„შესაძლოა, კეთილი ნების ჟესტი იყოს ბატონი სააკაშვილის გათავისუფლება“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი კოზმა ზლოტოვსკი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ბრიუსელში იმართება, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის თემას შეეხო. როგორც ევროდეპუტატმა აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება შეიძლება კეთილ ჟესტად ჩაითვალოს.

„შესაძლოა, კეთილი ნების ჟესტი იყოს საქართველოს ხელისუფლებისგან ბატონი სააკაშვილის გათავისუფლება.  ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია. ის თუ როგორ ეპყრობა მას საქართველოს ხელისუფლება, ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს ბევრი ევროპარლამენტარისთვის, – აღნიშნა ევროდეპუტატმა ტრიბუნიდან.

მისი შეფასებით, საქართველოს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ნაწილში პროგრესი აქვს თუმცა, დეპოლარიზაცია მაინც პრობლემაა.

დეპოლარიზაცია არის ყველაზე რთული. რას ნიშნავს დეპოლარიზაცია? ჯანსაღი პოლარიზაცია არის დემოკრატიის საფუძველი. ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს, რომ ხალხმა გაიგოს, ვისი არჩევა სურთ, მაგრამ ზოგჯერ პოლარიზაცია შეიძლება ძალიან შორს წავიდეს. შესაძლოა, კარგი ჟესტი იყოს საქართველოს ხელისუფლებისგან ბატონი სააკაშვილის გათავისუფლება. ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია და ის როგორც ეპყრობა მას საქართველოს ხელისუფლება, ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს ბევრი ევროპარლამენტარისთვის. პოლონეთის ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი, ასევე, არის ხელისუფლების ოპოზიციონერი, მაგრამ ის დაპატიმრებული არ არის. გთხოვთ, განიხილოთ ამ ჟესტის გაკეთება“, – განაცხადა ევროდეპუტატმა ზლოტოვსკიმ.

 

მსგავსი თემები