საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთსა და აზერბაიჯანში ხდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, წყალუხვი სეზონი შესაძლებლობას იძლევა,  ექსპორტზე მეტი ელექტროენერგია გავიდეს, იმპორტი კი შემცირდეს.

„წყალუხვობიდან გამომდინარე, მიმდინარე წელსაც ნარჩუნდება ის ვითარება, რაც იყო გასულ წელს. როცა ჭარბი წყალი აქვს ჰიდროელექტოსადგურებს, ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება და ექსპორტზე გატანა. ამ ეტაპზე, ექსპორტი ხორციელდება თურქეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ენგურჰესსა და 15 მცირე და საშუალო ჰესებს გააქვს მათ მიერ გამომუშავებული ენერგია ექსპორტზე და დამატებით შემოსავალსაც იღებენ“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ მთავარში“.            

მსგავსი თემები