„ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ორმხრივი იყო“ – ევროპარლამენტარი  

ევროპარლამენტარმა ლუკ დევინმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა ცალმხრივი გადაწყვეტილება.

„ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი. მას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს. ასე რომ, ცალმხრივად ვერ მიიღებ ამა თუ იმ ქვეყანაში ჩაფრენის გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება თავისთავად ორმხრივი იყო“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მან შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზეც გააკეთა. კერძოდ იმაზე, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ნატო-ს გაფართოება იყო.

„თქვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-ს გაფართოება არის უკრაინაში ომის მიზეზი. პრობლემა ის არის, რომ პრემიერ-მინისტრმა მიზეზად მხოლოდ ნატო-ს გაფართოება დაასახელა, რაც რუსული ნარატივია და თან სრული სიცრუე. 2008 წლიდან, გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებიდან, რომელიც ეხებოდა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას 2022 წლამდე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არანაირი პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა უკრაინის ნატო-ში გასაწევრიანებლად. ასე რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო რუსეთისთვის”, – აღნიშნა ლუკ დევინმა.

 

მსგავსი თემები