,,საქართველო დღეს ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ბევრ საკვანძო საკითხში”- მარინა კალიურანდი

,,პროგრესი 12 პრიორიტეტის მიმართულებით არის არასრული და ხშირად ზედაპირული. შედეგად, საქართველო დღეს ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ბევრ საკვანძო საკითხში,”- ამის შესახებ ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წლების წინ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი იყო.

,,საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება არა იმიტომ, რომ რუსული ჯარების სოხუმიდან განდევნა ვერ მოახერხა, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სასამართლო საქმეებია და მართლმსაჯულება დამოუკიდებელი არ არის, იმის გამო, რომ არსებობს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ძალადობის ფაქტები, იმის გამო, რომ ხელისუფლება სიძულვილის ენას იყენებს დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტარებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, იმის გამო, რომ უცხოელი აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს პოლიცია სასტიკად გაუსწორდა, იმის გამო, რომ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლგბტ თემის უფლებების დაცვა შეადარა უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე, იმის გამო, რომ უკრაინაში რუსეთის ომის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულებაა და ხელისუფლებას ჯიუტად არ სურს შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, ასევე იმის გამო, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთთან პირდაპირი ფრენები გაიხსნა,”- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი თემები