თბილისში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ

ორი დღეა თბილისში ახალგაზრდა ბიჭს, ლუკა ლაცაბიძეს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი დეიდაშვილი ავრცელებს. ოჯახის წევრების ცნობით, “ლუკას ჩანთა და ტელეფონი პოლიციამ შაბათს, 15 ივლისს, თბილისის ზღვაზე იპოვა”. საკონტაქტო ნომერი: 577 015 945

მეტი...

ბრიანსკში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ობიექტი იწვის

ბრიანსკში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა. ცნობილია, რომ ქალაქში, ვეტერანთა მშენებარე საავადმყოფო იწვის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთი ვერსიად უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა სახელდება.

მეტი...

„პოლონელმა ექიმმა  თავად დაადასტურა მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი“ – მინისტრი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პოლონელ ექიმთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ მან თავად დაასტურა, რომ  მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას ფეხსაცმლით ცდილობდა. „მსჯავრდებულ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებული გაუგებარი ინციდენტის გაუბრალოებითა და გადაფარვით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს გასარკვევია, ნამდვილად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს თუ, უბრალოდ, რაიმე ედო წინდაში და შემთხვევით შემოყვა. ფაქტი ჯიუტია, ჩვენ ვიყავით და ვართ ჩვენი პირობის ერთგული, შევუშვით პოლონელი ექიმები და გავატანეთ მათ ასევე ოფიციალურად აღებული ნიმუშები. თუმცა, მოგვიანებით ვიხილეთ ექიმის მიერ ყველა წესის დარღვევით…

მეტი...

კახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში, სოფელ კავთისხევში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მათი გადარჩენა ვერ შეძლო. საქმეზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.        

მეტი...

ავარიას მცხეთა-კავთისხევის გზაზე ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას მცხეთა-კავთისხევის გზაზე ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ასევე დაშავდა ორი არასრულწლოვანი.  

მეტი...

სურს თუ არა ვიტალი კლიჩკოს უკრაინის პრეზიდენტობა?

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა კლიჩკოს უკრაინის პრეზიდენტობა ასეთი პასუხი გასცა: ”ბევრს აქვს შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტობა პრივილეგიაა, ეს დიდი შეცდომაა. პრეზიდენტობა დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან მძიმე ტვირთია. ვაკეთებ ჩემს საქმეს, რადგან მგონია, რომ უკრაინა უნდა იყოს დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა. თუ ჩემი ცოდნა, ენერგია და გამოცდილებაა საჭირო, რომ უკრაინა ევროპული გახდეს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ვაკეთებ კიდეც”, – განაცხადა კლიჩკომ. მისივე თქმით, ახლა რაღაც თანამდებობაზე საუბარი სისულელეა, რადგან ყველას ერთი გეგმა აქვს – ”ომში გამარჯვება” , ხოლო როცა საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, პრეზიდენტობაზე შემდეგ ისაუბრებს.

მეტი...

ჩეხეთში 40 ჰექტარზე მეტი ტყე იწვის – არიან დაშავებულები

ჩეხეთში, ქალაქ პისეკთან 40 ჰექტარზე მეტი ტყე იწვის. ცეცხლის ჩაქრობას სამი ვერტმფრენი ამ დრომდე ცდილობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის, მაშველები სოკოლოვთან ტყეში ხანძრის კერებს ათავისუფლებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდა ხუთი მეხანძრე.  

მეტი...

რუსეთი და ჩინეთი იაპონიის ზღვაში ერთობლივ საჰაერო და საზღვაო წვრთნებს იწყებენ

ჩინეთის საზღვაო ფლოტილა რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალებთან ერთად იაპონიის ზღვაში წვრთნების გასამართად გაემგზავრა. წვრთნები კოდური სახელწოდებით ,,ჩრდილოეთი/ინტერაქცია-2023“, ჩინეთსა და რუსეთს შორის გაძლიერებულ სამხედრო თანამშრომლობაზე მიანიშნებს. როგორც ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, წვრთნების მიზანი “სტრატეგიული წყლის გზების უსაფრთხოების დაცვაა”.  

მეტი...

,,მოწინააღმდეგე წარმატებას ვერ აღწევს” – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის მიმდინარეობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას შედეგი არ მოაქვს. “ჩვენი ჯარები გმირულად მოქმედებენ. მტრისთვის მოულოდნელად, ზოგიერთ მონაკვეთზე ისინი თავად მიდიან შეტევაზე, იკავებენ ყველაზე ხელსაყრელ პოზიციებს, სიმაღლეებს. მოწინააღმდეგის ყველა მცდელობა, გაერღვია ჩვენი თავდაცვა წარუმატებელი იყო მთელი კონტრშეტევის განმავლობაში. მოწინააღმდეგე წარმატებას ვერ აღწევს!” , – აღნიშნა პუტინმა.

