„ეს კომენტარი იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ, თუ საინფორმაციოსთვის?”- ბრეგაძე პრემიერად სააკაშვილის შესაძლო წარდგენაზე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე 2024 წლის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად შესაძლო წარდგენის საკითხზე დასმულ კითხვას პასუხობს.

მინისტრის თქმით, კითხვა, სხვა ქვეყნის მოქალაქე უნდა გახდეს თუ არა საქართველოს პრემიერი და პოლიტიკაში ჩაერთოს, იუმორისტული ჟანრიდანაა.

„ეს კომენტარი იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ, თუ საინფორმაციოსთვის? კითხვა, სხვა ქვეყნის მოქალაქე უნდა გახდეს თუ არა საქართველოს პრემიერი და პოლიტიკაში ჩაერთოს, ნამდვილად იუმორისტული ჟანრიდანაა. უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ასე ვერ მოხდება. მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა. ამ ეტაპზე უცხოელს საქართველოში საარჩევნო ხმა არ აქვს და შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

მსგავსი თემები