტი...

უკრაინული ძალები ბახმუტის, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით წინ მიიწევენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით წინ მიიწევენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ცნობით, წინსვლაა ბახმუტის გარშემო სამხრეთის ფლანგზე. ”მტერი დამატებით ძალებსა და საშუალებებს ბახმუტის მიმართულებით აკონცენტრირებს. თავად ქალაქში კი დაბომბვა ორივე მხრიდან გრძელდება. ” – აცხადებს მალიარი.  ბრძოლა გრძელდება ავდიივკას მიმართულებითაც, სადაც ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობენ შეტევას. 29 ივლისის მონაცემებით, მტერმა თავდასხმა გაზრდილი აღჭურვილობით განახორციელა, თუმცა უკრაინულმა ძალებმა ყველა თავდასხმა მოიგერიეს. მალიარის ინფორმაციით, მტერი ინტენსიურად ისვრის ტყვიამფრქვევბიდან. ”ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, თანდათან წინ მივიწევთ. შეტევითი ბრძოლა ყველა მიმართულებით გრძელდება. ჩვენი დამცველები ინტენსიურად მუშაობენ რამდენიმე დასახლებული პუნქტის გარშემო” – განაცხადა მალიარმა 

მეტი...