ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საცურაო კოსტიუმებით გამოჩენის გამო დაჯარიმდებიან

1 აგვისტოდან ოკუპირებული აფხაზეთის ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებზე, პარკებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა ადგილებში საცურაო კოსტიუმებით გამოჩენის გამო დაჯარიმდებიან. დამრღვევებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 6 ათასი რუბლის ოდენობით.

ე.წ პარლამენტმა  “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”  ცვლილებები უკვე შეიტანა.

ცვლილებების განმარტებით ჩანაწერში ნათქვამია, რომ ”ბევრი დამსვენებელი თვლის, რომ თუ ისინი კურორტზე იმყოფებიან, მაშინ არ არის აუცილებელი ყურადღება მიაქციონ მათ გარეგნობას და საკუთარ თავს უფლება მისცენ საცურაო კოსტუმებით სიარული არა მხოლოდ პლაჟებზე ან ცურვისთვის განკუთვნილ ადგილებში, არამედ ასევე საზოგადოებრივ ადგილებში და კაცები უბრალოდ შორტებით დადიან, მკერდშიშველი.”

მსგავსი თემები