ქუთაისის აეროპორტში ჭერის ნაწილი  ჩამოვარდა

ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, ქუთაისის აეროპორტში ჭერი დაზიანდა და ჩამოვარდა. მოსაცდელ დარბაზში არავინ დაზიანებულა. აეროპორტის ტერიტორია დატბორილია, აეროპორტის შენობაში კი ისე წვიმს, როგორც გარეთ. აღნიშნულის გამო, ფრენაც გადაიდო.  

მეტი...

სტიქია აჭარაში

ბათუმში ძლიერი წვიმა და ქარიშხალია. მოგლეჯილია ხეები, რომელიც მანქანებს დაეცა და გაჭყლიტა. დაზიანებული და დატბორილია გზები, ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, ქუჩები. ვითარება უმძიმესია.

მეტი...

„ჩვენ გვაქვს პრეტენზია,  გადმოგვცეს გია ლორთქიფანიძე და ზურაბ ადეიშვილი“ – შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ქმედება საქართველოს ელჩთან დაკავშირებით, აუხსნელია. როგორც  შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  ვოლოდიმირ ზელენსკის ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ არსებობს. „სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს წინააღმდეგ წელიწადნახევრიანი კამპანია, რომელიც მოდიოდა ქვეყნის შიგნით ციხის გამტეხველებისგან და გარედან მათი მფარველების მხრიდან, იყო აბსოლუტურ ტყუილზე აწყობილი. ვნახეთ, ეს ყველაფერი როგორ ფინანსდებოდა. უცხოელი აქტორების განცხადება რა ღირდა, ზეპირად იცის ქართველმა ხალხმა. ამგვარი პოლიტიკური კორუფციით იყო წარმართული ეს კამპანია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩაიშალა.  მიხეილ სააკაშვილს ვინც მფარველობს, ის ჯგუფი ცდილობს, ეს თემა რაღაცნაირად შემოატრიალოს, ეს განცხადებაც ამას ემსახურება. უკრაინის ხელისუფლებისგან პრეტენზიის არათუ…

მეტი...

ოლაფ შოლცის განცხადებით, შვედეთი ნატო-ს წევრობას იმსახურებს

გერმანიის კანცლერი  ოლაფ შოლცი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეტებს. როგორც კანცლერი განმარტავს, თურქეთის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დაკავშირებული არ არის ნატო-ში შვედეთის წევრობასთან. „შვედეთი ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თურქეთის ევროკავშირში წევრობა კი არ არის ამ საკითხთან დაკავშირებული, ამიტომ ამ ორი საკითხის ერთად განხილვა სწორად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. აღნიშნული განცხადება კანცლერმა თურქეთის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც შვედეთს ნატო-ში წერობის სანაცვლოდ ახალი პირობა წააყენა და ეს არის თურქეთის ევროკავშირის წევრობა.

მეტი...

„დეპუტატები „გირჩთან“ ერთად ხალისობენ და პროცედურების გაწელვას ცდილობენ“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმდჯომარის განცადებით, „გირჩი“ დაინტერესებულია, თავდაცვის კანონმდებლობა არ იყოს მიღებული. რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ისინი ხალისობენ და „გირჩთან“ ერთად ერთობიან. „ვაპირებთ, ჩვენი ჯარისკაცებისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტი მივიღოთ. ვხედავთ, რომ „გირჩი“ ამას ეწინააღმდეგება. ქართული ჯარის მიმართ მათი დამოკიდებულება ცნობილია. ცდილობენ, ჩვენი ჯარისკაცებისთვის რაც სასარგებლოა, ისეთი კანონმდებლობა არ იყოს მიღებული. როგორც ვატყობ, სხვა ოპიზიციურ ჯგუფებს რაიმე პრინციპული პოზიცია არ აქვთ, როგორც ჩანს, „გირჩთან“ ერთად ხალისობენ და პროცედურების გაწელვას ცდილობენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ არასერიოზულ დამოკიდებულებას ქართული ჯარის მიმართ“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით.

მეტი...

თბილისში მანქანა დაიწვა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მანქანა დაიწვა. ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯიპის ტიპის ავტომანქანა აალდა და ცეცხლში გაეხვა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან.

მეტი...

კახეთში, მამაკაცის მიერ მეუღლის მოკვლის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი. ხანდაზმულ მამაკაცს 20 წლამდე პატიმრობა მუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1942 წელს დაბადებული ა.ღ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ცოლს – 1953 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს სანადირო თოფით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს“ – აცხადებენ უწყებაში.…

მეტი...

80 წლის მამაკაცმა მეუღლე მოკლა

კახეთში უბედური შემთხვევა მოხდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, 80 წლის მამაკაცმა მეუღლეს სანადირო თოფი ესროლა და მოკლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  

მეტი...

უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა. დატბორილია გზების სავალი ნაწილი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და სავარგულები. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისგან იწმინდება სანიაღვრე არხები და ღელეები. ადგილზე მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ჯგუფები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზარალის დამდგენი კომისიის წევრები ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ზარალს დაითვლიან.

მეტი...

„პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი“ – ბუნდესტაგის პრეზიდენტი 

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. როგორც  ბერბელ ბასმა აღნიშნა, „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლა არ იყო კარგი ამბავი. „გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპელად მიიჩნევს თავს, მაგრამ „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. აღნიშნულ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ გააგრძელოს და განახორციელოს ეს…

მეტი...

„საქართველოში იციან, რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები ადმინისტრაციულ ხაზთან“, – ბერბელ ბასი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ბერბელ ბასმა საქართველოზე უკრაინის ომის გავლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს მხარდამჭერია. „ჩვენს ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ. ჩვენი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. გერმანიის ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში „ჯიაიზეტთან“ ერთად, ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და ეს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. რუსეთის ომმა უკრაინაში განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი საქართველოში. საქართველოში იციან, რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები ადმინისტრაციულ ხაზთან“, – განაცხადა ბერბელ ბასმა მედიასთან.

მეტი...

საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო – როგორ უნდა დაარეგისტრიროთ ბავშვები?

2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 10 ივლისს დაიწყო. რეგისტრაცია სამ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპი დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 16 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. კვირის მანძილზე, დარეგისტრირდებიან მიზნობრივი შემდეგი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას; ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე); დ) მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები); ე)…

მეტი...

„აზოვის“ მებრძოლების უკრაინისთვის გადაცემის გამო, კრემლს თურქეთთან ურთიერთობა დაეძაბა

კრემლში აცხადებენ, რომ „აზოვის ბოევიკების“ უკრაინაში დაბრუნების საკითხი თურქეთს რუსეთთან არ შეუთანხმებია. შესაბამისად, როგორც კრემლში განმარტავენ, მათ დაიწყეს თურქეთთან გარკვევა, თუ რატომ დაარღვიეს შეთანხება და რატომ გადასცეს „ბოევიკები“ უკრაინულ მხარეს. კრემლის პრეს-სპიკერის  დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი თურქეთისგან განმარტებებს ელოდება და ამაზეა დამოკიდებული თურქეთთან სამომავლო შეთანხმებები. შგახსენებთ, რომ „აზოვის“ მებრძოლები თურქეთიდან უკრაინაში პირადად პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩაიყვანა.

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, უკრაინას ჰქონდეს რეალური ალგორითმი, როგორ მიუახლოვდება ნატო-ს წევრობას”- ნაუსედა

„უკრაინას დღეს ძალიან სჭირდება სპეციფიკური გზავნილი, რომ, როცა პირობები ამას შესაძლებელს გახდის, ქვეყანა არა ფურცელზე, არამედ რეალურად გახდება ნატო-ს წევრი”- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინას ჰქონდეს რეალური ალგორითმი, როგორ მიუახლოვდება ნატო-ს წევრობას. „უკრაინას დღეს ძალიან სჭირდება სპეციფიკური გზავნილი, რომ, როცა პირობები ამას შესაძლებელს გახდის, ქვეყანა არა ფურცელზე, არამედ რეალურად გახდება ნატო-ს წევრი. არავის ეპარება ეჭვი, რომ უკრაინის არმია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი არმიაა, რადგან მათ გამოცდილება მიიღეს რეალურ პირობებში და ბრძოლა სახელმძღვანელოებიდან არ უსწავლიათ. ეს არის ერი, არმია, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი…

მეტი...

პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ“. ამის შესახებ ინფორმაცია რუსული იურიდიული ინფორმაციის პორტალზე ქვეყნდება. ცნობისთვის, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას ხელი 2022 წლის 27 სექტემბერს მოაწერეს. დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მიმდინარე წლის 29 ივნისს მიიღო და ფედერაციის საბჭომ 5 ივლისს დაამტკიცა. შეთანხმების მიხედვით, ერთი მხარის მოქალაქეებს აქვთ უფლება, მიიღონ მეორის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე.

მეტი...

ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს შეხვდა – პესკოვი

კრემლის პრესპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კერძო სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრა კრემლში ივნისის ბოლოს,  პრიგოჟინის ხანმოკლე ამბოხის შემდეგ გაიმართა. პესკოვის თქმით, პუტინმა 29 ივნისს გამართა შეხვედრა 30-ზე მეტ სამხედრო მეთაურთან, რომელსაც პრიგოჟინიც ესწრებოდა. „მართლაც, პრეზიდენტმა ასეთი შეხვედრა გამართა. მან მოიწვია 35 ადამიანი, [მათ შორის] ყველა ქვედანაყოფის მეთაური და კამპანიის ხელმძღვანელობა, მათ შორის თავად პრიგოჟინი. ეს შეხვედრა კრემლში 29 ივნისს შედგა და თითქმის 3 საათი გაგრძელდა. მისი დეტალები უცნობია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ პრეზიდენტმა შეაფასა ფრონტზე განხორციელებული კამპანია სპეცოპერაციის დროს, ასევე…

მეტი...

უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი ყოველგვარი შეფერხების გარეშე – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს წევრი ყოველგვარი შეფერხების გარეშე გახდება. მისივე თქმით, ნატოში უკრაინელები ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ,,რას ველით ნატოს სამიტიდან? ვილნიუსში ალიანსის ლიდერებმა მკაფიოდ და მტკიცედ უნდა განმარტონ: უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს. ნატოში უკრაინელები ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედია. უკრაინა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი ყოველგვარი „მაგრამ“ და ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე. მანამდე: მეტი აღჭურვილობა, მეტი ჭურვი, მეტი იარაღი,”- წერს პოდოლიაკი.

მეტი...

ბათუმში მოზარდს მანქანა დაეჯახა

​ბათუმში, შემწეობის მთხოვნელ მოზარდს მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა. ბავშვი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

სასამართლომ შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლოში დადასტურდა, რომ  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი, მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან  ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს.  ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებების,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების, ასევე ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ზემოხსენებულ პირებს, ანაზღაურების სახით ერიცხებოდათ საბიუჯეტო თანხები, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებული დაეუფლა ბიუჯეტის კუთვნილ 597 200…

მეტი...

ბათუმში, რესტორანში კაცი დაჭრეს

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი რესტორანში ერთი ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას “TV 25” ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. კაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

მეტი...

,,MAP-ის გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს”- სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ​ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო  კულებას განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, MAP-ის გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ,,წევრობის სამოქმედო გეგმის​ (MAP) გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამიტზე გვექნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით”,- განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნები დისკუსიების შედეგად შეთანხმდნენ, უკრაინის შემთხვევაში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გადაცემის ეტაპი გაუქმდეს.

მეტი...

პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდიდან “მტკვარი ჰესთან” დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა

პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდიდან “მტკვარი ჰესის” პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები გამოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი მიზანია ხელი შეუწყონ ობიექტურ გამოძიებას. „გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტ „მტკვარი ჰესის“ ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით, პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას. პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ, ბუნებრივია, წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს „მტკვარი ჰესიდან“ პროკურატურის მიერ შესაბამისი…

მეტი...

,,ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს, რითაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით, ”2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას.” ,,NATO-მ უკრაინას MAP-ის მოთხოვნა მოუხსნა, რაც გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს. ოთხი დიდი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, ახლავე აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას. ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს და თვალებში უყურეთ, იქნებ დაგინდონ და თქვენც არ შეგჭამონ დესერტად”, – წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნები დისკუსიების შედეგად შეთანხმდნენ, უკრაინის შემთხვევაში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გადაცემის ეტაპი გაუქმდეს.

