უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ომში – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. მისი თქმით,  თუ უკრაინა ვერ გააგრძელებს არსებობას, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო ევროპაში, მაშინ ნატო-ს წევრობის საკითხი საერთოდ ვერ განიხილება. „კიდევ ერთ რამეზე ვთანხმდებით და ეს ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს არის ის, რომ ახლა გადაუდებელი ამოცანაა იმის უზრუნველყოფა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი და მოიგოს უკრაინამ, რადგან თუ უკრაინა ვერ გააგრძელებს არსებობას, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო ევროპაში, მაშინ წევრობის საკითხი საერთოდ ვერ განიხილება. ასე რომ, ჩვენ ახლა არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ძირს უთხრის…

მეტი...

მეჯვრისხევში ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა – არიან დაშავებულები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ავტომობილი მოტოციკს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,  დაშავდა 2 პირი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

მეტი...

ვოლიდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლიდიმირ ზელენსკი ხერსონის რეგიონში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამზე ავრცელებს. ,,ხერსონში მე მოვინახულე გადასასვლელი, სადაც მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია დატბორილი ტერიტორიებიდან. ჩვენი ამოცანაა დავიცვათ სიცოცხლე და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ადამიანებს. მადლობას ვუხდი მაშველებს და მოხალისეებს! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობს ამ საქმეში! – წერს ზელენსკი

მეტი...

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლება არ არღვევს დასავლეთის სანქციებს – ზახაროვა

უსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებით,  რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლება, დასავლეთის სანქციებს არ არღვევს. ზახაროვას თქმით, აშშ და  ევროკავშირი რეგიონში სიტუაციის შერყევის მცდელობებს არ წყვეტენ. ,,ბევრი გვსმენია იმის შესახებ, რომ ეს ფრენები არღვევს ერთგვარ აკრძალვას და ა.შ. ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის, არ არსებობს სანქციების რეჟიმები – მიუხედავად მათი უკანონობისა, თუ ეს სანქციების რეჟიმები უბრალოდ დაფიქსირდა, როგორც არსებული და არა როგორც დასაშვები – ეს ფრენები არ არღვევს მას. მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს არ აწუხებს აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც არ წყვეტენ თავიანთ მცდელობებს უკარნახონ თავიანთი…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთში  25 წლის  ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთში  25 წლის  ახალგაზრდა ემსხვერპლა.  TV25-ის ინფორმაციით, შემთხვევა 7 ივნისს სოფელ ლეღვაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,  მანქანა, რომელსაც 25 წლის ახალგაზრდა მართავდა, ხიდის ჯებირს შეეჯახა. კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაშავებული დღეს დილით გარდაიცვალა.

მეტი...

არასრულწლოვანი გოგოს მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით – პოლიციამ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ჯ.ჰ. და 1981 წელს დაბადებული გ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ჯ. ჰ.- მ ცოლად შერთვის მიზნით, 2007 წელს დაბადებულ ს.კ. – ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული გ.ა. -ც. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო…

მეტი...

ხერსონის რეგიონის სულ მცირე 600 კვადრატული კილომეტრი დაიტბორა – ადმინისტრაცია

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ხერსონის რეგიონის სულ მცირე 600 კვადრატული კილომეტრი დაიტბორა სამშაბათს ნოვა კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად. ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, წყალდიდობამ საშუალო დონემ 5,61 მეტრამდე მოიმატა. მისივე თქმით, “საშიში ზონიდან”  თითქმის 2000 ადამიანი იქნა ევაკუირებული, რომლებიც დროებითი დახმარების თავშესაფრებში გადაიყვანეს. ,,მიუხედავად უკიდურესი საფრთხისა და მუდმივი რუსული დაბომბვისა, დატბორილი ტერიტორიიდან ევაკუაცია გრძელდება.  აღმოსავლეთ სანაპიროზე მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ხალხი იტანჯება არა მხოლოდ წყალდიდობისგან, არამედ რუსული ტერორისგან და ოკუპანტების უქონლობისგან, დახმარონ ხალხს”, – დაწერა პროკუდინმა.  

