იტალიაში გიგანტური ზომის სეტყვა მოვიდა

იტალიაში კვერცხის ზომის სეტყვა მოვიდა, რომელმაც სერიოზული პრობლემები შექმნა, დაზარალდნენ ადამიანები, დამტვრეულია მანქანები, დაზიანებულის საცხოვრებელი სახლები. არის მსხვერპლიც. ჩრდილოეთ იტალია ექსტრემალურ ამინდს ამ დრომდე ებრძვის. ტყის ხანძრები კი  გიგანტურმა სეტყვამ შეცვალა.

მეტი...

“კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის ხელში იქცა ზეწოლის იარაღად” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კანდიდატის სტატუსს ოპოზიციას ხელისუფლებაზე ზეწოლის იარაღად იყენებს, რომ მოხდეს შანტაჟი და არეულობა. „წარმატებული კონფერენცია იყო, მინდა მადლობა გადავუხადო სამოქალაქო პლატფორმას. ყველა საკითხზე, რომელიც შეეხებოდა – სასამართლო რეფორმას, საარჩევნო საკითხებს, დეოლიგარქიზაციას იყო საგნობრივი განხილვა და დისკუსია“, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ შეფასებისას. მისივე თქმით, კონფერენციაზე საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით პროფესიული მსჯელობა გაიმართა. „რაც შეეხება ოპოზიციას, სამწუხაროდ, ნახევარი დღის შემდეგ მათ დაგვტოვეს და ამ ღონისძიებაში აქტიურები არ იყვნენ, ესეც აჩვენებს საკითხების მიმართ როგორია მათი ინტერესი.  ჩვენ ამას დიდი ხანია ვაკვირდებით, რომ კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ, ოპოზიციის…

მეტი...

,,იმედია, მივიღებთ კონკრეტულ დეტალებს იმასთან დაკავშირებით თუ რას ელოდება ევროკავშირი ამა თუ იმ პრიორიტეტის შესრულების კუთხით“ – კობახიძე

,,მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ასეთი ფორმატის შეხვედრები. შეიძლება გაიშალოს სხვადასხვა კუთხით დისკუსია სხვადასხვა თემის შესახებ”. ამის შესახებ „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კონფერენციის „საქართველოს გზა ევროკავშირისაკენ“ შესახებ საუბრისას განაცხადა. „არიან საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ რეალური ინტერესი, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გახდეს კანდიდატი ქვეყანა და ა.შ. ვისაც აქვს ამის რეალური ინტერესი, ყველასთან მზად ვართ თანამშრომლობისთვის. დისკუსია გაგრძელდება ამ თემებზეც – სასამართლო, დეოლიგარქიზაცია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტიკა. კონსულტაციები უკვე დაწყებულია, ტექნიკურ დონეზე გაიმართა პირველი შეხვედრები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ამიტომ ეს პროცესი პროგრესირებს. შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის…

მეტი...

,,აშშ მხარს არ უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს” – თეთრი სახლი

,,აშშ მხარს არ უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს”. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. „ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს“, – განუცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო და მას შეუძლია ნებისმიერ დროს დაასრულოს ის უკრაინიდან საკუთარი ძალების გაყვანით.

მეტი...

ნაბეღლავში ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთოს მძღოლი ემსხვერპლა

ნაბეღლავში გზის სავალი ნაწილიდან სატვირთო ავტომობილი გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მეტი...

ზუგდიდში ქვეითს მანქანა დაეჯახა

ზუგდიდში, ე.წ კომბინატის დასახლებაში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, 54 წლამდე კაცს მანქანა გზის გადაკვეთის დროს დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

მეტი...

თვითმფრინავი, რომელიც სოჭი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, გაუმართაობის გამო ავარიულად დაეშვა

“აეროფლოტის” თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც სოჭი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა. არსებული ინფორმაციით, ბორტზე 150 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებული არავინაა. შეგახსენებთ, რომ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთში თვითმფრინავების უმეტესობა ნაწილების შეცვლას ვერ ახერხებს, რის გამოც სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული ავიაკომპანიებით ფრენა საფრთხისშემცველია.

მეტი...

