არ ველოდები, რომ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს – გიული ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედა,  გიული ალასანია გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და კვლავ სუსტად არის.

,,მე პირადად გამოვრიცხავ ამას, მე რამდენადაც მისი განწყობა ვიცი, არა მგონია, ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ეს ყველაფერი. მე არ ველოდები, რომ ის აპირებს აქ პოლიტიკაში ჩართვას. მდგომარეობა მისი დიდად არ გაუმჯობესებულია ჩემი ხედვით, არის სუსტად და ველოდებით, რომ გამოკვლევა იქნება დამატებით” – განუცხადა გიული ალასანიამ ტვ პირველს.

მსგავსი თემები