„საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. მისივე თქმით, ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება  რუსეთის ფედერაციამ მიიღო.

„საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა. გამორიცხულია, საქართველო ეხმარებოდეს, პირიქით, ბევრჯერ გამოჩნდა, რომ საქართველო არა თუ ვინმეს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, არამედ ეხმარება აღსრულებაში. ეს ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებს დახვდა და ცალმხრივად აღუდგინეს უვიზო რეჟიმი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები