„უკრაინის ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს“ – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, უკრაინელებსა და ქართველებს შორის მეგობრობა გაგრძელდება. ხელისუფლებას კი პასუხს ქართველი ხალხი გასცემს. აღნიშნული განცხადება წულუკიანმა უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოგზავნის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა. „ისეთი ტიპის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ფონზე, რასაც ზელენსკი იღებს, კომენტარები მოძველდა ან არც იცი, რა უპასუხო ადამიანს, რომელიც ომშია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, გამარჯვებას, გამთლიანებას. სულ ეს არის, რაც შემიძლია, ვთქვა. ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება. ვფიქრობ, ამ განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ავტორი ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, შემდეგ დაელოდება დროს, როცა ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს“,…

მეტი...

პროკურატურამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის  რაიონში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას დანით ჭრილობა მიაყენა.   მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,კ’’  და ,,პ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის  მიმართ, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მეტი...

„ვარ უდანაშაულო, თავს ბოლომდე დავიცავ“ – გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებს. „ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო. არანაირი აქტი, რომელიც აქ იყო ნახსენები, არ ჩამიდენია. შესაბამისად, ბოლომდე დავიცავ ჩემს სიმართლეს. გაოგნებული ვარ, 8 წლის შემდეგ როგორ შეიძლებაასეთი საქმის დაწყება, ქვეყანაში ჩამოვედი 3 კვირის წინ, დატოვება რომ მდომოდა, არც ჩამოვიდოდი“ – აცხადებს ბაჩიაშვილი. შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარე მას ბიძინა ივანიშვილისთვის 39 მილიონო დოლარის ბიტკოინების მოპარვაში ადანაშაულებს. გამოძიება მომხდარიდან 8 წლის თავზე დაიწყო. სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს  აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

მეტი...

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 3 მილიონამდე გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრი, რომელსაც  ბიძინა ივანიშვილისთვის ბიტკოინების მოპარვაში ედება ბრალი. საუბარია დაახლოებით 39 მილიონ დოლარზე. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ბაჩიაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. ასევე მან ჩამოერთმევა პასპორტი, რომ ქვეყნიდან გასვლა ვერ შეძლოს.

მეტი...

„მე, სოფო და ალისა“ – მიხეილ სააკაშვილი დიდ სიყვარულზე  

მიხეილ სააკაშვილი მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან არსებულ დიდ სიყვარულზე სოცილურ ქსელში წერს. „ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას“ – წერს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი.

მეტი...

ბაჩიაშვილმა მოსამართლეს მიმართა, რომ მას უთვალთვალებენ

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა რომლის სასამართლო პროცესიც ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, მოკლე განცხადება გააკეთა და მოსამართლეს მიმართა რომ მას  უთვალთვალებენ. ბაჩიაშვილის თქმით, დაახლოებით სამი კვირაა მას დაბურულშუშებიანი მანქანები დაყვებიან, რომლებიც იცვლებიან. მან მოსამართლეს ასევე მიმართა, რომ მისი დაკითხვა ადვოკატის გარეშე მოხდა. შეგახსენებთ, რომ თანაინვესტირების ფორნდის ყოფილ ხელმძღვანელსა და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიას უახლოეს წევრს ბიძინა ივანიშვილისთვის 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინების მოპარვას ედავებიან.  

მეტი...

სასამართლო პროცესი დაიწყო, ბაჩიაშვილს 9-დან 12 წალმდე პატიმრობა ემუქრება 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი მივიდა. თანაინვესტირების ფორნდის ყოფილ ხელმძღვანელსა და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიას უახლოეს წევრს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 9-12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო. სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელებენ. შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. ბრალდების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი…

მეტი...

„ნუ აყვებით ჭორებს“ – მეუფე გრიგოლი მეუფე შიოს მოწამვლასთან დაკავშირებით

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე შეფასებას მეუფე გრიგოლი აკეთებს და ამბობს, რომ ეს ზღაპარია. არადა, ამ თემაზე განცხადება საპატრიარქოშიც გაკეთდა და დაადასტურეს, რომ მეუფე შიოს ორგანიზმში მძიმე მეტალები აღმოჩნდა. „რაც ტელევიზიებიდან გვესმის, რაღაც უცნაური ამბავია, ვარაუდების დონეზე რომ ვისაუბროთ, ჭორაობა გამოდის. რაც არ ვიცი იმაზე შეფასებები როგორ უნდა გავაკეთო?! ნუ ავყვებით ჭორებს და ზღაპრებს ძალიან გთხოვთ! ყოველი ასეთი დაუსაბუთებელი, ანონიმური წყაროდან გაგებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ზღაპარია და ჭორის სახეს იღებს. ამაზე ლაპარაკი არ ღირს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მეუფე შიოს ჯანმრთელობას ვუსურვებთ და ყველა ადამიანს, სასულიერო პირს,…

მეტი...

ტრიქონელოზი დადასტურდა, „არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი!“ – სურსათის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო მორიგი შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს სახელმწიფო კონტროლი ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში და ხორცის რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან.   მოკვლევა გრძელდება. ამჯერად პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა. მისი განმარტებით, ფარში შეიძინეს  ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში, თუმცა, ზუსტ ადგილს ვერ აკონკრეტებს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ტრიქინელოზის მეხუთე დადასტურებული შემთხვევა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ფორმა 2! ტრიქინელოზი არის დაავადება, …

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტს გეგმავს

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ნატო-ს სამიტამდე თურქეთში ჩასვლას გეგმავს. ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას შეხვდება. ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკება იქნება.

მეტი...

დაწყებითი სკოლის შენობას მანქანა შეეჯახა – არის მსხვერპლი

ლონდონში, უიმბლდონში, დაწყებითი სკოლის შენობას მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, ექვსი ბავშვი და ორი ზრდასრული კი დაშავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მძღოლი, 40 წელს გადაცილებული ქალი დააკავეს. სკოლაში 4-დან 11 წლამდე ასაკის გოგონები სწავლობენ. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

მეტი...

სარაკეტო იერიში ლვოვზე – დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ლვოვში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს. ,,სამწუხაროდ, ლვოვზე რუსეთის მიერ განხორციელებული ღამის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ნანგრევებიდან ქალის ცხედარი გამოიყვანეს. ვუსამძიმრებთ ახლობლებს, ტრაგედიის ადგილზე მაშველები მუშაობას განაგრძობენ”, – წერს კოზიცკი. 

მეტი...

,,სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები”- მამა ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე, მამა ანდრია ჯაღმაიძე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მეუფე შიოს მდგომარეობა ამ ეტაპზე ნორმალურია. ,,სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი. სხვა დაზუსტებით, რაიმეს თქმა დღეისათვის რთულია. მეუფე შიოს მდგომარეობა ნორმალურია, ყველა პროცესში ჩართულია. ეჭვების და ვარაუდების არ მგონია მიზანშეწონილი იყოს. უნდა დავაკვირდეთ, შემდგომი კვლევა რას მოგვცემს. მთავარია, რომ ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ერთია, შეიძლება, იყოს ყოფითი რაიმე შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, იყოს ჩარევაც და როგორც თქვეს, შესაძლოა, ვიღაცის ინტერესში იყოს მისი ავადმყოფობა,”- განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.…

მეტი...

,,დაახლოებით წარმომიდგენია, ხალხი „ნაცებს“ და იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს რას უზამს, თუ კანდიდატის სტატუსი კიდევ არ მოგვანიჭეს”- სამხარაძე

,,ამ ცემა-ტყეპას რომ ვუყურებ, დაახლოებით წარმომიდგენია, ხალხი „ნაცებს“ და იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს რას უზამს, თუ კანდიდატის სტატუსი კიდევ არ მოგვანიჭეს,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს. მისი თქმით, ყველამ იცის ვისი ბრალია, როცა ქვეყნის განვითარებას ხელი ეშლება. „ამ ცემა-ტყეპას რომ ვუყურებ, დაახლოებით წარმომიდგენია, ხალხი „ნაცებს“ და იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს რას უზამს, თუ კანდიდატის სტატუსი კიდევ არ მოგვანიჭეს, უსამართლოდ! ამერიკული კანონის გარუსება რომ გამოუვიდათ, ჰგონიათ კიდევ მოატყუებენ საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ვერ მოგართვით! ხალხმა იცის, რომ „ნაცების“, მანქურთების და გლობალური ომის პარტიის ინტერესია საქართველომ სტატუსი რომ არ მიიღოს…

მეტი...

