ხანძარი ნარიყალაზე

ნარიყალას ციხის  მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. პირველადი  ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა, რომელიც პერიმეტრს მოედო. შემთხვევის  ადგილზე  სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები იმყოფებიან.  

მეტი...

ავარია ნინოწმინდა–წალკის გზაზე

ნინოწმინდა-წალკის საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გავარდა. დაშავებულს ნინოწმინდის კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა, თავს კარგად გრძნობს და კლინიკას მალე დატოვებს. შსს–მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მოხდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული და დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

რა პროცედურები უნდა გაიარონ ონკოლოგიურმა პაციენტებმა, რომ უცხოეთში უფასოდ უმკურნალონ?!

„ბავშვი, როგორც სოლიდური სიმსივნეების შემთხვევაში, ასევე ონკოჰემატოლოგიის მქონე დიაგნოზის შემთხვევაში შეძლებს მიიღოს შესაფერისი დახმარება იმ კლინიკაში რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი გადაწყვეტს“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების  უცხოეთის კლინიკებში მკურნალობასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, პაციენტების განაწილება კლინიკებში მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით მოხდება. “ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დღეს დაიწყო. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მკურნალობას  უცხოეთში მიიღებენ, ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების განვითარებისთვის ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ამის პარალელურად,…

მეტი...

„საქართველოს ევროპაში სერიოზულად აღარავინ აღიქვამს“ – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი  

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ მინისტრის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს ევროპაში სერიოზულად არ აღიქვამენ. „რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? კანონის უზენაესობას? ადამიანის უფლებების პატივისცემას? საქართველოს ევროპაში სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. სამწუხაროა. საკუთარი ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა“, – წერს თომას ჰენდრიკ ილვესი ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხოდ. ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერთან ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ  დაწერა, რომ საქართველო და ხორვატია ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ.  

მეტი...

„მტკიცედ ვგმობ ბოლოდროინდელ რუსულ თავდასხმებს დუნაიზე“ – რუმინეთის პრეზიდენტი

უკრაინის ქალაქ რენიზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი განცხადებას ავრცელებს. „მტკიცედ ვგმობ ბოლოდროინდელ რუსულ თავდასხმებს დუნაიზე, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძალიან ახლოს რუმინეთთან. ეს ბოლოდროინდელი ესკალაცია ქმნის სერიოზულ რისკებს უსაფრთხოებისთვის შავ ზღვაში. ის ასევე გავლენას ახდენს უკრაინული მარცვლეულის შემდგომ ტრანზიტზე და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე“, – აცხადებს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ რუსულმა მხარემ ოდესაში,  მდინარე დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევა განახორციელა.  

მეტი...

„სოფოსთან ვთანამშრომლობთ უკვე მრავალი წელია“ – მიხეილ სააკაშვილი   

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც სააკაშვილი წერს, მისი წარმომადგენელი კომუნიკაციის საკითხებში სოფო ჯაფარიძე იქნება. „ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს ბევრ სხვა სასარგებლო საქმესთან ერთად, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ. ასევე მაქსიმალურად გვერდში დამიდგეს ჩემთვის და ქვეყნისთვის ძალიან რთულ დროს, ეს არ ანაცვლებს პარტიის რაიმე ფუნქციას (თუმცა სოფო პარტიის აქტიური ლიდერია საკრებულოში). არსებობს ბევრი სხვა საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს, ან არ ეხებოდეს პოლიტიკას. სოფოსთან ვთანამშრომლობთ უკვე მრავალი წელია. ის არის უნიჭიერესი და აქვს საზოგადოების დიდი ნდობა. მიხარია, რომ დათანხმდა. სოფოს მეშვეობით მომაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და სოფოც მუდმივად…

მეტი...

გორში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

გორში, ნიკო სამადაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონი აალდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ხანძრის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ზედაპირული დამწვრობით 22 და 25 წლის კაცები კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მეტი...

რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება. გაცნობებთ, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შემოსულა. როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი…

მეტი...

,,გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში” – ანდრეი პლენკოვიჩი

,,გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში და ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი, ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით”. ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა. ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას ევროინტეგრაციის გზაზე ტექნიკურ პროექტებში გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ. „მას შემდეგ, რაც თბილისში იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, გადაწყდა, რომ ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს. ასევე, მივესალმებით სხვადასხვა კომპანიის ჩართულობას, ხორვატიის მხრიდან საქართველოში-„კონჩარი“, „იანდერ ლაბორატორი“, „დოკინგ სპან“ და სხვა კომპანიები, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ საქართველოში თავიანთი პროექტებით და გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში. ასევე, ველით,…

მეტი...

