,,გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა”- კობახიძე სერგეენკოზე

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვეს, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმიანება. მისი თქმით, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გაცდენების ნახევარზე მეტი დაუგროვდა.

,,როგორც ვიცი, გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო კომიტეტზე ეს საკითხი. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კონსულტაციების გვექნება დავით სერგეენკოსთან, ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. დავით სერგეენკო ჩვენი მეგობარია, მეგობრული კონსულტაციები გვექნება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად სურს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება. ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ სექტემბერში, შევთანხმდებით დავით სერგეენკოსთან და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს საკითხი სექტემბერში გამოვა კენჭისყრაზე”,- განაცხადა კობახიძემ.

დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვებს

მსგავსი თემები