,,ზახაროვამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკი ჩემს ბედს გაიზიარებს, არის რამე კითხვა რატომ მკლავენ!?”- სააკაშვილი

,,ზახაროვამ არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მომავალში ჩემს ბედს გაიზიარებს. არის რამე კითხვა რატომ მკლავენ!?”,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს ,,ზახაროვამ არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მომავალში ჩემს ბედს გაიზიარებს. მედვედევი და ლავროვი ერთი და იგივეზე საუბრობენ. არის რამე კითხვა რატომ მკლავენ!? – წერს სააკაშვილი.

მეტი...

,,ვაპირებთ ქვასროლია პუტინისტებს კუდით ქვა ვასროლინოთ პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას”- ხაბეიშვილი

,,პრეზიდენტ სააკაშვილთან, მოსახლეობასთან ერთად, ვაპირებთ ქვასროლია პუტინისტებს კუდით ქვა ვასროლინოთ პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გააგრძელებს შეხვედრებს და 150, 160 სოფელსა და რაიონის ნაცვლად, 240-ში ჩავა. „ეს ხალხი გადასულია ძალადობაზე და ეს არის ბოლო ჟამი. ეს ბოლო ჟამი დადგა მას შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში. დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან, მოსახლეობასთან ერთად, ვაპირებთ ქვასროლია პუტინისტებს კუდით ქვა ვასროლინოთ პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას. ყველამ კარგად იცოდეს, გავაგრძელებთ შეხვედრებს, რისიც ეშინიათ. თუ უნდა ჩავსულიყავი 150, 160…

მეტი...

,,მეუღლეს დანით, ჩაქუჩით და სახრახნისით სხეულის სხვადასხვა არეში 33 ჭრილობა მიაყენა”- ერთ პირს აღკეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივლისს,  თბილისში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, ჩაქუჩით და სახრახნისით სხეულის სხვადასხვა არეში 33 ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში  იქნა გადაყვანილი. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც…

მეტი...

,,შენ რომ გაიქეცი ქვეყნიდან და აქ დარჩა ხალხი, ვინც დღემდე იბრძვის”- გურამ მაჭარაშვილი არახამიას

დავით არახამიას განცხადებას, რომლითაც უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა ირაკლი კობახიძეს უპასუხა, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება. მისი თქმით, როდესაც არახამია ქვეყნიდან გაიქცა, ” აქ დარჩა ხალხი, ვინც დღემდე იბრძვის”. ,,ჩაიხედოს კონსტიტუციაში ან მიმართოს მეგობრებს, რა წერია ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში, რომ ხელისუფლების არის ხალხი, ბატონო არახამია და არა ზელენსკი და არახამია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ. საქართველოში ხელისუფლებას შეცვლის და აირჩევს საქართველოს საზოგადოება. შენ რომ გაიქეცი ქვეყნიდან და აქ დარჩა ხალხი, ვინც დღემდე იბრძვის და მშვიდობიანად ჩვენ ამას დავაბრუნებთ, ტერიტორიულ მთლიანობას, სხვა ადამიანები აქ დარჩნენ. ამიტომ, არა მგონია რომ ეს მაინც და…

მეტი...

უკრაინაში საქართველოს ელჩმა უკრაინა დატოვა

უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა დატოვა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს მოითხოვა საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატეოვებინა უკრაინა, რათა თბილისში კონსულტაციები გამართოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე. ელჩისთვის  მიცემული ვადა 6 ივლისს, 12:00 საათზე იწურებოდა.

მეტი...

სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის გაუარესების გამო 75 000-75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების გაუარესებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრულყოფილი ინფორმაციის დაფიქსირების გამო, 75 000-75 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიებს დაევალათ დაკისრებული ჯარიმების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, სემეკში შექმნილმა მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა განახორციელა სს „ თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის (უწყვეტობა) მაჩვენებლების კონტროლი. კერძოდ, შეისწავლა კომპანიების მიერ 2022 წლის განმავლობაში ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის შესახებ ინფორმაცია – ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიის მომარაგების საშუალო ხანგრძლივობა (SAIDI წუთი/მომხმარებელი) და…

მეტი...

პარლამენტმა ცესკოზე ვეტო არასწორად დაძლია – ალექსანდრე რაქვიაშვილი

”გირჩის” წევრის,  სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, 3 ივლისს მიმდინარე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისთვის დადებული ვეტო პროცედურულად არასწორად დაძლია. მისი თქმით, ვეტოს დაძლევას მხარი 73 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, როდესაც  საჭირო იყო 76. ,,ორშაბათს, 3 ივლისს ქართულმა ოცნებად პრეზიდენტის ვეტო დაძლია, რომელიც ცესკოს თავჯდომარის არჩევის წესს ეხებოდა. თუმცა კენჭისყრის დროს მე დავაფიქსირე, რომ უმრავლესობას დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა არ ჰყავდა. რეგლამენტის თანახმად, კენჭისყრისთანავე მე მივმართე პარლამენტის თავჯდომარეს და მანდატურუხუცესს, რათა მომხდარიყო დეპუტატების გადათვლა და დამსწრე დეპუტატებისა და კენჭისყრაში მონაწილეთა სიის გადამოწმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, გადათვლა…

მეტი...

ევროპული ქვეყნები მზად არიან უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის, ზელენსკი კი უკიდურეს პოზიციას იკავებს – ლუკაშენკო

ევროპული ქვეყნები მზად არიან უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის, ზელენსკი კი უკიდურეს პოზიციას იკავებს. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. „ვცდილობ ავხსნა, დავასახელო მიზეზები, რის გამოც ახლა უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები. დასავლეთის პოზიცია ასეთია: ევროპა მზად არის მოლაპარაკებისთვის ახლა, მათ შორის საფრანგეთი. შესაძლოა, პირველ რიგში საფრანგეთი. ეს არის ომი. ჩვენს სახლში, ამიტომ ჩვენ გვჭირდება, რომ ზელენსკიმ დაიკავოს უკიდურესი პოზიცია – “ვიბრძოლოთ მანამ, სანამ არ გავათავისუფლებთ ტერიტორიებს, თუნდაც ბოლო უკრაინამდე.” შეერთებული შტატები იკავებს შუალედურ პოზიციას. ისინი მზად იქნებიან მოლაპარაკებებისთვის კონტრშეტევის შემდეგ,” – განაცხადა ლუკაშენკომ.  

მეტი...

,,ხაბე, გამაგრდი, გიტევენ, მაგრამ ვიცი, რომ შენც მედგრად დგახარ და აბა, შენ იცი”- ირაკლი ზარქუა

,,ხაბე, გამაგრდი, გიტევენ, მაგრამ ვიცი, რომ შენც მედგრად დგახარ და აბა, შენ იცი,” – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუამ წალენჯიხაში გიორგი მუმლაძისა და ლევან ხაბეიშვილის ფრთის დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. „ჩემი ხაბეს წინააღმდეგ შეთქმულებას აქვს ადგილი, ცუდას რად უნდა მტერობა, ამას გეტყვით. ხაბე, გამაგრდი, გიტევენ, მაგრამ ვიცი, რომ შენც მედგრად დგახარ და აბა, შენ იცი. სხვათა შორის, ხაბეს ისევ ჰყავს 17-კაციანი ამალა, გუშინ ვიხილე, „ვივამედთან“ მივიდნენ. შემორჩენილი ჰყავს ჩემს ხაბეს ის 17-კაციანი ამალა და მას ერთი კაცი არ უნდა დააკლდეს. რა გითხრათ, ხაბე რომ თავმჯდომარეა…

მეტი...

მშვილდაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს

მიხეილ მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მეტი...

,,ქვებს ისვრიან, დაახიეს ყველაფერი ადამიანებს, ფიზიკურად უსწორდებიან”- ვითარება საგარეჯოში

,,გადახედეთ ქვებს ისვრიან, დაახიეს ყველაფერი ადამიანებს, ფიზიკურად უსწორდებიან, ესენი არიან საჯარო მოხელეები და სუსის “ნასეტკები”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. საგარეჯოში, სადაც  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და პარტიის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ, ცოტახნის წინ ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ,,თქვენ ახლა ხედავთ პაპუასებს, ქვებს ისვრიან. კონკრეტულ პენსიონერებთან ერთად ვართ რა თემაზე, რომ საბანკო ოლიგარქიით გაძარცვეს ეს ხალხი. 1600 ლარი აიღო სესხი 2018 წელს, 2023 წელია კიდევ იხდის და ჯამში 1600 ლარში უნდა გადაიხადოს 4500 ლარი. ამ თემაზე სასაუბროდ, რომ საბანკო ოლიგარქიით, რომ გაძარცვეს ეს ხალხი, რომ პენსიონერები შეჭამეს გამოხრეს, ამ…

მეტი...

27 წლის ბიჭი, რომელსაც 4 დღის განამვლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

27 წლის გურამ კინწურაშვილი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ტაბახმელაში გარდაცვლილი იპოვეს. გურამ კინწურაშვილი სახლიდან პარასკევ საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.  

მეტი...

საგარეჯოში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

ამ წუთებში საგარეჯოში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ადგილზე  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და პარტიის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ. ნაციონალური მოძრაობა საგარეჯოში საპენსიო რეფორმას წარადგენდა. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ადგილზე მისულები ქვებს ისვრიან და იგინებიან. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ისვრიან კვერცხებს.

მეტი...

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ თანამშრომლებს კომისიის ახალი წევრი წარუდგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე სემეკის აპარატის თანამშრომლებს კომისიის ახალი წევრი, დავით თვალაბეიშვილი წარუდგინა. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმათა უმრავლესობით, დავით თვალაბეიშვილი კომისიის წევრის თანამდებობაზე 6 წლის ვადით აირჩა. დავით თვალაბეიშვილს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით ბაქო-სუფსის ნავთობსადენის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. დავით თვალაბეიშვილი მონაწილეობდა კასპიის რეგიონიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სატრანზიტო მილსადენების პროექტების მოლაპარაკებებისა და განხორციელების საკითხებში, 2006-2007 წლებში მუშაობდა მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისში “Carbon Finance” პროექტების კოორდინატორად სამხრეთ კავკასიაში,…

მეტი...

5კგ ოქროს ზოდები, დიდი ოდენობით თანხა, პარიკები – რა აღმოაჩინეს პრიგოჟინის სახლში?

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პეტერბურგის სახლში ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ნივთი, პარიკები, ოქროს ზოდები, ურო და ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. მედიის ცნობით, პრიგოჟინი ასევე ინახავდა მოწყობილობებს მისი გარეგნობის შესაცვლელად და ყალბ პასპორტებს. ამასთან,  სახლში  ნაპოვნია დიდი ოდენობით თანხა და  დაახლოებით 5კგ ოქროს ზოდები.

მეტი...

,,შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში”- არახამია კობახიძეს

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია ირაკლი კობახიძეს პასუხობს. მისი თქმით, კობახიძის მსგავსი კოლაბორანტების დამსახურებით  სახლი სამშობლოში. ,,პასუხი კობახიძეს-შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში. მოვა დრო და ქვეყანა გაიგებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ინტერესების პლატფორმად იყენებ და სინამდვილეში რუსეთია შენი სამშობლო, სადაც გაქცევა მოგიწევს, რადგან სხვაგან არსად მიგიღებენ. შენნაირებისგან გათავისუფლებით იზეიმებს საქართველოც და უკრაინაც მტერზე გამარჯვებას, რასაც როგორც ხედავ, წარმატებით ვახერხებთ,”- წერს არახამია. ,,არახამიას არ აქვს სამშობლო – ეს კაცი ვერ იქნება ვერანაირად ღირებული”- ირაკლი კობახიძე  

მეტი...

პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წაუყენა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა  თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის  მიმართ დაიწყო. უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა. ,,ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული 1-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ბრალდებულის…

მეტი...