,,საქართველო და ხორვატია იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს” – პრემიერი

,,საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტრტის, ტერიტორიული მთლინობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი”. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო და ხორვატია იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს. „მიხარია ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანრეი პლენკოვიჩთან შეხვედრა. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს. საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტრტის, ტერიტორიული მთლინობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი”, – აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

,,გორში, რომ ჩამარტყა, ის კაცი გაუშვიათ გირაოთი. ან აქამდე რას აწვალეს” – ზურა ჯაფარიძე

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ დღეს, 24 ივლისს, 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამ ფაქტს სოციალური ქსელით ზურა ჯაფარიძე გამოეხმაურა. ,,გორში, რომ ჩამარტყა, ის კაცი გაუშვიათ გირაოთი. ან აქამდე რას აწვალეს”, – წერს ზურა ჯაფარიძე.

მეტი...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა. კომიტეტის წევრებმა გენერალური აუდიტორისგან და სამსახურის დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განაცხადებით, პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობაა და ამ საკითხში ძალიან დიდი როლი აქვს აუდიტის სამსახურს. მისი თქმით, აღნიშნული ფორმატის შეხვედრები კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის კომიტეტსა და აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობას. „ამ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა მოვისმინოთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საინტერესო თემები, ჩავერთოთ დისკუსიებში, გავცვალოთ ცოდნა, გამოცდილება და გავუზიაროთ…

მეტი...

,,საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს” – ანდრეი პლენკოვიჩი

,,საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა”. ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. „ნება მიბოძეთ, მივესალმო ჩემს მეგობარს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორვატიის რესპუბლიკაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ვაღიარეთ ერთმანეთის დამოუკიდებლობა. მადლობას ვუხდი ბატონ…

მეტი...

,,საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში” – ირაკლი ღარიბაშვილი

,,საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში”. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში. ,,საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში. უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო სულადობრივად იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში, როდესაც ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში იღებდა მონაწილეობას. მათ შორისაა ნატოს მისიები ერაყსა და ავღანეთში. ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმიც. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ნატოს…

მეტი...

,,დეკემბერში ველით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება” – ღარიბაშვილი

,,მიმდინარე წლის დეკემბერში ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ, ვიტყოდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება”. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა. „ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის საქმეში და ვხედავთ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებას. იდეალური თავისუფლება განაპირობებდა საქართველოს სურვილს, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში, და ჩვენ ამ ეროვნულ მიზანთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე როდესმე ვყოფილვართ. ვიზა…

მეტი...

,,მინდა შევუთვალო ივანიშვილს და რუსულ დაჯგუფებას – თქვენ საქართველოს ვერ დაამარცხებთ!” – გიორგი ვაშაძე

,,მინდა შევუთვალო ივანიშვილს და რუსულ დაჯგუფებას, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია – თქვენ საქართველოს ვერ დაამარცხებთ”. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „ამ ქვეყანას ვერასდროს მუხლზე ვერ დააჩოქებთ! ქართველი ხალხი არის ღირსების მქონე ადამიანების ერთობლიობა, რომელიც დიდ გამარჯვებას მოიტანს“, – მიმართა ვაშაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ვაშაძის განმარტებით, „ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძეების დაჯგუფებას უნდა, რომ ხალხს დაჩაჩანაკებული ჭაობისკენ უბიძგოს“.

მეტი...

ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესი დღეს, 24 ივლისს გაიმართა. საქმეს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი განიხილავდა. დაკავებული სოსო მაისურაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ თავდასხმა 17 ივნისს გორში მოხდა. ჯაფარიძე პარტიის წევრებთან ერთად ბორჯომში, “გირჩი-მეტი თავისუფლების” მიერ ორგანიზებულ სემინარზე მიდიოდა. იმ დროს როცა მანქანაში მარტო დარჩა, ჯაფარიძეს უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მას დაზიანება ჰქონდა სახის არეში. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სასტუმროში, სადაც სემინარი უნდა გამართულიყო მოძალადე ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. მოქალაქე სოსო მაისურაძემ 17 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯაფარიძეს თავს ის დაესხა პატრიარქისა და…

მეტი...

,,მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცოპერაცია იყო” – უკრაინული მედია

,,24 ივლისის ღამეს მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო”. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია Українська правда ავრცელებს. “მოხალისეებისა და სტრუქტურების თანამშრომლობა გვაძლევს კარგ შედეგს, გაგრძელება იქნება”, – თქვა წყარომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორიდან. წყარო ამბობს, რომ მოსკოვში გაშვებული დრონებიდან ყველამ მიაღწია, თუმცა რაოდენობას არ აკონკრეტებს. არსებული ინფორმაციით, 24 ივლისს მოსკოვზე დრონებით შეტევა იყო. უპილოტო საფრენი აპარატით იერიშის შედეგად დაზიანდა თავდაცვის სამინისტროს მახლობლად მდებარე შენობა. კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა ლიხაჩოვის პროსპექტზე ბიზნეს ცენტრის შენობაში. მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ მსხვერპლი და “სერიოზული ნგრევა” არ ყოფილა.

მეტი...

გორი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე მანქანა დაიმტვრა

გორი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე მანქანა დაიმტვრა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, ინერციის გამო კი სხვა მანქანებიც დაზიანდნენ. შსს-ს ცნობით, მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

პოლონეთში 2 პირის დაჭრისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში პოლიციამ 2 პირის დაჭრისთვის 25 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა დანით დაჭრა პოლონელი, შემდეგ კი კიდევ ერთი პირი, რომელსაც მეგობრის დახმარება სურდა. პოლონეთის სასამართლომ დაკავებულს 3-თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას 3 წლით პატიმრობა ემუქრება.

მეტი...

ინდონეზიაში სამგზავრო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

ინდონეზიის კუნძულ სულავესის მახლობლად სამგზავრო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაკარგულად ითვლება. გემი ბუტონის პროვინციის სოფლიდან მიმდებარე სოფელში მიდიოდა. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო გემი განკუთვნილი იყო 20 ადამიანისთვის, თუმცა შემთხვევის დროს მასზე 40 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 6 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სამი გასაბერი და ორი სათევზაო ნავი, ასევე ექვსი მყვინთავი.

მეტი...

საქართველოდან თურქეთში, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. აღნიშნული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული წამებისთვის, მუქარისთვის, ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის და გაუპატიურებაში დახმარებისთვის იძებნებოდა. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი ექსტრადიციის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბათუმში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებად იქნა ცნობილი, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. 2023 წლის 7 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ზემოხსენებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური…

მეტი...

თბილისში უძრავი ქონება ისევ გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 3.0%-ით გაიზარდა. საუბარია თბილისზე და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. ანგარიშით, 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 3.4-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე კერძო სახლების სეგმენტში – ზრდამ 1.6 პროცენტ შეადგინა. ხოლო 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში: ბინებზე – 10.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე – 16.2 პროცენტით. კვადრატულ მეტრზე კი ფასები შემდეგნაირად ნაწილდება: მთაწმინდა – 5 167…

მეტი...

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ოჯახები სამინისტროს 5 დღიან ვადას აძლევენ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ოჯახები საპროტესტოდ ისევ ემზადებიან.  მათ, მთავრობის კანცელარიასთან განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ დაპირება არ სრულდება. საუბარია კონკრეტულ პრეპარატზე, რომლის შემოტანის პირობა მათ მთავრობისგან მიიღეს. „ჩვენ ქვეყანაში, აქონდროპლაზიის დიაგნოზისთვის პროტოკოლი ექიმებმა ნულიდან შექმნეს, რაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. სხვა ქვეყნებში მედიკამენტი ისე შემოვიდა, რომ პროტოკოლი არ განუახლებიათ იმიტომ, რომ არსებობდა. პრეპარატის შემოტანის  ვადები მუდმივად იწევა და ჩვენც გვაქვს განცდა, რომ შესაძლებელია ამის დროში ისე გაწელვა, რომ მკურნალობამ რამდენიმე ბავშვისთვის აზრი დაკარგოს. დროა ამ ბავშვებისთვის გადამწყვეტი“ – აცხადებენ მშობლები. მათივე თქმით, მთავრობამ კონკრეტული თარიღი ოფიციალურად უნდა დაასახელოს, როდის…

მეტი...

„ეს მორიგი დაშლა-აწყობა მისი კურთხევით კი არ ხდება“ – ჭიჭინაძე სააკაშვილზე

პარლამენტის ყოფილი წევრის, „ტრიბუნას“ ხელმძღვანელია, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ხაბეიშვილი-ვაშაძის ტანდემი მოსახლეობას ატყუებს. „ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანება ქართველი ხალხის მორიგი მოტყუებაა. თუ სააკაშვილი არ გააპროტესტებს, საჯაროდ არ გაემიჯნება მათ და არ იტყვის, რომ ეს მორიგი დაშლა-აწყობა მისი კურთხევით კი არ ხდება, არამედ ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, მაშინ ის ივანიშვილთან არის გარიგებული და მის თამაშს თამაშობს. რადგან, ოპოზიციაში ყველაზე მეტ გადაწყვეტილებებს დღეს სწორედ ივანიშვილი იღებს – ვისაც უნდა თავმჯდომარედ იმას დანიშნავს, უნდა დაშლის და უნდა ისევ ააწყობს, მით უმეტეს ვაშაძის და ხაბეიშვილის გარშემო“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.  

მეტი...

ფეშენებელურ მიწის ნაკვეთებსა და სახლებს აჩვენებდნენ და მათ ნაცვლად უვარგისს ყიდდნენ – 4 ადამიანი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, საცხოვრებლად უვარგის მიწის ნაკვეთებს, სადაც თითქოსდა შენობა-ნაგებობები იყო განთავსებული, გაყალბებული საკადასტრო ნახაზების საფუძველზე, საჯარო რეესტრში არეგისტრირებდნენ. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულები ხელოვნურად ზრდიდნენ მიწის ნაკვეთების ღირებულებას და დაინტერესებულ პირებს ქონების ნამდვილ ფასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნიდნენ. აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულებს სხვა მიწის ნაკვეთებს აჩვენებდნენ, რომლებზეც რეალურად საცხოვრებელი სახლები იყო განთავსებული, მათთან ხელშეკრულებებს აფორმებდნენ და დაზარალებულების კუთვნილ თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ. ხსენებული სქემით, ბრალდებულები ხუთი…

მეტი...

ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთის ფედერაციას მიმართავს

ოდესაზე განხორციელებული შტურმის გამო, ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთს ფედერაციას მიმართავს. როგორც იენს სტოლტენბერგი განმარტავს, რუსეთის მორიგმა თავდასხმამ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა გამოიწვია, რაც დასაგმობია. „გენერალური მდივანი მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ოდესაზე, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა, დააზიანა იუნესკო-ს მიერ დაცული ფერისცვალების ტაძარი და სხვა ისტორიული შენობები, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ეს არის მორიგი თავდასხმა მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციით დაცულ ტერიტორიაზე, რაც არღვევს 1954 წლის ჰააგის კონვენციას შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ“, – აღნიშნულია სტოლტენბერგის განცხადებაში. გენერალური მდივანი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები კულტურულ საკუთრებაზე. „გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს…

მეტი...

პუტინის განცხადებით, „მარცვლეულის გარიგებამ“ აზრი დაკარგა

რამდენიმე დღეა, რუსეთმა უკრაინიდან ე.წ. მარცვლეულის დერეფანი ჩაკეტა. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, „მარცვლეულის გარიგებამ“ აზრი დაკარგა.  მისი თქმით, ა პერიოდის განმავლობაში, უკრაინიდან ექსპორტირებული ტვირთის 70% მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მიდიოდა და არა გაჭირვებულ ქვეყნებში. „ერთი წლის განმავლობაში, „გარიგების“ ფარგლებში, სულ 32,8 მილიონი ტონა ტვირთი გავიდა უკრაინიდან, საიდანაც 70%-ზე მეტი მიდიოდა მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეთიოპია, სუდანი და სომალი, ასევე იემენი და ავღანეთი, ერთ მილიონზე ნაკლები – 3%-ზე ნაკლები იყო“, – აცხადებს პუტინი. მისივე შეფასებით, ე.წ. გარიგება არ შესრულდა და…

მეტი...

რა დოკუმენტებია საჭირო ონკოლოგიური ბავშვების სამკურნალოდ უცხოეთში გადასაყვანად?!

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო. პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი.  პროგრამაში მონაწილეობისთვის, მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი, რისთვისაც საჭიროა: შეივსოს განაცხადის ფორმა (ფორმას, შესავსებად და ხელმოსაწერად, განმცხადებელი, ჯანდაცვის…

მეტი...

სკოლის სახურავი ჩამოინგრა, არის მსხვერპლი

ჩინეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში ნაწილში, ხეილუნძიანის პროვინციის ქალაქ ციციკარში, სკოლა-გიმნაზიის სახურავი ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია დაახლოებით 12 ადამიანზე მეტი. ნანგრევებში მოყოლილებს ისევ ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ჩამონგრევა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რომელსაც წყალდიდობაც მოყვა. ჩამონგრეულია სკოლა-გიმზანიის სპორტდარბაზის ნაწილი.  

მეტი...

ონკოლოგიური ბავშვების უცხოეთში სამკურნალოდ დოკუმენტების მიღება დღეს უწყება

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის საჭირო განაცხადების მიღებას დღეს იწყებს. განაცხადებს სპეციალური საბჭო განიხილავს, შემდეგ კი ბავშვები სამკურნალოდ სამი ქვეყნიდან ერთ-ერთში გაემგზავრებიან. თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. პროგრამის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობას სრულად აფინანსებს. „ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს უკვე მოეწერა ხელი შერჩეულ კლინიკებთან. განაცხადების განხილვა  სპეციალური ბორდის მეშვეობით მოხდება და გადაწყდება  ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება იქნება შესაძლებელი“ – აღნიშნა მინისტრმა.

მეტი...

„ძალიან ცუდი სტატისტიკაა, ხორბლის 70% არასასურსათოა“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავართან“

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის – ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლის მოსავალთან დაკავშირებით მოლოდინმა არ გაამართლა, რადგანაც ისი ძირითადი ნაწილი საკვებად არ გამოდგება. „ძალიან ცუდი სტატისტიკაა. მოლოდინი იყო რომ 50% იქნებოდა სასურსათო და მხოლოდ 50% არასასურსათო, თუმცა სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. შედარებით უკეთესი ხარისხია შიდა და ქვემო ქართლში. შესაბამისად, რეგიონში ფერმერები იმედიანად არიან განწყობილი“- აღნიშნა ლევან სილაგავამ “მედიაცენტრ მთავართან”. რაც შეეხება არასასურსათო ხორბალს, ეს ძირითადად მეცხოველეობაში, მეფრინველეობასა და სპირტის წარმოებაში გამოიყენება. „საფურაჟე ხორბლის რეალიზაციის მიზნით, მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება და ე.წ დაღერღილი ხორბლის იმპორტი აკრძალა. ეს წაადგება ადგილობრივ…

მეტი...

„თუ ხორბალი უხარისხოა, ვერ ვიბარებთ“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავართან“

ფერმერების პრობლემა, ისევ მოუგვარებელია. კერძოდ, ასობით ფერმერმა, ვინც ტონობით ხორბალი მოიყვანა, ჯერ კიდევ შარშანდელი მოსავალი ვერ გაყიდა, რასაც ახალი მოსავალიც დაემატა. როგორც ფერმერები აცხადებენ, მათთვის ვერანაირმა სიკეთემ მიაღწია და ხორბალში თვითღირებულებასაც არ სთავაზობენ. როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, წისქვილკომბინატები უხარისხო ხორბალს ვერ ჩაიბარებენ. „ხარისხის შესაბამისი თუ არ არის ხორბალი და საფურაჟეა, ჩვენ მას არ ვიბარებთ. ეს არის მკვეთრად გამიჯნული. წელს წვიმები დაემთხვა, რის გამოც სასურსათო ხორბლის პარამეტრები შეიცვალა და ხორბლის გარკვეული რაოდენობის ხარისხი გაფუჭდა. ასეთი ხორბალი გადავიდა არასასურსათო სეგმენტში. შესაბამისად, ის არ…

მეტი...

პრეზიდენტის განცხადებით, ოდესაზე განხორციელებული შტურმისას საბერძნეთის საკონსულო დაზიანდა

​ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული მხარის მხრიდან ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად საბერძნეთის საკონსულოს შენობა დაზიანდა. მისივე ინფორმაციით, ოდესაში სალიკვიდაციო სამუშაოს თითქმის მთელი დღე დასჭირდა „შეტევის შედეგად დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობა. ეს არის მეორე საკონსულო დაწესებულება ოდესაში, რომელიც რუსული ტერორის შედეგად დაზიანდა. სამი დღის უკან მომხდარმა თავდასხმამ  ჩინეთის საკონსულოს შენობა დააზიანა”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა დაზიანებულ ტაძარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას რაკეტა მოხვდა. „წმინდა ფერისცვალების საკათედრო ტაძარს რუსული X-22 ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა. ეს არის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ტაძარი. 1936 წელს ის გაძარცვეს და გაანადგურეს ბოლშევიკებმა. უკვე დამოუკიდებელ უკრაინაში ტაძარი…

მეტი...

რუსთავში სახანძროს შენობა დაიწვა

ხანძარი იყო რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე, სადაც ადრე სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო განთავსებული. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

მეტი...