ფეხმძიმე ქალის ცემის ფაქტზე გორის სასამართლომ კაცს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

გორის სასამართლომ ფეხმძიმე ქალის ცემის ფაქტზე კაცს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია qartli.ge ავრცელებს.

მედიის ცნობით, პროკურატურის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა ბრალდებულის ადვოკატი, რომლის თქმითაც, მამაკაცი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

პროკურატურის მტკიცებით, კაცმა ქალს თავსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩაარტყა. კაცს ასევე ჰქონდა შემაკავებელი ორდერი. ადვოკატის თქმით, მისი ინფორმაციით, ქალი თავად დაესხა თავს მამაკაცს და მის თანხმლებ პირს.

სასამართლომ  ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი თემები