არიან დაშავებულები – ბევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

პარლამენტის შენობასთან ვითარება ურთულესია. წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი – სპეცდანიშნულების რაზმები ყველა საშუალებებით იგერიებენ აქციის მონაწილეებს. არიან დაშავებულები, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

არაერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყცანეს. სპეცდანიშნულების რაზმები პარლამენტის შენობაში არიან გამაგრებულები, აქცის მონაწილეები კი პარლამენტის შენობის გარეთ.

აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ე.წ. გაურკვეველი ნივთიერება სახეში, თვალის მიდამოებში მოხვდა. ის გადაყვანილია კლინიკაში.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ეზოში, საიდანაც მათ წყლის ჭავლს და ე.წ. წიწაკის სპრესი ასხამენ, წყნის ბოთლებს უშენენ.

ჭირს სუნთქვა, ხილვადობა და გადაადგილება.

მსგავსი თემები