უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეცი ”Telegram” არხზე წერს. ,,დღეისთვის სამშობლოში მხოლოდ 383 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება შევძელით. რუსეთის ფედერაცია ჩვენი ბავშვების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის და არაა დაინტერესებული იმაში, რომ ოჯახები ხელახლა გაერთიანდნენ“, – წერს ლუბინეცი. დღეს, 15 ივლისს უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა და სამხრეთ კორეის პირველი ლედი კიმ კონგ-ჰი ბავშვთა უფლებების ცენტრს ეწვივნენ, სადაც ოკუპანტების მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება და აღრიცხვა მიმდინარეობს. ოლენა ზელენსკას თქმით, რუსეთი არღვევს უკრაინელი ბავშვების უფლებებს და უკრაინას ინფორმაციას ბავშვების შესახებ არ აწვდის.

მეტი...

​ბათუმში ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

​ბათუმში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Tv25 ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად  დაშავდა სამი ადამიანი.  დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე  უცნობია.

მეტი...

,,თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა?”- პრემიერი

,,ითქვა, რომ სანამ უკრაინა არის ომში რუსეთთან, ვერ გახდება ნატოს წევრი, თქვეს რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთო, ანუ ვერ შევა ნატო და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთანო,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კითხვა აქვს – თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა? „მე ღიმილით ვუყურებდი იმ სიუჟეტებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი გაუბედურებული ოპოზიციის ტელევიზიებში ისმოდა. თქვენ იცით, რომ ესეიგი თავიდან სურათი წარმოაჩინეს, რომ თითქოს რაღაც სასწაული მოხდა ნატოს სამიტზე და უკრაინამ დეოკუპაციაც მოახდინა უკვე, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა…

მეტი...

„უბრალოდ სამარცხვინოა რაც მოხდა და მე ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი, თავადვე მათ მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია”- ირაკლი ღარიბაშვილი

პოლონეთს ამჟამად აქვს საარჩევნო კამპანია, ამ საარჩევნო კამპანიაში როგორც ჩანს აქტიურად განიხილება სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და ამიტომ ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია მათთვის, შიდა პოლიტიკური საკითხია, როგორც ჩანს ამას ემსახურება ეს მათი ზედმეტი აქტიურობა – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დასამალი არავისთვის არაფერი აქვთ. ,,აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლონეთს ამჟამად აქვს საარჩევნო კამპანია და გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სააკაშვილთან და მის ჯგუფთან, გვარებს აღარ ჩამოვთვლი, კარგად მოგეხსენებათ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურობენ და ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ, მათი აქტიურობით, ზედმეტი აქტიურობით პოლონეთში, ამ საარჩევნო კამპანიაში როგორც ჩანს აქტიურად განიხილება…

მეტი...

,,დღეს ოპოზიცია არის აბსოლუტურად გაკოტრებული, განულებული, დეგრადირებული”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რადას დეპუტატების მიმართვას გამოეხმაურა. მისი თქმით,  მათ აწყობდათ და აწყობთ, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, დალაგებული მთავრობა, რომელიც  ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავს. ,,რაც შეეხება რადას დეპუტატების მომართვას. ეს გასაგებია. ეს შემადგენელია ამ პროცესის და ამ პოლიტიკის. მათი მიზანი იყო ძალიან მარტივი. რა თქმა უნდა, მათ აწყობდათ და აწყობთ, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, დალაგებული მთავრობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავს, ჩვენი ხალხის ინტერესებს იცავს, არამედ მათი ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება სჭირდებათ ქვეყანაში, რომ რამენაირად რუსეთის ყურადღება გადაერთოს სხვა მიმართულებით, სხვა ფლანგებზე, სხვა ფრონტებზე, მაგრამ ჩვენ…

მეტი...

,,ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა – ასე დაუფასეს”- პრემიერი

,,ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც  დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომე, ვაჟკაცურად იცავდა რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეხმარებოდა იქ ადგილზე ჩვენს უკრაინელებს. აი ასე დაუფასეს და დაგვიფასეს ჩვენ უკრაინელებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  განაცხადა. ,,მინდა აღვნიშნო სინანულით ის ფაქტი, რომ სამწუხაროა ჩვენი ელჩი მეგობრებო, იცით კარგად რომ ყველაზე რთულ დღეებში ყველა საელჩომ, მათ შორის დასავლთის ქვეყნებმა დატოვეს უკრაინა, კიევი დატოვეს. და ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც  დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომე, ვაჟკაცურად იცავდა…

მეტი...

,,ქვეყანა მდიდრება, ძლიერდება, ვითარდება”- ირაკლი ღარიბაშვილი

ქვეყნის რეზერვები, ეროვნული ბანკის რეზერვები 5 მლრდ დოლარზე მეტს შეადგენს. შედარებისთვის, ვახსენე ასევე უმუშევრობა, რომელიც 35%-ზე მეტი იყო სააკაშვილის მმართველობის დროს, რეზერვები იყო 2.8 მლრდ დოლარი, ახლა არის 5.1 მლრდ დოლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, მთის დღეების ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  ქვეყანა მდიდრება, ძლიერდება, ვითარდება. ,,დეპოზიტები და სესხები ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების დეპოზიტებზე მინდა რომ ვთქვა, დოლარში იყო დაახლოებით 2.5 მლრდ 2012 წელს და დაახლოებით ამდენივე ლარში 2.6 მლრდ. თქვენ თუ დაინტერესდებით რამდენი არის დეპოტიზები დღეს ჩვენი ხალხის, 25 მლრდ დოლარი დაახლოებით არის…

მეტი...

თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა პარალიზებულია

ამ წუთებში, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა პარალიზებულია. მოძრაობის პარალიზება უზარმაზარმა საცობმა გამოიწვია. რამ გამოიწვია დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობის შეფერხება ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არ გაინადგურებს საკუთარ რეპუტაციას” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რადას რეზოლუციას ეხმაურება, რომლითაც უკრაინა სალომე ზურაბიშვლს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. კობახიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, კიდევ უფრო გააღრმავებს “იმ ნაპრალს, რომელიც მასსა და საზოგადოებას შორისაა”. “მე იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არ გაინადგურებს საკუთარ რეპუტაციას. რეალურად, გვარამიას შეწყალებით ზურაბიშვილი წავიდა იმ ამომრჩევლის წინააღმდეგ, რომელმაც მას 2018 წელს მხარი დაუჭირა. იმედია, კიდევ უფრო არ გააღრმავებს სალომე ზურაბიშვილი იმ ნაპრალს, რომელიც მასსა და საზოგადოებას შორისაა. ვერაფერს გეტყვით, იმედი მაქვს, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს”, – თქვა კობახიძემ.

მეტი...

ისანში, ავტობუსის გაჩერებასთან 84 წლის კაცი გარდაიცვალა

თბილისში, ისნის მეტროსთან 84 წლის კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსის გაჩერებასთან კაცი შეუძლოდ გახდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

მდინარე ლიახვში მოზარდი დაიხრჩო

მდინარე ლიახვში მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მოხდა. სოფელში სტუმრად მყოფი 10 წლის ბიჭი, რომელიც თანატოლებთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა, წყალში დაიხრჩო. თვითმხილველთა თქმით, ბავშვმა წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო და დინებამ წაიღო. თანატოლებმა კი მისი შველა ვერ შეძლეს.

მეტი...

ქუჩური გარჩევა, ჩხუბი და დაპირისპირება შუშის ბოთლებით

ვერაზე მთელი ღამე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ათობით ნასვამი მამაკაცი ერთმანეთს შუშის ბოთლებით დაუპირისპირდა. რესტორანში სუფრაზე დაწყებული შეკრება, ჯანაშიას ქუჩაზე ხელბორკილების დადებით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი ადამიანი. ხუთივე მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

მეტი...

გელათში მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი განცხადების გასაკეთებლად ემზადება

უძველეს ტაძარში მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი განცხადების გასაკეთებლად ემზადება. რა ხდება გელათში და როგორ მიდის ისტორიული სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის პროცესი? საპატრიარქოს განცხადებით, იტალიელი, გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი კონსერვატორ-რესტავრატორები უკვე რამდენიმე კვირაა უმძიმეს ვითარებაში არსებულ გელათის სამონასტრო კომპლექსში მუშაობენ. ადგილზე არიან კედლის მხატვრობის სპეციალისტებიც. ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” ხელმძღვანელი მერაბ ბარათაშვილი კი აცხადებს, რომ ადგილზე სპეციალისტები ერთი-ორჯერ თუ ნახეს. ,,ჩვენ იქ ყოველდღე დავდივართ და სპეციალისტები ერთი-ორჯერ ვნახეთ. ვერ დავარქმევდი მუშაობას იმ სამუშაოებს, რასაც ისინი აკეთებენ. რეაბილიტაციამდე იქ სახურავის პრობლემაა გადასაწყვეტი. სახურავის პრობლემის გადაწყვეტაზე მათ განცხადებებში არაფერია ნათქვამი. ფრესკებზე ხელის მოკიდება სახურავის პრობლემის…

მეტი...

პროკურატურამ „ფორმულას“ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 13 ივლისს, ბათუმში, ბრალდებულმა ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობა განახორციელა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) და 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მეტი...

,,რუსულმა ჯარმა 50 საავიაციო დარტყმა განახორციელა, თავდაცვის ძალებმა 16 „შაჰედი“ ჩამოაგდეს“ – უკრაინის გენშტაბი

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ რუსული ჯარის პირადი შემადგენლობის კონცენტრირების რაიონებზე 13 დარტყმა განახორციელა და ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები “Shahed-136/131” და საზენიტო მართვადი რაკეტები გამოიყენა. ,,რუსულმა ჯარმა 50 საავიაციო დარტყმა განახორციელა, თავდაცვის ძალებმა 16 „შაჰედი“ ჩამოაგდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებებისგან” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პოლონელი ექიმების მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტს გამოეხმაურა და საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია. „მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორი, საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავ თხოვნით, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. ცნობისთვის, მანამდე პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა ,,გაუგებარ ინციდენტს”. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად…

მეტი...

გორის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გორის რაიონში, სოფელ ბობნევთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული გამოცემა qartli.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი კლდეს შეეჯახა და ამობრუნდა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

კიევ-პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარი კიევის სასამართლომ დააპატიმრა

კიევ-პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარს, პავლო ლებედს, იგივე პაშა “მერსედესს”კიევის სასამართლომ შინაპატიმრობა, დაპატიმრებით შეუცვალა. სასამართლომ ლებედს პატიმრობის ალტერნატივად, 33 მილიონ 300 ათასი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. თავად სასულიერო პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო და აუცილებლად გაასაჩივრებს. შეგახსენებთ, რომ პაშა ,,მერსედესს” ბრალი აპრილის დასაწყისში, რელიგიური მტრობის გაღვივებისა და აგრესორი ქვეყნის პროპაგანდის მხარდაჭერისთვის წაუყენეს. 30 ივნისს კიევის სასამართლომ მას 31 აგვისტომდე შინაპატიმრობა შეუფარდა, თუმცა მედიის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ლებედის უკანონო საქმიანობის ახალი ფაქტები გამოავლინა.

მეტი...