არიან დაშავებულები – ბევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

პარლამენტის შენობასთან ვითარება ურთულესია. წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი – სპეცდანიშნულების რაზმები ყველა საშუალებებით იგერიებენ აქციის მონაწილეებს. არიან დაშავებულები, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. არაერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყცანეს. სპეცდანიშნულების რაზმები პარლამენტის შენობაში არიან გამაგრებულები, აქცის მონაწილეები კი პარლამენტის შენობის გარეთ. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ე.წ. გაურკვეველი ნივთიერება სახეში, თვალის მიდამოებში მოხვდა. ის გადაყვანილია კლინიკაში. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ეზოში, საიდანაც მათ წყლის ჭავლს და ე.წ. წიწაკის სპრესი ასხამენ, წყნის ბოთლებს უშენენ. ჭირს სუნთქვა, ხილვადობა და გადაადგილება.

მეტი...

„საქართველო გზაჯვარედინზეა“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. „ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ. საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს. ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს. ევროპულმა საბჭომ ეს მისწრაფებები რომ აღიარა, დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და დასახა მკაფიო გზა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის…

მეტი...

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი

პარლამენტის პარლამენტის შენობასთან მიმდინარე დაძაბულ პროცესებთან დაკავშრებით შინაგან სამეტა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ადასტურებს, რომ ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. „მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ“, – აცხადებენ ინფორმაციაში.  

მეტი...

“საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებამ ვერ დაამშვიდა დაძაბულობა” – მეუფე გრიგოლი

“სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაფანტვას და არსებული დაძაბულობის დამშვიდებას ხელი ვერ შეუწყო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებამ (27.04.2024.)”- ნათქვამია მეუფე გრიგოლის  მიერ გავრცელებულ მიმართვაში. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ამბობს, რომ საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადება მედიასა და საზოგადოებაში სხვადასხვანაირად იქნა აღქმული. მეუფის თქმით, ის არ გამოხატავდა კათალიკოს პატრიარქის და სინოდის წევრების პოზიციას. “სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაფანტვას და არსებული დაძაბულობის დამშვიდებას ხელი ვერ შეუწყო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებამ (27.04.2024.), რომელშიც ცალსახად არის ნათქვამი: „განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია. აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ,…

მეტი...

გერმანელი დიპლომატი საქართველოს მიმართავს, არ გადაკეტოს მომავლის გზა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება. როგორც ანალენა ბერბოკი ახცადებს, ხედავს საფრთხეს, გადაიკეტოს მომავლის გზა. “ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა, რომელსაც მხარს უჭერს ათიათასობით ადამიანი ქუჩაში. მისი საფუძველია დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ხელისუფლებაზეა ახლა  დამოკიდებული, განზრახ არ გადაკეტოს მომავლისკენ გზა“, – აცხადებს გერმანელი დიპლომატი.  

მეტი...

“დღეს სახეზეა მოვლენათა დრამატული განვითარება”- მეუფე გრიგოლი

“გასული წლის მოვლენებისას შეძენილი გამოცდილებიდან ყველას უნდა სცოდნოდა, თუ რა შესაძლო განვითარება მოყვებოდა პარლამენტში ხელახალი განხილვების დაწყებას”- აღნიშნულია მეუფე გრიგოლის მიმართვაში.  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს სახეზეა მოვლენის დრამატული განვითარება. “დღეს, ერთი წლისთავზე, ჩვენ კვლავ ვხედავთ საზოგადოების მხრიდან უმწვავეს პროტესტს, რაც ამ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას მოჰყვა; გასული წლის მოვლენებისას შეძენილი გამოცდილებიდან ყველას უნდა სცოდნოდა, თუ რა შესაძლო განვითარება მოყვებოდა პარლამენტში ხელახალი განხილვების დაწყებას. და მაინც, ეს მოხდა და დღეს სახეზეა მოვლენათა დრამატული განვითარება” – ამბობს მეუფე. მიტროპოლიტი თხოვნით…

მეტი...