მეტი...

დონეცკის რეგიონში რუსებმა მთელი ოჯახი მოკლეს – უკრაინის გენერალური პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დონეცკის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა კიდევ ოთხი –  3, 4, 9 და 13 წლის ბავშვი. ,,7 ივნისს, დაახლოებით 19:45 საათზე… [რუსების] თავდასხმის შედეგად დაიღუპა მთელი ოჯახი – ბაბუა, მისი შვილი და 4 წლის შვილიშვილი. 3, 4, 9 და 13 წლის [ბავშვებმა]  სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს” – ნათქვამია განცხადებაში. შემთხვევის ადგილზე დაჭრილ 27 წლის მამაკაცს მკურნალობა ჩაუტარდა.

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მაღაზია „უნოს“ დარღვევის ფაქტი დაუდგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „უნოს“ მხრიდან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, საქმის ხელახალი შესწავლა განახორციელა.  საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, მაღაზია “უნოს“ მიმართებით დარღვევის ფაქტი დადგინდა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან – მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების, ასევე, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად,  ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა – მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს  ეკისრება ჯარიმა, ხოლო 12…

მეტი...

მარნეულში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს

მარნეულის ერთ-ერთ სოფელში,  ქორწინების მიზნით, არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა უკვე საკუთარ საცხოვრელებელ სახლში იმყოფება, ხოლო დანაშაულში მონაწილე ორი ადამიანი დაკავებულია. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

„გამძლეობას ვუსურვებთ მამაც მეხანძრეებსა და კანადის ხელისუფლებას საზარელ ხანძრებთან ბრძოლაში”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანადაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ეხმაურება და მათ თანადგომას უცხადებს. „გამძლეობას ვუსურვებთ მამაც მეხანძრეებსა და კანადის ხელისუფლებას საზარელ ხანძრებთან ბრძოლაში. ამ რთულ დროს საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას“, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე. კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრების გამო, ნიუ-იორკში ძლიერი დაკვამლიანებაა

მეტი...

რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია – დავით ნარმანია ”მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ”მედიაცენტრ მთავარში” მედიის წარმომადგენლებს სემეკის  2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, განხორციელებულ პროექტებზე, სემეკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე. დავით ნარმანიას თქმით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. კერძოდ, ერთიან შკალაზე ტარიფების სიმცირის კუთხით საქართველო მეორე ადგილს იკავებს. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე და აღნიშნა, რომ სემეკი ამ მიმართულებით 2022 წელს აქტიურად განაგრძობდა მუშობას. „მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული და…

მეტი...

,,მაშინ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დავნიშნოთ გოცირიძე და დავუბრუნდეთ ისევ კუპონებს”- მდინარაძე

მაშინ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დავნიშნოთ რომან გოცირიძე და დავუბრუნდეთ ისევ კუპონებს – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ვერსიაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოტივაცია ამოძრავებდა პრეზიდენტს, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის გამართული მუშაობა საფრთხის ქვეშ დააყენა. ,,პრეზიდენტს ხომ არ წარმოუდგენია კანდიდატურა? თავად აღიარეს, განვიხილავდითო. თუ „ქართული ოცნება“ ენდობა ადამიანს, პროფესიონალია, დადებითი რეპუტაცია აქვს, პოზიტიურია, კვალიფიკაციით, ყველანაირად კარგი ადამიანია, ამბობენ, იცით რა, თქვენთან ნამუშევარია. მაშინ დავნიშნოთ რომან გოცირიძე და დავუბრუნდეთ ისევ კუპონებს, ის არის „ნაცების“ კლასტერი,”  – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ”იმედის” ეთერში. ,,ზურაბიშვილის ქმედებები…

მეტი...

მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა – ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.  პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ,,სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. 2022 წლის 30 სექტემბერს,  მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასა და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით მის შემდგომ მოქმედებას ადასტურებდა. ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი…

მეტი...

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

2023 წლის 7 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 77-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ,,ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს…

მეტი...

ნატო-ს ზოგიერთი წევრი შესაძლოა, უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დათანხმდეს – ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოს ზოგიერთი წევრი შესაძლოა, უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დათანხმდეს, თუ წევრი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე კიევს უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მისცემენ –  ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა. რასმუსენის თქმით, თუ ნატო ვილნიუსის სამიტზე ვერ შეთანხმდება უკრაინის წინსვლის მკაფიო გზაზე, არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს ზომები. ,,ჩვენ ვიცით, რომ პოლონეთი ძალიან არის ჩართული უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გაწევაში. და მე არ გამოვრიცხავ შესაძლებლობას, რომ პოლონეთი კიდევ უფრო ძლიერად ჩაერთოს ამ კონტექსტში ეროვნულ საფუძველზე და მას მოჰყვეს ბალტიისპირეთის ქვეყნები, შესაძლოა, ადგილზე ჯარების შესაძლებლობის ჩათვლით,”-…

მეტი...

გორში ეკლესია გაქურდეს – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია გაქურდა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა ფულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დაკავებულმა მის მიერ, ჩადენილი კიდევ 4 ეკლესიის გაქურდვის ფაქტი აღიარა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა, ფულს და წმინდა გიორგის გამოსახულების მედალიონს. პოლიციამ, ეკლესიებიდან მოპარული თანხის ნაწილი, ასევე წმინდა გიორგის გამოსახულების მედალიონი…

მეტი...

რუსეთში ვაშლის ღვინით ინტოქსიკაციით 32 ადამიანი გარდაიცვალა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, ვაშლის სიდრით ინტოქსიკაციით დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. ვოლგის ფედერალური ოლქის სუბიექტებში ყალბი სიდრის გამოყენების შედეგად მოწამლულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი ადამიანი დაზარალდა ულიანოვსკის რეგიონში, სადაც დაფიქსირდა მოწამვლის 51 შემთხვევა, მათ შორის 20 დაიღუპა.

მეტი...

,,არ უნ­დო­და მას­თან შე­რი­გე­ბა და ამის გამო ემუქ­რე­ბო­და, 15 წლის და მომ­ტა­ცა და გა­მი­უ­ბე­დუ­რა“- მოკლულის და

ყოფილი მეუღლის მიერ, სასტიკად მოკლული მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლის დის განცხადებით, ქალს ნიკოლოზ ლაჩაშვილთან შერიგება არ სურდა და ამის გამო ემუქრებოდა. ,,მა­რის არ უნ­დო­და მას­თან შე­რი­გე­ბა და ამის გამო ემუქ­რე­ბო­და. მარი რომ და­ი­კარ­გა, მა­ტყუ­ებ­და, ცო­ცხა­ლია, რა გა­ტი­რებ­სო. მიც­ნობ­და, ისარ­გებ­ლა იმით, რომ აქ არ ვი­ყა­ვი და ეს გა­ა­კე­თა. იცო­და, რისი გამ­კე­თე­ბე­ლიც ვი­ყა­ვი და იცო­და, რა გა­ვუ­კე­თე, როცა 15 წლის და მომ­ტა­ცა და გა­მი­უ­ბე­დუ­რა“,- განაცხადა მაია მაზიაშვილმა. როგორც მაია მაზიაშვილი “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან” საუბარში აცხადებს, ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია,  რომ ლაჩაშვილს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ტყუილია. ,,ტყუ­ი­ლია რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. კი იწვა, მაგ­რამ…

მეტი...

კახოვკას წყალსაცავში წყლის დონე ყოველ საათში 5-7 სანტიმეტრით ეცემა – საერთაშორისო ატომური სააგენტო

კახოვკას წყალსაცავში წყლის დონის ვარდნის ტემპი 11 სმ-დან საათში 5-7 სმ-მდე შემცირდა. საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინფორმაციით, თუ წყალსაცავში წყლის დონე 12,7 მ-ზე დაბლა დაეცემა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მისგან წყლის ამოტუმბვას ვერ შეძლებს. „თუ დონე 12,7 მეტრზე დაბლა დაეცემა, ZNPP ვეღარ შეძლებს წყალსაცავიდან წყალსაცავებამდე გადატუმბვას. ვინაიდან კაშხლის დაზიანების სრული ზომა უცნობია, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როდის მოხდება ეს. თუ ვარდნის ამჟამინდელი ტემპი გაგრძელდება, კრიტიკულ დონეს მომდევნო ორი დღის განმავლობაში მიაღწევს“, – ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, წყლის რეზერვების შევსესბის შემთხვევაში, 6 რეაქტორის გაგრილების პრობლემა რამდენიმე თვით მოიხსნება.

მეტი...

კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრების გამო, ნიუ-იორკში ძლიერი დაკვამლიანებაა

კანადაში, თითქმის ყველა პროვინციაში ტყის ხანძრებია, ათასობით ადამიანი უკვე ევაკუირებულია. მედიის ცნობით, ამ დროისთვის 3,3 მილიონი ჰექტარია დამწვარი. ხანძრის ქრობის პროცესში დაახლოებით 520 მეხანძრეა  ჩართული. კანადაში გაჩენილმა ხანძარმა პრობლემები შექმნა ნიუ-იორკშიც. ქალაქი კვამლის ნისლშია გახვეული. ნიუ იორკის მერმა, ერიკ ადამსმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. „ჩვენ მოვუწოდებთ ნიუ-იორკის მოსახლეობას, დარჩნენ სახლში. ყველა მოქალაქემ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს გარე საქმიანობა. დახურეთ ფანჯრები, გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდები, ხანდაზმული თუ ხართ ან გაქვთ სუნთქვის პრობლემები, დარჩით სახლში. გარეთ გასვლის შემთხვევაში, აუცილებლად ატარეთ მაღალი ხარისხის ნიღბები“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

მეტი...

კახოვკას ჰესზე თავდასხმაზე რუსეთია პასუხისმგებელი – თეთრი სახლი

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აშშ ინფორმაციას მომხდარის შესახებ, ჯერ კიდევ აგროვებს. ,,კაშხალი იყო რუსეთის კონტროლის ქვეშ და მათზეა პასუხისმგებლობა კაშხლის განადგურების, რომელიც ომმა გამოიწვია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ ამ რთულ პერიოდში”, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

მეტი...

,,შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე”- ზელენსკი

შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას მკაფიო და სწრაფი რეაგირება სჭირდება მსოფლიოსგან, მომხდართან დაკავშირებით. „ახლა ჩვენ გვჭირდება მკაფიო და სწრაფი რეაგირება მსოფლიოსგან იმაზე, რაც ხდება. შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე. დაბომბვის მიუხედავად, ჩვენი სამხედრო და სპეცსამსახურები შეძლებისდაგვარად ცდილობენ დახმარებას, მაგრამ საჭიროა ფართომასშტაბიანი ძალისხმევა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“ ელექტროენერგიის, გაზისა და წყალმომარაგების სექტორზე ისაუბრებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“ მედიის წარმომადგენლებს შეხვდება სემეკის თავმჯდომარე ჟურნალისტებს   2022 წლის საქმიანობის ანგარიშს გააცნოს. დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, განხორციელებულ პროექტებზე, სემეკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე.   ასევე, მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებზე, რომელიც სემეკის გადაწყვეტილებით ჩამოიწერა. დავით ნარმანია ყურადღებას ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფებზეც გაამახვილებს.  

მეტი...