საფრანგეთის პოლიციას მოქალაქეების ტელეფონის თვალთვალის უფლება ექნება

საფრანგეთის პოლიციას ცალკეულ შემთხვევებში მოქალაქეების ტელეფონის თვალთვალის უფლება ექნება. პოლიცია შეძლებს კამერის, მიკროფონის, „ჯიპიესის“ და სხვა მოწყობილობების გააქტიურებას ტელეფონებში. ქვეყნის იუსტიციის მინისტრის, ერიკ დიუპონ-მორეტის განცხადებით, აღნიშნული გავლენას მოახდენს მხოლოდ „წელიწადში ათეულობით საქმეზე“. ლეპტოპების, მანქანების და სხვა დაკავშირებული ობიექტების, ასევე ტელეფონების დაფარვით, ღონისძიება საშუალებას მისცემს დანაშაულში ეჭვმიტანილთა გეოლოკაციას, რომელიც ისჯება მინიმუმ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით. მოწყობილობები ასევე შეიძლება დისტანციურად გააქტიურდეს ტერორისტულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი ადამიანების ხმის და სურათების ჩასაწერად, ასევე დანაშაულებრივ და ორგანიზებულ დანაშაულში. დებულების ნებისმიერი გამოყენება უნდა დაამტკიცოს მოსამართლემ, ხოლო მეთვალყურეობის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

მეტი...

მკვლელობა ველისციხეში – ბრალდებულს 16-20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ, გურჯაანის  რაიონში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ცენტრში ბრალდებულს ორ თანასოფლელთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც  არარეგისტრირებული  ცეცხლსასროლი იარაღიდან  მრავალჯერადი გასროლით დაზარალებულებს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი.  დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით  ( განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის  მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება)  წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, როგორმე საქართველოს სტატუსი არ მიეცეს – გია ვოლსკი

უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, რომ როგორმე საქართველოს სტატუსი არ მიეცეს, რათა ამან საზოგადოებაში დაძაბულობა გამოიწვიოს და დესტაბილიზაციის ახალი ტალღა წარმოიშვას. მისი თქმით,  უკრაინის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილება არის მიღებული. ,,ეს უსამართლოსთან ერთად უსაფუძვლოცაა, რაც საკმაოდ გამაღიზიანებელი და გულდასაწყვეტია. უკრაინაში კარგად იციან, თუ რაოდენ მძლავრი პოლიტიკური, სამართლებრივი და ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს საქართველოსთვის ყველა კრიტიკულ მომენტში. უკრაინისთვის საგანგებო თემაა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ამას არც მალავენ. საქართველო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო და მოხალისეების წასვლას ორგანიზება არ გაუკეთა და უკრაინამ ელჩი მაშინ გაიწვია, როცა აშკარა პოლიტიკურ თემებზე საუბარი საერთოდ არ…

მეტი...

,,ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ”- მეუფე ნიკოლოზი მეუფე შიო მუჯირის სავარაუდო მოწამვლაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის შესახებ სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაციას ვერც დაადასტურებს და ვერ უარყოფს. მისი თქმით, მეუფე შიოსთან სცადა დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. „არაფერი ვიცი. ვერაფერს ვამბობ, ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ, რადგან რეალურად სარწმუნო ამბავი არ მაქვს. მეუფე შიოს ვერ დავუკავშირდი. ყველა ამბობს, გვაქვს ინფორმაციაო და საიდან აქვთ. მაგალითად, მე მევალება, მქონდეს ინფორმაცია და ვერ ვახერხებ და ვინ საიდან იცის, რა იცის. გუშინ საღამოს დამირეკა „მთავარმა არხმა“, მკითხა და ვუთხარი, პირველად მესმის თქვენგან-მეთქი. მერე ვცადე მეუფესთან დაკავშირება, დავურეკე, მივწერე კიდეც და…

მეტი...

ლუკაშენკოს განცხადებით, ევგენი პროგოჟინი რუსეთში იმყოფება

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით,  კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში იმყოფება. „რატომ მეკითხებით, სად არის დღეს „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანია და ამ კომპანიის ხელმძღვანელი? ეს კომპანია, კარგად გესმით, რუსულია. ამიტომ, კითხვა აშკარად არ მეკუთვნის. რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული. მებრძოლები ვაგნერის PMC-ის ძალიან სერიოზული მებრძოლები არიან – იმყოფებიან თავიანთ მუდმივ ბანაკებში. იმ ბანაკებში, სადაც ისინი ფრონტიდან გაყვანის შემდეგ იყვნენ გამოჯანმრთელების, მკურნალობის, დასვენების და ა.შ. ასეთი ომისთვის ჩვეულებრივი როტაცია ხდება. ბახმუტის შემდეგ ისინი გაიყვანეს თავიანთ ბანაკში, სადაც დღეს იმყოფებიან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.  

მეტი...