შსს-მ რუსთაველის გამზირიდან პოლიციელები გაიყვანა

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. ტერიტორია სამართალდამცველებმა დატოვეს. აღნიშნულთან დაკავშრებთ შსს განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა, მას შემდეგ, რაც უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა, სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ აქცია გამართონ მათთვის“ – აღნიშნულია განცხადებაში.    

მეტი...

„ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს“ – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

“გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს. დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულმა ბოლოდროინდელმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია“ – აღნიშნულია განცხადებაში რომელსაც საპატრიარქო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ,  სამწუხაროდ, ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს,„სამწუხაროდ, ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს, კატეგორიულ მიუღებლობას და რადიკალურ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო, უთანხმოება ყოველდღიურად ღრმავდება და კრიზისში შედის. როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში, სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად, ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ მიგვაჩნია,…

მეტი...

„მოდის კონკრეტული მომიტინგე და სახეში გაფურთხებს“ – პრემიერი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქციის დაშლისას იყო კონკრეტული გადაცდომები, მაგრამ ძნელი მოსათმენია, როცა სამარტალდამცველებს სახეში აფირთხებენ. „რაც შეეხება გადაცდომებს, იყო რამდენიმე ძალიან სამწუხარო ინციდენტი, როდესაც მაგალითად გაუსწორდნენ კონკრეტულ მომიტინგეებს. ძალიან რთულია მოთმენა პოლიციელებისთვის. როდესაც მოდის კონკრეტული მომიტინგე და სახეში გაფურთხებს,  ყველა ვერ უძლებს ამას, უმეტესობამ გაუძლო, 100-დან 1-მა ვერ გაუძლო და ამიტომ, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი“ – აღნიშნა პრემიერა. როგორც კობახიძე განმარტავს, ხაბეიშვილის დაზიანებები ძალიან მძიმეა. „რაც შეეხება ხაბეიშვილის შემთხვევას, რა თქმა უნდა, დაზიანებები არის ძალიან მძიმე და მას სჭირდება, ბუნებრივია, შესწავლა და ეს არის ყველაზე სამწუხარო ინციდენტი მთელი გუშინდელი დღის…

მეტი...

„დარწმუნებული ვართ, დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები“ – ირაკლი კობახიძე

„დარწმუნებული ვართ, დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები, ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის იმ ე.წ. ახალგაზრდული ორგანიზაციების ჯგუფები, რომლებსაც არსებითად აფინანსებენ კეზერაშვილი, ხაზარაძე და კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული სხვა დაჯგუფებები, რაც კანონის მიღების შემდეგ გამჭვირვალე გახდება. „ეს 300-კაციანი დაჯგუფებების ერთობლიობა დღესაც გადავა ძალადობაზე. წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რომ არის სპეცრაზმი, რომელსაც დაუშენენ ქვებს, შუშის ბოთლებს, გადავლენ პირდაპირ ხელჩართულ დაპირისპირებაზე, რა უნდა გააკეთოს ამ დროს სპეცრაზმმა?! კანონთან დაკავშირებით ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიტანეთ და რაც შეეხება…

მეტი...

„ევროპაში ამას ვერ ნახავთ, 6 პოლიციელია დაშავებული და 5 მომიტინგე“ – პრემიერი

„6 პოლიციელია დაშავებული და 5 მომიტინგე, როდესაც ევროპის ქვეყნებში ასეთი მასშტაბის ძალადობრივი მიტინგები იმართება ხოლმე,  როგორც წესი, თანაფარდობა არის 1/10“ – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ მედიასთან გააკეთა. რეოგორც პრემიერი აცხადებს, შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი თავიდანვე მიიღო, როდესაც მომიტინგეებმა პიკეტირებისთვის ჭიშკართან გადაინაცვლეს. „ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და ეს არის ქართული კანონი. გარდა ამისა, ძალადობა, სამართალდამცავების შეურაცხყოფა აშკარად სახეზე იყო და კიდევ არაერთი, უამრავი ფაქტი. იყო ინციდენტები, იყო სამწუხარო ფაქტები, მაგრამ მთლიანობაში რომ ევროპულად მოქმედებდა სამართალდამცავი სტრუქტურა, ამაზე მეტყველებს ერთი მარტივი რამ, ასეთი რამ არ ხდება ხოლმე, ევროპაში ამას ვერ ნახავთ, 6 პოლიციელია…

მეტი...

„დაშლის ოპერაცია ჩატარდა ევროპული სტანდარტებით“ – ირკლი კობახიძე

პრემიერ მინისტრის განცხადებით, გუშინ საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაცია წარმატებითა და ევროპული სტანდარტებით განხირციელდა. აღნიშნულის გამო ირაკლი კობახიძე სამართალდამცველებს მადლობას უხდის.

მეტი...

„…ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე

„თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ.  პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საჭიროა სწორედ ამ ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა და ვითარების დამშვიდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა. „რეალურად მარტივად არის საქმე. კონკრეტული ძალებისთვის პოლარიზაცია, რადიკალიზმი არის საკუთარი ინტერესების რეალიზების მთავარი ინსტრუმენტი და ამ კუთხით „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა მათთვის ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. სწორედ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა აძლევს მათ საშუალებას, რომ საქართველო დატოვონ ე.წ. პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში. სწორედ…

მეტი...

„ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს“ – პრემიერი

„პოლიტიკური უმცირესობის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ქმედებების გამო, გუშინ აუცილებელი გახდა 6 პოლიციელის ჰოსპიტალში გადაყვანა, მათ შორის ერთ-ერთს აღენიშნებოდა თვალბუდის ფსკერის მოტეხილობა და დასჭირდა გადაუდებელი ოპერაცია“ – აცხადებს ირაკლი როგორც ირაკლი კბახიძემ აღნიშნა, გუშინდელი ძალადობრივი აქციის შემდეგ, სხვადასხვა ნაკლებად მძიმე დაზიანებით კლინიკებში გადაყვანილ იქნა 4 მომიტინგე, რომლებიც მალევე გაეწერნენ კლინიკებიდან. „არ იყო სასიამოვნო ლევან ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა. ასევე, შეკრების დაშლის დროს დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი. სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას. თითოეული ადამიანის ფიზიკურ დაზიანებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს და ადამიანს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ახალისებდა და იწონებდა ძალადობას, აქეზებდა…

მეტი...

„ისინი უცხოელი დონორებისგან ფინანსდებიან“ – პრემიერი ახალგაზრდებზე

„პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს, რომელიც მთელი ერთი წლის მანძილზე ძალადობისა და მოძალადეების რომანტიზებას ახდენდა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრებს გულწრფელ ახალგაზრდებს უწოდებდა“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით. როგორც პრემიერმ განმარტა, ისინი უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან. „საუბარი იყო მოძალადე ახალგაზრდებზე, რომლებიც კეზერაშვილის, ხაზარაძის და კონკრეტული უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან. ესენია: ნაცმოძრაობის, „ლელოს“ და „ახალის“ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც 100-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. აგრეთვე, ესენია ძალადობრივი დაჯგუფებები: „ტალღა“, „ჯიუტები“, „ნაბიჯი“, „თბილისი პრაიდი“, „ჯენზი“, „წერტილი“, „დაფიონი“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და „მომავლის აკადემია“, რომლებიც კოლექტიური…

მეტი...

პრემიერი ელჩებს ადანაშაულებს

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოში მოქმედ ელჩებს, რომლებიც შესაბამის ქვეყნებს წარმოადგენენ: თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, დავსხდეთ საზოგადოების წინაშე და გავმართოთ საჯარო დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. პრემიერი განმარტავს, რომ მმართველო გინდი მზადაა. „ჩვენ მზად ვიყავით და ახლაც ნებისმიერ დროს მზად ვართ, გავითვალისწინოთ პარტნიორების არგუმენტირებული რეკომენდაციები. ის ფაქტი, რომ შესაბამისი ქვეყნები, ერთი მხრივ, საქართველოს შიდაპოლიტიკურ დებატებში პირდაპირ ერევიან, ხოლო, მეორე მხრივ, მათი ოფიციალური წარმომადგენლები დღემდე უარს ამბობენ საჯარო დისკუსიაზე, ადასტურებს, რომ მათ, სინამდვილეში, კანონპროექტის წინააღმდეგ არავითარი არგუმენტი არა აქვთ. თუმცა, მაინც გვეუბნებიან, რომ კანონის მიღება არ უნდა გავბედოთ. ასეთ პირობებში,…

მეტი...

„პოლიტიკური უმცირესობა ანიავებს იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახა“ – პრემიერი

„ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ, ყველას ვაფრთხილებთ, საკუთარი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სათანადოდ გაიაზრონ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ დღეებში რადიკალური  პოლიტიკური უმცირესობა ანიავებს იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახა, რაც საარჩევნოდ მომზადებული რევოლუციური სცენარის პრევენციას ეფექტურად უზრუნველყოფს. „ვერავინ დაამტკიცებს იმას, რომ „ენჯეოების“ მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად, კვლავაც ვრცელდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების ცილისმწამებლური ნეგატიური განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით“ – აღნიშნა მან.  

მეტი...

პრემიერი სმართალდამცველებს მაქსიმალური მოთმინებისკენ მოუწოდებს

„მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება, მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.  პრემიერის შეფასებით, საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული. „მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, რომლებმაც მასშტაბური ძალადობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ეფექტიანად მოახერხეს ძალადობის აღკვეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. რა თქმა უნდა, დღესაც ველით, რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის აქცია მიიღებს ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ეს ყველაფერი გამოხატული იქნება, პირველ რიგში, სახელმწიფო შენობების პიკეტირების მცდელობით, პოლიციელებზე ძალადობით და მათი შეურაცხყოფით. საქართველო არის დემოკრატიული…

მეტი...

„ვიხილეთ რევოლუციის 2 წარუმატებელი მცდელობა“ – ირაკლი კობახიძე

 „ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში, გარდა ამისა, პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. მან პარლამენტშუ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ერთადერთ რამეს ითვალისწინებს. „ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში. გარდა ამისა, ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ. 2020 წლიდან, „ენჯეოების“ აქტიური მონაწილეობით, ვიხილეთ რევოლუციის 2 წარუმატებელი მცდელობა. შეგახსენებთ, 2020 წელს „ენჯეოებმა“ გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები, გააყალბეს მონაცემები ოქმებში ზედმეტობების შესახებ, გააყალბეს ინფორმაცია…

მეტი...

პრემიერი არასამთავრობოებსა და მედიას ნარკოტოკებისა და ლგბტ თემის პროპაგანდაში ადანაშაულებს

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  ნარკოტიკების პროპაგანდა, ლგბტ-პროპაგანდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე პერმანენტული შეტევა –  ეს სწორედ ის საკითხებია, რაზეც არასამთავრობო სექტორი და მედია მუშაობს. „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა საქართველოს სახელმწიფოს არა მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემებს უქმნის, არამედ მისი ეკონომიკის განვითარებისა და ბიუჯეტის გაზრდისთვისაც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ „ენჯეოებისა“ და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება. ესაა – ნარკოტიკების პროპაგანდა, ლგბტ-პროპაგანდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე პერმანენტული შეტევა,  რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენცია, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობა, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის დაბრკოლებების შექმნა და ა.შ. უმჯობესია, რადიკალური…

მეტი...

“რადიკალურმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიასაშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა” – პრემიერი

„ უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, რადიკალურმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიასაშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა. „ენჯეოებისა“ და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერი განმარტავს, რომ არა „ენჯეოები“ და მათი მცდელობები, ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდებოდა. „მთლიანობაში, რადიკალურმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიასაშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს…

მეტი...

თინა ბოკუჩავა, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ხვდება

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ევროკავშირის საელჩოში, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ხვდება. საუბრის თემა რუსული კანონი და მის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, სამართალდამცველების ძალადობაა: „ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის ევროკავშირის მხრიდან, როდესაც ასეთი მაღალი წარმომადგენელი ჩამოდის, რომელიც უშუალოდ აღჭურვილია ევროკომისიის პრეზიდენტის ნდობით. იცით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები განიხილავენ პერსონალურ სანქციებს იმ 83 მოღალატის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს რუსულ კანონს და ასევე, სხვა ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ძალადობას და უკანონობას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის საუბარია კონკრეტულ სპეცრაზმელებზე და პოლიციელებზე, რომლებიც გასცემენ ან ასრულებენ უკანონო ძალადობრივ დავალებებს, იქნება ეს ლევან…

მეტი...

მოვუწოდებ შსს-ს, არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ – იოსელიანი

სახალხო დამცველმა, შსს-ს მოუწოდა, რომ არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ და არ იძალადოს დემონსტრანტებზე – განცხადება ლევან იოსელიანმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ასევე, მან აქციის მონაწილეებსაც მიმართა, რომ დაიცვან შეკრების მშვიდობიანი ფორმა. „ჩემი დღევანდელი ბრიფინგი პირველ რიგში ემსახურება პირველად შეფასებას გუშინდელი სამწუხარო მოვლენების, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამავე დროს დღევანდელი აქციის წინ გაფრთხილებას პირველ რიგში შსს-სი, რომ არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ ჩაერიოს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში, არ იძალადოს მათზე. ასევე მინდა მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, დაიცვან შეკრების ფარგლები და მისი მშვიდობიანი ფორმა, იმისთვის, რომ ეს არ გადაიზარდოს…

მეტი...

კობახიძე 18 საათზე განცხადებას გააკეთებს

ირაკლი კობახიძე 18 საათზე პრესკონფერენციას გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ჟურნალისტებთან შეხვედრა სავარაუდოდ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ჩაინიშნა.

მეტი...

გამოსავალი მხოლოდ ერთია – კანონის სასწრაფოდ უკან გაწვევა, მთავრობის გადადგომა – ბაქრაძე

გამოსავალი მხოლოდ ერთია – კანონის სასწრაფოდ უკან გაწვევა, მთავრობის გადადგომა, – ამის შესახებ ნათქვამია ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით ბაქრაძის განცხადებაში. ,,საქართველო და ქართველი ხალხი ბევრჯერ მდგარა გზაგასაყარზე, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ არასდროს ასე თვალსაჩინო არ ყოფილა არჩევანი სიბნელეს და სინათლეს, მონობას და თავისუფლებას, ჭაობში დარჩენას და წინსვლას შორის. ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ის, რაც დღეს ხდება, არ არის პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და პოლიტიკური ოპოზიცია აქ არაფერ შუაშია – დღეს “ქართული ოცნება” უპირისპირდება ქართველ ხალხს, რომელსაც აღარ უნდა რუსეთი, მონობა, კორუმპირებული ოლიგარქია. ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ საკუთარი ევროპელობით და ბრძოლისუნარიანობით…

მეტი...

ხერტ იან კოოპმანი კობახიძეს შეხვდა – საუბარი რუსულ კანონსაც შეეხო

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გენერალურ დირექტორს სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანს, შეხვდა. ,,საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ პროცესს, წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აღინიშნა, რომ კანონპროექტის ერთადერთი მიზანია გამჭვირვალობა და ის არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთადერთ ვალდებულებას აკისრებს – ყოველწლიურად დაადეკლარირონ მიღებული დაფინანსება. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით რეფორმები…

მეტი...

ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ, ბანდიტები არიან – მიხეილ სააკაშვილი ხაბეიშვილის ცემაზე

ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. ის მომხდარს ,,ხარებასა” [გდდ-ის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი] და ვაჟა სირაძის შურისძიებას უწოდებს: ,,ხარებას და სირაძის შურისძიება! ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ. ჩვეულებრივი ბანდიტები არიან. თვითონ ლევანი გამბედაობისა და შეუპოვრობის მაგალითია, ისევე, როგორც ბევრი ახალგაზრდა, რომელიც გუშინ ძალადობას არ შეუშინდა”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში. 

მეტი...

ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე! – მოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე

კიდევ ერთი მოქმედი დიპლომატი ალექსანდრე გოგოლაძე გმობს რუსულ კანონს ძალადობას, რომელიც ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა. ,,როგორც ჩემი სამშობლოს ერთგული (მოქმედი) დიპლომატი, მე იძულებული ვარ დავარღვიო დუმილი და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი უთანხმოება იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფალმა შემოგვთავაზა. ბუნებრივია ვგმობ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს, ვგმობ იმ ძალადობას, რაც ხელისუფალმა დემონსტრაციულად გამოიყენა ჩვენი საზოგადოების ყველაზე სათუთ, გასაფრთხილებელ ფენაზე – ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ვერ დავრჩები გულგრილი და ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე! მივმართავ ჩემს კოლეგა დიპლომატებს! მესმის და ვიზიარებ თქვენს მდგომარეობას, ყველა ვიბრძვით ისე, როგორც შეგვიძლია! საგარეო უწყებაში ძალიან ბევრი ღირსეული, მებრძოლი…

მეტი...

დღეს თბილისის აფთიაქებში ფიზიოლოგიურ ხსნარსა და პირბადეებს უფასოდ გავცემთ – PSP

ფარმაცევტული კომპანია 𝐏𝐒𝐏 აცხადებს, რომ დღეს, პირველ მაისს, თბილისის აფთიაქებში მომხმარებლები ფიზიოლოგიური ხსნარისა და პირბადეების მიღებას უფასოდ შეძლებენ. ცნობისთვის, დღეს, 17:00 საათზე პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია იმართება. ,,მხოლოდ დღეს ! თბილისის 𝐏𝐒𝐏 აფთიაქებში ფიზიოლოგიური ხსნარისა და პირბადეების მიღებას უფასოდ შეძლებ. 𝟏 მომხმარებელზე გაიცემა 𝟏 ცალი ფიზიოლოგიური ხსნარი და 𝟑 ცალი პირბადე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

,,ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლებას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა. მისი თქმით, დიდ შეცდომად მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან მთელ დასავლეთსა და ე.წ. “ომის პარტიას” შორის ტოლობის ნიშნის დასმას და დონორული პროექტების განმახორციელებელი ყველა ორგანიზაციის უცხო ძალის ინტერესის გამტარებლად წარმოჩენას. იხილეთ განცხადება: ,,სამწუხაროდ ქართული ოცნება გულმოდგინედ ცდილობს, რომ გააქროს შუა სივრცე და საზოგადოება გაყოს ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებად, არადა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებმაც ცნობილი კანონპროექტი და…

მეტი...

საქართველოს ჩამოერთვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, სანქციები ივანიშვილსა და დეპუტატებს – კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის დარბევის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება: ,,ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები! ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა; დაფინანსების შეწყვეტა ქართული პროექტებისთვის; სანქციები ბიძინა ივანიშვილის; მგზავრობის აკრძალვა იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ხმას აძლევენ რუსულ კანონს”, – წერს კრამონი.

მეტი...

პაპუაშვილმა სხდომიდან კიდევ ორი დეპუტატი ბოტკოველი და ბოკუჩავა გააძევა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ ,,ნაციონალური მოძრაობის” ორი დეპუტატი – გიორგი ბოტკოველი და თინა ბოკუჩავა გააძევა. მანამდე დარბაზიდან გააძევეს დეპუტატები თამარ ჩარკვიანი და სალომე სამადაშვილი. ,,უმიკროფონოდ როგორ უნდა დეპუტატების შეურაცხყოფა, მე მგონი იცოდეთ უნდა კარგად”, – უთხრა პაპუაშვილმა ბოკუჩავას, რომელიც მისი მტკიცებით, მომხსენებელს აყენებდა შეურაცხყოფას. გიორგი ბოტკოველს სხდომაზე სურდა ესაუბრა პარლამენტის ოპერატორისა და ფოტოგრაფის, სერგო სარდლიშვილის პოსტებზე, რომელიც მან ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემაზე გამოაქვეყნა. ბოტკოველი ამბობდა, რომ ადამიანი რომელიც ყოველ დღე შედის სხდომათა დარბაზში და დეპუტატებს ფოტოებს უღებს, სიძულვილს აფრქვევს. პარლამენტის თავმჯდომარემ ბოტკოველს უთხრა,…

მეტი...

