,,საქართველოს მთავრობამ არჩევანი უნდა გააკეთოს ორ გზას შორის, ერთი მიდის ევროკავშირის მომავლისენ, მეორე მიდის უკან, წარსულში”- კალიურანდი

,,საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არჩევანი უნდა გააკეთონ ორ გზას შორის. ერთი მიდის ევროკავშირის მომავლისკენ, მეორე მიდის უკან, წარსულში,”-  ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევაში, ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის განხორციელებაში.

„როგორც ვთქვი, შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არჩევანი უნდა გააკეთონ ორ გზას შორის. ერთი მიდის ევროკავშირის მომავლისკენ, მეორე მიდის უკან, წარსულში. არჩევანი თქვენზეა. მომავალი თაობის თვალში პოლიტიკური პასუხისმგებლობა თქვენზეა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს საერთო ღირებულებებს, ვალდებულებებს და არ არის მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე დამოკიდებული. ეს პროცესი არ გამორიცხავს ოპოზიციის პასუხისმგებლობას. ბევრჯერ მითქვამს, რომ მათ დაუშვეს უზარმაზარი შეცდომა, რომ არ შევიდნენ პარლამენტში 2019 წელს, არ შეუერთდნენ მედიაციას. მათი მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში და კონსტრუქციული მონაწილეობა 12 პრიორიტეტის შესრულებაში კვლავ არსებითია. საქართველოს ამ ორგანოში ბევრი მეგობარი ჰყავს, პოლიტიკური სპექტრის ბევრ მხარეს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი თემები