მეტი...

მიწისძვრით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად თურქეთი საწვავზე გადასახადს ზრდის

მიწისძვრით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად თურქეთი საწვავზე გადასახადს 200%-ით ზრდის. ხაზინის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ქვეყანას ფულადი სახსრების რეზერვების შენარჩუნების საშუალებას მისცემს. მიწისძვრამ, რომლის შედეგადაც 50 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თურქეთს მთლიანობაში 100 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა.

მეტი...

რუსეთის 50-ზე მეტი მოქალაქე სამხედრო დამნაშავედ ცნეს

უკრაინის გენერალური პროკურორის, ენდრეი კოსტინის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის 50-ზე მეტი მოქალაქე სამხედრო დამნაშავედაა აღიარებული. გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოების მიერაა (უმეტესობა დაუსწრებლად) გამოტანილი. ამავე ბრალდებაზე 219 პირთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია და მათი საქმეები უკვე სასამართლოებშია გადაცემული. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ დადგენილია რუსეთის 368 სამხედროს ვინაობაც, რომლებიც ეჭვმიტანილის სტატუსს ატარებენ.  

მეტი...

ირანში ჩადრის ტარებას კვლავ მორალის პოლიცია გააკონტროლებს

ირანის ქუჩებში მორალის პოლიცია დაბრუნდა. ჩადრის სავალდებულო ტარებას კვლავ ის გააკონტროლებს. შეგახსენებთ, რომ მორალის პოლიციამ 2022 წლის სექტემბერში, საპროტესტო აქციების გამო დროებით უკან დაიხია. მასშტაბური აქციები ირანის ციხეში ახალგაზრდა ქალის მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა. მაჰსა ამინი მორალის პოლიციამ ჩადრის არასწორი ტარების გამო დააკავა. ირანის პარლამენტი სამოსის ტარების მუსლიმანური წესის დარღვევის გამო ახალ სასჯელს კენჭს უახლოეს დღეებში უყრის.

მეტი...

ფონიჭალაში 22 წლის მამაკაცმა ცოლად მოყვანის მიზნით, არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა

ფონიჭალაში 22 წლის მამაკაცმა ცოლად მოყვანის მიზნით, არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ახლობლის ქორწილიდან მანქანით გაიტაცეს. საქმეში სულ ოთხი პირი ფიგურირებს. ოთხივე მათგანი დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაა დაწყებული.

მეტი...

,,პუტინის ერთ-ერთი გოშიაა საქართველოში გავრილოვის ჩამომყვანი კობახიძე” – კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, პოლონელ ექიმებთან დაკავშირებულ განცხადებებს, ასევე პრემიერმინისტრისა და მმართველი გუნდის თავმჯდომარის კომენტარებს ეხმაურება: “ვეხმაურები ბოლო ორ დღეში განვითარებულ მოვლენებს. 1. პოლონელ ექიმებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე: ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლონელ ექიმებს სააკაშვილის გენეტიკური მასალა გაჰქონდათ საავადმყოფოდან, შემდგომი კვლევისთვის და ეს მასალა ექიმს იმიტომ ჩამოართვეს, რომ მან ის წინდაში შეინახა. თუ გატანის უფლებას აძლევდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, სად შეინახავდა. უბრალოდ, არც აპირებდნენ მასალის გატანებას და ამიტომ ჩამოართვეს. ეს ფაქტი წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ამ ფაქტის დამალვას. 2.…

მეტი...

,,მტერმა კვლავ დაიწყო ხარკოვის რეგიონის დაბომბვა” – უკრაინის პოლიცია

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. განგაში ადგილობრივი დროით 01:29 საათზე გამოცხადდა. ქალაქის მერის ინფორმაციით, ხარკოვში, სავარაუდოდ, S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტა გაუშვეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 4-სართულიანი კორპუსი და სტადიონი. “მტერმა კვლავ დაიწყო ხარკოვის რეგიონის დაბომბვა. ნუ უგულებელყოფთ საჰაერო გამაფრთხილებელ სიგნალებს. დარჩით თავშესაფრებში,” – აფრთხილებდა მოსახლეობას პოლიცია. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დამაკავშირებელი გზის გაფართოებას გეგმავს

საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დამაკავშირებელი თბილისი-ნატახტრის გზის მოდერნიზაციას გეგმავს. ამოცანა რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ტვირთბრუნვის გაზრდაა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას გეგმავს. 12 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოცხადებულია. “საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის შედეგად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი აღნიშნული მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა. საავტომობილო გზის თბილისი-ნატახტრის მონაკვეთს, თავისი პარამეტრების გათვალისწინებით, შეუძლია გაატაროს 40 000 ავტომანქანა დღე-ღამეში დაყვანილი ინტენსივობის შესაბამისად”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რაღაც გამოგონილი და ალტერნატიული რეალობა შექმნას” – ანი წითლიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ცაგერში პრემიერ-მინისტრის მოქალაქეებთან შეხვედრას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ხელისუფლება ალტერნატიულ რეალობას ქმნის, როცა რიგითი მოქალაქეების ნაცვლად მას საჯარო მოხელეები ხვდებიან და ხალხის სახელით მადლობას უხდიან. ,,საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რაღაც გამოგონილი და ალტერნატიული რეალობა შექმნას. რეალურად, დაატარებენ საჯარო მოხელეებს, რომლებიც დასაქმებული ჰყავთ აიპებში, ხელფასებს უხდიან საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით და ამ ადამიანებს ავალებენ იმას, რომ საქართველოს პრემიერი სადაც მივა, ყველგან უნდა გადაუხადონ მადლობა გამოგონილი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის”, – ამბობს ანი წითლიძე.

მეტი...

სომხური ეკლესია იესო ქრისტეს ფერისცვალებას აღნიშნავს

სომხური ეკლესია იესო ქრისტეს ფერისცვალებას აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს და სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ვარდავარს, იესო ქრისტეს ფერისცვალებას ულოცავს. „ფერისცვალება უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება, როცა თაბორის მთაზე მაცხოვარმა ფერი იცვალა, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ”. ცნობისთვის, ვარდავარი სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია.

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების Telegram არხი ავრცელებს. საჰაერო განგაში მოზდოკის აეროდრომიდან რუსული Ту-22м3-ის აფრენას უკავშირდება. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

ახალციხეში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ახალციხეში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ბავშვმა მანქანას გადაურბინა. ,,სამნი ყოფილან. გზაზე უცებ გადაურბენიათ ბავშვებს. ორი გადავიდა, მესამეს ვეღარ მოუსწრია და დასჯახებია, მძიმედ არისო თქვეს” – ამბობენ თვითმხილველები. შემთხვევა 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული. დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მეტი...

ისრაელში, სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეების პროტესტი გრძელდება

ისრაელში, სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეების პროტესტი 28-ე კვირაა მიმდინარეობს. ათიათასობით ადამიანი თელ ავივის ქუჩებში შეიკრიბა. მომიტინგეებმა აქციაზე, პრემიერ ნეთანიაჰუს რეზიდენციის წინ ჩირაღდნები აანთეს. დემონსტრაციები მოეწყო სანაპირო ქალაქებში – ჰერცლიასა და ნეთანიაში. პროტესტს შეუერთდა ისრაელის სამედიცინო ასოციაცია, რომელშიც ისრაელის ექიმების 90%-ია გაერთიანებული. შეგახსენებთ, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები ისრაელში მას შემდეგ დაიწყო, რაც იანვარში, თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ სასამართლო რეფორმის პროექტი წარადგინა. პარლამენტმა გასული კვირის დასაწყისში მხარი დაუჭირა სასამართლო რეფორმის ძირითად ნაწილებს, თუმცა კანონპროექტმა დასამტკიცებლად კიდევ ორი კენჭისყრა უნდა გაიაროს. როგორც კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, სასამართლო რეფორმა ძალაუფლების დანაწილების პრინციპს შეასუსტებს.

მეტი...

„ვაგნერის“ მებრძოლთა დაჯგუფება ბელარუსში შევიდა

რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფება „ვაგნერი“ ბელარუსში შევიდა, ინფორმაციას ბელარუსის მხარე ადასტურებს. კერძოდ,  „ბელარუსკი ჰაიუნის“ ინფორმაციით, კოლონა, რომელიც ბელარუსის მიმართულებით გადაადგილდებოდა საკმაოდ დიდი იყო და მის შემადგენლობაში ტექნიკა და შეიარაღება შედიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსის მიმართულებით დაძრული კოლონა მოიცავდა 60-მდე ავტომანქანას, “პიკაპებს”, სატვირთო მანქანებს, მიკროავტობუსებს და სხვა შეიარაღებას. ასევე, მათთვის, ბელარუსულმა მხარემ საველე პირობებიც მოაწყო, სადაც დაახლოებით  15 ათასი ადამიანი ეტევა. პარალელურად გავრცელდა კადრები,  „ვაგნერის“ მებრძოლები  როგორ ამზადებენ ბელარუსის სამხედროებს. დამატებითი ინფორმაცია, რისთვის ემზადებიან ისინი, არ გავრცელებულა.

მეტი...