პრემიერი ელჩებს ადანაშაულებს

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოში მოქმედ ელჩებს, რომლებიც შესაბამის ქვეყნებს წარმოადგენენ: თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, დავსხდეთ საზოგადოების წინაშე და გავმართოთ საჯარო დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პრემიერი განმარტავს, რომ მმართველო გინდი მზადაა.

„ჩვენ მზად ვიყავით და ახლაც ნებისმიერ დროს მზად ვართ, გავითვალისწინოთ პარტნიორების არგუმენტირებული რეკომენდაციები. ის ფაქტი, რომ შესაბამისი ქვეყნები, ერთი მხრივ, საქართველოს შიდაპოლიტიკურ დებატებში პირდაპირ ერევიან, ხოლო, მეორე მხრივ, მათი ოფიციალური წარმომადგენლები დღემდე უარს ამბობენ საჯარო დისკუსიაზე, ადასტურებს, რომ მათ, სინამდვილეში, კანონპროექტის წინააღმდეგ არავითარი არგუმენტი არა აქვთ.

თუმცა, მაინც გვეუბნებიან, რომ კანონის მიღება არ უნდა გავბედოთ. ასეთ პირობებში, მათი მხრიდან ცილისმწამებლური განცხადებების კვლავაც გავრცელება და მშრალი შანტაჟის ენით საუბარი უკიდურესად არაევროპული და არადასავლურია“ – აცხადებს კობახიძე.

მსგავსი თემები