მეტი...

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ვიდრე საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის სამკურნალო სრულყოფილი ცენტრი იქნება, ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობის გავლის შესაძლებლობა ექნებათ. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი. „მოგეხსენებათ, წელს და წინა წელს აქტიური მუშაობა გვქონდა დაწყებული ბავშვთა ონკოლოგიასთან დაკავშირებით. ვიდრე ქვეყანაში ბავშვთა სრულყოფილი ონკოლოგიური მიმართულება იქნება, მსოფლიოს სამ ქვეყანაში სხვადასხვა კლინიკასთან გვქონდა მოლაპარაკება. ჩატარდა შესაბამისი ფასთკვლევა, გამოკითხვები. სამწუხაროდ, საშუალოდ სამასამდე ბავშვია ყოველწლიურად, რომელიც სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მკურნალობას საჭიროებს. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, სრულყოფილად დავაფინანსოთ მათი მკურნალობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებში. ტექნიკური დეტალებია დარჩენილი.…

მეტი...

,,ისე ვიქცევით, ვერავის გაამტყუნებ, სადმე რატომ არ მიმიღეო”- იაგო ხვიჩია

„ქართულ ოცნებას“ ესმის, რომ მათი ქმედებებით არათუ სადმე ახალ ადგილზე მიგვიღებენ, არამედ იმის მეშინია, სადაც ვართ, იქიდან არ გამოგვაგდონ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას აჩვევს, ”თითქოს სხვა არის დამნაშავე, რომ თავად არ ვარგიან”. „ისე ვექცევით საერთაშორისო პარტნიორებს და ისეთ კანონებს ვიღებთ, ვერავის გაამტყუნებ, საიდანმე რატომ გამომაგდე და არ მიმიღეო. საქართველო ყველაფერს კარგს იმსახურებს, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობასაც, ერთ სულ მოსახლეზე ასი ათას დოლარსაც, მაგრამ თუ ჩვენს მთავრობას შეხედავთ, არაფერს იმსახურებს და გააჩნია, როგორ შეგვამოწმებენ – მთავრობის სიყვარულით, თუ ხალხის პატივისცემით“, – აღნიშნა იაგო…

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმლიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება. პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, წინასწარი ბაზრის კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი. პროექტის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც, გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ, უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში.…

მეტი...

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართლომ 8 პირი დამნაშვედ ცნო, ხოლო ერთი ბრალდებული გამართლდა, რასაც ბრალდების მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული პირები – თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე, შპს ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორი, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი და ერთი თანამშრომელი, შპს ,,გრინსერვისი +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის – ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელი, ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებული ხელოსანი, შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორი და ექსპერტი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა  და  ,,გრინსერვისი +“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების…

მეტი...

რუსთავში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს “ოპელის”, “ფორდისა” და “ტოიოტას” ავტომობილიები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნოემბერში დაგეგმილ კონფერენციას განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით ეწვევა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, ჟენევაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, ტერესა მორეირას შეხვდა. ირაკლი ლექვინაძემ და ტერესა მორეირამ კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე და მიღებულ შედეგებზე, უწყებების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. გარდა ამისა, მხარეებმა მომხმარებლის უფლებების მიმართულებით დაგეგმილ სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებზეც იმსჯელეს. მხარეებმა, ორმხრივ დონეზე განიხლის – კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და UNCTAD-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერების სტრატეგია,  UNCTAD-ის გზამკვლევი დოკუმენტაციის საქართველოში დანერგვის მექანიზმები და ა.შ. ტერესა…

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 6 მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას…

მეტი...

ავარია ჩაქვის გვირაბში  – ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვის გვირაბში  – ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 5 ადამიანი. დაშავებულს შორის 3 მოზარდია. სამივე მათგანი და კიდევ ერთი დაშავებული კლინიკებში არიან გადაყვანილები. ერთმა დაშავებულმა საავადმყოფოში მკურნალობაზე უარი თქვა.

მეტი...

უკრაინაში ბაირაქტარის დრონების წარმოების ქარხნის მშენებლობა დაიწყო

უკრაინაში ბაირაქტარის დრონების წარმოების ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა. მისი განმარტებით, საუბარია მშენებლობაზე და არა დამტკიცების შემდეგ ეტაპზე. მისი თქმით, ქარხნის მშენებლობა, სავარაუდოდ, დაახლოებით ორი წელი გაგრძელდება და აიწყობა Bayraktar TB2 თავდასხმის დრონი, Akıncı მძიმე დრონი და Kızılelma გამანადგურებელი დრონი. ზოგიერთი მათგანი უკრაინული ძრავებით იქნება აღჭურვილი.

მეტი...

,,პატიმარი სააკაშვილი ადეკვატურიაო როგორ გითხრათ?! ვერ არის კარგად”- ირაკლი ზარქუა

,,პატიმარი სააკაშვილი ადეკვატურიაო როგორ გითხრათ?! ვერ არის კარგად, რა განცხადებებს აკეთებს?!”,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ”კაცი ვერ არის კარგად”. ,,პატიმარი სააკაშვილი ადეკვატურიაო როგორ გითხრათ?! ვერ არის კარგად, რა განცხადებებს აკეთებს?! დაწერს, წაშლის, განცხადებას გააკეთებს, ხან ქართულად გველაპარაკება, ხან რუსულად, ხან უკრაინულად. კაცი ვერ არის კარგად, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, გამოჯანმრთელების შემდეგ როგორც სხვები იხდიან სასჯელს ისე უნდა გადავიყვანოთ საპატიმროში, ეს ამდენი შოუ და მასკარადი დასრულდა”, – განაცხადა ზარქუამ.

მეტი...

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულებიდან 8-ს პატიმრობა მიესაჯა, ერთი პირი გამართლდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებული ცხრა პირიდან ერთი გამართლდა, ხოლო რვას სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯა. გამამართლებელი განაჩენი დადგა ვალერი გობეჯიშვილის მიმართ. ”გრინსერვის +-ის” დირექტროს ლაშა ფურცხვანიძეს ექვსი წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა, გიორგი გობეჯიშვილს ოთხი, მშენ-ექსპერტის” დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილსა და “მშენ-ექსპერტის” ექსპერტ დავით თუშიშვილს – 3 წლითა და 6 თვით,  ხოლო ლაშა ჭიღიტაშვილს, დევი კახოიძეს, გიორგი ვახტანგაშვილსა და ბექა მურღვლიანს სამ-სამი წლის ვადით. 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშის დროს ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ბურთის  ამოღებისას სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი…

მეტი...

,,პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაყვეს, ნუ ჯიუტობს”- ირაკლი ზარქუა

პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაყვეს, ნუ ჯიუტობს, იყოს გამაერთიანებელი საზოგადოების, რისთვისაც ავირჩიეთ და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, – ამის შესახებ  უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც კენჭისყრასთან დაკავშირებით პარლამენტისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ. „პრობლემა არაა, მოგვმართავს და მიიღებს პასუხს. იყო ხოლმე შემთხვევა, როდესაც რამდენიმე დეპუტატი აგვიანებდა და ითხოვა, შემდეგ უკვე იყვნენ ადგილზე. ასე რომ, თუ ვიღაცას უნდა, ამისგან რაღაც სკანდალი გამოაცხოს, არ გამოვა და სხვა რამე ეძებოს. პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაყვეს, ნუ ჯიუტობს და იყოს გამაერთიანებელი საზოგადოების, რისთვისაც ჩვენ ავირჩიეთ და ვთქვით, რომ…

მეტი...

,,ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას”- ირაკლი ზარქუა

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველო დიდი ხანია, მზად არის ნატო-სთვის. მისივე თქმით, ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა. ,,არ ვაპირებ ახლა, რაღაც არასწორი მოლოდინების შექმნას. საქართველო დიდი ხანია, მზად არის ნატო-სთვის. ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას. მგონია, რომ  დღეს ნატო-ს აქვს კარგი შესაძლებლობა, თუ თვითონ გამონახავენ ძალას, რომ საქართველო მიიღოს. ჩვენ ვართ ძალიან ახლოს – იცით, ერთობლივი წვრთნები ტარდება, ერთობლივ მისიებში ვმონაწილეობთ და საქართველო შეეცდება, ყოველთვის თავის ინტერესები დაიცვას,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მეტი...