მზიურის პარკთან დაჭრილი ბიზნესმენი 38 წლის ტატო გურგენიძეა

თბილისში 38 წლის ბიზნესმენი ჩაცხრილეს. დაჭრილი “ტაგი გრუპის” მეწილე და დირექტორი ტატო გურგენიძეა. მას ხუთი ტყვია ესროლეს. ბიზესმენი გადარჩა, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია. სამშენებლო კომპანიის ოფისი ახლა პოლიციის ალყაშია მოქცეული. ერთ-ერთი ვერსიით სროლა ოფისში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კრიმინალისტებს რედკოს საცხოვრებელი კორპუსის ეზო გადაკეტილი აქვთ, მასრებს იქ ეძებენ. პოლიცია არ ამბობს თავდამსხმელი გაიქცა თუ დააკავეს. საქმეზე გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

მეტი...

ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი რეკორდულად არის გაზრდილი

ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი რეკორდულად არის გაზრდილი. ოფიციალური მონაცემებით, 4 ათასამდე ქართველი უკვე ლტოლვილთა თავშესაფრებშია გადანაწილებული. თუმცა, დუბლინში ამბობენ, რომ მიმართვიანობა ჯერ კიდევ არ წყდება. ლტოლვილად ჩაბარებული ქართველების რიცხვი აჭარბებს საომარი მოქმედებების ზონიდან გაქცეული ხალხის რიცხვსაც. ალჟირი, ნიგერია, სომალი და სირია – ლტოლვილთა რიცხვით, ირლანდიაში ყველა ქვეყანას გადავუსწარით. ქართველები ქვეყნიდან ძირითადად გაჭირვებას, უიმედობას და უმუშევრობას გაურბიან.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში – დაშავებულია 6 ადამიანი

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

სარფში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

სარფის ზღვაში 40-წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო. მამაკაცი ზღვიდან დამსვენებლებმა ამოიყვანეს, თუმცა, უკვე გარდაცვლილი იყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ყველა მიიღოს, ყველას შეხვდეს და ყველას დაელაპარაკოს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშილი ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეხვდება, ვისაც ამისი სურვილი აქვს. ჯაფარიძის განცხადებით, უნდა შეიქმნას ერთობლივი პლატფორმა, რომელიც გამარჯვებაზე იქნება ორიენტირებული. „დღეს, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ტყვეობაში იმყოფება, დაუშვებელია ერთმანეთს ქვები ვესროლოთ. ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ რუსეთის ტყვეობიდან და ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას, რომელიც უდიდეს კრიზისშია. ჩვენ, გამარჯვებულ უკრაინასთან ერთად უნდა მოვახერხოთ და აუცილებლად დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი“ – აცხადებს ჯაფარიძე. მისივე შეფასებით, წყენა და უთანხმოება ყველამ უნდა დაივიწყოს.…

მეტი...

„მზიურთან“ ბიზნესმენი დაჭრეს

ცოტა ხნის უკან, თბილისში, ვაკეში, „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 38 წლის ბიზნესმენია. მას ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს. ადგილზე რამდენიმე სროლა განხორციელდა. მამაკაცს კი ტყვია ფეხია არეში მოხვდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს. დაჭრილი მამაკაცი სამშენებლო კომპანია “ტაგი გრუპის” ერთ-ერთი მეწილეა.

მეტი...

„დგანან კობახიძეები, კალაძეები და მსგავსი მონები და სიამოვნებით „აშავებენ“ მარგველაშვილს“ – კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ოქრიაშვილი ამბობს, მარგველაშვილი უიშვიათესი პოლიტიკოსია, რომელიც მონობას არ დაექვემდებარა. „ბოლო ორი დღეა, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე რუსეთ-ივანიშვილის მონების ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს. მონები მონობაში გასამრჯელოს იღებენ და მათი დავალება ყველა იმ ადამიანის ავტორიტეტის შელახვაში გამოიხატება, ვინც მონობას არ დათანხმდა. მარგველაშვილი იყო და არის ის უიშვიათესი პოლიტიკოსი, ვინც უარი განაცხადა მონობაზე! ჰოდა ახლა დგანან კობახიძეები, კალაძეები და მსგავსი მონები და სიამოვნებით „აშავებენ“ მარგველაშვილს, – თუ როგორ გაბედა მან, რომ იყოს მათზე უკეთესი და უარი თქვას პოლიტიკურ მონობაზე.…

მეტი...

უკრაინა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაძლიერებას ითხოვს

რუსეთის თავდაცვის უწყება საერთაშორისო პარტნიორებს დახმარებას სთხოვს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს, უკრაინას ქვეყნის სამხრეთის ოლქების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაძლიერებაში დაეხმარონ. როგორც პრემიერი აცხადებს,  რუსეთი კვირაზე მეტია უკრაინის სამხრეთის ოლქების ტერორს განაგრძობს. მისი მიზანი კი ხალხის დაშინება და მათთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაა. „რუსეთი შავი ზღვის რეგიონის ყველა სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. მტერს აუცილებლად მოუწევს გადახდა, ხოლო ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ოდესასა და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებსა და სოფლებს “, – აცხადებს შმიგალი.  

მეტი...

უკრაინელი დეპუტატი, რომელიც მალდავის კუნძულებზე დააფიქსირეს, მანდატს ტოვებს

უკრაინის მმართველი გუნდის – ხალხის მსახურის“ წევრი იური არისტოვი რადას მანდატს ემშვიდობება. აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ არესტოვი  მალდივის კუნძულებზე დააფიქსირეს. მან განცხადება, რადას დატოვების შესახებ თავად დაწერა. რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით,  დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის შესახებ განაცხადის განხილვა  უახლოეს სესიაზე მოხდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 48 წლის იური არისტოვი ივლისის შუა რიცხვებში მალდივის ერთ-ერთ კუნძულზე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შენიშნეს.

მეტი...

რუსეთში ჯარში გაწვევის ზედა ზღვარი გაიზარდა და 30 წელი განისაზღვრა

რუსეთის დუმამ გაწვევის კანონი მეორე მოსმენით დაამტკიცა. შეიცვალა გაწვევის  ზედა ზღვარი, რომელიც 30 წლამდე გაიზარდა. რაც შეეხება  ქვედა ზღვარს, ის უცვლელი რჩება და 18 წელი იქნება. ახალი ასაკობრივი ზღვარი საგაზაფხულო გაწვევაზე გავრცელდება. ფედერაციის საბჭო რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ინიციატივით, კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია ჯარში გაწვევის მინიმალური ასაკობრივი ზღვრის 21 წლამდე გაზრდას ითვალისწინებდა.

მეტი...

,,დასავლეთის ქვეყნები რუსეთ-აფრიკის სამიტის ჩაშლას ცდილობდნენ” – პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები რუსეთ-აფრიკის სამიტის ჩაშლას ცდილობდნენ. “აშშ, საფრანგეთის საელჩოები და დასავლეთის სხვა ქვეყნების წარმომადგენლობები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ აფრიკის ლიდერებს სამიტის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ”, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ სამიტი 27-28 ივლისს, სანქტ-პეტერბურგში ჩატარდება.

მეტი...

,,პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია” – ლევან ხაბეიშვილი

ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია. ,,ჩემი აზრით, პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია. სადაც არ უნდა იყოს და რა პოზიციაც არ უნდა დაიჭიროს, დარწმუნებული ვარ, რომ იბრძოლებს პუტინის კარის, ოლიგარქის და „რუსული პარტიის” წინააღმდეგ. კომუნიკაცია არსებობს თუმცა, კონსულტაციები ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით გვქონია თქო მოგატყუებთ. აუცილებლად დაველაპარაკებით სხვადასხვა პროდასავლელ ლიდერებს და საზოგადოებას აუცილებლად ექნება ამის შესახებ ინფორმაცია”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობის” რიგებში ვიხილოთ. მარგველაშვილი ინფორმაციას უარყოფს, თუმცა პროდასავლურ ოპოზიციასთან თანამშრომლობას სისტემის დასამარცხებლად…

მეტი...

,,ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში“ – გიორგი ამილახვარი

,,ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების ინტერესებში”. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. „არანაირი წარმოება ან განაცხადი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომ რაიმე ფორმით მიმდინარეობს ე.წ. რუსული უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესი, არ არსებობს. ეს არის უბრალოდ დამაზიანებელი პროპაგანდა და ტყუილი. არანაირი კონსულტაცია, შეხვედრა, წინარე შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ ყოფილა და ვერც იქნება. ეს არის ჩვენი ოპონენტების, ქვეყნის მტრების ის დამაზიანებელი პროპაგანდა, რომელსაც გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ან ვიღაცის უბრალოდ იდეაზე დაყრდნობით იყენებენ ხელისუფლების, განათლების სისტემისა და შემდგომ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ…

მეტი...

,,იმ ფონზე, როდესაც რუსეთი განაგრძობს თავის უმოწყალო ომს, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას” – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების მორიგი ტრანშის სახით 1,5 მილიარდი ევრო გამოუყო. ამის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაგმო რუსეთის დარტყმები უკრაინაში მარცვლეულის შენახვისა და ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. „მტკიცედ ვგმობ რუსეთის დარტყმებს უკრაინული მარცვლეულის შენახვისა და ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი განაგრძობს თავის უმოწყალო ომს, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. დღეს ჩვენ გამოვყავით მორიგი 1,5 მილიარდი ევრო, რომ დავეხმაროთ სახელმწიფოს ფუნქციონირებას და ინფრასტრუქტურის აღდგენას. კიდევ მეტი იქნება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტი.

მეტი...

ავარია ასპინძა–ახალქალაქის გზაზე

ავარია ასპინძა–ახალქალაქის გზაზე. თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ „ოპელის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევა დღეს, 25 ივლისს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ასპინძა–ახალქალაქის გზაზე ავარიაში მოყოლილმა ხუთმა პირმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. მათ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ. მომხდარზე შსს–მ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი დაიწყო.

მეტი...

18 წლის გოგონას მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ გართულა – ოჯახი დახმარებას ითხოვს

18 წლის გოგონას მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ გართულა. მას სასწრაფოდ, პირველი უარყოფითი სისხლი ესაჭიროება. „სისხლი გვჭირდება!!!! სასიცოცხლოდ!!!! 18 წლისაა, მშობიარობა გაურთულდა, კომაშია! რეზუს უარყოფითი, პირველი ჯგუფი თუ ვინმეს შეგიძლიათ იაშვილში უნდა ჩააბაროთ!!! მარიამ ინასარიძისთვის. თუ ვინმეს შეგიძლიათ დაეხმაროთ, დარეკეთ ნომერზე 598130333. დამატებითი ინფორმაციისთვის დაურეკეთ ოჯახის წევრს, 598404034 მზია მინაშვილი”, – წერენ სოციალურ ქსელში.

მეტი...

სროლა მარნეულის ცენტრში

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა. თვითმხილველების ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, რამდენიმეწუთიანი სროლის შემდეგ დაზიანდა ავტომობილები. “დაახლოებით ღამის 2-3 საათი იქნებოდა სროლის ხმა, რომ გავიგეთ. აივანზე გამოვედით და ვნახეთ, რომ ძირს მასრები ეყარა. დილით გამოვედი და ვნახე, რომ სროლისას ჩემი მანქანა დაზიანებულა. 5 ტყვია აქვს მოხვედრილი, ჩემი მანქანის გარდა, სხვა მანქანებიც დაზიანდა. პოლიცია დილით მოვიდა, სამართალდამცავები ღამით არ შეგვინიშნავს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეტი...

,,ჩვენ გვინდა რუსეთის იზოლირება და მასზე ზეწოლის მოხდენა” – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საქართველოში რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, რომ შეგვეზღუდა და შეგვეწყვიტა ჩვენი კონტაქტი რუსეთთან. ჩვენ გვინდა რუსეთის იზოლირება და მასზე ზეწოლის მოხდენა. რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს აღმაშფოთებელი ქცევისთვის უკრაინაში. ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, რა დანაშაულებს და უბედურებას სჩადიან და ამას ვერ დავუშვებთ. ამიტომაც, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. მხარს ვუჭერთ მას როგორც შეგვიძლია. რუსეთზე ზეწოლა და იზოლირება არის ერთადერთი გზა, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ამას მოველით ყველა ჩვენი პარტნიორისგან. განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებისგან, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა”,…

მეტი...

რუს ტურისტებს ბათუმში კრუიზით მოგზაურობას სთავაზობენ

22 ივლისს საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებასაც მოიცავს. ამ თემაზე რეპორტაჟი Россия 1-მა მოამზადა. კრუიზი 850 მგზავრით ბათუმში მეხუთე დღეს შევა. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას. “მათ ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი ფრენის მიმართ. უფრო მეტიც, მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების აღება”, – ნათქვამია ტელეკომპანია “რასია 1”-ის რეპორტაჟში. მარშრუტი იქნება – სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. ლაინერი სოჭს 29 ივლისს დატოვებს.

მეტი...

,,უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება” – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს რიში სუნაკს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის მთავარი თემა უკრაინის თავდაცვის გაძლიერება იყო. “უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რათა დაიცვას ხალხი, ისტორიული მემკვიდრეობა და გააგრძელოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. ამის შესახებ ვესაუბრე ტელეფონზე ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს. ასევე ვესაუბრე რუსეთის ყოველდღიურ ძალისხმევაზე, გაანადგუროს ოდესის ისტორიული ცენტრი და პორტის ინფრასტრუქტურა. ჩვენ უნდა დავიცვათ ოდესა. ჩვენ ასევე განვიხილეთ თავდაცვის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, უკრაინის შეტევითი ოპერაციების მიმდინარეობა და ამჟამინდელი საჭიროებები უკრაინის თავდაცვისთვის. მე და რიში სუნაკმა ვისაუბრეთ G7-ის მიერ ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაციის მიღებაზე და მასში…

მეტი...

გლდანში, ლიფტის შახტაში ჩავარდნილი კნუტი მაშველებმა გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა გლდანის ა მიკრორაიონში, მე-60 კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა. მაშველებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებების დახმარებით, ის უსაფრთხოდ ამოიყვანეს და დედა კატასთან დააბრუნეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.

მეტი...

ოდესაში, დაბომბვაში მოყოლილი ქართველი მეზღვაურები, მალე სამშობლოში დაბრუნდებიან

ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ოდესის ოლქში, რენის პორტში, დაბომბვაში მოყვნენ, რუმინეთში გადავიდნენ და უახლოეს პერიოდში საქართველოში დაბრუნდებიან. საქართველოში გამოსამგზავრებელ ბილეთებს დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს. “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები პირდაპირ კავშირზე არიან გემთმფლობელთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მონიტორინგს უწევენ საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციის პროცესს”, – აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 24 ივლისის დილას, ოდესის ოლქში, ქართველი მეზღვაურები დაბომბვაში მოყვნენ. ამ დღეს რუსეთმა იერიში უკრაინის ქალაქებთან ერთად, პორტებზე, ნავსადგომებზე და სავაჭრო ობიექტებზე მიიტანა. ქართველი მეზღვაური მარად აბაშიძე აცხადებდა, რომ შემთხვევის შედეგად რენის პორტში არავინ დაშავებულა, თუმცა დახმარებას ითხოვდა. ბერძნული კომპანიის გემ…

მეტი...

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე შეტევა 10-მდე “შაჰიდის” ტიპის დრონით სცადეს

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე შეტევა 10-მდე “შაჰიდის” ტიპის დრონით სცადეს. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ მათგან ნახევარი სხვადასხვა საშუალებებით განადგურდა. “ამ ღამეს [რუსი დამპყრობლები] თავს დაგვესხნენ ირანული წარმოშობის “შაჰიდის” დრონებით. საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამ რეგიონში. დაფიქსირდა დაახლოებით 10 დრონი”, – თქვა იგნატმა. მისივე თქმით, რუსეთის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები სეშჩას აეროდრომიდან, კურსკის ოლქიდან, ჩაუდას პოლიგონიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს.

მეტი...

მკვლელობა ხონში

მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ხონში, მკვლელობით დასრულდა. მოკლულია შუახნის კაცი, ბრალდებული კი მისივე მეზობელია. დაკავებულის დედის ცნობით, მოკლული მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ჯერ სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ კი ნაჯახით სახლში მიუვარდა, რასაც კონფლიქტი მოყვა. მისმა შვილმა კი თავდაცვის მიზნით ცივი იარაღი გამოიტანა და კაცს გულ -მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია.

მეტი...

„როდესაც პოლიტიკოსი ფულს იღებ იმაში, რომ კონკრეტული პოზიცია დაიჭირო, ძალიან მძიმე ფაქტია“ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკოსი თავად წყვეტს, ვისთან და რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, როდესაც ეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ კეთდება, უმძიმესი სანახავია. ამის შესახებ მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისი განმარტებით, სამწუხაროა, რომ დღევანდელ ოპოზიციას მსგავსი პოლიტიკოსები წარმოადგენენ. „ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია, ვისთან, როგორ, რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, როდესაც ფულს იღებ იმისთვის, რომ რაღაც პოზიცია დაიჭირო, ძალიან მძიმე ფაქტია, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკოსი გქვია. რა თქმა უნდა, შეიძლება გქონდეს განსხვავებული მოსაზრება, პრინციპები, რაღაცის გჯეროდეს, მაგრამ როცა ამას…

მეტი...

„გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არის სრულად დაცული“ – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას შექმნილი ვითარებიდან გამოსვლაში. ასევე, სურთ დარწმუნება, რომ მესამე პრეზიდენტის  უფლებების სრულად დაცულია. „ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, თუ როგორ ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, მიუდგეს მის პატიმრობას. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ, როგორც ევროკავშირს, ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ მისი უფლებები არის სრულად დაცული. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ხელისუფლებას შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში, რომელიც, სამწუხაროდ, პოლარიზაციას უწყობს ხელს“, – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ მედიასთან.  

მეტი...

„ყველა “ნაცი” ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას წავიდა, უნდა დაუბრუნდეს წიაღს“ – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით ხედავს. „თუ აწყობ პოლიტიკურ აჯაფსანდალს, ისეთი უნდა მოაწყო, რომ არც ერთი მწვანილი გარეთ არ დარჩეს. შესაბამისად, მე ვხედავ მარგველაშვილს ამ კოალიციაში, კიდევ სხვებსაც ვხედავ“ – აცხადებს ხვიჩია. მისი შეფასებით, “ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატივად მხოლოდ “გირჩი” უნდა იყოს. „უნდა მოხდეს “ნაცმოძრაობის” კონსოლიდაცია და ყველა “ნაცი” ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას წავიდა, უნდა დაუბრუნდეს წიაღს, რომ ადამიანებისთვის გასაგები იყოს, წინასაარჩევნოდ არსებობენ “ნაცები”, “ქოცები” და არსებობს ერთადერთი ალტერნატივა ამ ორისგან – “გირჩი”. ჩვენ ამას ვესწრაფვით და მთელი მონდომებით…

მეტი...

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთის წამყვან კლინიკებში სამკურნალოდ განაცხადების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, ჯანდაცვის სამინისტრომ, განაცხადების მიღება დაიწყო. პროცედურის მიხედვით, ბენეფიციარის სამედიცინო დოკუმენტაცია გაეგზავნება პარტნიორ კლინიკას და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, მოხდება ბენეფიციარის კლინიკაში მიღების ორგანიზება. პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. პაციენტების განაწილება კლინიკებში მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით მოხდება. საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების,…

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი 11 500 დოლარად გაიყიდა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მმართველი გუნდი გაყიდვაში და ფულის აღებაში ამხელს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მარგველაშვილმა გაყიდვა თავად დაუშვა. „მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც მას უთხრეს, რომ 11 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან მხოლოდ ის თქვა, რომ ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, გაყიდვა დაუშვა. აქედან კარგად ჩანს მისი სახე. არ შეიძლება ასეთი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში იყვნენ. ის ქართულ პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამება“,- განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან. მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ “ღალატის პარტიაა“. „სრული კატასტროფაა, პირდაპირ…

მეტი...