,,ხაბეიშვილს რისი გასაღებიც ჰქონდა, ისიც დაკარგული აქვს”- ალუდა ღუდუშაური

,,ხაბეიშვილს რისი გასაღებიც ჰქონდა, ისიც დაკარგული აქვს”- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

მისი თქმით, რეალურად ქვეყნის მომავლის გასაღები ვისაც აქვს, ეს არის  “ქართული ოცნება.

,,ნაციონალური მოძრაობა” ეუბნება სხვა დანარჩენს, რომ თურმე ხაბეიშვილს ჰქონია გასაღები და რისი გასაღები აქვს ხაბეიშვილს ჩვენ კარგად ვიცით – ხაბეიშვილს რისი გასაღებიც ჰქონდა, ისიც დაკარგული აქვს და ამიტომ აი, იმ გასაღებისთვის რომ ეპატიჟება სხვებს შემომიერთდითო, უფრო მეტად სასაცილო მდგომარეობაში არიან. რეალურად ქვეყნის მომავლის გასაღები ვისაც აქვს, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა და ასეთი არის “ქართული ოცნება”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ.”

მსგავსი თემები