„ქართველი ხალხი პრეზიდენტისგან პასუხისმგებლიან ქცევას ელოდება“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის განცდებით, საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი მოვალეობა უნდა შეასრულოს და ხელი არ უნდა შეუშალოს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას.

„ის უფლებამოსილებები, რომელიც გააჩნია ამა თუ იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, უნდა შეასრულოს. ის გარემოება, რომ ცესკო-სა და ეროვნული ბანკის შემთხვევაში კანდიდატების წარდგენის დაყოვნებაა, ეს აჩვენებს, რომ ამ მხრივ ქართველი ხალხის მოლოდინები გამართლებული არ არის. ქართველი ხალხი პრეზიდენტისგან ელოდება პასუხისმგებლიან ქცევას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მის უფლებამოსილებაში შედის. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ქართველი ხალხის ამ მოლოდინს საქართველოს პრეზიდენტი უპასუხებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები