მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, „ვივა მედში“ პოლონელი ექიმები შევიდნენ

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, კლინიკა „ვივა მედში“ პოლონელი ექიმები  შევიდნენ.

,,დღეს ვიზიტი აქვთ ჩვენთან ჩვენს პოლონელ კოლეგებს. ჩვენ ნებართვა ყოველთვის გვქონდა გაცემული და ჩვენ პირიქით მივესალმებით… როგორც წარმომედგინა, შემადგენლობა არის მედიკოსებით დაკომპლექტებული. პაციენტიც საქმის კურსშია,” – განუცხადა “ვივა-მედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძე “ტვ პირველს”.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ექსპრეზიდენტის მონახულების მიზნით, საქართველოში პოლონელი ექიმების შემოშვევას.

მსგავსი თემები