აშშ-მა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევენ – ჯიმ ო’ბრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებით, აშშ-მა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევენ. ეს ქვეყნებია: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი.

მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ ევროპული კომპანიები ყიდიან პროდუქციას სხვა ქვეყნებში, რომლებიც, თავის მხრივ, მასალებს რუსეთში ყიდიან.

,,ძირითადი მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის ექსპორტი, რომელიც რუსეთს მისი ომის მანქანისთვის ესაჭიროება, დაუბრუნდა ომამდელ დონეს, რადგან რუსეთი სანქციების გვერდის ავლაში უკეთესი გახდა. ამ წლის დასაწყისისთვის რუსეთს შეეძლო ელექტრონიკის გარკვეული ძირითადი კატეგორიების ხელახალი იმპორტი, დაახლოებით ომამდელ დონეზე, რაც გულისხმობდა ჩიპებს, პროცესორებს და ინტეგრირებულ სქემებს, რომლებიც თანამედროვე იარაღის დამზადებისთვის არის საჭირო.”- აცხადებს ო’ბრაიენი.

მსგავსი თემები