„საქართველოში პოლარიზაცია ძალიან ძლიერია“ – ევროპარლამენტარი

ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის  სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ევროპარლამენტარმა იოზას ოლეკასმაც ახსენა და უმრავლესობას ამ პრობლემის მოგვარება ურჩია.

„საქართველოში პოლარიზაცია ძლიერია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. მმართველმა უმრავლესობამ უნდა სცადოთ ამ პრობლემის მოგვარება. ერთი მაგალითი შესაძლოა, იყოს ციხიდან ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტში.

მისი შეფასებით, საქართველოს ევროპარლამენტში ძალიან ბევრი მეგობარი ყავს და ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა.

„როდესაც ვხედავთ, თუ რა გააკეთა საქართველომ ამ წიგნში, ეს კარგი წიგნია, გილოცავთ, მაგრამ ეს ცოტა ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ. არამხოლოდ ვისაუბროთ იმაზე რასაც მიაღწიეთ, არამედ განვიხილოთ პრობლემები, როგორ შევასრულოთ ეს 12 პუნქტი. ჩვენ ევროპარლამენტში ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს პოზიციას, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ თქვენ მხოლოდ ბიუროკრატიულად არ უნდა თქვათ, რომ ორგანიზებული იყო კომისიის და სამუშაო ჯგუფის შეხვედრები. პოლარიზაცია ძალიან ძლიერია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და თქვენ, მმართველმა პარტიამ უნდა სცადოთ ამ პრობლემის მოგვარება“ – აღნიშნმა ევროპარლამენტის წევრმა.

 

მსგავსი თემები