,,მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის”- ხატია დეკანოიძე ო’ბრაიენის განცხადებაზე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას ეხმაურება. ო’ბრაიენის თქმით, აშშ-მა გამოავლინა 5 ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, ერთ-ერთი საქართველოა.

დეპუტატი ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას მძიმე განაცხადს უწოდებს.

,,ჯიმ ობრაიენის განცხადება, თუ არ იქნება შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არის ძალიან მძიმე და პირველ რიგში ეს არის განსაკუთრებით მძიმე რუსეთთან ფრენების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის განცხადებების შემდეგ და ამიტომ ამ კონტექსტში საქართველო, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის. ამიტომ კონკრეტული განმარტებები უნდა წარმოადგინოს ფინანსთა სამინისტრომ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რაც დღეს, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

აშშ-მა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევენ – ჯიმ ო’ბრაიენი

მსგავსი თემები