,,გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი, აბსურდი”- ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე  ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, გოგა რაზმაძის გაცხადება სრული ტყუილი და აბსურდია.

,,გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი, აბსურდი და არანაირ მტკიცებულებას და სამართლებრივ საფუძველს არ ეფუძნება. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი 5 წელია რაც შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ჩვენ მივიღეთ არაერთი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორცაა გაერო, ევროკავშირი და ასე შემდეგ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით. იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეფასებინა არსებული მდგომარეობა, რა მდგომარეობაა დეპარტამენტში, სად არის ძლიერი და სუსტი მხარეები, სწორედ ამიტომ ვთხოვეთ აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა ფუნქციური დატვირთვა. მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი რაღაც დისკომფორტს უქმნის და ცოტა გაუგებარია ჩემთვის, როდესაც ადამიანი, თუ მუშაობ, თუ ყველაფერს კარგად აკეთებ, რა პრობლემაა ეს ყველაფერი კვალიფიცირდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომუშავე დეპარტამენტმა შეაფასოს”, – განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, გოგა რაზმაძის განცხადებით, დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობა ხორციელდება მის მიმართ.

მსგავსი თემები