იძახოდნენ, რომ „მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა“ – ხაბეიშვილი სპეცრაზმელებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე რობოკოპების მიერ, მისი ცემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სპეცრაზმელებს ეს ყველაფერი ტელეფონით აქვთ გადაღებული. ,,ახალგაზრდა ბავშვს ითრევდნენ რობოკოპები, როცა ინტერვიუს ვიძლეოდი აქციაზე და ეს პირდაპირ ეთერში იყო ცხადია, როგორც კი დავინახე რომ ეს ბავშვი შეჰყავდათ გავემართე, რომ იქნებ არ წაიყვანოთ, ბავშვია და ასე არ მოექცეთ, ამის შემდეგ, ხარებას დაჯგუფების ალყაში მოვხვდი. მინდა გითხრათ რას ლაპარაკობდნენ თუ გაინტერესებთ: როცა მირტყამდნენ მეუბნებოდნენ, რომ „შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებამ მუდმივად აკრიტიკებ, იქნებ გაჩერდე“. იძახოდნენ, რომ „მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა“. ამბობდნენ, რომ მე უნდა…

მეტი...

ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი საქართველო, რომ ყველას ერთი მოსაზრება გვქონდეს – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული პროტესტი რეალურად ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელებას ემსახურება. მისივე განმარტებით, კანონის მიღება უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა პროექტებზე იხარჯება თანხები. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მშვიდობიანი აქციის დასახელება უბრალოდ შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით. ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის – რომელი ორგანიზაციაა, პარტიაა, საიდან ფინანსდება და როგორ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. შესაბამისად, კანონის მიღება მოგვცემს შესაძლებლობას, ყველამ გააკეთოს დეკლარირება იმისა, თუ საიდან ფინანსდება, რა პროექტებზე და რა მიზნით იხარჯება თანხები.…

მეტი...

„სპეცრაზმი გამოიყენებს ძალას მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა დგება” – კალაძე

ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს, – თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ ფორმით, თუნდაც აქციით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ცივილიზებულად, კანონის ფარგლებში. არავის აქვს უფლება, რომ მოუწოდოს ხალხს საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებისკენ, ვნახეთ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის მიმართ და ა.შ. ის, რაც გუშინ ვიხილეთ ყველაფერს აცდენილია, ეს არც ევროპულობაა, ესა არის უბრალოდ რადიკალიზმი, რომელიც უცხოური გავლენების მქონე ჯგუფებისგან ფინანსდება“,…

მეტი...

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოვიდეს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში – კალაძე

„მშვიდობიანი აქცია ეს არის უბრალოდ ნიღაბი, შენიღბვას ცდილობენ, მაგრამ მთავარი ამოცანა არის რევოლუციური სცენარის განხორციელება“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც რეგიონებიდან დემონსტრანტების საპროტესტო აქციაზე ჩამოყვანის ორგანიზების კამპანიას ეხებოდა. „შენიღბვას ცდილობენ, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა არის რადიკალიზმი და რევოლუციური სცენარის განხორციელება ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს არ არის საქართველოს ხელისუფლებაში შევარდნაძის დროინდელი ან სააკაშვილის ხელისუფლება. 2024 წელია და გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა. ამის შეფასებას რომ ვერ აკეთებენ, ეს ცალკე უბედურება და ცალკე უდიდესი პრობლემაა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოვიდეს, გააპროტესტოს, დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა…

მეტი...