„ჩვენ ვცხოვრობთ უფრო საშიშ მსოფლიოში, ჩვენ გვყავს რუსეთი“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით,  რუსეთმა განზრახ აირჩია განსხვავებული გზა და უარი თქვა ისტორიული განსხვავებების აღმოფხვრაზე. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

„ჩვენ ვცხოვრობთ უფრო საშიშ მსოფლიოში. ჩვენ გვყავს რუსეთი, როგორც მეზობელი, რომელიც მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, არაერთხელ, არამედ რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში, რეალურად, დაწყებული საქართველოდან 2008 წლიდან. სწორი იყო იმედი, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა ჩვენს ურთიერთობაში რუსეთთან, მაგრამ შემდეგ თანდათან დავინახეთ, რომ რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც იგი ცდილობდა, აღედგინა გავლენის სფეროები, როდესაც დიდი ერები აკონტროლებენ იმას, რისი გაკეთება შეუძლიათ პატარა ერებს. შემდეგ კი ნატო-ს თანდათან, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა მეტი ხაზგასმა არა დიალოგზე, არამედ შეკავებასა და თავდაცვაზე, განსაკუთრებით 2014 წლიდან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები