დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმის მოსმენით, რომ თითქოს ვცდილობთ ”მეორე ფრონტის” გახსნაზე დავიყოლიოთ – კალიურანდი

დასავლელი პარტნიორები უკვე დაღლილები არიან ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმის მოსმენით, რომ თითქოს ჩვენ ვცდილობთ საქართველო ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე დავიყოლიოთ – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს კრემლის პროპაგანდისტული ხრიკი და  ტყუილია.

,,მეორე საკითხი ის არის, რომ ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროპული ინსტიტუტებიდან და დასავლელი პარტნიორები უკვე დაღლილები არიან საქართველოს მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმის მოსმენით, რომ თითქოს ჩვენ ვცდილობთ საქართველო ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე დავიყოლიოთ და ომში ჩავითრიოთ. ეს არის კრემლის პროპაგანდისტული ხრიკი და ეს არის ტყუილი. ჩვენ არ გვსურს ომი საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი,”- განაცხადა  კალიურანდმა.

მსგავსი თემები