რუსეთმა წყალში ჩაძირული ხერსონი დაბომბა

კაშხლის აფეთქების შემდეგ, რუსეთის ჯარებმა წყალში ჩაძირული  ხერსონის რაიონი დაბომბეს. ეს კი მაშინ მოხდა, როცა მაშველები   წყალდიდობის შედეგად ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენას ცდილობდნენ, რომლებიც სახურავებზე თუ მაღალ სართულებზე იყვნენ შეფარებულები.

ხერსონში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იბომბებოდა ხერსონის სანაპირო ზონები და ქალაქის ცენტრი.

მსგავსი თემები